სიახლეები

მძღოლები მერიისგან თვითნებური ავტოსადგურების გაუქმებას მოითხოვენ

14.07.2015
მძღოლები მერიისგან თვითნებური ავტოსადგურების გაუქმებას მოითხოვენ

მძღოლები მერიის წინ

 

„თბილისი-ბათუმის მარშრუტზე ვმოძრაობთ ჩვენ. ეს თვითნებური მძღოლები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში დგანან,  მუშაობის საშუალებას აღარ გვაძლევენ, რადგან კლიენტი ავტოსადგურში აღარ შემოდის. სადგური ვერ მუშაობს. ტაქსებსაც მათთან მიჰყავთ კლიენტები და ვითხოვთ ასეთი სადგურების დახურვას“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი ანზორ პატარაია.

 

მძღოლი მალხაზ გუდავაძე ამბობს, რომ  ისინი შემოსავლის 10 პროცენტს სახელმწიფოს უხდიან, არაოფიციალური სადგურების მძღოლები კი გადასახადს არ იხდიან.

 

„ჩვენ ფაქტობრივად უმუშევარი ვრჩებით. რა ვქნა, ვიჩხუბო და ხელი დავარტყა ვინმეს? ისევ მე დამიჭერენ, როგორ მოვიქცეთ? ცივილიზებულ ქვეყანას დავემსგავსოთ და სადგურიც სადგურს დაამსგავსონ“, – ამბობს მძღოლი.  

 

 მერია მძღოლების მოთხოვნაზე ოფიციალურ კომენტარს 14:00 საათზე გააკეთებს.  

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: