სასწავლო ცენტრი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

 

დღეს, 31 ოქტომბერს, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანმა“ ბათუმში, პუშკინის 49 ნომერში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის სასწავლო ცენტრი „მომავლის ბავშვები“ გახსნა. ცენტრში ამ დროისთვის ასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული, თუმცა სივიწრობის გამო მეცადინეობა ამ დროისთვის მხოლოდ 23 ბავშვს უტარდება.

მიღება ბათუმში თურქეთის საკონსულოს ეგიდით

 

 

დღეს, ბათუმში თურქეთის საკონსულომ საზეიმო მიღება გამართა. საკონსულომ სტუმრებს თურქეთის რესპუბლიკის 92 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამზე სასტუმრო „ლეოგრანდიში“ უმასპინძლა.

როგორ შეიქმნა ბათუმური ყავის მომზადების ტრადიცია

რეცეპტი მარტივია:
ერთი ჩაის კოვზი ახალდაფქული ყავა;
ერთი ჩაის კოვზი შაქარი;
ერთი ყავის ფინჯანი წყალი;
ჯეზვე;
კარგად ვურევთ და ვდგამთ დაბალ ცეცხლზე;
თავიდან ხშირად ვურევთ კოვზით;
დუღილს რომ დაიწყებს და ქაფს მოიგდებს, ვიღებთ ცეცხლიდან;
ფრთხილად ვასხამთ ფინჯანში.

”რეფორმა”, როგორც პრობლემის მფარველი

 

უკვე მეოთხე წელია, რაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ და ვაკვირდები უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს. მინდა აღვნიშნო, რომ საკმარისი აღმოჩნდა ეს პერიოდი იმისათვის, რათა ვთქვა, რომ დღეს საგანმანათლებლო სივრცე, უნივერსიტეტი, განიხილება სტუდენტებისგან და არსებული რეალობისგან განყენებულად. უკვე მეოთხე წელია ვაკვირდები თუ რა პროცესები წარმოებს უნივერსიტეტში ძალაუფლების მქონე პირების მიერ, ნათლად ვხედავ, ვინ საუბრობს განათლების პრობლემებზე, ვინ იცავს და ვინ ცემს პატივს უნივერსიტეტს, ვხედავ საზოგადოების დამოკიდებულებას იმ სტუდენტებისადმი, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ საუნივერსიტეტო პრობლემებზე და ეს დამოკიდებულება სრულიად უარყოფითია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება.


ლაშა სირაბიძე: „ბათუმის წყლისა“ და მერიის ხელმძღვანელებს საკრებულოში დავიბარებთ

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა „ბათუმის წყლის“ საქმიანობა, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციაში გამოვლინდა სხვადასხვა სახის კანონთან შეუსაბამო ფინანსური დარღვევები. „ბათუმის წყალი“ არის ბათუმის მერიის შპს, სადაც ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს ბათუმის მერი. „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე, ლაშა სირაბიძე ამბობს, რომ „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელებს საკრებულოში დაიბარებენ:

სასჯელი მარიხუანას მოხმარება/შენახვისთვის – რას ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება

 

გასულ კვირას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რის საფუძველზეც, პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა, შენახვისთვის პირი „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 12-წლამდე“. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებისთვის არის შეუსაბამოდ მძიმე, არაპროპორციული და, შესაბამისად, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი. საჩივრის ავტორის იურისტ ვახუშტი მენაბდის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ეხება მოხმარებისთვის პატიმრობის აკრძალვას და არა სასჯელის სხვა ფორმებს.

57 წლის ნათელა, ძროხის, მიწისა და შემწეობის გარეშე

 

ნათელა შაინიძე 57 წლისაა. ის აჭარის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში, თხილვანაში ცხოვრობს. მარტოა მას შემდეგ, რაც მეუღლე გარდაეცვალა. ნათელას შვილები არ ჰყავს, მას ოჯახის წევრები ვერ გამოუცვლიან სახლის სახურავს, რომელიც ყავრითაა გადახურული და უკვე იმდენად არის მომპალი, რომ „როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნით“. მართალია, ჰყავს მეზობლები, მაგრამ მათ ხარჯზე რომ იცვამს და იკვებება, ესეც ძალიან აწუხებს და სახურავის გამოცვლა ვის უნდა სთხოვოს?! ეგეც რომ არ იყოს, სოფელში ყველა უჭირს თავის გატანა. 

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე წამების კადრებს აზიარებს

 

წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც გუშინ უკრაინულ საიტზე აიტვირთა, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა გააზიარა შემდეგი კომენტარით: “ყველა, ვინც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს, ცალსახაა ამ მეთოდების დაბრუნებას უჭერს მხარს. რუსთავი 2-ის თითქოს (დაცვის კამპანია) ზუსტად ამ მიზნის შესრულებას ემსახურება საბოლოოდ. სააკაშვილი ვერასოდეს ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში ის აუცილებლად დაბრუნდება ქართულ ციხეში”. რა არგუმენტები აქვს მინისტრის მოადგილეს, როცა ადამიანის წამების ამსახველ კადრებს ავრცელებს, მით უფრო, რომ არ არის გამორიცხული მისი პოსტები სოციალურ ქსელში სკოლის მოსწავლეებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი? – „ბათუმელების“ კითხვებს ლადო მგალობლიშვილმა უპასუხა.

ბიზნესიდეა და შანსი – 870 მოქალაქე დაფინანსების მოლოდინში

 

წელს პირველად სახელმწიფო მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის ან არსებულის გაფართოებისა და განახლების მიზნით ახორციელებს მიზნობრივ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. დაფინანსების მოსაპოვებლად აჭარის მასშტაბით სააგენტოში 491 განაცხადი შევიდა.

რა ელის ჯვარს ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე

 

ქონების გადაცემაზე ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიის განკარგვასთან დაკავშირებით 2015 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანა. საკრებულომ ფიფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის აშენების მიზნით, ქალაქის ქონება რვამილიონიანი ტრანსფერის მიღების პირობით გადასცა აჭარის მთავრობას. 

ბათუმში ოლიმპიური სტადიონი აღარ აშენდება

 

 

აჭარის მთავრობა ბათუმში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობას გეგმავდა, თუმცა რიგი პრობლემების გამო მთავრობა ფიფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონს დასჯერდება. ამის შესახებ დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ განაცხადა. 

ყოფილი ქალაქის თავის დოკუმენტები საჩუქრად ბათუმს

 

დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  ნოე ჟორდანიას მთავრობის ხაზინადარის – ვასო წულაძის შთამომავალმა, ნინო ტარასაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საჩუქრად გადასცა კონსტანტინე საბახტარიშვილის დაბადებისა და ნათლობის მოწმობა, გიმნაზიის ატესტატი და ჟენევის უნივერსიტეტის დიპლომი, რაც, მფლობელის თქმით, ბათუმის ისტორიის მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი მასალაა. 

145 000-ლარიანი ტენდერი 3D რუკის შესასყიდად

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს ტენდერს, რომლის ღირებულებაც 145 000 ლარია. ტენდერი ითავლისწინებს გონიოს ციხეში 12-15-წუთიანი ქრონომეტრაჟის 3D მეპინგის (რუკის) შესყიდვას თავისი აპარატურით. 

აშშ-ის საზღვაო ძალების გემი “პორტერი” ბათუმში

 

აშშ-ის საზღვაო ძალების გემი “პორტერი” ბათუმში დღეს, 20 ოქტომბერს შემოვიდა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი დილით, 10 საათზე დაიწყო. ხომალდი მე-6 ფლოტში ირიცხება და მისი ამოცანაა „მშვიდობის, სტაბილურიბისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა ევროპისა და აფრიკის რეგიონებში”. ხომალდის ეკიპაჟთან დასახვედრად ბათუმში ჩამოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, იან კელი. 

შსს ნაციონალების ოფისთან გამართული აქციის შესახებ: სამართალდარღვევის ნიშნები არ გამოიკვეთა

 

შს სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართული აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსი არ დაურღვევიათ. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები არ გამოიკვეთა. დაკავებული არავინ არ არის“, – განაცხადეს შს სამინისტროს პრესსამსახურში.

ბათუმი აქ და ახლა

ბათუმში ჩემი ცხოვრების პირველი თვრამეტი წელი გავატარე და ერთი წუთითაც არ მომბეზრებია აქ ყოფნა, იმიტომ, რომ მიყვარს, მიყვარს ისეთი, როგორიც არის, როგორიც მე აღმოვაჩინე. ჩემი ყოველი გასვლა სახლიდან იყო ახალი აივნის, ახალი კუთხის მაღაზიის, ახალი ყავახანის პოვნა და კადრებად დამახსოვრება.

საქართველოში ას წელს გადაცილებული 803 ადამიანი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]

 

2015 წლის 7 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 100 წელს გადაცილებული 803 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 678 ქალია – ეს მონაცემები “ბათუმელებმა” საქართველოს საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა.

ბათუმში სტუმრობის ხუთი მიზეზი

 

ყოველ ქალაქს ერთი ან რამდენიმე მიზეზი აქვს იმისათვის, რომ მისი მონახულების სურვილი გაგიჩნდეს. ყველა ეძებს რაღაც საინტერესოს, რის გამოც ღირს მოგზაურობის დაწყება. სამოგზაუროდ რომელიმე ქალაქზე არჩევანის შეჩერება ფუნთუშაში ქიშმიშის ძიების პროცესს ჰგავს. რაც უფრო მეტი ქიშმიშია ფუნთუშაში, მით უფრო გემრიელია ის. 

თბილისელი ოსტატის ნახელავი და ხელოვნების ნიმუშთა მუზეუმი ანკარაში


თურქეთის დედაქალაქ ანკარაში არაერთი საინტერესო მუზეუმია, მათ შორისაა საქველმოქმედო ფონდების ხელოვნების ნიმუშთა მუზეუმი.

რატომ სჭირდება კერძო სკოლის მოსწავლეს რეპეტიტორი?

 

პედაგოგების სერტიფიცირებისა და სასკოლო რეფორმების მიუხედავად, საჯარო სკოლა დღემდე ვერ ახერხებს მოსწავლეს სრულფასოვანი ცოდნა მისცეს. სწორედ ამიტომ არჩევს ზოგიერთი მშობელი შვილი კერძო სკოლაში შეიყვანოს, თუმცა, ტენდენცია აჩვენებს, რომ რეპეტიტორებს არა მარტო საჯარო, კერძო სკოლის მოსწავლეებიც მიმართავენ.  მიზეზებზე ბათუმის კერძო სკოლების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს. 

82 500 ლარი ბიუჯეტიდან თეთრეულისა და სხვა ნივთების შესაძენად

 

გოდერძის უღელტეხილზე შპს „Goderdzi resorts“-ის კუთვნილი სასტუმრო ტიპის კოტეჯებისა და პერსონალის საცხოვრებელი სახლისთვის აუცილებელი თეთრეულის, ფარდებისა და ჟალუზების სახელმწიფო შესყიდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადეს. ტენდერის ღირებულება 52 ათასი ლარია.

რატომ ბათუმი?

 

ბათუმი შეუდარებელი ქალაქია. შეუდარებელი კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ვერაფერს შეადარებ და, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ზღვისპირა ქალაქებიც მინახავს, ბათუმს მაინც ვერაფერს შევადარებ, თუნდაც სიყვარულის გამო. მართლა არსად მიგრძნია ასეთი სიყვარული რომელიმე ქალაქისგან და ჩემი მშობლიური თბილისის სლოგანიც კი  –  „ქალაქი, რომელსაც უყვარხარ’’ , არასოდეს შემხებია, მიუხედავად იმისა, რომ, არათუ მშობლიური, სხვა ქალაქებიც კი მიყვარს. თუმცა თბილისისა და ყველა იმ სხვა ქალაქის მიმართ მხოლოდ ცალმხრივი სიყვარული მაქვს და ბათუმი, ამ თვალსაზრისითაც, გამონაკლისია და საპასუხო სიყვარულს ბათუმში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ.

უსახლკარო მოქალაქეების აქცია მერიის წინ

 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ათი უსახლკარო ოჯახი აქციას მართავს. ისინი ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და მათი პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ. 

ჩემი ჯადოსნური ქალაქი

 

ბათუმი ჯადოსნური ქალაქია და მთელი ამბავიც ისაა, რომ შესაძლოა, ამას შორიდან ვერასოდეს მიხვდე. მაშინ რომ გეკითხათ, რა გაინტერესებსო, გულწრფელად გეტყოდით, ზღვამეთქი და მეტს ალბათ ვერც ვერაფერს გიპასუხებდით. ანდა რა ჭკუა მომეკითხებოდა თხუთმეტი წლის გაჩხიკულ ბიჭს, რომელიც ზღვიდან შორს, ქვეყნის მეორე ბოლოში დაიბადა და ზღვა კი სულ პატარაობიდან უღიტინებდა თავში და ყოველთვის ისეთი სქელტანიანი წიგნები იზიდავდა, სადაც ზღვა და მასთან მიმყოლი ამბები იყო მთავარი. ასეთ წიგნებს რა გამოლევდა საოჯახო ბიბლიოთეკაში. დავიწყე ჟიულ ვერნის წყალქვეშა ამბებით, განვაგრძე „რობინზონ კრუზოთი“ და რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძულით“, ბოლოს კი „მობი დიკს“, ამ სქელტანიანსა და იშვიათი ოსტატობით დაწერილ წიგნს მივადექი.

აჭარის პოლიციის უფროსის გუნდი და ძალადობის შემთხვევები რეგიონში

 

ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მაგალითად, ბათუმში? – პოლიციის მაღალ თანამდებობაზე მყოფი მოხელეების შესახებ მწირი ინფორმაცია იძებნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სახელები და გვარები ცნობილია. პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ ამირანაშვილი ბათუმში თავისი გუნდით 6 თვის წინ ჩამოვიდა. ჩაკეტილი სივრცის მიუხედავად, ამ გუნდის მუშაობაზე უკვე გაჩნდა რამდენიმე ინფორმაცია, რაც ძალადობასთან ასოცირდება.  

დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს! – ახალი კამპანია საქართველოში

 

დღეს, 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ნარკოდამოკიდებულთა ადვოკატირების კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „კამპანია არ ემსახურება ნარკოდამოკიდებულების არც დეკრიმინალიზაციას და არც ლეგალიზაციას, მისი მთავარი მიზანია პრობლემის გარშემო სადისკუსიო სივრცის შექმნა, საზოგადოებაში არსებული ინფორმაციული დეფიციტის შევსება, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითის შესწავლა, ექსპერტებისა და საქმეში ჩახედული სხვა პირების ჩართვა“. 

ბათუმის სამების მონასტერში ილია მეორე მივა

 

დღეს, ოთხ საათზე, მიტროპოლიტი დიმიტრი ბათუმის სამების მონასტერს აკურთხებს. ხვალ, 8 ოქტომბერს, სამებას პატრიარქი ილია მეორე ეწვევა.

იაპონელი ჟურნალისტები ხანდაზმულ ადამიანებზე საქართველოში დოკუმენტურ ფილმს იღებენ

 

 აჭარაში ტოკიოს ტელევიზიის გადამღები ჯგუფი იმყოფება. ისინი საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანების შესახებ ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს იღებენ.   „ტოკიო TV“- ის ჟურნალისტებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  111 წლის ემინე ანთაძესთან (სოფ. კოხი) და  105 წლის თინა ხახუტაიშვილთან (სოფ. აჭყვისთავი) ინტერვიუები ჩაწერეს. ისინი ასოციაცია „ღირსეული სიბერის“  ბენეფიციარები არიან.  

ბათუმში სამუფთოს ახალი რეზიდენცია გაიხსნა

 

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში, ანგისის დასახლებაში, სამუფთოს ახალი რეზიდენცია ოფიციალურად გაიხსნა. შენობა, სადაც ადრე სასტუმრო „კრისტალი“ იყო განთავსებული,  აჭარის მთავრობამ სამუფთოსთვის რამდენიმე თვის წინ  შეიძინა. რეზიდენციის გახსნას  დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, სამუფთოს წარმომადგენლები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი  ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდნენ.  მუსლიმთა სამუფთოსთვის ქონების შესაძენად საქართველოს მთავრობამ 4 მილიონ 486 400 ლარი სარეზერვო ფონდიდან გამოყო.

 

ანიმაციური საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ იწყება

 

დღეს, ხუთ ოქტომბერს  ანიმაციური ფილმების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ იწყება. ფესტივალი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. 

 

ქობულეთში ძლიერმა ქარმა ორი ხე წააქცია

 

 

 ძლიერმა ქარმა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ორი ხე წააქცია, შემთხვევა 3 ოქტომბერს საღამოს მოხდა.

1 ნოემბრიდან იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას ჩააბარებენ

 

 

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2015 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით, 1 ნოემბრიდან სამოქალაქო იარაღის შეძენა თეორიული გამოცდის ჩაბარებით იქნება შესაძლებელი.

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

 

საქართველოს მთავრობამ ბობოყვათში ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკში გადაუცვალა. ეს ტყე-პარკი კი ეკლესიას თავის დროზე მთავრობისგან 1 ლარად ჰქონდა მიღებული. ქობულეთში, ბობოყვათის ზღვისპირა ტერიტორია, გარდა იმისა, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, იმავდროულად არქეოლოგიური ობიექტიცაა და სპეციალისტები მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

”აუცილებელია ამ ტერიტორიის გახსნა ტურისტებისთვის”

 

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. ტერიტორია, რომელიც ზღვის პირას, პეტრას ციხესთან ახლოს მდებარეობს, წარმოადგენს არქეოლოგიურ ობიექტს. თუ რა ღირებულება გააჩნია აქ არსებულ არქეოლოგიურ მემკვიდრეობას და რა უნდა გაკეთდეს მის დასაცავად, „ბათუმელები“ პეტრა-ციხისძირის არქოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს (1983-1989, 2001 წლები) ნინო ინაიშვილს დაუკავშირდა.

ცხოვრება ბავშვთა სახლის შემდეგ

 

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ბავშვთა სახლების რეფორმა დაიწყო, მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და მოზარდების ერთი ჯგუფი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში გადაიყვანეს, ზოგიერთი კი – მინდობით აღზრდაში. ბათუმში მხოლოდ ერთი საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს, სადაც ამჟამად ექვსი მოზარდი – სამი გოგონა და სამი ბიჭი ცხოვრობს. რა შეიცვალა მათთვის ბავშვთა სახლიდან მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადასვლის შემდეგ, რაზე ოცნებობენ და როგორ იზრდებიან მოზარდები ახალ გარემოში? 

ბათუმის საკრებულოს საჩუქარი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს

 

ბათუმის საკრებულომ 29 სექტემბერს დააკმაყოფილა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა და მას საკუთრებაში გადასცა ქალაქის ქონება. ქონება ძვირადღირებულია – გადაცემულია 12 ერთეული სახანძრო, სამაშველო და პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელთა შესყიდვის ჯამური ღირებულება 1 616 395 ლარია. 

Exit mobile version