აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, კოღოების და სხვა ინფექციის გადამტანი მწერების წინააღმდეგ, სპეციალურ ღონისძიებებს იწყებს.
ბათუმელები
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, კოღოების და სხვა ინფექციის გადამტანი მწერების წინააღმდეგ, სპეციალურ ღონისძიებებს იწყებს.
ბათუმის ქუჩებში კედლებს წელსაც „არტსტუდია Dotcomma“ მოხატავს. ფესტივალის ბიუჯეტი 29 ათასი ლარია. მხატვარი გელა წულაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ბათუმი სტრით არტის“ იდეა მას ეკუთვნის. ფესტივალი ბათუმში მეორე წელია ხორციელდება. გელა წულაძის კომპანია „არტსტუდია Dotcomma“ ბათუმში მეორე საგამოფენო პროექტს – „აბრეშუმის გზასაც“ ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 49 756 ლარია. როგორ მოიპოვა პროექტების განხორციელებაზე ექსკლუზიური უფლება მხატვარმა და ექვემდებარება თუ არა შემოქმედებითი პროექტები ტენდერებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თავად გელა წულაძეს ესაუბრა.
„ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია“ – ასე იწყებს საუბარს ჩვენი რესპონდენტი არჩილ ვაშაყმაძე, რომელიც 25 წელია უსინათლოა, თუმცა ამბობს, რომ შეუძლია სმენითა და ინტუიციით დაინახოს სამყარო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პატრულმა ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე 12 წლის დაკარგული უცხოელი გოგონები იპოვა.
ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელიში არსებული ზვიგენის თვალის ფორმის ქორწინების სახლი, განახლდა.
სუფთა ჰაერი, ნაძვისა და სოჭის ტყეები, მთები ალპური მინდვრებით, უეცრად ჩამოწოლილი ნისლი, სისხამ დილას დოსტების მიერ ჩამოტარებული რძე, მაწონი, კაიმაღი და საღამოობით პატარ-პატარა მოედნებზე აგიზგიზებული კოცონები – თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ბახმაროში, გურიის მთებში, ამას ვერასოდეს დაივიწყებთ.
გენეტიკურად მოდიფიცირებულ სურსათზე სპეციალური ნიშნის – GMO და MG დატანა უკვე აუცილებელი მოთხოვნაა. სპეციალიზებული მარკირების გარეშე პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში ბიზნესსუბიექტები 5 000 ლარით დაჯარიმდებიან. როგორ უნდა მოხდეს პროდუქციის მარკირება და რა მექანიზმებით გააკონტროლებს სახელმწიფო კანონის აღსრულებას? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტმა ბიძინა ჯიბლაძემ ისაუბრა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის სახლებში უსაფრთხოების ნორმების შესწავლისა და მათზე რეკომენდაციების გაცემის მიზნით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი ტურისტული ობიექტების მონიტორინგს აწარმოებს. ხანძრის გაჩენის თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, სასტუმროებს დაურიგდათ რეკომენდაციები და მათ გასათვალისწინებლად 15-დღიანი ვადა მიეცათ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან გორგილაძის ინფორმაციით, დღეს თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა და ერთი დაიღუპა.
დღეს, 14 ივლისს, 21 საათზე, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან ბათუმელი მუსიკოსის, ვაჟა ტურუშისა და ბენდის კონცერტი გაიმართება.
დღეს, 14 ივნლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ერთ-ერთი აბიტურიენტის მიმართ ბულვარის ადმინისტრაციის საჩივარი განიხილა. ბულვარის ადმინისტრაცია აბიტურიენტის 80 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. მოსამართლემ ის მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნო.
დღეს, 14 ივლისს, დაახლოებით დილის ექვს საათზე, სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა სამი დღის წინ გაუჩინარებული 15 წლის უჩა ქედელიძის ცხედარი იპოვეს. უჩა ქედელიძე მეჯინსწყალზე ცხოვრობდა.
ბონში, ბაზრის მიმდებარე უბანში, მოსახლეობა სატვირთო მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს. აქ სატვირთო მანქანები მოძრაობას დილის 5 საათიდან იწყებენ, ტვირთის დაცლის შემდეგ კი, უბნის შიდა ქუჩებზე ჩერდებიან, რის გამოც მოძრაობა იზღუდება. ქართველ იუნკერთა ქუჩასთან ამკრძალავი ნიშანი დგას, თუმცა ტრაილერები ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩისკენ მაინც უხვევენ. ტრაილერები დგას ამკრძალავ ნიშნებთანაც. ადგილის სივიწროვის გამო ტრაილერები ზოგჯერ კორპუსების შიდა ეზოებშიც შედიან. მოსახლეობა ამბობს, რომ უბანში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.
დღეს, 14 ივლისს, დილიდან ბათუმის მერიის წინ ცენტრალური ავტოსადგურის მძღოლები საპროტესტი აქციას მართავენ. ისინი მერიისგან ქალაქში არსებული თვითნებური ავტოსადგურების გაუქმებას მოითხოვენ.
გასულ კვირას აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეცხრე სართულზე მოქალაქემ გველი აღმოაჩინა. ქვეწარმავალი სახლის მცხოვრებლებმა მოკლეს. გველი დაინახეს ფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეები ქალაქის სანდასუფთავების სამსახურს მიმართავენ, თუმცა შპს „სანდასუფთავებაში“ ამბობენ, რომ მათ ფუნქციებში ქვეწარმავლებთან ბრძოლა არ შედის. სამსახურს არც შესაბამისი პროგრამა აქვს და არც სპეციალისტი ჰყავს, სამსახური მხოლოდ კოღოებისა და მღრღნელების წინააღმდეგ ახორციელებს პროგრამას. „ბათუმელები“ ამ თემაზე „სანდასუფთავების“ სამსახურის უფროსს დავით ასამბაძეს ესაუბრა.
ორდღიანი ტრენინგი რომელიც შშმ პირთა კონვენციის UN CRPD -ს არსსა და მიზანს, ძირითად პრინციპებს, შშმ პირთა უფლებების კონვენციისა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შედარებით ანალიზს შეეხებოდა, დღეს 13 ივლისს დასრულდება.
ბათუმის ქუჩებში, პროექტ „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში 10 ადგილას, ფერადი პიანინოები დადგეს. პიანინოები ქუჩებში ორი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული და ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაკვრა.
ბენზეს დასახლებაში, ყოფილი „ბიტმაშის“ უბანში, მდინარე ყოროლისწყლის ორივე ნაპირზე დაახლოებით 150-200 ოჯახი ცხოვრობს. მათგან თითქმის 30 ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ეს მდინარე მისთვის დამახასიათებელი ღვარცოფით მოვარდება. ამ ოჯახებს ყოროლისწყლისგან დღემდე არაერთხელ მიუღიათ მატერიალური ზარალი. 1971 წელს კი, ღვარცოფად მოვარდნილმა ყოროლისწყალმა იქ განლაგებული საბჭოთა ჯარის ნაწილი წალეკა. მაშინ ნაწილის ტერიტორიაზე მყოფი 11 ჯარისკაციდან ვერც ერთი ვერ გადარჩა. ეს ყველაზე დიდი მსხვერპლი ყოფილა, რაც ამ დასახლებაში ახსოვთ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წლის ხუთ თვეში აჭარას 4,34%-ით მეტი ტურისტი ეწვია, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. დეპარტამენტი აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებს ეყრდნობა. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკას, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში ორ მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2015 წლის ბიუჯეტი 4 მლნ 839 ათასი ლარია. როგორ ხვდება აჭარა ტურისტულ სეზონს, რა ახალ სერვისებს სთავაზობს და რამდენად არის მზად რეგიონი ტურისტების მისაღებად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მამუკა ბერძენიშვილს ესაუბრა.
„გვინდა, პატარა გოგონები დავიცვათ ზრდასრული კაცების მხრიდან ძალადობისგან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 19 ივნისს, საერთაშორისო კონფერენციაზე. მინისტრის თქმით, ძალადობის პრევენციის მიზნით კანონში 20-მდე რევოლუციური ცვლილება იგეგმება, რაც არასრულწლოვან გოგონებს ფსევდო-ტრადიციების სახელით ჩადენილი ძალადობისგან დაიცავს. რატომ ქორწინდებიან სრულწლოვანი კაცები 14-15 წლის გოგონებზე, რატომ არ ამბობს უარს საზოგადოება ძალადობადქცეულ ტრადიციაზე და რა შედეგს იღებს სახელმწიფო არასრულწლოვანი გოგონების ქორწინებით?
42 წლის თამარ ბოლქვაძე ქედაში ცხოვრობს, სოფელ წონიარისში. ის ქალი მეფუტკრეა. ამბობს, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში ერთი ტონა თაფლი მოჰყავს. უნდა, რომ თავისი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს გასაყიდად, მაგრამ არ იცის ეს როგორ გააკეთოს. საკუთარ თავს მეწარმეს ჯერ მაინც ვერ უწოდებს. კიდევე ერთ ქალს, 53 წლის ბულბული მახარაძეს ლურჯი მოცვის პლანტაცია აქვს. ჯერჯერობით არც ეს ქალი უწოდებს საკუთარ თავს მეწარმეს.
პასუხობს თუ არა ქალაქის ზრდის მასშტაბებს ბათუმის წყლისა და კანალიზაციის ის სისტემები, რომელთა რეაბილიტაციაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს? რამდენადაა ადაპტირებული მშენებარე მაღლივი კორპუსები ქალაქის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასთან, რომელიც მთელ რიგ უბნებში არც არსებობს?
დღეს, 7 ივლისს, ბათუმის ცენტრალურ უბანში, მემედ აბაშიძის გამზირსა და მის მიმდებარედ რამდენიმე წუთია ელექტროენერგია გათიშულია. როგორც “ბათუმელებს” “ენერგო-პრო ჯორჯიას” აჭარის ფილიალის სადისპეტჩეროში უთხრეს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი კატა გახდა.
ხვალ, 7 ივლისს, 10:00 საათზე, ბათუმში „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკური პროგრამის დირექტორი თამთა მიქელასძე და ამავე პროგრამის სისხლის სამართლის ადვოკატი თამარ იაკობაძე საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობაზე ისაუბრებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის“(EMC) ინფორმაციით, ხვალ 7 ივლისს, 16 საათზე, EMC-ის მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის შენობას ადგილზე დაათვალიერებს და პანსიონატის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვის შენობაში შესვლისა და პანსიონატის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის ფაქტებს ადგილზე შეისწავლის.
აჭარის საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ინფორმაციით, მათი კუთვნილი პრემიები თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში ისე გადარიცხეს, რომ ამ ადამიანებს არ შეუთანხმეს. მუსიკალური ცენტრის თანამშრომლებმა პრემიების დარიცხვის მოთხოვნით უკვე მიმართეს მთავრობას. პრემიებს ელოდებიან დრამატულ თეატრშიც. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ხელმძღვანელი ოთარ გოგოლიშვილი ამბობს, რომ მისი თანამშრომლების თანხმობით გადაირიცხა პრემიები დახმარების ფონდში.
მოქალაქე ნინო მიქელაძის არასრულწლოვანი ბავშვები, რომელიც ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში, კურორტ კეჩხობში ისვენებენ. ბავშვების დედა აცხადებს, რომ პროგრამის მიხედვით, შშმ ბავშვები მერიას ბორჯომში უნდა დაესვენებინა, თუმცა ისინი კეჩხობში, შშმ პირებისთვის არაადაპტირებულ გარემოში აღმოჩნდნენ. მერიის პროგრამის ფარგლებში ამ დროისთვის კეჩხობში 25 შშმ ბავშვი და მათი მშობლები იმყოფებიან.
დღეს, 5 ივლისს, მოქალაქე თენგიზ ხალვაში გონიოს პოლიციამ იმასთან დაკავშირებით გამოკითხა, რომ ის საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთის დროს, სარფის გამშვებ პუნქტზე, თურქეთის ტერიტორიაზე მებაჟემ ფიზიკურად შეურაცხყო.
25 ივნისს ბათუმის რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია თემაზე – „სამოქალაქო საზოგადოების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, სტუდენტები, საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
დღეს ბათუმში მცხოვრებ ერთ-ერთ 7-შვილიან ოჯახს 125 კვ.მეტრი საცხოვრებელ ფართობს გადასცემენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცერემონიალში მონაწილეობს ქალაქის მერი – გიორგი ერმაკოვიც. ბათუმის მერიაში მოქმედი პროგრამა ყველა იმ ოჯახისთვის ითვალისწინებს საცხოვრებელი ბინის გადაცემას, ვინც ბათუმშია რეგისტრირებული 2013 წლის 1 იანვრამდე და მე-7 შვილი შეეძინება.
ბულვარის დანაგვიანების წინააღმდეგ წელს ადმინისტრაცია კამპანიას უკვე ააქტიურებს. ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ზირაქაშვილს აქვს მოლოდინი, რომ საინფორმაციო კამპანია და შემოღებული საჯარიმო სანქციები საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს. ბულვარის დაბინძურებისთვის მინიმალური ჯარიმა წელს 50 ლარი იქნება, მაქსიმალური – 5000. ამ საკითხზე „ბათუმელების“ კითხვებს გიორგი ზიაქაშვილი პასუხობს.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია საზაფხულო სეზონის ძალაში შესვლის წინ მოქალაქეებს აფრთხილებს იმ ჯარიმების შესახებ, რომელიც ბულვარის დანაგვიანების შემთხვევაში მათ მიმართ იქნება გამოყენებული.
დღეს, 29 ივნისს სოციალურ ქსელში ბათუმის საოპერო სტუდიის მომღერალის, ინგა ჯახუტაშვილის ჰომოფობიური სტატუსი გავრცელდა, სადაც ის ერთი სქესის ადამიანთა ქორწინებას აკრიტიკებს. „ჰიტლერია საჭირო ამათთვის [ჰომოსექსულებისთვის], ეს ავადმყოფები და გაურკვეველი სქესის ხალხი“, – წერდა მომღერალი, გაზეთ „აჭარას“ ჟურნალისტის, მანანა ძიძიშვილის ფეისბუკ გვერდზე. კომენტარი სტამბულში პოლიციის მიერ გეი პრაიდის გამართვის ხელის შეშლის ფაქტს უკავშირდებოდა. მოგვიანებით ინგა ჯახუტაშვილის სტატუსი ფეისბუკ გვერდიდან წაიშალა. „ბათუმელები“ სტატუსთან დაკავშირებით მომღერალს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.
დღეს 29 ივნისს, კოალიცია – „შინმოვლა საქართველოში“ ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეხვედრას მართავს. შეხვედრის მიზანი შინმოვლის მუნიციპალური პროგრამისთვის სამოქალაქო მონიტორინგის შექმნას ითვალისწინებს. კოალიციის ხელმძღვანელის განცხადებით, „შინმოვლის“ პროგრამაში ბათუმის მერიამ სამშენებელო კომპანიას გაამარჯვებინა, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სამჯერ დისკვალიფიკაცია მისცა.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები მიმდინარეობს. როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, გამოცდების პროცესი შესაძლებელია ჩაიშალოს, რადგან „ენერგო- პრო ჯორჯიამ“ დავალიანების გამო უნივერსიტეტს ელექტროენერგია გაუთიშა.
გიორგი გურგენიძე 25 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მან საბაზო განათლება ორთაბათუმის საჯარო სკოლაში მიიღო. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მის მშობლებს ხელთ აქვთ, თუმცა როგორც გიორგის დედა, მზიური ბალაძე ამბობს, საბაზო ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე სკოლა უარს აცხადებს, მიზეზად დირექტორის მიერ მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის ბრძანების არარსებობა სახელდება. გიორგის დედა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო, კონკრეტულად კი სკოლა და განათლების სამინისტრო, მისი შვილის უფლებებს არღვევს.