„ძალიან საინტერესოა, როდესაც ერთი მხრიდან ვიღებთ მოთხოვნებს ძველი ბათუმის არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და იგივე ადამიანები ხშირად მეორე ხელით ბრალს გვდებენ, თუ რატომ ვაკეთებთ ამას, რატომ ვიცავთ თავგამოდებით ჩვენს ქალაქს. ამავე დროს, თითქოს ქალაქისათვის ცუდ გადაწყვეტილებებს ვიღებთ“, – ეს ბათუმის მერის ლაშა კომახიძის სიტყვებია. ასე უპასუხა მერმა კითხვას იმის თაობაზე, რომ მას „ბაბილონ თაუერის“ …
Tag Archives: ბათუმის მერია
კომპანიას ბულვართან 18-სართულიანი კორპუსის აშენება სურს – მერია ამის უფლებას არ აძლევს
სამშენებლო კომპანია „დექსტერ დეველოპმენტის“ ხელმძღვანელმა ლევან კანთელაძემ დღეს, 12 მარტს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხელისუფლება მის ბიზნესს ავიწროებს. ამ ბიზნესმენს 18 სართულის სიმაღლის კორპუსის აშენება სურს „ბაბილონ თაუერის“ მოპირდაპირე მხარეს – მელიქიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების გადაკვეთის სიახლოვეს. ამ ზონაში მაღლივი კორპუსების მშენებლობას მუდმივ რეჟიმში აპროტესტებენ ბულვარის დამცველები. „ბარაკების ადგილზე, ბაბილონ თაუერის წინ, …
„სილქ როუდ ჯგუფი“ 6 კოშკს სავარაუდოდ ვერ ააშენებს – ტერიტორია ისტორიულ ზონაში რჩება
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი თაუერის მშენებლობის ნებართვას სავარაუდოდ ვერ მიიღებს. მერია გეგმავს ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრები იმ შენიშვნების გათვალისწინებით წარადგინოს დასამტკიცებლად, რომელიც ცოტა ხნის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან მიიღო. ამ შენიშვნების თანახმად ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც კომპანია მშენებლობას გეგმავდა, ისტორიული დაცვის ზონაში დარჩება. დაცვის ზონაში კი …
ბათუმის მერი ახალი ტერმინალის მშენებლობაზე განცხადებას გააკეთებს
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებულ განცხადებას გააკეთებს. ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი. …
Continue reading “ბათუმის მერი ახალი ტერმინალის მშენებლობაზე განცხადებას გააკეთებს”
„ჭაობში“ 8 ქუჩის კეთილმოწყობა დაგეგმილზე ექვსი თვით გვიან დასრულდება
„ჭაობის“ დასახლებაში 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ კომპანიასთან 25 თებერვალს გაფორმდა. თუმცა ორ დღეში ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა. 2019 წლის 2 ივლისის ნაცვლად ქუჩების მოწესრიგება ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, გურამიშვილის შესახვევი, მელიქიშვილის I შესახვევი, ოსტროვის I შესახვევი, სააკაძის ქუჩა, სააკაძის შესახვევი, …
Continue reading “„ჭაობში“ 8 ქუჩის კეთილმოწყობა დაგეგმილზე ექვსი თვით გვიან დასრულდება”
ბათუმის მერიას ძველ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმის უფლება არ მისცეს
ბათუმის ბულვარში 9 აპრილის მემორიალის მოწყობაზე ქალაქის მერიამ ხელშეკრულება ინდმეწრმე თეიმურაზ მახარაძესთან 2018 წლის 21 მაისს გააფორმა, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. დღეს მემორიალი, რომლის ესკიზის ავტორიც თეიმურაზ მახარაძეა, ჟიული შარტავას ქუჩაზე, გმირთა ხეივანში შენდება. ამ ხეივანში რამდენიმე მონუმენტი დგას. მშენებარე მემორიალიდან ორ-სამ მეტრში კი დგას დაფა, …
Continue reading “ბათუმის მერიას ძველ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმის უფლება არ მისცეს”
აბუსერიძის ქუჩის მარჯვენა ზოლში მოძრაობა 3 თვით გადაიკეტება
ბათუმის მერიის ცნობით, 12 მარტიდან ბათუმში სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება ტბელ აბუსერიძის ქუჩის მარჯვენა ზოლში. „ლორიასა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში ხორციელდება წყალარინების A კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც 1200 მმ-იანი თვითდენითი კოლექტორის მოწყობა 8 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოების დასრულებამდე სატრანსპორტო მოძრაობა …
Continue reading “აბუსერიძის ქუჩის მარჯვენა ზოლში მოძრაობა 3 თვით გადაიკეტება”
მხოლოდ ერთი მომხრე – საკრებულოს უმრავლესობას არ სურს k2-ის გაცემაში მონაწილეობა მიიღოს
კონკრეტულ ზონაში დადგენილს ზემოთ k2 კოეფიციენტის გაზრდაზე იმსჯელოს საკრებულოს ბიურომ, შემდეგ კი გადაწყვეტილება საკრებულომ შეითანხმოს – ამ ცვლილებას ბათუმის მუნიციპალიტეტის 50-ე დადგენილებაში [დადგენილება ქალაქის განაშენიანების წესებს განსაზღვრავს] საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ითხოვდა: „მოდით, ეს თემა გავხადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე.“ მირდატ ქამადაძემ ეს მოთხოვნა ქალაქში k2 კოეფიციენტის გაცემასთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნა. საკრებულოს სხდომაზე მან განაცხადა, …
„ლუჟკოვის სახლის“ ადგილზე „ალიანს სიტის“ სამი ცათამბჯენის აშენება სურს
ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად, კომპანია „ალიანს სიტი“ სამი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა მირიან მეტრეველმა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, კომპანია ერთი 50-სართულიან და ორ 40-45-სართულამდე სიმაღლის შენობების აშენებას გეგმავს. კომპანია ითხოვს, ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს მერიამ ზონის სტატუსი შეუცვალოს და კ2 …
Continue reading “„ლუჟკოვის სახლის“ ადგილზე „ალიანს სიტის“ სამი ცათამბჯენის აშენება სურს”
ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება
ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება. ცვლილების ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაა. შესაბამისი განკარგულების პროექტს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ხვალ, 5 მარტს, განიხილავენ. მისი დამტკიცების შემთხვევაში კი, განკარგულება ძალაში პირველი აპრილიდან შევა. განკარგულების პროექტის მიხედვით, შეზღუდვა მხოლოდ შს სამინისტროს, ბულვარის დაცვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე არ გავრცელდება, რომლებიც ბულვარში კონტროლის მიზნით ელექტრომობილებით გადაადგილდებიან. ბულვარის ადმინისტრაციის …
ბათუმი ხელვაჩაურს 55 ჰექტარ მიწას უკან უბრუნებს – საზღვრის ცვლილებას საკრებულო განიხილავს
„ქალაქ ბათუმის მერია თანახმაა განხორციელდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემოსაერთებელი ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის რუკის შესაბამისად“, – აღნიშნულია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის წერილში, რომელიც მერმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს 2019 წლის 30 იანვარს გადაუგზავნა. ორ მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის საკითხს ბათუმის საკრებულო …
მაიაკოვსკის ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება – სამუშაოები უკვე დაიწყო
ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის დასაწყისი ავტოსადგურის მიმდებარედ უკვე გადაიკეტა. ბონის სავაჭრო ცენტრის მხრიდან მოძრავი ავტოტრანსპორტი მანთაშევის შლაგბაუმთან ავტოსადგურის შემოვლით გამოდის. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ იგეგმება ქუჩის კეთილმოწყობა. სამუშაოების გამო ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება და ტრანსპორტის მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩის ჩაკეტილი მონაკვეთის პარალელურ და ვერტიკალურ ქუჩებზე გადაერთვება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია „გზები“ ახორციელებს; …
Continue reading “მაიაკოვსკის ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება – სამუშაოები უკვე დაიწყო”
რატომ უსტვენდნენ დღეს ბათუმის მერიასთან
სასტვენის გაბმული ხმა ისმოდა დღეს ბათუმის მერიასთან. გამაფრთხილებელი, სპონტანური აქცია – ასე უწოდეს აქ შეკრებილმა ბათუმელებმა საპროტესტო აქციას, რომლის საშუალებითაც მათ ქალაქის მერისთვის სურდათ ხმის მიწვდენა, მოქალაქეები ქალაქის მერიისა და საკრებულოსგან ითხოვენ, არ დაუშვან ბათუმის სანაპიროზე ექვსი კოშკის მშენებლობა. სტატია იმის შესახებ, რომ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფმა“ უკვე წარადგინა ბათუმის მერიაში ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების …
აქცია მერიასთან: „არ მოაწეროთ ხელი რივიერაზე ექვსი კოშკის აშენების პროექტს“
დღეს, პირველ მარტს, ბათუმის მერიასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რათა მოუწოდონ ბათუმის მერიასა და საკრებულოს, არ მოაწეროს ხელი ბათუმის რივიერაზე დაგეგმილი პროექტის მშენებლობას. „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმის მერიაში ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] უკვე წარადგინა. კომპანიას ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი თაუერის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. მათგან ყველაზე მაღალი …
Continue reading “აქცია მერიასთან: „არ მოაწეროთ ხელი რივიერაზე ექვსი კოშკის აშენების პროექტს“”
ბათუმში მიწა 20-30%-ით გაძვირდა – მერია ფასის გაზრდას კიდევ აპირებს
ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გაიზარდა. საკრებულომ შესაბამისი გადაწყვეტილება 28 თებერვლის სხდომაზე მიიღო, თუმცა დადგენილება იმ კვირიდან შევა ძალაში, როცა ის გამოქვეყნდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიწის ნორმატიული ფასი ბათუმის ცენტრალურ ზონაში 20%-ით გაიზარდა, შუალედურ ზონაში 25%-ით, ხოლო პერიფერიულ ზონაში – 30%-ით. მაგალითად, ბათუმის ცენტრალურ ზონაში სამი …
Continue reading “ბათუმში მიწა 20-30%-ით გაძვირდა – მერია ფასის გაზრდას კიდევ აპირებს”
ხომ არ შედის ბაღებში ცხენის ხორცი – ენმ პასუხისმგებლობას ბათუმის მთავრობას აკისრებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ ცხენის ხორცი, სამტრედიის ბაღების გარდა ბათუმის ბაღებშიც შედიოდა, ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს დაიწყებს. “როგორც ცნობილია, სამტრედიის საბავშვო ბაღებში ერთ-ერთ კომპანიას შეჰქონდა ცხენის ხორცი და დღეს ეს ადამიანი დააკავეს. დასტურდება, რომ ბათუმის ბაღებშიც ამ კომპანიას შემოაქვს ხორცი. თუმცა არ ვიცით აქ ნამდვილად საქონლის ხორცი შემოდის თუ …
მერია პლაჟზე უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მეპატრონეებს სამი დღის ვადას აძლევს
ბათუმის მერია პლაჟზე უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მეპატრონეებს ობიექტების დემონტაჟის შესახებ აფრთხილებს. მერიის ცნობით, ობიექტების მეპატრონეებმა გაფრთხილებები უკვე მიიღეს. მათ სამი დღის ვადაში ობიექტის დემონტაჟი და ტერიტორიის გათავისუფლება უნდა უზრუნველყონ. მერიის ცნობით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახური თავად განახორციელებს ობიექტების დემონტაჟსა და ტერიტორიიდან გატანას, მეპატრონის მიმართ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.
ნიკოლოზ ანთიძე „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე: „ის უნდა იყოს დაცულ ზონაში“
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ დოკუმენტი ბათუმის მერიას შენიშვნებით უკან დაუბრუნდება – რა შენიშვნები აქვს სააგენტოს და უკავშირდება თუ არა ისინი მერიის მიერ სპეციალისტების მომზადებულ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ სააგენტოს ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ანთიძეს მიმართა. ბატონო ნიკოლოზ, შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ რა შენიშვნები აქვს კულტურული …
Continue reading “ნიკოლოზ ანთიძე „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე: „ის უნდა იყოს დაცულ ზონაში“”
გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს
აჭარაში შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით ესპანური კომპანია „Iberostar Group“-ი დაინტერესდა. ეს ინფორმაცია სააგენტო „აწარმოე საქართველომ“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვინაიდან კომპანიის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს „პირველი ხაზის“ სასტუმროები [„first line“ hotels], რაც გულისხმობს სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას, სააგენტომ ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი… და შესთავაზა აჭარის რეგიონში ინვესტირება უძრავი ქონების და …
Continue reading “გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს”
ბათუმის მერიის სოციალური სერვისით გარდაცვლილებიც „სარგებლობდნენ“
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დოკუმენტების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ბათუმის მერიის „ბინაზე მოვლის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მომსახურება გაწეულია ისეთ ბენეფიციარებზე, რომლებიც ამ მომსახურების გაწევის პერიოდისთვის უკვე გარდაცვლილები იყვნენ. საუბარია 2016-2017 წლებზე. ამ წლებში, ბათუმის მერიის „სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, აუდიტის სამსახურმა გუშინ, 22 თებერვალს გამოაქვეყნა. „მერიის პასუხისმგებელი პირის განმარტებით მიუხედავად ინტენსიური შერჩევითი შემოწმებისა, მსგავს ფაქტს ვერ …
Continue reading “ბათუმის მერიის სოციალური სერვისით გარდაცვლილებიც „სარგებლობდნენ“”
ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები გაფართოვდება – მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს
ძველ ბათუმში კაფე-ბარების მეპატრონეებს ბათუმის მერიამ სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდები კი – აალაგებინა. ცვლილება, ძირითადად, შეეხო ზვიად გამსახურდიასა და ქუთაისის ქუჩაზე მდებარე რესტორნებს. რესტორნების მეპატრონეთა ნაწილი შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს. მათ მიაჩნიათ, რომ ბათუმის მერია ყველა მეწარმეს თანაბარ მდგომარეობაში არ აყენებს. ამბობენ იმასაც, რომ თუკი მერია კაფეს გარეთ მაგიდების დადგმის ნებას არ …
Continue reading “ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები გაფართოვდება – მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს “
არქიტექტორი: რატომ ვითხოვთ კ2-ის დაანგარიშებისას პარკინგის ადგილის გამოკლებას
„ბათუმელების“ სტატიას: „არქიტექტორები ითხოვენ მერიამ k2 პარკინგის ფართობის გამოკლებით გამოთვალოს“, არქიტექტორი ბექა თოიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეხვედრის დროს ის და მის გვერდით მსხდომი არქიტექტორები სულ სხვა გარემოებას გულისხმობდნენ, რაც ამ ცვლილების პროექტის ამოქმედების შემდეგ დღის წესრიგში დადგება. არქიტექტორის განმარტებით, საკრებულოს დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ, სამშენებლო პროექტის ავტომანქანების ადგილებს, პარკინგისთვის …
Continue reading “არქიტექტორი: რატომ ვითხოვთ კ2-ის დაანგარიშებისას პარკინგის ადგილის გამოკლებას”
ბათუმის მერია უარყოფს საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის შესაძლებლობას
ბათუმის მერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბათუმის საბავშვო ბაღები საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცით მარაგდებოდეს. ოპოზიციის განცხადება უსაფუძვლოა – აცხადებს ბათუმის მერია. „გვინდა განვმარტოთ, ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღები მარაგდება საქონლის ხორცით, რომელიც გადის შემდეგ პროცედურებს: ხორცის ყოველ მოწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა …
Continue reading “ბათუმის მერია უარყოფს საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის შესაძლებლობას”
ფესტივალის -“სლავიანსკი ბაზარი” კასტინგი ბათუმში გაიმართება
საერთაშორისო ფესტივალში “სლავიანსკი ბაზარი” მონაწილეობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ბათუმში გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მომღერლებს შეუძლიათ. შერჩეული კანდიდატი საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში. კონკურსის შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს ფესტივალის წარმომადგენელმა საქართველოში, მანანა სეფიაშვილმა და ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა გააცნეს. “ბათუმის მერიამ მხარდაჭერა იმიტომ გამოუცხადა ამ კონკურსს, რომ ძალიან კარგი პროექტია და თან …
Continue reading “ფესტივალის -“სლავიანსკი ბაზარი” კასტინგი ბათუმში გაიმართება”
ლაშა კომახიძე გადაწყვეტს, ააშენებს თუ არა „პროგრეს სიტი“ ძველ ბათუმში 15 მეტრი სიმაღლის შენობას
ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში შპს „პროგრეს სიტი“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. ეს ტერიტორია ისტორიული ბათუმის საზღვრებშია. ბათუმის მერიას, ჯერჯერობით, მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ზონალური საბჭო თანახმაა „პროგრეს სიტიმ“ აქ არსებული ორი ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე 15 მეტრი სიმაღლის სასტუმრო ააშენოს. ამ პროექტს ეთანხმება ზონალური საბჭოს წევრი და, ამავე დროს, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა …
„ეგ ვერ არჩევს ციფრებს“ – „სანდასუფთავების“ დირექტორს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის
„ჩემს სამსახურში აღმოჩენილ დარღვევებზე წერილი მივწერე მთავრობას. ამის საპასუხოდ უფროსმა ჩემი დევნა დაიწყო და სამსახურიდან გამიშვა,“ – ირწმუნება ნოდარ ბედინაძე. იგი 24 იანვრამდე ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფის კოორდინატორად მუშაობდა. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 იანვარს, ნოდარ ბედინაძემ წერილით მიმართა ბათუმის მერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს. წერილში იგი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ხელისუფლებას …
არქიტექტორები ითხოვენ, მერიამ K2 პარკინგის ფართობის გამოკლებით გამოთვალოს
ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [ K2] გაცემის წესში შესაძლო ცვლილების შესახებ მომზადებული დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, არქიტექტორებმა კიდევ ერთი ცვლილება მოითხოვეს. მათი მოსაზრებით, მერიამ სამშენებლო პროექტის შეთანხმებისას, K2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი პარკინგისთვის გათვალისწინებული ადგილის გამოკლებით უნდა დაითვალოს. სამშენებლო პროექტის მომზადებისას არქიტექტორები პარკინგისთვის, ძირითადად, პირველ ორ სართულს ითვალისწინებენ. „ბათუმი ჭაობიანი ტერიტორიაა და სამშენებლო სამუშაოებისას მიწის სიღრმეში ჩასვლას …
Continue reading “არქიტექტორები ითხოვენ, მერიამ K2 პარკინგის ფართობის გამოკლებით გამოთვალოს”
დევნილი დედა-შვილი: შემწეობა მოგვიხსნეს, 80 ლარით გვიწევს თავის გატანა
„დევნილობისთვის დედა-შვილს ერთად 80 ლარს გვაძლევენ. ამ თვეში კი, მარტო გაზის ფული 51 ლარი გვაქვს გადასახდელი, ამდენი არასდროს მოსულა,“ – ამბობს ბათუმში, ჩოლოყაშვილის 84-ში მცხოვრები გაიანე ავჯიანი. აქ მდებარე კორპუსში რამდენიმე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ბუნებრივი აირის გასული თვის – იანვრის საფასურს გაიანეს მეზობლებიც აპროტესტებენ. გაიანე ავჯიანს სხვა პრობლემაც აქვს – ის სოციალურ …
Continue reading “დევნილი დედა-შვილი: შემწეობა მოგვიხსნეს, 80 ლარით გვიწევს თავის გატანა”
მერია „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებს პასუხობს
საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბათუმის“ მიერ დღეს, 14 თებერვალს, გამართული ბრიფინგის საპასუხოდ ბათუმის მერია განმარტავს, რომ ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება. როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, მერია გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას. რაც შეეხება ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ხვალ, 15 თებერვალს, გაიმართება …
Continue reading “მერია „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებს პასუხობს”
კერძო პირებს 568 365 ლარს თვითნებურად დაკავებულ მიწაში გადაუხდიან – ბათუმის ზოოპარკი
ბათუმის ზოოპარკის გადასატანად 13 ოჯახს ნახევარ მილიონზე მეტი ლარის კომპენსაციას გადაუხდიან. 568 365 ლარი ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობებში უნდა აისახოს, შემდგომში „ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისათვის საკომპენსაციო თანხის გასაცემად“. ბათუმის მერია ამ თანხას აჭარის ბიუჯეტიდან ელოდება. ბათუმის ზოოპარკის გადატანაზე გადაწყვეტილების მიღების დროს კი ოფიციალურად ითქვა, რომ ზოოპარკის გადატანას ბიუჯეტის ფული …
შეწყდეს ძველი ქალაქის ნგრევა – მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქციას აანონსებს
დღეს, 14 თებერვალს, საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქცია დააანონსა. აქცია, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, „შენებისა და ინვესტიციების მოზიდვის სახელით ბათუმის ნგრევას და ჩაბეტონებას“ გააპროტესტებს, ბათუმში კვირას, 17 თებერვალს, 14:00 საათზე, ვარდების სკვერში (გორგილაძის ქ.) გაიმართება. მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე ასევე გააჟღერეს სამი მთავარი მოთხოვნა. ეს მოთხოვნებია: შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთან არსებული ზონალური …
მოქალაქე: ვითხოვ მიწის დაბრუნებას, რომელიც მერიამ ჩამომართვა და აუქციონზე ყიდის
ლიანა დუმბაძე ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელიც 9 წლის წინ ლიანას ექსპროპრიაციის წესით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მიზნით“ ჩამოართვეს. ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი მერიას დღემდე არ გამოუყენებია. მოქალაქემ ბათუმის მერისგან ხელმოწერილი წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ მიწას მოქალაქეს ვერ დაუბრუნებენ, რადგან ის უკვე საპრივატიზაციოდ მზადდება. „ეს არის საკუთრების უფლების …
Continue reading “მოქალაქე: ვითხოვ მიწის დაბრუნებას, რომელიც მერიამ ჩამომართვა და აუქციონზე ყიდის”
ბათუმში 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე K2 აღარ გაიცემა – ცვლილებების პროექტი
ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში მოამზადეს ინიციატივა, რომელიც k2 კოეფიციენტის [განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი] გაცემის წესის შეცვლას გულისხმობს. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით [კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში], k2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას აღარ მისცემენ მშენებელს, რომელსაც მშენებლობა დაგეგმილი აქვს 600 კვადრატულ მეტრზე ან უფრო მცირე ზომის ნაკვეთზე. ცვლილების მიხედვით: იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საერთო ფართი 600-1200 კვ.მ.-ია, მიწის ნაკვეთის განაშენიანების …
Continue reading “ბათუმში 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე K2 აღარ გაიცემა – ცვლილებების პროექტი”
ბათუმის მერიის განმარტება ცენტრალურ პარკში მწვანე საფარის ჩაბეტონებაზე
ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან ახლოს ახალი საბავშვო ატრაქციონი მოაწყვეს. ატრაქციონის მიმდებარედ არსებული მწვანე საფარი მოჭრეს და მის ნაცვლად ბეტონი დაასხეს. ბათუმის მერიის განმარტებით, იმ ადგილას, სადაც ახლა ბეტონია, კაუჩუკის ზედაპირი დაიგება. „ცენტრალურ პარკში საბავშვო სათამაშო მოედანი ეწყობა. მონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, მიმდებარე ტერიტორიაზე კი იგება კაუჩუკის საფარი. კაუჩუკის ზედაპირის მოწყობის მიზნით, დაგებულია ბეტონის საფარი, რომლის სათანადოდ …
Continue reading “ბათუმის მერიის განმარტება ცენტრალურ პარკში მწვანე საფარის ჩაბეტონებაზე”
40 მეტრი სიმაღლის შენობა ისტორიულ ბათუმში – ზონალური საბჭო თანახმაა, რას გადაწყვეტს მერი
კომპანია „გრინკო“ ბათუმის ისტორიულ ზონაში 40 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებაზე ნებართვას ითხოვს. საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ უკვე განიხილა და დადებითად გადაწყვიტა. საბოლოოდ, ნებართვას ხელი ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ უნდა მოაწეროს. ის ერთ-ერთ მისივე ორგანიზებულ შეხვედრაზე შეჰპირდა ძეგლების დამცველებს, რომ ისტორიულ ბათუმში, უკვე დადგენილი საზღვრების შიგნით, 12 მეტრზე მაღალი შენობები არ აშენდებოდა. მართალია, ისტორიული დაცვის …
ცენტრალურ პარკში საბავშვო ატრაქციონთან მწვანე საფარი ჩააბეტონეს [ფოტო]
ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან ახლოს, ახალი საბავშვო ატრაქციონი მოაწყვეს. ატრაქციონის მიმდებარედ არსებული მწვანე საფარი მოჭრეს და მის ნაცვლად ბეტონი დაასხეს. “ბათუმელები” კომენტარისა და განმარტებებისთვის ბათუმის მერიას დაუკავშირდა. ნახეთ ბათუმის მერიის განმარტება ამ თემაზე: ბათუმის ცენტრალური პარკის ატრაქციონები შსს-ს თანამდებობის პირის მეუღლის ხელში გადავიდა