მთავარი,სიახლეები

„ევამიანი“ – სასკოლო დასის სპექტაკლი ქალთა ძალადობაზე ბათუმის თეატრის მცირე სცენაზე

29.05.2023
„ევამიანი“ – სასკოლო დასის სპექტაკლი ქალთა ძალადობაზე ბათუმის თეატრის მცირე სცენაზე

ბათუმში, დრამატული თეატრის მცირე სცენაზე, 30 და 31 მაისს, 18:40 საათზე, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის თეატრალური დასი „სარკე“ საქველმოქმედო სპექტაკლს წარმოადგენს.

სპექტაკლი, სახელწოდებით -„ევამიანი“ ასახავს ქალთა ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

„სპექტაკლის საშუალებით დამსწრე საზოგადოებას ეძლევა საშუალება, გაანალიზოს ის სიტუაციები, რომლებშიც ძალადობის მსხვერპლნი ხვდებიან და აღიქვან ის შესაძლებლობები, რომლებიც სიტუაციას გამოასწორებს.

პროექტი კონცენტრირებულია ქალთა ძალის წარმოჩენაზე, 5 სხვადასხვა სიტუაციისა და დროის პარადოქსის გამოყენებით, რაც მაყურებელს ეხმარება პრობლემის სიმძიმის უკეთ აღქმასა და ანალიზში“ – აღნიშნულია პრესრელიზში.

სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორია დიანა ჩახუნაშვილი. სპექტაკლზე მოხალისეობრივად მუშაობენ რეჟისორი, მხატვარი, ქორეოგრაფი და დასი, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ბათუმის სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლის მხარდაჭერით.

სპექტაკლზე დასწრება შეზღუდულია 14 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენის მისამართია: ახმედ მელაშვილის 32.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ამ ბმულზე. 

გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა ქალთა სერვისცენტრებში გადაირიცხება.

სპექტაკლი დაიდგა USAID-ის  პროგრამის – „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

აჭარაში  პროგრამის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: