“ლარი როგორც მსხვერპლი “ , ანუ რატომ გაუფასურდა ტურისტულ სეზონზე ეროვნული ვალუტა

 

მთავრობის მოლოდინი, რომ ლარი ტურისტული სეზონის შემდეგ გამყარდებოდა, არ გამართლდა. სეზონის მიწურულს ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, ხოლო ბანკებმა მოსახლეობას ლარში აღებული სესხები გაუძვირეს. ამ ფონზე ექსპერტები უფრო თამამად გამოთქვამენ ეჭვს, რომ ლარი გარდა გარე ფაქტორებისა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის არსებულმა დაპირისპირებამ დააზარალა.  არის თუ არა ლარი მსხვერპლი? – ამ და სხვა კითხვებზე “ბათუმელებს“ ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის თავმჯდომარე, ქეთი კრიალაშვილი პასუხობს. 

შსს: მედიით გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

 

25 აგვისტოს ფეისბუქში გავრცელდა ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილი არიან უნიფორმაში ჩაცმული პოლიციელები ალკოჰოლის მიღების დროს. ასრულებდნენ თუ არა ამ ფოტოსურათებზე გამოსახული პოლიციელები სამსახურებრივ მოვალეობას? – „ბათუმელები“ განმარტებისთვის შს სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა.

ბათუმი დაიტბორა

 

სამაშველო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, „ბათუმში წვიმის გამო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა“. დატბორილია ქუჩები და ავტომანქანები. პრესცენტრის ცნობით, სამაშველოს  20 ეკიპაჟი უკვე გამოვიდა თბილისიდან, ასევე ეკიპაჟები ბათუმისკენ მოდის სამეგრელოდან და ქუთაისიდან. 

ედრიენ ბელიუს კონცერტი 26 აგვისტოსთვის გადაიდო

 

დღეს, 25 აგვისტოს, 21:00 საათისთვის ბათუმის პიაცაზე დაგეგმილი იყო ედრიენ ბელიუს კონცერტი, რომელიც იმის გამო გადაიდო, რომ სწორედ 9 საათზე კოკისპირილი წვიმა წამოვიდა ბათუმში.

არის თუ არა კანონდარღვევა, როცა პოლიციელები უნიფორმაში ალკოჰოლს იღებენ


„ბათუმელებმა“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარეს, გიორგი ხიმშიაშვილს სთხოვა, გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით შეაფასოს, არის თუ არა კანონდარღვევა, როდესაც შეიარაღებული, უნიფორმაში გამოწყობილი პოლიციელები  ალკოჰოლს იღებენ (შს სამინისტროს განმარტებას ამ საკითხზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ). 

მთავრობის ადმინისტრაცია მოხელეებს ადამიანის უფლებებზე ესაუბრა

 

დღეს, 25 აგვისტოს, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანთა უფლებათა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს შეხვდნენ და მათ ადამიანთა უფლებებზე ესაუბრეს.

6 ფოტო, სადაც ფორმიანი და შეარაღებული პოლიციელები ალკოჰოლს იღებენ

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის თანაშემწის დათო ჭელიძეს თავის ფეისბუქ გვერდზე  გამოქვეყნებული აქვს 6 ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს, რომ სამოქალაქო პირებთან ერთად იმყოფებიან პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც იღებენ ალკოჰოლს. ფოტოზე ასევე ჩანს, რომ პოლიციელს აქვს ცეცხლსასროლი იარაღი.

ბათუმში ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისგან გათავისუფლების მემორიალი იდგმება

 

ბათუმის მთავარ საკათედრო ტაძართან, ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივ, ოსმალთა სამსაწლოვანი ბატონობისგან გათავისუფლების მემორიალი დაიდგმება. ცერემონიალს მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. “ბათუმელები” მემორიალის გახსნასა და ამ პროცესში მის მონაწილეობაზე გიორგი ერმაკოვის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

350 ათასი ლარი ბათუმობისთვის – მერიის ფერადი დღესასწაული

 

5-6 სექტემბერს ბათუმის მერიის ორგანიზებით ბათუმობის დღესასწაული გაიმართება. მერია ამ დღის აღსანიშნავად საზოგადოებას კარგ გართობას ჰპირდება და ამისთვის არც თანხებს არ იშურებს – ბათუმობისთვის 350 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

ბათუმი პლაზასთან ავტომანქანა ტროტუარზე, გარემოვაჭრეებს შორის შევარდა

 

დაახლოებით 19:00 საათზე, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ბათუმი-პლაზას ტერიტორიაზე, ჯიპის მარკის ავტომანქანა შევარდა ტერიტორიაზე, რომელზეც გარემოვაჭრეები არიან განთავსებული. ავტომანქანის შევარდნის შედეგად სამი მოქალაქე დაზარალდა.

ავტოავარია ბათუმში

 

ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი დაზარალებული გადაყვანილია საავადმყოფოში.

4 424 ბიზნეს იდეა პროგრამისთვის – „აწარმოე საქართველოში“

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში – „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. ბიზნეს იდეების კონკურსის ამ ეტაპზე განცხადება სულ 7336 პირმა შეიტანა.

ქობულეთის გამგეობის განცხადება პლაჟის უკანონოდ შემოღობვაზე

 

„ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქობულეთში ორი კერძო პირის მიერ პლაჟის შემოღობვასთან დაკავშირებით, ქობულეთის გამგეობა გამოხმაურა. გამგეობის მიერ მოწოდებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

”BUS STOP” – ახალი ნიშნულები ბათუმში ავტობუსის გაჩერებებზე

 

 

  ბათუმში, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების დაახლოებით 100 ადგილი ახალი ნიშნულებით მოიხაზება. მანამდე ავტობუსის გაჩერებები ტეხილი ხაზებით იყო აღნიშნული. სამუშაოებს ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ასრულებს. 

ქობულეთის გამგებელის წარმომადგენელი მოსახლეობას: როცა გაწვიმდება წყალი მაშინ გექნებათ

 

სოფელ კვირიკეში მოსახლეობის ერთ ნაწილს უკვე 15 დღეზე მეტია წყალი არ მიეწოდება. სოფელში ამბობენ, რომ, როდესაც გამგებლის წარმომადგენელს მიმართეს სიტუაციაში გასარკვევად, მან მოქალაქეებს დასცინა. 

რას შეცვლის „ქალთა კლუბი“ ქალებისთვის

 

ცოტა ხნის წინ ბათუმში ქალთა კლუბი დაარსდა. მას ხუთი დამფუძნებელი ჰყავს. კლუბის მიზნებზე „ბათუმელები“ ორ მათგანს – ჟურნალისტ ნატა იმედაიშვილს და იურისტ ნინო ტავლალაშვილს ესაუბრა. კლუბის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ მათი საქმიანობის მთავარი მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების გააქტიურება და ადამიანის უფლებების სფეროში მათი განათლების ამაღლებაა. 

ზებრაზე გადასასვლელი თამარ მეფის გამზირზე [VIDEO]

 

 როგორ (არ)უთმობენ ავტომობილების მძღოლები ქვეითად მოსიარულეებს გზას თამარ მეფის გამზირზე.

ერთი საათის განმავლობაში  ქვეითად მოსიარულეებს გზა მხოლოდ ერთმა მძღოლმა დაუთმო. 

თამარ მეფის გამზირზე, ზღვის პირას მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე ამბობს, რომ გადასასვლელთან ვიდეოკამერების დამონტაჟების თხოვნით არაერთხელ მიუმართავს მერიისთვის, თუმცა უშედეგოდ.

ცოცხალი ჯაჭვი რუსული აგრესიის წინააღმდეგ

 

”ცოცხალი ჯაჭვის” აქცია და პროტესტი რუსული აგრესიის წინაარმდეგ აჭარაში. 

პოლიტიკური და სამხედრო შეცდომები


,,რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, რომ საქართველოში არის პრობლემები, როგორც თავდაცვის, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს’’, – ამ შეფასებას ცხინვალის ომის შემდეგ, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის _ ,,არსენალის’’მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი აკეთებს. ,,ბათუმელებთან’’ იგი ბრძოლის დროს დაშვებულ სტრატეგიულ შეცდომებზე საუბრობს.

გაქცევის ქრონიკები

 

მანანა ცეცხლაძე “ბათუმელებთან”ომის პირველ დღესა და თავისი ოჯახის დევნილობაზე საუბრობს. მისი ოჯახი ახლა “კარვების ქალაქშია” შეხიზნული.


ქობულეთში ბებია და შვილიშვილი დაიხრჩო

 

დღეს, 4 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მცხოვრები ბებია და შვილიშვილი შუაღელის მდინარეზე გარდაცვლილები ნახეს.  ბავშვი 5 წლის იყო. წინასწარი ინფორმაციით, ისინი მდინარეზე იპოვეს დამხრჩვალი.

ქედაში ავტოავარიის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა

 

დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე, შუახევდან მომავალი პიკაპის ტიპის ავტომანქანა, ქედაში, სოფელ ცხემლნართან ხევში გადაიჩეხა. დაღუპულია ორი მოზარდი.

ბარაკებში მცხოვრები ოჯახებისთვის ახალ სახლს ააშენებენ

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამორტიზებულ, უსახურ, ბარაკული ტიპის, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობის მქონე შენობებს აიღებენ.  ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობისთვის კი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ააშენებენ.

ფაბრიკის თანამშრომლები ვენტილატორებს ითხოვენ

 

ბენზეს  სამკერვალო საწარმო  GEOFIBRE-ს 25 თანამშრომელი მესამე დღეა სამუშაო პირობებს  აპროტესტებს.   სამკერვალო ფაბრიკის ერთ-ერთი თანამშრომელი სოფო კიკნაძე  გვეუბნება, რომ  მათი  მოთხოვნები ელემენტარულია: „ჩვენ ვითხოვთ  დაგვიყენონ ვენტილატორები, რომ  ასეთ მაღალ სიცხეში ნორმალური მუშაობის საშუალება გვქონდეს. ეს ელემენტარულია. კონდიციონერების დაყენებაზე უარი გვითხრეს, ხარჯებს უკავშირდებაო, მაგრამ იმის უფლება ხომ გვაქვს, ვენტილატორი მაინც მოვითხოვოთ“. 

ქობულეთში 22 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში  22  წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. ტრაგიკული შემთხვევა დღეს, 3 აგვისტოს  დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა.   

 

შუამთობა 2015 [photo]

 

ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში, დღეს, 2 აგვისტოს, სახალხო დღესასწაული „შუამთობა 2015“ იმართება. ბეშუმში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, სხვა ოფიციალური, ასევე სასულიერო პირები. დღესასწაულთან დაკავშირებით ბეშუმში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება და სანახაობა  იმართება.

 

<!** Image 2 align="" width="600" height="538" >

 

„მინდა აღვნიშნო აჭარლებისა და ზემომთიანი აჭარლების განსაკუთრებული კეთილშობილება. ვიცი, რომ თქვენ ხართ გამორჩეული ადამიანები, გამორჩეული ქართველები, თქვენი გულით, თქვენი სიყვარულით, თქვენი სიკეთით. ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, ამას გულწრფელად გეუბნებით, რომ უკვე მეორე წელია თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღესასწაულს, შუამთობას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

<!** Image 1 align="" width="600" height="538" >

<!** Image 3 align="" width="600" height="538" >

 

<!** Image 4 align="" width="600" height="538" >

 

<!** Image 6 align="" width="600" height="538" >

 

<!** Image 5 align="" width="600" height="538" >

 

<!** Image 7 align="" width="600" height="538" >

 

<!** Image 8 align="" width="600" height="538" >

33 500 რეგისტრირებული აბორტი 2014 წელს

 

საქართველოში რეგისტრირებული აბორტების რაოდენობამ 2014 წელს 33 500 შეადგინა. აბორტების რიცხვი ქალების ასაკის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 15 წლამდე ასაკის – 20 აბორტი, 15-19 წელი – 1387 აბორტი, 20-44 წელი – 31 850 აბორტი და 45 და მეტი წლის ასაკის ქალებში 212 აბორტი.

გადალახე ბარიერი ჩემთან ერთად – ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობაზე ბათუმელ ახალგაზრდებს ტრენინგი ჩაუტარდათ

 

პროექტ „ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლებისა და საარჩევნო ჩართულობის ამაღლების“ ფარგლებში, ბათუმში,  27-30 ივლისს, 12 ახალგაზრდას (მათ შორის 6 შშმ პირს), ჩაუტარდათ ტრენინგები არჩევნების ინსტიტუტის, მისი ფუნქციებისა და დანიშნულების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, წარმატებული შშმ პირი პოლიტიკოსების,  გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციისა და  საქართველოში მისი განხორციელების შესახებ.  პროექტი მოძრაობა  – „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ – ორგანიზებით ხორციელდება.  

 

”ადამიანური რესურსების შერჩევა და მენეჯმენტი” – დავით გოგიჩაიშვილის მასტერკლასი [Audio]

 27 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავით გოგიჩაიშვილმა მასტერკლასი ჩაატარა თემაზე -“ადამიანური რესურსების შერჩევა და მენეჯმენტი”. 

რა ელის მოსახლეობას დენის ტარიფის გაზრდის შემდეგ?!

 

რეგიონის მოსახლეობას დენის ტარიფი 22-დან 43 პროცენტამდე გაუძვირდება, რადგან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელმწიფომ 1-ელი აგვისტოდან ტარიფებს გაზრდის უფლება მისცა. როგორ აისახება ელექტროენერგიის გაძვირება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და რა პოლიტიკის გატარებას აპირებს სახელმწიფო? ამ თემაზე „ბათუმელები“ ენერგეტიკის სპეციალისტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ ხელმძღვანელს ლევან გობაძეს ესაუბრა.  

სად გაიმართება საბავშვო დღეები ბათუმში – ღონისძიებების პროგრამა

 

„ჰით ბათუმი” 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე ბავშვებისათვის ღონისძიებებს ჩაატარებს.   „ბათუმელები“ დღევანდელი და ხვალინდელი საბავშვო ღონისძიებების პროგრამას გთავაზობთ. 

შშმ პირმა ატესტატი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, გიორგი გურგენიძემ საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი  „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის –  „შშმ პირი ატესტატის ძიებაში“ შემდეგ  მიიღო. ის წლების განმავლობაში ცდილობდა ატესტატის აღებას, თუმცა სკოლა საბაზო ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარს აცხადებს, მიზეზად დირექტორის მიერ მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის ბრძანების არარსებობა სახელდებოდა.  

სიმულაცია ბათუმის საბავშვო ბაღში

 

ხვალ, 23 ივლისს, 12 საათზე, ქალაქ ბათუმის N15 საბავშვო ბაღში გაიმართება ღონისძიება – „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან“, სადაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდება მიწისძვრის სიმულაციური თამაში. ღონისძიებას სადემონსტრაციო ხასიათი ექნება და მასში სკოლამდელ განათლებაში ჩართული და გადაწყვეტილების მიმღები 30-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ექვსი თვით დაგვიანებული შინმოვლის პროგრამა

 

მერიის შინმოვლის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საწოლს მიჯაჭვულ 90 ბენეფიციარს ემსახურებიან, ექვსი თვის დაგვიანებით დაიწყო, რისი მიზეზიც გამოცხადებული ტენდერის ორჯერ ჩაშლა იყო. ტენდერების ჩაშლის შედეგად სატენდერო თანხა 170 ათასი ლარიდან 57 ათასამდე შემცირდა. რატომ ჩაიშალა ტენდერები და რა სტანდარტით მუშაობს მერიის შინმოვლის პროგრამა? 

ყველაზე პოპულარული 5 კერძი ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს შორის

 

კვების დაწესებულების გამოკითხვის თანახმად, უკვე წლებია ბაზარზე პირველობას არ თმობს აჭარული ხაჭაპური. ეს კერძი უპოპულარულესია ტურისტებს შორის. მის მიმართ მიზიდულობა იმდენად მაღალია, რომ დიეტაზე მყოფი ადამიანებიც კი არღვევენ რუდუნებით დაცულ დიეტას და ერთხელ მაინც მიირთმევენ მაღალკალორიულ აჭარულ ხაჭაპურს. პატარა ზომის აჭარული ხაჭაპური მინიმუმ 6 ლარი ღირს, ტიტანიკი კი – 18-20 ლარი. 

Exit mobile version