Batumelebi | სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეგროვილი ნივთები საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეგროვილი ნივთები საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა – Batumelebi
RU | GE  

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეგროვილი ნივთები საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა

 

თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოსახლეობის მიერ ბათუმის  მერიის ადმინისტრაციულ ორგანოებში პირველადი მოხმარების ნივთები  და ტანსაცმელი გროვდებოდა.   შეგროვებული ნივთების  ნაწილი, რომელიც ტერიტორიულ ორგანოებში დაგროვდა, საქველმოქმედო  ორგანიზაცია „იალქანს“ გადაეცა. 

 

„შეგროვილი ნივთები  ორი სატვირთო მანქანით გადავიტანეთ. არის ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების საოჯახო ნივთები. ჰუმანიტარული დახმარება ქობულეთსა და ბათუმში  მცხოვრებ 80-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. მათ შორის, მრავალშვილიან  ოჯახებს და მარტოხელა დედებს,“-ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე.

 

თიკო აბაშიძის თქმით, საქველმოქმედო ორგანიზაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის  მიღებას  გააგრძელებს. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"