ვინ და როგორ მართავს სტიქიას აჭარაში

 

სოფლის რწმუნებული უკავშირდება საგანგებო შტაბს, რომელსაც მუნიციპალიტეტი სტიქიური მოვლენების გამომწვევ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით ქმნის. დამატებითი ძალების საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის შტაბი საქმის კურსში აყენებს სამთავრობო შტაბს, რომელიც სიტუაციის გაკონტროლებას მთელი რეგიონის მასშტაბით ცდილობს. რეგიონში მოქმედი ყველა სამაშველო სამსახური კი, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ექვემდებარება. 

გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აქცია ”ნუ გაათხოვებ” ბათუმსა და ქობულეთშიც გაიმართება

 

25 ნოემბერს 15 საათზე, ბათუმში, ვარდების ბაღში, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართება. დაახლოებით ამავე დროს, იგივე იდეის მხარდასაჭერად ადამიანები საქართველოს კიდევ 12 ქალაქში, წინასწარ განსაზღრულ ადგილებზე შეიკრიბებიან.

საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა. ქალთა მოძრაობის ცნობით, საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

 

ბათუმის მერია შადრევნებს არემონტებს

 

 

  ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, აჭარის ხელოვნების მუზეუმთან მდებარე შადრევნების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შადრევნები მუზეუმის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მდებარეობს.

ხილის გამოფენა ღია ცის ქვეშ

 

 

  22 ნოემბერს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში (ზედა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე), ღია ცის ქვეშ, ხილის გამოფენა გაიმართება.

2015-11-21 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

 

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ამ დროისთვის ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 142 ადამიანია დაჯარიმებული. 

გადარჩენილი შველი მტირალას პარკში გაუშვეს

 

 

 გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოცელ ქედქედში მოქალაქეებმა წყალმიმღებთან ჩავარდნილი შველი იპოვეს. 

სოციალურად დაუცველ ოჯახს ოთხი თვეა დახმარება არ მიუღია

 

 

  ცოლ-ქმარი ჯამბულ ბერიძე და ლიკა სანიკიძე ეგრეთ წოდებულ „ოცნების ქალაქში“, ბარაკ #97-ში ცხოვრობენ. ისინი სოციალურად დაუცველთა სიაში არიან, თუმცა, როგორც დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგზე განაცხადეს,  ოთხი თვეა სოციალური დახმარება არ მიუღიათ, რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. 

ახალი სახეები და ვაკანსიები აჭარის მთავრობაში

 

მერიიდან წასვლის შემდეგ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე  აუდიტორულ კომპანიაში „აჭარა ელიტ აუდიტში“ მუშაობს. დაახლოებით ერთი თვის  წინ მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ ახალ ვიცე-მერს უახლოეს დღეებში წარუდგენდა საზოგადოებას. ამ დრომდე ვიცე-მერის პოსტი არავის დაუკავებია. ბოლო ორი თვის განმავლობაში მერიიდან არასამთავრობო ორგანიზაციაში კიდევ ორმა თანამდებობის პირმა გადაინაცვლა. ვაკანსიების შევსებაზე კონკურსს სხვა სამთავრობო სტრუქტურებშიც აცხადებენ. 

რატომ იზრდება ავტოავარიების რიცხვი? – 514 გარდაცვლილი ერთ წელიწადში

 

ნოემბრის მესამე კვირა ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. კონფერენციაზე, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში გაიმართა, შს სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. რატომ იზრდება ავტოკატასტროფების რაოდენობა ქვეყანაში და რა არის გამოსავალი? – თემაზე „ბათუმელებს“ კონფერენციის ორგანიზატორი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მაია ქობალია ესაუბრა. 

მერიის განმარტება აღმზრდელის გათავისუფლებაზე, რომელმაც ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო

 

ბათუმის #6 ბაღის აღმზრდელის, ნათია ცინცაძის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გუშინ, 18 ნოემბერს, თავად ნათია ცინცაძეზე დაყრდნობით გაავრცელა. ნათია ცინცაძე მიიჩნევს, რომ ის ბავშვზე ძალადობის გასაჯაროებისთვის დასაჯეს. გუშინ ამ საკითხზე მერიას განმარტება არ გაუკეთებია. ბათუმის ვიცე-მერი, ალექსანდრე მითაიშვილი ამ საკითხზე „ბათუმელებს“ დღეს, 19 ნოემბერს, ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს ვიცე-მერთან, რომელიც მერიაში ბაღების კურატორია:

წყლის ახალი ონკანები ბათუმის ქუჩებში

 

ბათუმის მერია ბათუმში, ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე ტიპის სასმელი წყლის ონკანებს ამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალებს თავად მერია ავრცელებს.

ორი იმპერიის სამართალი აჭარაში – ყადი მოსამართლედ

 

თუ მე-19 საუკუნის მოგზაურების მიერ შეგროვებულ ცნობებს დავუჯერებთ, იმ პერიოდში, როცა აჭარა ლაზისტანის საფაშოს შემადგენლობაში იყო, სამართალს აქ უფრო სამოქალაქო ინსტიტუტები ადგენდნენ, ვიდრე მოსამართლე, რომელსაც ყადი ეწოდებოდა. მოგზაურობით კი მაშინ აჭარაში საკმაოდ ბევრმა იმოგზაურა. იმოგზაურებდნენ, აბა რა – ყველას აინტერესებდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ახალშემოერთებულ ტერიტორიაზე რა და როგორ ხდებოდა. შესაბამისად, ჩანაწერებიც საკმარისად არსებობს. ამ ჩანაწერების ავტორთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის „თურქული ენა გამართულად მხოლოდ ვაჭრობის მიმდევარმა აჭარლებმა იციანო“.

გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო

 

ბათუმის #6 საბავშვო ბაღში ძიძის მიერ 4 წლის ბავშვისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის დაწყებაზე მოკვლევა ბაღების გაერთიანებამ დაასრულა. პედაგოგი ნათია ცინცაძე, რომელმაც ტელეფონით გადაიღო და დირექტორს წარუდგინა ძიძის მიერ ბავშვის შეურაცხყოფის ფაქტი, დისციპლინურმა კომისიამ სამსახურიდან დაითხოვა. 

რას უპირებს მთავრობა აგრარულ უნივერსიტეტსა და უმაღლეს საბჭოს

 

არჩილ ხაბაძის თქმით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კონკრეტულად კი, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება. სანაცვლოდ უნივერსიტეტი მიიღებს ჩაქვში მდებარე უმაღლესი საბჭოს შენობას, ხოლო უმაღლესი საბჭო სამუშაოდ ბათუმში დაბრუნდება, რისთვისაც აჭარის მთავრობა ახალი შენობის აშენებას გეგმავს.

ხაბაძე: არ არის გამორიცხული, რომ ამ კომპანიის უკან ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყოს

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 18 ნოემბერს დაადასტურა, რომ გასხვისდა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ტერიტორიის ნაწილი მწვანე კონცხზე, სადაც ახალი მფლობელი 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და ეს ახალი მფლობელი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. 

17 ქალი აჭარიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარიდან ქართულ ჯარში სულ 17 ქალი მსახურობს.  ჯარში ქალებისთვის მაღალი სამხედრო წოდებისა და თანამდებობის შეთავსება არ არის შეზღუდული. კაპრალი ნატო კობალაძე ამბობს, რომ მაღალი წოდების მქონე ქალები ქართულ ჯარშიც არიან, მაგრამ მათი რიცხვი მცირეა.

სოფელი ნიგაზეული [ფოტო]

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგაზეული მესხეთის ქედის სამხრეთით, მდინარე აჭარისწყლის მარჯვნივ მდებარეობს. ის ზღვის დონიდან 800 მეტრზეა გაშენებული. სოფლიდან დაბა შუახევამდე მანძილი კი 13 კილომეტრია. სოფელში არის სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმი. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები.

გამარტივებული შესყიდვები ილია II-ის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების „სრულფასოვნად და მაღალი სტანდარტებით“ ჩასატარებლად, თბილისის განვითარების ფონდს მიეცა უფლება გარკვეული სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული წესით განახორციელოს. ღონისძიება 2017 წლის 25 დეკემბერსაა დაგეგმილი. სახელმწიფო შესყიდვები კი ღონისძიების ჩატარების გარდა, თბილისში, მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობასაც უკავშირდება.

საპატრიარქოს გიმნაზია-პანსიონში 13 წლის მოზარდი დააბრუნეს

 

13 წლის მოზარდი, რომელიც ფერიის მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონიდან ცოტა ხნის წინ იძულებით გამოუშვეს, ადმინისტრაციამ ამ ამბის მედიაში აქტიურად გაშუქების შემდეგ, ისევ პანსიონში დააბრუნა. სახლში დაბრუნებული მოზარდი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა და ვერც სკოლაში დადიოდა. ახობლების ინფორმაციით, მოზარდი გიმნაზია-პანსიონიდან ხელმძღვანელთან უთანხმოების გამო გამოაძევეს. გიმნაზია-პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

„ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები არჩილ ხაბაძის განცხადებას აპროტესტებენ

 

დღეს, 14 ნოემბერს ე.წ „ოცნების ქალაქის“  მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „გამომძიებელი რეპორტიორი“  განაცხადა რომ თუ „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები ხელისუფლების შეთავაზებას არ მიიღებდნენ, მათ ძალისმიერი მეთოდებით  დაატოვებინებენ  ტერიტორიას.  საპროტესტო აქციაში დაახლოებით  300 ადამიანი მონაწილეობდა. 

შსს: სოფელ ვაშლოვანში მეწყრის შედეგად დაზარალებულები გადავარჩინეთ

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში, ისე როგორც რამდენიმე სოფელში, მეწყერი ჩამოწვა. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ვაშლოვანში ხუთი ოჯახის საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიასთან ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

შსს: პოლიციელებმა გოდერძის უღელტეხილზე 30 მოქალაქე გადაარჩინეს

 

შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გოდერძის უღელტეხილზე თოვლსა და ქარბუქში ჩარჩენილი 30 მოქალაქე გადაარჩინეს: 

კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 5 ვაკანსიაზე

 

ფინანსთა ეკონომიკის სამინისტრო 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით 5 თანამდებობაზე აცხადებს ვაკანსიას. სამინისტრომ კონკურსი 9 ნოემბერს გამოაცხადა და დოკუმენტების მიღება 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დისკუსია წამების კადრების გავრცელების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის

 

პატიმართა წამების ამსახველი კადრების საჯაროდ (ტელევიზია, სოციალური ქსელი/მედია, საჯარო ჩვენება) გავრცელება – ამ თემაზე დღეს, 10 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი (PRI) და „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დისკუსიას მასპინძლობენ.

არქეოლოგი ქალი აჭარიდან

 

არქეოლოგ ნინელი ვაშაკიძეს არქეოლოგიური მუზეუმის ერთ პატარა ოთახში შევხვდით. მაგიდასთან იჯდა, წინ კი უამრავი ფოტო ეწყო და ათვალიერებდა. „მთელ ცხოვრებას გადავავლე თვალი. ვფიქრობ, საინტერესო ცხოვრება მქონდა. იმდენად საინტერესო, ხელმეორედ რომ დამეწყო ცხოვრება, ისევ არქეოლოგიას მოვკიდებდი ხელს“, –  ამბობს ქალბატონი ნინელი. ის ერთ-ერთი პირველი არქეოლოგი ქალია აჭარაში. 

ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღიდან აღმზრდელი ბავშვის შეურაცხყოფის გამო გაათავისუფლეს

 

ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღში ინცინდენტი მოხდა. საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ნატალია ზაქარეიშვილის განცხადებით,  ბაღის აღმზრდელმა  4 წლის ბავშვს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული შემთხვევა ამავე ბაღის თანამშრომელმა მობილურით გადაიღო და დირექტორს წარუდგინა რეაგირებისთვის.   

ჩვეულებრივი ბიჭი ლუკა გადარჩენას ითხოვს

 

ლუკა ჩხარტიშვილი ახლა 13 წლისაა. 6 წლის იყო, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მისი მშობლების სახლი ბათუმში და სხვა ყველა ქონება, ლუკას მკურნალობას მოხმარდა. ახლა არც სახლი აქვთ და არც სხვა არაფერი შერჩათ, ჩხარტიშვილებმა შვილის მკურნალობა რომ გააგრძელონ. ახლა ლუკა მშობლებთან ერთად გურიის ერთ-ერთ სოფელში, ბებიის სახლში ცხოვრობს, სხვა საცხოვრებელი აღარ აქვთ და იმიტომ.

აჭარის მთავრობის პასუხი აქციის მონაწილეებს

 

გუშინ ხელვაჩაურში ორი სოფლის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი ჰესის მშენებარე კომპანიისგან დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ. აჭარის მთავრობამ გუშინდელი აქციის საპასუხოდ წუხელ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

დევის პური

 

საღამოობით აივანზე ვჯდები და განათებულ ქალაქს ვუყურებ. ქალაქში ადამიანები ცხოვრობენ, ზოგი  – დაბადებიდან, ზოგი – ჩემსავით, აქ შემთხვევით მოხვედრილი. როგორც გადამფრენი ჩიტები, ისე გავებით ამ ქალაქის ხაფანგში. დავრჩით. ზოგჯერ ავხედავთ ხოლმე იმ ცას, ჩვენგან გათელილი ბილიკებით დასერილ მინდორს რომ ჰგავს. ზოგჯერ. 

ნათია ზოიძე: ფორსმაჟორულად თანხის გამოყოფა აჩენს ეჭვებს კორუფციაზე

 

ბათუმის მერიამ წელს 350 ათასი ლარი ბათუმობის აღნიშვნაზე დახარჯა. შემოდგომის ბოლოს 400 ათასი ლარი მოულოდნელად გაჩნდა ბიუჯეტში სარეკლამო ფესტივალისთვის. ასევე, 120 ლარი გამოიყო სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე. არასამთავრობო სექტორი არ მიესალმება ფორსმაჟორულ სიტუაციაში ამ მოცულობის თანხის ხარჯვას პროექტებში, რომლებიც მათი შეფასებით, არაეფექტურია. ნათია ზოიძე – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი, რეგულარულად ესწრება ბათუმის საკრებულოში ბიუჯეტის განხილვას. „ბათუმელები“ ამჯერად სწორედ მის შეფასებას გთავაზობთ. 

კინოფილმ „მევლუდის“ 30 წლისთავი – მზადება ხულოში

 

ხულოს მუნიციპალიტეტმა კინოფილმ „მევლუდის“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ღონისძიებისთვის მუნიციპალიტეტს 4 500 ლარი აქვს გათვალისწინებული. დაგეგმილია ფილმში მონაწილე მსახიობების, მათ შორის მთავარი გმირის როლის შემსრულებლისა და შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეების დასწრება  ღონისძიებაზე.

აჭარაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აჭარაში შემოტანილია 1551 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.


ვაქცინა სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდებათ მაღალი რისკის ჯგუფებს. 

ბათუმში ჰაერი მტვრითაა დაბინძურებული

 

 

  მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი და ავტომობილების გამონაბოლქვი – სპეციალისტების თქმით, სწორედ ეს ფაქტორები აბიძურებს ჰაერს ბათუმში ყველაზე მეტად.

განქორწინებების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება [ინფოგრაფიკა]

 

2014 წელს საქართველოში 9119 განქორწინება დაფიქსირდა. აქედან ბავშვის გარეშე – 1524 განქორწინება, ხოლო 3132 შემთხვევაში არ არის მითითებული ბავშვების რაოდენობა. განქორწინებულთა საერთო ბავშვების რაოდენობამ [რაც მითითებული იყო], გასულ წელს, ჯამში 6814 შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში განქორწინებათა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად იზრდება. 

„მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი გახდა

 

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში „მის საქართველო 2015“-ის ფინალური შოუ გაიმართა.  „მის საქართველოს“ ტიტული 24 წლის ნუკა ყარალაშვილმა მოიპოვა. 

Exit mobile version