Batumelebi | სუს-ის უფროსად აჭარაში ირაკლი ერისთავი დაინიშნა სუს-ის უფროსად აჭარაში ირაკლი ერისთავი დაინიშნა – Batumelebi
RU | GE  

სუს-ის უფროსად აჭარაში ირაკლი ერისთავი დაინიშნა

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელად ირაკლი ერისთავი დაინიშნა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა.

 

ირაკლი ერისთავის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ უწყების პერსსამსახურშიც.  

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი აგვისტოდან შეიქმნა. ის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება. 

 

შსს–დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები