Batumelebi | ბათუმში გერმანიის მოქალაქე გაუჩინარდა ბათუმში გერმანიის მოქალაქე გაუჩინარდა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში გერმანიის მოქალაქე გაუჩინარდა

 

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას,ბათუმში მყოფი  გერმანიის მოქალაქის, ტირკ რეტტიკის გაუჩინარების შესახებ, შს სამინისტროში ადასტურებენ. 

 

შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, “2015 წლის 7 სექტემბერს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მეუღლესთან ერთად დროებით მცხოვრები, გერმანიის მოქალაქე ტირკ რეტტიკი, დილის საათებში სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. რეტტიკის გაუჩინარების შესახებ მისი დროებით საცხოვრებელი სახლის მეპატრონემ პოლიციაში განაცხადა. ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შეიქმნა უგზო-უკვლოდ დაკარგულის სამძებრო საქმე და მყისიერად დაიწყო სამძებრო ღონისძიებები. გერმანიის დაკარგული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიეწოდა შსს-ს ყველა დანაყოფს. ამ დროისთვის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები