სიახლეები

ბათუმში ეკომიგრანტებისთვის 58-ბინიანი კორპუსი აშენდება

28.04.2015
ბათუმში ეკომიგრანტებისთვის 58-ბინიანი კორპუსი აშენდება

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალსართულიანი კორპუსში 58 ბინა იქნება, რომლებსაც ეკომიგრანტებს გადასცემენ.

 

სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს სამუშაოების დასრულების მომენტიდან არანაკლებ 3 წელს (ქანობიანი სახურავი ბურულით, მოსაპირკეთებელი სამუშაოები (ბათქაში, სამღებრო სამუშაოები, კერამიკული ფილების მოწყობა, მაგისტრალური წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები, მაგისტრალური ელექტროგაყვანილობები გამანაწილებელ ელექტროფართან ერთად).

 

შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარებას განახორციელებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის შესახებ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, ხოლო სამუშაოების შუალედურ მიღება-ჩაბარებას განახორციელებს შემსყიდველის წარმომადგენელი – ტექნიკური ზედამხედველი.

 

პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 2015 წლის 13 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება.

 

აჭარაში ამ დროისთვის 113 ოჯახია სტიქიით დაზარალებულთა პირველ კატეგორიაში, რომელთა სახლები საცხოვრებლად უვარგისია და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია. პარალელურად, მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების მორიგი გადამოწმება.

 

არქიტექტურული ნაწილი სატენდერო დოკუმენტაციიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: