მთავარი,სიახლეები

დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები ზახაროვას, პესკოვს, სალავიოვს, მედვედევსა და სხვებს

15.03.2022
დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები ზახაროვას, პესკოვს, სალავიოვს, მედვედევსა და სხვებს

დღეს, 15 მარტს, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი ახალ სანქციებს აწესებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ.

ახალი სანქციების თანახმად რუსეთის  სამთავრობო და რეგიონული ხელისუფლების 370-ზე მეტ წარმომადგენელს, პარლამენტარებს, ბიზნესმენებსა და მათი ოჯახების წევრებს, ეკრძალებათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა, მათი აქტივები კი დიდ ბრიტანეთში, აღმოჩენის შემთხვევაში, გაიყინება.

სიაში არიან: პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი და ა.შ.

ასევე, სანქციები დაუწესდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს, მის შვილებსა და ცოლს და ჟურნალისტ ვლადიმერ სალავიოვს.

გარდა ამისა, ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა სადაზღვევო კომპანია Sogaz-ს, ინტერნეტკვლევის სააგენტოს, Geopolitika.ru ვებსაიტს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ჟურნალს New Eastern Outlook-სა და პორტალ Oriental Review-ს. ამ კომპანიების აქტივები დიდ ბრიტანეთში გაიყინება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: