„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს კონკურსს პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება“.
პროექტს უჭერს მხარს ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი [NED].
პროექტის მთავარი მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დემოკრატიული გარემოს ხელშეწყობა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისება.
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს.
კონკურსის მთავარი ამოცანაა ისეთი იდეების, ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ფართო ჩართულობით დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების, ადამიანის უფლებების და საპარლამენტო არჩევნების მიმართ ინტერესისა და ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობა. კერძოდ:
კონკურსი დაყოფილი ორ ლოტად:
პირველი ლოტი მოიცავს ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს, მეორე ლოტი კი მოიცავს ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებს.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებელი თანხა 9,924.95 ლარია. დაფინანსდება 3 პროექტი.
კონკურსის მიზანია პროექტების მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
- დემოკრატიული ღირებულებების ხელშემწყობი – საინფორმაციო მედია კამპანიები;
- არჩევნებთან დაკავშირებული მოქალაქეობრივი ღირებულებების განმტკიცების ხელშემწყობი საჯარო აქტივობები – ახალგაზრდების მონაწილეობით.
განაცხადების წარდგენის პროცედურა და მოთხოვნები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც შედგება არანაკლებ 3 ფიზიკური პირისგან.
- საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს შემდეგი ინფორმაციის მიღება: პრობლემის აღწერა და სიტუაციის ანალიზი; პროექტის მიზნები; ღონისძიებები; სამოქმედო გეგმა; სამუშაო დროის რუკა; პროექტის რისკები და მდგრადობა; მოსალოდნელი შედეგები; პროექტში ჩართული პირების სამუშაო აღწერილობა; პროექტის დაფარვის გეოგრაფიული არეალი; ბენეფიციარები და ბიუჯეტი;
- ბიუჯეტი უნდა იყოს რეალისტური, კარგად დასაბუთებული და შემოთავაზებული აქტივობების შესაბამისი;
- განაცხადის ფორმაში მოცემული ინფორმაციის გარდა, პროექტს უნდა დაერთოს პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებისა და პროექტში მონაწილე სხვა პირების ბიოგრაფიები;
- განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოთ ზოგადი ინფორმაცია 2021-2023 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- პროექტის განხორციელების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს – სექტემბერი, ოქტომბერი;
- კონკურსის ფარგლებში დაუშვებელია ერთი განმცხადებლის მიერ ორი ინიციატივის წარდგენა.
- განაცხადი წარმოადგინეთ ელექტრონული ფორმით, ელ.ფოსტაზე batumi_ijh@yahoo.com
- თემაში უნდა მიუთითოთ IJH-კონკურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 25 აგვისტო
განაცხადის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე – batumi_ijh@yahoo.com