ბათუმის საკრებულომ 29 სექტემბრის სხდომაზე კიდევ ერთი საკითხი ამოიღო დღის წესრიგიდან – საქმე ეხება საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოსა და ბათუმის ტერიტორიული უბნების საზოგადობრივი დარბაზების გაუქმებას. დღეისთვის ამ რგოლებში 300-ზე მეტი პირია გაწევრიანებული. საკრებულოს თავმჯდომარის შეფასებით, ისინი „კატის და ლომის“ სიტუაციაში იმყოფებიან – თუ გააუქმებენ საზოგადოებრივ საბჭოს, „ატყდება ერთი ამბავი“, თუ არ გააუქმებენ – „კანონს დაარღვევენ“.