150 ათასი ლარი კულტურული პროექტების მხარდასაჭერად ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის დაფინანსება 130 000 ლარიდან 150 000 ლარამდე გაზარდა. როგორც მერიაში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება გასულ წელს დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნის გამო მიიღეს. „შარშან ბიუჯეტი გათვლილი გვქონდა საშუალოდ 13 აპლიკაციაზე, თუმცა, რადგან ჩვენთან დაფინანსების მხოლოდ ზედა ზღვარია განსაზღვრული (10 000 ლარით), იყო აპლიკაციები, რომლებითაც უფრო დაბალ დაფინანსებას …

ბათუმის მერიამ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს სამი მარტი მიულოცა

ბათუმის მერიამ დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს ფულადი საჩუქრები გადასცა. მრავალშვილიან დედებს [5 და მეტი შვილი] 1000 ლარი, სოციალურად დაუცველ სამ და ოთხშვილიან დედებს შესაბამისად 300 და 400 ლარი და მარტოხელა დედებს 300 ლარი გადაეცათ.   ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის გოჩა ჯიბლაძის თქმით, სულ 540 დედა დასაჩუქრდა. …

ძველი ბათუმის ახალი სიმაღლე – როცა მერია გასაჯაროვების შიშით მოქმედებს

ბათუმის ძველ უბანში რამდენიმე შენობას ნახავთ, რომელთა სიმაღლეც დასაშვებზე მეტია. რეგულაცია მარტივია: 2013 წლიდან „ძველ ბათუმში“ მოქმედებს ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არც ერთი შენობა 15 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. მაგალითად, კომპანია „ჩემპიონი-2“-მა კანონდარღვევით შენობაზე სართულის დაშენება ისე დაასრულა, რომ მერიას რეაგირება არ ჰქონია. კომპანიებმა, რომლებმაც შენობები სიმაღლეში გაზარდეს, ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება ერთდროულად გასულ …

დელფინარიუმს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

ბათუმის საქალაქო სასამართლო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელის განხილვას იწყებს. ორგანიზაცია ბათუმის დელფინარიუმს დისკრიმინაციულ მიდგომაში სდებს ბრალს. დელფინარიუმში დელფინებთან ინტერაქტივის ფასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის 10 ლარით უფრო ძვირია, ვიდრე სხვებისთვის. „მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არის დისკრიმინაციული და იგი არღვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონს. არ არსებობს არავითარი გონივრული დასაბუთება, თუ რატომ უნდა იყოს დელფინებთან ურთიერთობა შშმ პირებისთვის განსხვავებული …

255 ათასი ლარი დაზიანებული ქვაფენილისა და ბოძკინტების აღსადგენად ბათუმში

ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მონოლითი 2005“ ვალდებულია მიმდინარე წლის ბოლომდე ბათუმში დაზიანებული ქვაფენილები, ბოძკინტები და ტროტუარის ფილები განაახლოს და მოუაროს. ამისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 255 ათასი ლარია გამოყოფილი. მთლიანობაში კომპანიას წლის განმავლობაში ათი ათასი კვადრატული მეტრის შეკეთების ვალდებულება აქვს აღებული. სატენდერო პირობების მიხედვით, გარდა ამოყრილი ქვაფენილების მოწესრიგებისა, კომპანიამ უნდა შეაკეთოს 300 ცალი ე.წ. ბოძკინტი, 200 კი სრულიად …

ბათუმიდან გამქრალი „ზებრები”

ბათუმში, ცენტრალური ქუჩებში, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელები, ეგრეთ წოდებული „ზებრები” თითქმის წაშლილია. იმავე მდგომარეობაშია ღერძულა ხაზებიც, რაც, განსაკუთრებით ღამის საათებში უქმნის მძღოლებს პრობლემას. ქუჩების დახაზვა, ბორდიურებისა და ველობილიკების შეღებვა, მერიის სამსახურის – “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ ფუნქციებში შედის. სამსახურის უფროსის, გიორგი ჩხეიძის თქმით, ქუჩებში საგზაო მოძრაობის ნიშნების გადაღებვა, სავარაუდოდ, მაისამდე ვერ მოხდება. „ველოდებით, როდის მოგვცემს კლიმატური პირობები ამის …

ბათუმის მერის „თვითნებობა“ – ერმაკოვი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს

ბათუმის მერია სასამართლოში საქმეებს ზედიზედ აგებს. სასამართლომ გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებები კონკრეტული 5 პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, უკანონოდ ცნო. საქმეების წაგება სასამართლოში, ასევე ის, რომ ამ ადამიანებს საზოგადოების ჯიბის ხარჯზე უნდა გადაუხადოს მერიამ განაცდური ხელფასები, როგორც ჩანს, ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს არ ანაღვლებს. მან 29 იანვარს სასამართლოს გზით იძულებით აღდგენილი ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი სულ …

ბათუმის მერია: უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი გამკაცრდება

საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების იმ მძღოლების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებმაც ბათუმის მერიასთან  აქცია გამართეს, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა. მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღეს ბათუმის მერიასთან საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ და ქალაქის ტერიტორიაზე არაფორმალური, უკანონო ავტოსადგურების არსებობა გააპროტესტეს. მიკროავტობუსების მძღოლებს ქალაქის მერი და ვიცე-მერი შეხვდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გამკაცრდება უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი. 24-საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით, მერიის ა(ა)იპ სატრანსპორტო …

მძღოლები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ – აქცია მერიასთან

ბათუმის მერიასთან მძღოლები პოლიციას დაუპირისპირდნენ, სადაც დღეს საქალაქთაშორისო მარშრუტების მძღოლები საპროტესო აქციით მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა არაფორმალური ავტოსადგურის არსებობას აპროტესტებდნენ. პოლიციელი აქციის მონაწილე ერთი მძღოლის [რომელმაც მინიავტობუსი მერიის შენობის წინ გააჩერა] დაჯარიმებას აპირებდა, პარკირების წესების დარღვევის გამო. თუმცა, მძღოლების პროტესტის შემდეგ, გადაიფიქრა. აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ბათუმის მერმა რამდენიმე  მძღოლთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო, ოღონდ ჟურნალისტების …

„ხან მომხსენებელი ვარ, ხან მსმენელი“ – ბათუმის მერის მრჩეველი შშმ პირთა უფლებებზე

შორენა მამულაძე ბათუმის მერის მრჩეველია შშმ პირთა საკითხებში. ამ პოსტზე ის ერთი წელია მუშაობს. რა რჩევები მისცა და რა გაითვალისწინა გიორგი ერმაკოვმა და მისმა გუნდმა შშმ პირთა უფლებების დასაცავად? შორენა მამულაძე მერის მრჩევლად 2014 წლის სექტემბერში დაინიშნა, 2015 წლის თებერვალში კი საჯარო მოსამსახურეთა კონკურსი ვერ გაიარა, რის გამოც ის მრჩევლის პოსტს სამი თვით ჩამოშორდა. თუმცა, …

რა ელის ბათუმს, თუ ისევ ითოვებს

„კარგად ვიქნებით, არ ინერვიულოთ”, – ასეთია ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის პასუხი „ბათუმელების” შეკითხვაზე: რას უნდა ველოდოთ, თუ ისევ გათოვდება? ქალაქის მერიასა თუ აჭარის მთავრობაში დიდთოვლობას სტიქიას არქმევენ და ასე ცდილობენ რიგ შეკითხვებს თავი აარიდონ. რაც მთავარია – მაღალჩინოსნების გეგმები, დიდთოვლობის განმეორების შემთხვევაში, ერთმანეთისგან განსხვავებულია. რატომ ვერ გაიწმინდა ქუჩები თოვლისგან დროულად? – ამ კითხვას არაერთი ბათუმელი …

ბათუმის მერიამ „სასაფლაოების“ ყოფილ დირექტორთან სასამართლოში დავა წააგო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, 9 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დავა ეხებოდა ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორის თანამდებობიდან ლაშა ბერძენიშვილის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლებას. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებდა, რომ აღნიშნულ ურთიერთობაზე ვრცელდებოდა მეწარმეთა შესახებ კანონი, რომლის თანახმად, დამფუძნებელს ჰქონდა ექსკლუზიური უფლება თანამდებობიდან …

„ბათუმის სასაფლაოების“ უფროსი მერიამ ხელახლა გაათავისუფლა

ბათუმის მერიამ ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელი ისევ გაათავისუფლა, ამჯერად შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურში 28 იანვარს დაბრუნებული ლაშა ბერძენიშვილი მერიამ სამსახურიდან 2 თებერვალს ისევ გაუშვა. ლაშა ბერძენიშვილმა სასამართლო მერიის წინააღმდეგ 2015 წლის 30 სექტემბერს მოიგო. ის „ბათუმის სასაფლაოს“ დირექტორად აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. „მერიის ბრძანებაში საერთოდ არ იყო მითითებული გათავისუფლების მიზეზი. გათავისუფლება იყო …

“იაფი სახლი” – ბათუმის მერიის თავსატეხი

ნათია ზოიძე უკვე მეოთხე წელია ბათუმის მერია „იაფი სახლი – სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს” პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. იაფი სახლი სოციალური სახლის ერთ-ერთი სახეობაა და ყველ ქვეყანაში მას, ეროვნული კანონმდებლის შესაბამისად, სხვადასხვაგვარად განმარტავენ. იაფი ანუ სოციალური სახლის მშენებლობის იდეა თავისთავად კეთილშობილურია – სახლი ექნება მას, ვისაც საბაზრო ღირებულების გადახდა არ შეუძლია ან მას, ვინც …

ბათუმის მერია ბულვარის გადმოცემაზე წლის ბოლომდე უარს ამბობს

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმის მერია ბულვარს მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნებს მართვაში, რაც ბათუმის ბულვარში მიმდინარე კაპიტალური პროექტები დასრულდება, არაუადრეს 2016 წლის ბოლომდე. „მივესალმებით და სწორი გადაწყვეტილებაა აჭარის მთავრობის მხრიდან, სრულად იქნა გათვალისიწინებული საზოგადოების ინტერესი ბათუმის ბულვართან დაკავშირებით. რაც შეეხება მის გადმოცემას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის, პროცესი იყო დროული და სწორი, მაგრამ ვინაიდან დღეის მდგომარეობით, …

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია ბათუმელ სტუდენტებს

„ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ქვეპროგრამას ბათუმის მერია განახორციელებს. სტიპენდია გაიცემა წელიწადში ორჯერ. ამჯერად, 2015-2016 სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრის 50-50  ფრიადოსან სტუდენტზე. ქვეპროგრამასთან დაკავშირებით მერია საინფორმაციო-სარეკლამო რგოლსაც  ამზადებს. როგორც ქვეპროგრამაშია აღნიშნული, სტიპენდია გაიცემა იმ საუკეთესო 50 სტუდენტზე, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე …

დიდთოვლობის გამო დაზიანებული სახლის სახურავების შესახებ მერიაში 46 განცხადება შევიდა

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი სხდომაზე მერის გამოუცხადებლობა გახდა, რაც ფრაქციების თავმჯდომარეებმა ათ-ათწუთიანი შესვენებებით გააპროტესტეს. როგორც სხდომაზე მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მერიაში შესული განცხადებების რაოდენობის მიხედვით, ბათუმში დიდთოვლობის შედეგად 46 მისამართზეა სახლის სახურავი დაზიანებული. თოვლის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული ტრანსპორტის შესახებ კი მერიაში სულ 7 განცხადებაა შესული. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტებით, ზარალის ანაზღაურებაზე სპეციალურმა …

ბათუმის საბავშვო ბაღები მუშაობას პირველ თებერვალს განაახლებენ

ბათუმის მერიის ცნობით, ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდება. საბავშვო ბაღების გაერთიანებამ გაითვალისწინა აღსაზრდელთა მშობლების თხოვნა დიდთოვლობის გამო სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ და საბავშვო ბაღები ბათუმში რამდენიმე დღეა არ ფუნქციონირებს.

ბათუმის მერია: სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერიის სამსახურები, ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად გაგრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, იწმინდება სამანქანე გზები, იყრება ტექნიკური მარილი. მერიის ინფორმაციით ამ დროისათვის, ბათუმში, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამასთან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ბათუმის მერიის ცხელი ხაზი – 27 26 09; 24 …

ბათუმის მერია: პროექტი არ ითვალისწინებდა ბულვარში ბილიკის გაუქმებას

ბათუმის ძველ ბულვარში ბილიკის გაუქმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან გამოვითხოვეთ, თან ახლდა ბათუმის მერის 2015 წლის 29 ივლისის [N25/14704] წერილი, რომლითაც ქალაქის მერია თანახმა იყო ბულვარში სამუშაოების დაწყებაზე. სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს მიერ მერიაში წარდგენილი პროექტით იყო თუ არა გათვალისწინებული ძველ ბულვარში სამი პარალელური ალეიდან [სავალი ბილიკიდან] შუა ალეის გაუქმება და მის …

ბათუმის მერიის სამსახურები ახალ მისამართზე

ბათუმის მერის მოადგილეები და მერიის რამდენიმე სამსახური მიმდინარე წლიდან მუშაობას ახალ შენობაში აგრძელებენ. ამისთვის ქალაქის მერიამ ორბელიანის ქუჩაზე ყოფილი კონტროლის პალატის შენობა გაარემონტა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანის ქუჩაზე გადავიდა მერიის სამსახურები: საფინანსო ეკონომიკური, განათლების, კულტურისა და სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანდაცვის, სოციალური და მერიის შიდა აუდიტი. ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა ა(ა)იპ ბათუმის კორპუსი. …

გარე განათების სარემონტო სამუშაოები ბათუმში

ბათუმის მერიის ინფორმაციით ქალაქში გარე განათების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. „დღეს, 15 იანვარს, დილიდან ჯგუფი მუშაობს რუსთაველის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ენგელსის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში. სამუშაოები შუადღემდე დასრულდება და დღის მეორე ნახევარში ენგელსიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში გაგრძელდება. ქუჩის განათების სისტემის სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში. 2016 წელს განათების სისტემის ექსპლუატაციისთვის ბათუმის ბიუჯეტში …

ბათუმის ცენტრალური ქუჩები თოვლისგან იწმინდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან ქალაქში მუშაობას განაახლებს სპეციალური ტექნიკა. ამ დროისთვის კი გაწმენდილია ყველა ცენტრალური ქუჩა და იწმინდება მელაშვილის, მაზნიაშვილის, ზუბალაშვილის, მახარაძის, ლერმონტოვის ქუჩების დარჩენილი მონაკვეთები. მერიის ინფორმაციით: „ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა. დილიდან კი ქუჩებში მუშაობა შპს ,,სანდასუფთავების“ თანამშრომლება გააგრძელეს. გრძელდება მოტეხილი ტოტების შეგროვება-გატანის სამუშაოები ბაგრატიონის, აბუსერიძის, გორგასალის, …

დებატები ბათუმის საკრებულოში ბულვარის კონცეფციაზე [ვიდეო]

25 დეკემბერს ბათუმის ძველი ბულვარის კონცეფცია მწვავე განხილვისა და დებატების მიზეზი გახდა ბათუმის საკრებულოში. ქალაქის საკრებულოში სხდომა ბათუმის ბულვარში, ძველი ბულვარის დასაცავად გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

იაფი სახლი ლიფტის გარეშე და მხოლოდ პირველი სართული შშმ პირებისთვის 

მერიის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, იაფი სახლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით  პროგრამის ბენეფიციარ შშმ პირს ან ოჯახს, რომლის წევრიც შშმ პირია, ბინას პირველ სართულზე შესთავაზებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ე.წ. იაფ სახლს, რომელის მშენებლობისთვისაც მერია  ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარს ხარჯავს, ლიფტი არ ექნება. შესაბამისად, ის ვერც თანამდეროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები …

2,3 მილიონი ლარი ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩებისთვის

ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩების გაფართოების სამუშაოებში ბათუმის მერია მაქსიმუმ 2 მილიონ 387 ათას 151 ლარს გადაიხდის. მწვანე კონცხის დასახლებაში გაფართოვდება ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი [როგორც ბათუმის, ასევე ჩაქვის მხრიდან] ქუჩები და პარალელურად ტერიტორია ახალი ორშრიანი დეკორატიული ფილებით კეთილმოეწყობა. ფილების ფერი კი მერიასთან მოგვიანებით შეთანხმდება. მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა  წინადადებების მიღება 2015 წლის 26 დეკემბერს …

ბათუმში მუნიციპალური ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს

უსახლკარო პირებისთვის მერიის ღამის თავშესაფარი ბათუმში 2014 წელს ამოქმედდა. მანამდე ბათუმში მხოლოდ ერთი თავშესაფარი არსებობდა, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის პატრონაჟით. მუნიციპალური ღამის თავშესაფარი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ადმინისტრირებას კი მერიის აიპი, „სოციალური სერვისების სააგენტო“ ახორციელებს. ამ დროისთვის ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს. რას სთავაზობს მერია თავშესაფრის ბინადრებს და გაიზრდება თუ არა მისი ბიუჯეტი 2016 წელს? „ბათუმელების“ კითხვებს …

ნახევარი მილიონი ლარი და 66 პოლიციელი ბათუმის მერიის დასაცავად

ბათუმის მერია შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან დაცვის მომსახურებაზე ხელშეკრულებას 571 620 ლარზე გააფორმებს. 2016 წლის განმავლობაში დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს მერიის კუთვნილი ადმინისტრაციული შენობებისა და საწყობის დაცვა ცეცხლსასროლი იარაღით და არ უნდა დაუშვას ობიექტებზე უცხო პირების შესვლა. მერიის ინფორმაციით ,,დაცვა”-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ობიექტებში არსებული ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა …

რა ღირს ბათუმის განათება

 

ბათუმის ქუჩების, შენობების, ეზოების, ძეგლებისა და ბულვარის განათებაზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 3 626 218 ლარი იხარჯება.

 

2015 წელს ბათუმის ქუჩებისა და შენობების განათებაზე კომპანია „აჭარგანათება“ ზრუნავს. 1 049 926  ლარისა და 90 თეთრის ღირებულების ტენდერი „აჭარგანათებამ“ ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს მოიგო, კომპანია ამ ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.

როდის მიიღებს ძეგლის სტატუსს რვაფეხა

 

„რვაფეხასთვის“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებიათ. იმ შემთხვევაში, თუ „რვაფეხას“, რომელიც ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ნამუშევარია, სააგენტო ძეგლის სტატუსს მიანიჭებს, მას კანონი დაიცავს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რომლის კომპეტენციაშიც ძეგლისათვის სტატუსის მინიჭება შედის, აცხადებენ, რომ თბილისში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თხოვნით, ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრები უნდა დააზუსტონ და სწორედ ამაზეა დამოკიდებული, მიანიჭებენ თუ არა „რვაფეხას“ ძეგლის სტატუსს. 

Exit mobile version