„ალიანს სიტი“ სამშენებლო ღობეს ტროტუარზე აკეთებს

„ალიანს სიტი“ ე.წ. ლუჟკოვის სახლის ირგვლივ სამშენებლო ღობეს აკეთებს. კომპანიის წარმომადგენლები ღობისთვის საჭირო ბოძების განთავსების მიზნით ფილაქანს ყრიან ტროტუარიდან. ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ტროტუარის დიდი ნაწილი სამშენებლო ღობის შიდა მხარეს მოექცევა და საკურორტო სეზონზე ტურისტებს მოუწევთ ამ ტერიტორიაზე გადასაადგილებლად შენობის მეორე მხრიდან ისარგებლონ.   მერიაში განმარტეს, რომ კომპანიას ღობის გავლების უფლება აქვს საკუთარ საკადასტრო …

„ალიანს სიტი“ „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას იწყებს – ნებართვა მერიამ გასცა

კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟს იწყებს. ამ დროისთვის კომპანიას  მერიასთან ახალი პროექტი შეთანხმებული არ აქვს, აქვს მხოლოდ დამტკიცებული გენგეგმა, რომელიც სამომავლოდ გარკვეული პარამეტრების მშენებლობას უშვებს. ამ პარამეტრების მიხედვით, კომპანია „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად 50-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. ერთ-ერთი ვერსიით, ლუჟკოვის სახლის ადგილზე შეიძლება ააშენონ არა ერთი, არამედ სამი ცათამბჯენი, რომლებსაც ერთი …

მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მასალა ავტომანქანას დაეცა

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შინდისის სკვერთან მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო მასალები გადმოცვივდა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის, უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულ ღობეებსა და ბადეებს აქ ვერ ნახავთ. „მასალები ცვივა და საფრთხეა ყოველთვის, ბავშვების გამო მეშინია უფრო… სულ ვიძახი, იმ მხარეს ნუ გადიხართ სათამაშოდ-მეთქი. გუშინწინ, ძლიერი ქარი როცა იყო, მეზობლის მანქანას დაეცა მშენებლობიდან გადმოვარდნილი ძელი,“ – …

ბათუმის მერიის თანამშრომელი ხულოს ინციდენტზე: სასტუმროში წყალი არ იყო

ბათუმის მერიის თანამშრომელი თემურ ხასია ამბობს, რომ ხულოში პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძის სასტუმროში  სტუმრის სიცოცხლეს  საფრთხე ემურებოდა, რადგან სასტუმროში წყალი არ იყო. მისივე განმარტებით, ანზორ ბოლქვაძე არა როგორც დეპუტატი, არამედ როგორც სასტუმროს მფლობელი, ვალდებული იყო პრევენციული ზომები გაეტარებინა, რომ დაეცვა სტუმარი საფრთხისგან. დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ 7 მაისს ენმ-ის აქტივისტს, ხათუნა ბერიძეს სასტუმროს დატოვება მოსთხოვა. ამ პროცესში ჩაერთო …

არასწორად განთავსებული საგზაო ნიშნები ბათუმის ქუჩებში

„ეს ნიშანი გვაფრთხილებს ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. იგი მაფრთხილებელი ნიშანია და, შესაბამისად, დასახლებულ პუნქტში ქუჩის გადაკვეთამდე 50 მეტრზე უნდა იყოს განთავსებული. ბათუმში რამდენიმე ქუჩაა, სადაც ეს მაფრთხილებელი ნიშანი არასწორად, ფორმალურად არის განთავსებული,“ – გვიყვება ბათუმის ერთ-ერთი ავტოსკოლის ხელმძღვანელი, ვიქტორ კვირკველია. მან ბათუმში რამდენიმე ქუჩა გვაჩვენა, სადაც მისი მტკიცებით, საგზაო ნიშნები ურთიერთსაპირისპირო და დამაბნეველია, ან ისინი …

ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილი ორი თვით გადაიკეტა

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთი [გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] ორი თვით გადაიკეტა.  გადაკეტილია გორგილაძის ქუჩის ბოლო მონაკვეთიც, ჯავახიშვილის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, გორგილაძისა და ჯავახიშვილის კვეთიდან მოძრაობა გადაერთო ხიმშიაშვილის ქუჩისკენ [„მაკდონალდსის“ მიმდებარედ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოიხსნა გამყოფი ზოლი გორგილაძის ქუჩიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის]. „ჯავახიშვილის ქუჩიდან  უკვე შესაძლებელია ორმხრივი მოძრაობა ხიმშიაშვილის ქუჩის მიმართულებით. …

რატომ ვერ/არ შველიან არდაგანის ტბას

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე არდაგანის ტბა ინტენსიურად ბინძურდება. მას ასევე ინტენსიურად წმენდენ, თუმცა პრობლემა არ გვარდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტბაში უცხო სითხის ჩაღვრის ფაქტი ორჯერ ოფიციალურად დაფიქსირდა, მიზეზი და დაბინძურების წყარო კი, დაუდგენელია. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია რა სჭირს ტბას, თუმცა ზუსტი დიაგნოზი არც მერიას და მის შესაბამის სამსახურებს აქვს და არც აჭარის სამთავრობო თუ …

ქუჩების მოწყობა ბონის დასახლებაში – რატომ ანიჭებს რუსულ კომპანიას მერია უპირატესობას 

შპს „გზების“ განცხადებით, კანონშეუსაბამოა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ ტენდერში შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ტენდერის პირობებთან. შპს „გზებიც“ ამ ტენდერში მონაწილეობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის მუდმივი დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა ფილიალით საქმიანობდა. ეს ფილიალი კი შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა: …

ბათუმის ზონების დამტკიცების თაობაზე მერია „გეოგრაფიკს“ შეხვდება

ბათუმის მერიისგან ჯერ ისევ არ გვაქვს არც დაზუსტებული და არც სავარაუდო პასუხი კითხვაზე, როდის გააგზავნის ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. ამ დროისთვის არც კვლევაა დაწყებული დოკუმენტის იმ ნაწილის განახლებისთვის, რის გამოც, როგორც მერი, ლაშა კომახიძე ხსნის, მისი დამტკიცება ჯერ სასურველი არ არის. როგორც მერიაში განმარტავენ, გასაახლებელია რუკების ნაწილი, რადგან …

გარემოვაჭრეების აქცია: ჩვენ ვბრუნდებით წერეთლის ქუჩაზე

ავტორი: ნანა ცეცხლაძე ბათუმში, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები, რომლებიც ორი თვის წინ ბათუმის მერიამ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანა, ამ წუთებში აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ისევ წერეთლის ქუჩაზე აპირებენ გადასვლას. „პურის ფული არ მაქვს, შვილი მიკვდება მშიერი. მე მინდა, ჩემი მუშაობით ავიღო ხელფასი. სად არის სამუშაო. ხალხი, კაციშვილი არ შემოდის, ერთი ლარი არ მაქვს ნავაჭრი, – აცხადებს  ნანი ნინიკაშვილი …

თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილისთვის 100-200 ლარით დაგაჯარიმებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქის მასშტაბით თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილების მონიტორინგს იწყებს. მონიტორინგის მიზანი დაკავებული ადგილების ავტომანქანებისგან გათავისუფლებაა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, პარკირების ადგილებში კომერციული საქმიანობა იკრძალება. დამრღვევი ფიზიკური პირი ადმინისტრაციული წესით – 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 200 ლარით. „ავტომანქანები, რომელთა იდენტიფიკაცია ვერ მოხდება სარეგისტრაციო ნომრის არქონის გამო გადაყვანილი იქნებიან საჯარიმო სადგომზე. შედეგად, იმ ავტომანქანების …

ბათუმში ხუთი სახლის სახურავის შესაცვლელად ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ხუთი მრავალბინიანი სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 302 502 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. პრეტენდენტების წინადადებების მიღება 2019 წლის 12 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება. ამჯერად დაგეგმილია ბათუმში, გორგილაძის ქ. №78-ში, ოძელაშვილის ქ. №11-ა-ში, თამარის დასახლებაში – საცხოვრებელი სახლი №4, ნიჟარაძის ქ №21-სა და ჭავჭავაძის ქ. N113-ში მდებარე …

N11 მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა დღეს ბათუმში უფასოა

დღეს, 29 აპრილს, 07:00-დან 23:00 საათამდე, N11 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, N11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მელიქიშვილის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, სოხუმის, შავშეთისა და ს. მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე. გუშინ, 28 აპრილს, ბათუმობასთან დაკავშირებით, ბათუმის ყველა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება მთელი დღის …

სად რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს, 28 აპრილს, ბულვარში – ბათუმობა 2019

ბათუმობასთან დაკავშირებით ღონისძიებები ძველ ბულვარში დღეს, 28 აპრილს 12:00 საათიდან დაიწყო და 29 აპრილის 02:00 საათამდე გაგრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება დამეგობრებული ქალაქების კუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კუთხე, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, წიგნების კუთხე, ფრანების შოუ, თითების თეატრი. საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე გაიმართება კონცერტი, …

60-მილიონიანი პროექტი – გონიო-კვარიათში წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობა იწყება

გონიო-კვარიათში წყლის სისტემების რეაბილიტაცია  და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობა დაიწყება. პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი [KfW] დააფინანსებს, პროექტის ღირებულება ჯამში 60 მილიონი ლარია. ამ პროექტში შედის ასევე წყალარინების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები – ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე [ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე]. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული კომპანია „ფაიფერი“ ჩაატარებს. კომპანია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა …

გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონი ლარი შევიდა

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტში ერთ-ერთი მზარდი, სოლიდური შემოსავლის წყაროა. 2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ამ თანხამ ბათუმის ბიუჯეტში 36 მილიონ 174 500 ლარი შეადგინა. ანგარიში მერიამ საკრებულოს 25 აპრილს წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში ასახული თანხიდან ყველაზე მეტი 20 მილიონ 082 600 ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის, სამორინეს მაგიდებიდან კი ბიუჯეტში 13 …

რუსთაველზე „ხრუშოვკის“ ფასადისთვის ბათუმის მერია 554 570 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

ბათუმის მერია რუსთაველის ქუჩა N10-ში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 554 570 ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე აპირებს. ფასადის რეაბილიტაციას მერია „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებად“ აფასებს, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებს: „ადგილი, სადაც ეს შენობა მდებარეობს, წარმოადგენს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ტურისტულ ადგილს. მნიშვნელოვანია ამ სახლზე არსებული პრობლემების მოგვარება მოხდეს დროულად, ასევე იმ არქიტექტურული იერსახისა, რომლითაც ამ …

მყიდველი არ ჩანს – ავტოსადგურის ბაზრობა გახსნიდან ერთი თვის შემდეგ

ავტორი: ნესტან ზოიძე  ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც ერთი თვის წინ ბათუმის ბაზრობა გაიხსნა და ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეები გადაიყვანა, თითქმის ორი საათი დავყავი.  ამ ხნის განმავლობაში ბაზრობაზე არავინ გამოჩენილა. სწორედ ეს არის მოვაჭრეების ყველაზე დიდი წუხილის საგანი. აქ ამბობენ, რომ დღის განმავლობაში ბაზრობაზე მაქსიმუმ ორი კაცი თუ შემოდის. მყიდველის მოლოდინში მთელი დღე სხედან და ელიან მომხმარებლის …

ახალი ცათამბჯენი, რომელშიც შესაძლოა „ჰოლიდეი ინნ“ განთავსდეს

კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ აბუსერიძის #13-ში სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 110-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. პროექტის მიხედვით, შენობა ორ მაღლივ კარკასს გააერთიანებს, ერთი 38-სათულიანი, მეორე კი 41-სართულიანი იქნება. სამშენებლო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, ახლოსაა საბალეტო სკოლის შენობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს. ამიტომაც სამშენებლო პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ განიხილა. საკითხის განხილვისას ზონალური საბჭოს …

აკრძალული პარკებისთვის ბათუმში მაისამდე არ დააჯარიმებენ – რა იქნება მაისიდან?

საქართველოში ცელოფნის პარკების რეალიზაცია 2019 წლის პირველი აპრილიდან აკრძალულია. თუმცა, ის რეალიზაციაში მაინც რჩება. მთავრობის დადგენილება აკრძალვაზე არ სრულდება, კანონის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი კი არავინაა. ცელოფნის პარკების შეთავაზება-რეალიზაცია აკრძალულია, როგორც სურსათის, ასევე ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიებში. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ ნაგვის პარკებს, ასევე შესაფუთ მასალას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სავაჭრო ქსელში …

მერია კონკრეტული პირის თხოვნით სტადიონთან 8 659 კვადრატულ მეტრ მიწას გაყიდის  

ბათუმის მერია აუქციონის წესით გაყიდის ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიას, 8659 კვადრატულ მეტრს. მერიას ქონება აუქციონზე კონკრეტული დაინტერესებული პირის თხოვნით გააქვს, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ. უკვე განსაზღვრული პირობების მიხედვით, სავარაუდოდ, ეს პირი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ქონება დაქირავებულმა აუდიტმა  6 მილიონ 500 0000 ლარად შეაფასა. ნაკვეთი ერთ …

მერია „ჩაის სახლის“ ნაწილს სატუმროს მოწყობის პირობით გაყიდის

ბათუმში, ზღვასთან ახლოს, გოგებაშვილის #14-ში მდებარე ოთხსართულიან შენობაში [ე.წ. ჩაის სახლი] 341 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ბათუმის მერია აუქციონის წესით გაყიდის. მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აუქციონის პირობა შენობაში სასტუმროს მოწყობა იქნება. სასტუმროს ინტერიერის მოსაწყობად კი მყიდველს იმის გათვალისწინებაც მოუწევს, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მერისთვის მიწერილი ოფიციალური წერილით ირკვევა, რომ სააგენტო წინააღმდეგი არ …

ვაჟა-ფშაველას 13-ში ათსართულიანი სახლის პროექტი ზონალურმა საბჭომ არ შეითანხმა

ვაჟა-ფშაველას #13-ში შპს „ბათ ინვესტს“ ათსართულიანი სახლის მშენებლობაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ უარი უთხრა. საბჭოს წევრებმა განმარტეს, რომ მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მათთვის აქ იმ მასშტაბის შენობის მშენებლობა მათთვის მიუღებელია, რაც კომპანიას აქვს წარდგენილი. დღეს ზონალურ საბჭოზე კომპანიის დირექტორთან ერთად ის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ვაჟა-ფაშაველას #13-ში ცხოვრობდნენ და ინვესტორთან შეთანხმებით საკუთრება ახალი ბინების …

აჭარის მთავრობის შეთავაზება კვადროციკლების მეპატრონეებს

კვადროციკლების მეპატრონეები დღეს, 24 აპრილს, აჭარის მთავრობს თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კვადროციკლების მფლობელებმა მთავრობის თავმჯდომარის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. „შეთავაზება იყო, რომ მათ მუშაობა გაეგრძელებინათ აეროპორტის ტერიტორიაზე, თუმცა მათ უარი განაცხადეს. მაშინ ითქვა, რომ თვითონ მეპატრონეებმა მოიფიქრონ ალტერნატიული ადგილი და წარმოადგინონ წინადადება“, – …

ახალი სერვისი ტურისტებისთვის – ბათუმში პანორამული ჭერით ტრანსპორტი იმოძრავებს

ბათუმის მერიამ ტურისტებზე მორგებული სამარშრუტო ხაზი შეიმუშავა და ამ მარშრუტზე სამუშაოდ ხუთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების შერჩევას კონკურსის წესით გეგმავს. განკარგულების პროექტის მიხედვით, მერიას გათვლა კონკრეტულ ტურისტულ ადგილებზე აქვს. მარშრუტი დაიწყება ახალი ბულვარის ტერიტორიიდან, გაივლის შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას [ჩაუვლის აკვაპარკს], შემდეგ გადავა რუსთაველის ქუჩაზე, გაივლის დელფინარიუმთან და გზას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას ქუჩით, აქ ერთ-ერთ ტურისტულ ადგილად ხელოვნების მუზეუმია …

„ბათომი“: ისტორიული დაცვის ზონაში ხანძრები ეჭვს აჩენს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ აჭარის კულტუტული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორს, ზაურ ახვლედიანსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ლაშა კომახიძეს მიმართავს. ორგანიზაცია ეხმიანება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, 20 აპრილს გაჩენილ ხანძარს, რომლის შედეგადაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში ხანძარი გაჩნდა. „მიმდინარე წლის 20 აპრილს ქალაქ ბათუმში, კომახიძის ქუჩა 1-ში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი ძალიან საგანგაშოა ქალაქისთვის. ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრები ეჭვს აჩენს …

რატომ ბინძურდება არდაგანის ტბა

არდაგანის ტბა მექანიკურად [სპეციალური ტექნიკით] „ბათუმის წყალმა“ რამდენიმე დღის წინ გაწმინდა, თუმცა, დღეს ტბას, ისევ ტექნიკის გამოყენებით წმენდდნენ. „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ ტბის ზედაპირული გაწმენდა მიმდინარეობს ყოველდღე, მექანიკური გაწმენდა კი ხდება ტბაზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიხედვით. ტბა განსაკუთრებით „მაგნოლიას“ მხარეს ბინძურდება. „დღეს, სპეცტექნიკით მოხდა ზედაპირზე არსებული დაბინძურებული მასის ამოტუმბვა“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში. რა იწვევს ტბის ხშირ დაბინძურებას? …

ბათუმის მერია დახარისხებულ ნარჩენებს გაყიდის

22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის უნივერსიტეტთან ნარჩენების დახარისხების სტენდი განთავსდა. ნარჩენების დახარისხების სტენდებთან, ურნებში, შესაძლებელია ქაღალდის, შუშის, პლასტმასისა და ალუმინის დახარისხებული ნარჩენების განთავსება. ბათუმში ასეთი სულ ხუთი სტენდია – უნივერსიტეტთან, #1 საჯარო სკოლასთან, საბაგირო „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიასთან, დელფინარიუმთან და აკვაპარკის მიმდებარედ. ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ უფროსის, დავით დუმბაძის თქმით, სტენდებზე დახარისხებული ქაღალდის, მინისა და …

დაუმორჩილებლობისთვის ჯელალ ქიქავა სასამართლოში გადაჰყავთ

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ჯელალ ქიქავა სასამართლოში გადაჰყავთ. ახლა იგი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯელალ ქიქავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა ბათუმის მერიის შენობაში დაცვის პოლიციელს მიაყენა. ჯელალ ქიქავას წინააღმდეგ პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი შეადგინეს დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლების დარღვევის გამო. ჯელალ ქიქავა დღეს, 22 აპრილს, ბათუმის მერიაში მივიდა და ისევ მოითხოვა საჯარო ინფორმაცია …

ქალი, რომელიც დღეში 13 საათს მუშაობს და 7 ლარს გამოიმუშავებს

ავტორი: ნანა ცეცხლაძე მისი სამუშაო დილა დაახლოებით 6:30 იწყება და ღამის რვაზე მთავრდება. ისაუზმებს თუ არა ჩანთას ჰკიდებს ხელს და ქუჩაში გადის. ჩანთაში გასაყიდ ტანსაცმელი აქვს ჩალაგებული. 52 წლის იამზე აბულაძე უკვე ექვსი წელია ასე ირჩენს თავს – ის წლების განმავლობაში წერეთლის ქუჩაზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ მათ აქ ვაჭრობა აუკრძალა, იამზე ჩანთაგადაკიდებული …

თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციაში 782 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის 765 ათას 297 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, რომელთანაც აღნიშნულ თანხაზე ხელშეკრულება 2019 წლის 17 აპრილს გაფორმდა. სამუშაოები 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოებს საავტორო ზედამხედველობას „ძეგლებისა და ღირსშესანისნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კავშირი“ გაუწევს, რომელმაც ამ შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა. ზედამხედველობისთვის კავშირს …

ორმო ბარცხანის ხიდზე და დაზიანებული მანქანა – მერიას ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვენ

ბათუმში, ბარცხანის ხიდზე დაზიანებული გზისა და შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის არარსებობის გამო ავტომანქანებიც ზიანდება. „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მძღოლი, გოდერძი პაქსაძე დაუკავშირდა, რომელსაც ხიდზე არსებული ორმოს გამო ავტომანქანა დაუზიანდა. „გუშინ, 17 აპრილს, საღამოს 9 საათისთვის გადავდიოდი მანქანით ბარცხანის ხიდზე, არანაირი მინიშნება არ იყო. ვერ შევამჩნიე, გზა ყოფილა ჩატეხილი და მანქანის საბურავი, ღერძი ისე დაზიანდა, გადაადგილება შეუძლებელი იყო. ახლობლის …

130 წლის მასკარონებიანი სახლი „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხვდა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის #21-ში მდებარე ორსართულიანი სახლი მერიის „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხდა. იმ დოკუმენტების მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა, სახლი ვერ გადარჩება. აქ მაცხოვრებლების ინფორმაციით, რაზეც გადმოცემით იციან, სახლი 130 წლის წინ უნდა იყოს აშენებული. მის ფასადზე შემორჩენილია ქვის მასკარონები და  ხის ფანჯრებიანი აივანი, ძველი მოაჯირით. სახლის ინტერიერს ჯერ კიდევ ამშვენებს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი …

გარევაჭრობა ძველ ბათუმში – მერია თემატური გეგმის შემუშავების სავარაუდო ფასს ადგენს

ბათუმის მერია ქალაქის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში გარევაჭრობის თემატური გეგმის შემუშავებას გეგმავს, გეგმის შემუშავების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით კი ბაზრის კვლევას ატარებს. დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარდგენა მერიაში 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. როგორც მერიაში გვითხრეს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის შემდეგ თემატური გეგმის შემუშავებაზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდება. კონკურსში გამარჯვებულმა დოკუმენტი 14 კვირაში უნდა მოამზადოს. გარევაჭრობის …

შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში ურბანული პოლიტიკის საკითხებზე

გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ბათუმის ურბანული პოლიტიკის განვითარებაში – ეს იყო დღეს, 16 აპრილს, ბათუმის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის თემა. ვიდრე დამსწრე საზოგადოებას კითხვების დასმის საშუალებას მისცემდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია NDI- ის წარმომადგენლებმა, კვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში ბათუმში კვლევა NDI-ისთან პარტნიორობის ფარგლებში სტუდია Rec- მა ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს როგორც …

მრავალშვილიანი ოჯახების ბინით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

ბათუმში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ცვლილება შევიდა. ნაცვლად 2015 წლის პირველი იანვრისა,  პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც 2017 წლის პირველ იანვრამდე დარეგისტრირდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში. აღნიშნულ ბაზაში, მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 18 ოჯახია დარეგისტრირებული, ვისაც 7 და მეტი შვილი ჰყავს. „აღნიშნული ცვლილებით კრიტერიუმები …

Exit mobile version