რატომ გვითვალთვალებს სახელმწიფო?

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივით ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა.  დისკუსიის თემა  იყო, მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალი და მიყურადება, როგორც პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა. დისკუსიის დაწყებამდე ნაჩვენები იყო გერმანელი რეჟისორის ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის 2006 წელს გადაღებული ფილმი,  “სხვების ცხოვრება”, რომელიც ასახავს 1984 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, გერმანიის საიდუმლო პოლიციის „შტაზის“ საქმიანობას.

როდის უნდა მიმართო სახელმწიფოს პენსიისთვის?

 

მოქალაქეებს – ეთერ და თამარ კიწმარიშვილებს  საპენსიო ასაკი, მიმდინარე წლის 1 ივნისს შეუსრულდათ. როგორც რესპონდენტები „ბათუმელებთან“ აცხადებენ, მათ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12 მაისს მიმართეს, თუმცა სააგენტოში უთხრეს, რომ ისინი პენსიას ერთი თვის დაგვიანებით მიიღებდნენ. 

პირველი ივნისი ბათუმში და ერთი სევდიანი ამბავი

 

ბათუმში, 6 მაისის პარკში არანახულად ბევრი ბავში იმყოფებოდა დღეს, 6 საათის შემდეგ. ყველა ბავშვი ბედნიერი და მხიარული იყო. მათი მშობლები – ნაკლებად. ამ საყოველთაო მხიარულების ფონზე პარკში იმყოფებოდნენ სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიცლებოდა პარკი ბავშვებისგან. მხიარული და ბედნიერი ბავშვები პოლიეთილინის პარკებსა და ნაყინის ქაღალდებს შორის სეირნობდნენ, ყველა ძელსკამთან კი მზესუმზირის ნაფცქვნები ეყარა.

ბავშვთა დღე ბათუმში

 

დღეს, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშირისო დღეს, ბათუმის 6 მაისის პარკში ხალხმრავლობაა.  ბავშვებისთვის პარკში საბავშვო სპექტაკლი გაიმართა, დარიგდა უფასო ნაყინი,  რამდენიმე წუთში საბავშვო კონცერტი გაიმართება. 

აჭარის არქივში დაცული დოკუმენტები ციფრულ ფორმატში

 

აჭარის საარქივო სამმართველო არქივში დაცული დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე მუშაობს. მომავალში აჭარის მთავრობა გეგმავს ვებგვერდის შექმნას, სადაც არქივში დაცულ დოკუმენტებს გამოაქვეყნებენ.

შს სამინისტრო პულოვერებს შეისყიდის

 

შს სამინისტრო, 30 მაისს გამოაცხადებული ტენდერის მიხედვით, 169 600 ღირებულების პულოვერების შეძენას გეგმავს. ტენდერში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შეტანა 22 ივნისის 13:00 საათამდე შეიძლება.

რა იქნება დღეს, 1 ივნისს ბავშვებისთვის უფასო

 

რა შეიძლება ნახო ბავშვებმა  დღეს, 1 ივნისს, ბათუმში, ბავშვთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს. ბათუმის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საინფორმაციო კოლაჟის თანახმად დღეს გაიცემა „5000 ნაყინი და უამრავი სათამაშო საჩუქრად“.

მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე გზააბნეული უცხოელები იპოვეს

 

დღეს, პირველ ივნისს, გამთენიისას გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ ცენტრში, 112-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ხუთი უცხოელი დახმარებას ითხოვდა. დაკარგულებს შორის იყო სამი ქალი და ორი მამაკაცი. ისინი ინდოეთის მოქალაქეები არიან. უცხოელებს გზა ხულოში, კონკრეტულად კი გოდერძის უღელტეხილზე აებნათ.

შეგიძლიათ თუ არა შშმ პირის დასაქმება?

 

რა გჭირდებათ იმისთვის,  რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დაასაქმოთ? – ეს კითხვა გასულ კვირას „ბათუმელებმა“ რამდენიმე კერძო კომპანიის წარმომადგენელს დაუსვა. უმეტესობისთვის კითხვა მოულოდნელი იყო და პასუხიც გაურკვეველი აღმოჩნდა, ზოგიერთმა პასუხის გასაცემად ვადა ითხოვა, მათ შორის რამდენიმე მზადაა ეს საკითხი მომავალში განიხილოს. შშმ პირების ინფორმაციით კი საკითხი დღის წესრიგში გაცილებით უფრო რთულად დგას.  

ველოსიპედისტების მოძრაობას შესაძლოა ბათუმის მერიც შეუერთდეს

 

 ხვალ, 29 მაისს ბათუმში ველოსიპედისტების ჯგუფური მსვლელობა გაიმართება, რომლის მიზანია, გააგებინონ ავტომანქანის მფლობელებს, რომ ველოსიპედისტებს სჭირდებათ უსაფრთხო სივრცე.  

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-12 კლასელები

 

ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმმა დღეს, 28 მაისს სასტუმრო „ჰილტონში“ კურსდამთავრებულებისთვის გამოსაშვები საღამო მოაწყო. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისსაც მიეძღვნა. 

რატომ არის სახიფათო სახლი, რომელშიც ცხოვრობთ

 

ქალაქში არსებული მრავალბინიანი სახლების დიდი ნაწილი ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა. კანონი, რომელიც მშენებელს უსაფრთხოების ნორმების დაცვას ავალდებულებდა, 2009 წელს გაუქმდა და დღემდე უსაფრთხოების საკითხები მხოლოდ მშენებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. რამდენად უსაფრთხოა სახლები სახანძრო და სხვა აუცილებელი ნორმების თვალსაზრისით – ამას სახელმწიფო არ აკონტროლებს.

26 მაისი ბათუმში

 

დღეს 26 მაისია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე. ამ წუთებში ბათუმში 6 მაისი პარკში კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს. 

 

12 :00 საათიდან ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროს მხარეს, ცაში გაეშვება სხვადასხვა სახის მოხატული ფრანი და 40-80 კვ. მეტრის მოცულობის საქართველოსა და ლიტვის დროშები. სანახაობა 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება.

 

15:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება ავსტრიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 23 ავსტრიელი მხატვრის 50 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული და სხვა ნამუშევრები. ასევე, გამოიფინება პლენერის ფარგლებში შექმნილი სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. პლენერი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაციის“ ფარლგებში განხორციელდა. 

 

სადღესასწაულო ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება.

google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 

ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემის – google-ს მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე გაჩნდა წარწერა – „საქართველოs დამოუკიდებლობის დღე 2015“. 

ნათია სირაბიძე: უკრაინელი ქალბატონი თავის დაწვას არ აპირებს

 

აჭარის მთავრობის აპარატის პრესცენტრის ხელმძღვანელის ნათია სირაბიძის ინფორმაციით, უკარინის მოქალაქეს ტატიანა ნესტერენკოს, რომელიც, როგორც თავად ამბობს,  ბათუმში 28 აპრილს გაძარცვეს თაღლითებმა, უკვე შეხვდნენ მათ უწყებაში. 

უკრაინის მოქალაქე არჩილ ხაბაძის სახლთან თავის დაწვით იმუქრება

 

ტატიანა ნესტერენკო უკრაინის მოქალაქეა. ის ბათუმში წლის დასაწყისში ჩამოვიდა ბიზნესის დაწყების მიზნით. ამბობს, რომ 28 აპრილს გაძარცვეს. მან მიმართა პროკურატურას, პოლიციას, აჭარის მთავრობას, მაგრამ ამბობს, რომ დღემდე არც კი დაკითხეს. ტატიანა ნესტერენკო ახლა მიუსაფართა თავშესაფარში ცხოვრობს, როგორც თვითონ ამბობს, უსახლკაროებსა და ალკოჰოლდამოკიდებულებთან ერთად.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 9 აპრილი და არა 26 მაისი

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილისა და „ოცნების“ ე.წ. ხელისუფლებები არ აღიარებენ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, მილიონობით  ქართველი სწორედ ამ დღეს აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობას. 

ბათუმის უნივერსიტეტში „მის სტუდენტი“ აირჩიეს

 

„სტუდენტური დღეები აჭარა 2015″-ის გამარჯვებული ნომინაციაში -,,მის სტუდენტი” ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 1-ლი კურსის სტუდენტი ლოლიტა ცინცაძე გახდა, ხოლო ბსუ-ს ფუტსალის ნაკრებმა პირველობა სპორტულ აქტივობაში მოიპოვა. 

გაზის მიწოდება აჭარაში 26 მაისის დილისთვის სრულად აღდგება

 

გაზის მიწოდება ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის აჭარაში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, 25 მაისს დაიწყება, პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და 26 მაისის დილისთვის უკვე მთელს აჭარას შეუფერხებლად მიეწოდება ბუნებრივი აირი – განუცხადეს „ბათუმელებს“ კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზში”.

როგორ ებრძვიან სტერეოტიპებს საზღვაო აკადემიაში

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები საქართველოში გავრცელებულ სტერეოტიპებს, ფოტოსესიით გამოეხმაურნენ.  სტუდენტებმა ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს. 

როგორ მოიხადეს ქალებმა ჩადრი აჭარაში

 

1929 წლის იანვარში აჭარაში, მაშინდელი ხულოს მაზრის ცენტრში, ხულოელმა ქალმა – ფემბე ხოზრევანიძემ სახალხოდ მოიხადა ჩადრი. „ამ განათლებულ ქვეყანაში ჩადრი რად მინდაო“, – თქვა და მეზობლების თვალწინ დაწვა. ეს მეოცე საუკუნის 30-იანი წლების აჭარაში ერთგვარი რევოლუციური ნაბიჯი იყო, რადგან საუკუნეების მანძილზე ჩადრი აჭარელ ქალთა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კულტურული ზნე-ჩვეულების წინააღმდეგ გალაშქრება ასაკოვანმა ქალბატონებმა დაიწყეს. ე.წ. „ჩადრის ახდის კამპანიას“ უხმაუროდ არ ჩაუვლია, აჭარლები აჯანყდნენ. 1929 წლის აჯანყება სწორედ ქალებისთვის ჩადრის ახდის გამო დაიწყო.

ექსპო ბათუმი 2015 დასრულდა

 

დღეს, მე-8 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა – ექსპო ბათუმი 2015 დასრულდა.

ბათუმს 24 მაისიდან 26 მაისამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

 

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის”  ინფორმაციით, ბათუმში მოსახლეობის 80%-ს ბუნებრივი აირი 24 მაისს შეუწყდება,  მიწოდება კი 25-26 მაისს ეტაპობრივად განხორციელდება. როგორც „ბათუმელებს“ შპს “სოკარ ჯორჯია გაზში” უთხრეს, ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია. რაც შეეხება ბუნებრივი აირის შეწყვეტისა და მიწოდების გრაფიკს, კომპანია აზუსტებს და კონკრეტულ მონაცემებს დღის განმავლობაში გაავრცელებს. 

როგორი ტელევიზორით ვერ მივიღებთ ციფრულ სიგნალს

 

2015 წლის 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. ვის შეეხება რეფორმა, როგორი ტელევიზორით ვერ მივიღებთ ციფრულ სიგნალს, რა მოდელის ტელევიზორები უნდა შევარჩიოთ და ხომ არ დაირღვევა სოციალურად დაუცველი იმ ოჯახების უფლებები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება სპეციალური მოწყობილობა შეიძინონ? – „ბათუმელების“ შეკითხვებს მედიასამართლის სპეციალისტმა ნათია კაპანაძემ უპასუხა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ „ირინას აფთიაქის“ საჩივარი დაკმაყოფილდა

 

სემეკმა 18 მაისის საჯარო სხდომის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შპს „ირინა შანიძე და კომპანიას“ [„ირინას აფთიაქი“] ჩამოეწერა შპს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ დარიცხული 15 000 ლარი. ასევე გაუქმდა დადგენილება შპს „ირინა შანიძე და კომპანიას“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. „ენერგო პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ შპს „ფრანგულის სკოლა“-ს საჩივარი  კი სემეკმა არ დააკმაყოფილა.

რა შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა თვითმმართველობაში

 

დღეს, 19 მაისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ – სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ დისკუსია გამართა თემაზე,  „როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია”.

დისკუსიის მომხსენებლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ იურისტი, ვახუშტი მენაბდე, ამავე ორგანიზაციის იურისტი, ლინდა ღვინიანიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“, ლაშა სირაბიძე და საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ჟურნალისტი სოფო ჟღენტი.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ერთი ნაწილი ათი დღით ჩაიკეტება

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩაქვი–მახინჯაურის მარჯვენა გვირაბში მიმდინარე წლის 19 მაისის 08:00 სთ-დან 29 მაისის 10:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ლიტვური პოეზიის ფესტივალი“ ქობულეთში

დღეს, 18 მაისს, ქობულეთში ლიტვური ფესტივალი – „პოეზიის გაზაფხული 2015“ დაიწყო და 3 დღეს გაგრძელდება. ქობულეთის გამგეობის ცნობით, ფესტივალს ესწრება ლიტვის ელჩი საქართველოში.

მოპარული 17 მაისი

 

„ეს ქუჩა დაკავებულია“, „აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“, „არა სიძულვილის ენას“, – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოციალური ქსელი ამ სლოგანებით აჭრელდა. მთელს მსოფლიოში 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედაა გამოცხადებული. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2013 წლის მაისში „არა ჰომოფიას!“ გააფთრებული ხალხის მასა, რელიგიური მოტივით დაუპირისპირდა, საქართველოში 17 მაისმა კიდევ ერთი დატვირთვა შეიძინა. საპატრიარქომ ეს დღე „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა და ასე შეეცადა ჰომოფობიის მოწინააღმდეგეთა კვალის წაშლას. მაშ ასე, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ სექსუალურ უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

აქცია საავადმყოფოებში სტაციონარული მომსახურების აღდგენის მოთხოვნით

 

დღეს, 18 მაისს, შუახევში მოქალაქეებმა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შუახევის სავადმყოფოში სტაციონარული მომსახურების გაუქმებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დაჰპირდა, რომ „10 დღის შუალედში საავადმყოფო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა“.

ბათუმის მერია შშმ პირთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციას დააფინანსებს

 

ბათუმში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის მიზნით, ბათუმის მერია 95 შშმ პირს დააფინანსებს. სარეაბილიტაციო კურსი 15 დღიანი იქნება და მას შშმ პირები ურეკში, ბორჯომსა და ახტალაში გაივლიან. 

ბელეტაჟის მფლობელები ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან

 

„ეს საქმე მოგვარდება და ძალიან გთხოვთ, ერთმანეთში კონფლიქტში არ შეხვიდეთ“, – გააფრთხილა პატრულის თანამშრომელმა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ბელეტაჟის ეზოსთან დები მანელიშვილები და კომპანია „დიეს ჯგუფის“ თანამშრომლები. 7 მაისს მანელიშვილებმა პატრული მას შემდეგ გამოიძახეს, რაც კომპანიამ მშენებარე სახლის კედელზე, რომელიც მანელიშვილების ეზოში მდებარეობს, ეზოს მეპატრონეების წინააღმდეგობის მიუხედავად, ხარაჩოების მშენებლობა დაიწყო.  

ბავშვით ხელში ყოველი დღე საზღვარზე

 

ასმათ სამხარაძე საქართველო-თურქეთის საზღვარს, ხუთი წლის ბავშვით ხელში, თითქმის ყოველ დღე კვეთს. პატარა გოგონას სიარული არ შეუძლია, ამიტომ დედას ის სულ ხელში ჰყავს. ასმათს ორი შეკვრა სიგარეტი გასაყიდად გადააქვს და უკან ბრუნდება, ასე ცდილობს ის შვილის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებასა და საარსებო მინიმუმის შოვნას. ასმათი თავის პატარა გოგონასთან ერთად  კერძო სახლის ავტოფარეხში ცხოვრობს.  

დაუბეგრავი მინიმუმი – დაბრუნებულია 67 მილიონზე მეტი

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან დღემდე პერიოდში, დაუბეგრავი მინიმუმის სახით მოქალაქეებზე დაბრუნებულია 67 მილიონ 251 ათას 875 ლარი. 

შსს 2,6 მილიონი ლარის პიკაპებს შეიძენს

 

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის პიკაპის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე საქართველოს შსს მომსახურების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სააგენტო 50 ავტომანქანის შეძენას გეგმავს, რისთვისაც მაქსიმუმ 2 მილიონ 679 ათას 845 ლარის გადახდას აპირებს.

საუკუნის წინანდელი სარეკლამო დოკუმენტები

 

ბათუმის საარქივო სამმართველომ საუკუნის წინანდელი სარეკლამო დოკუმენტები გამოაქვეყნა.

Exit mobile version