ბათუმის მერიასთან პოლიციაა

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის მერიასთან  საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი დგას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პოლიციის მობილიზება, სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება – „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიისგან მერიის შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა სიას ითხოვს. ენმ ეჭვობს, რომ სიების გასაჯაროების შემთხვევაში ცხადი გახდება, რომ მერიაში ნეპოტიზმს აქვს ადგილი და სწორედ ამიტომაც არ აძლევენ მათ მერიის …

ბიზნესმენი აჭარის მთავრობის ზეწოლაზე და თორნიკე რიჟვაძის პასუხი 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, „დექსთერ დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორის, ლევან კანთელაძის წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დღეს, 11 აპრილს ჰკითხეს. კანთელაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა მის ბიზნესს ავიწროებს. „ბრალდება არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, უსუსური და მე არ ვთვლი, რომ ამაში ჩემი დრო უნდა იკარგებოდეს. ამ ქვეყანაში არსებობს სასამართლო, არსებობს ბიზნესომბუდსმენი. ყველამ კეთილი ინებოს და ამ ინსტიტუტების გამოყენებით …

ენმ ბათუმის მერიის შპს-ებში ნეპოტიზმზე საუბრობს და ინფორმაციას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში მერიის შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა სიას ითხოვს. ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელმა წუხელ [10 აპრილი] მერიაში გაათია ღამე, პროტესტის ნიშნად. ბათუმის საკრებულოს წევრის, როინ ზოიძის თქმით, მერიის შენობაში დარჩენას იქამდე აპირებენ, სანამ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიიღებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეჭვობს, რომ სიების გასაჯაროების შემთხვევაში ცხადი გახდება, რომ მერიაში ნეპოტიზმს აქვს ადგილი და …

პროკურატურაში აუდიტის მიერ წელს გადაგზავნილი 20 საქმიდან ერთი ბათუმის მერიას ეხება

სახელმწიფო აუდიტმა 2019 წლის პირველ კვარტალში მთავარ პროკურატურას 20 ანგარიში გადაუგზავნა. მათ შორის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ ბათუმის 2017 წლის პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიც. ანგარიშში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთ დარღვევა-ნაკლოვანებებზეა საუბარი. აუდიტის მიხედვით, მერიის პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს გახარჯულია 91 165 839 ლარი, თუმცა პროგრამის საბიუჯეტო გეგმის შესრულებას მთლიანობაში 4 039 …

ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტს დადგამენ

„კვირკველიების საგვარეულო კავშირს“ ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება ჯერ კიდევ ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისთვის უთხოვია. წერილობით მიუმართავთ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ლაშა სირაბიძისთვისაც, რომელიც ამ მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზეა. მერთან შუამდგომლობა სთხოვეს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. განათლების კომისიის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში კვირკველიების საგვარეულო კავშირი წერს, რომ ბათუმის გამწვანების სამსახურთან შეთანხმებით, ექვსი ძირი მაგნოლიის ხე შეიძინეს …

ბათუმის მერიის თანამშრომლებს სტრესის მართვაში გადაამზადებენ

სტრესის მართვა, ეფექტური მოლაპარაკებები და კონფლიქტების მართვა, რისკების მართვა, საბიუჯეტო, ქონების მართვის, გენდერული და სხვა  საკითხები იქნება თემები, რაზეც ბათუმის მერიის თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ. შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ გადამზადების მიზანი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, ეფექტური მართვის მისაღწევად. განკარგულების პროექტის მიხედვით, მერიის 20-20 საჯარო მოხელეს, თავიანთი სფეროების მიხედვით, ტრენინგები წლის მესამე-მეოთხე კვარტალში ჩაუტარდებათ. შერჩეულია …

 „სიმაღლის გადასახადი“ – 441 300 ლარი სამ თვეში ბათუმის ბიუჯეტში

2019 წელის სამი თვის მონაცემებით, სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისთვის დაწესებული გადასახადის სახით ბათუმის ბიუჯეტში 441 300 ლარი შევიდა. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, ეს თანხა, ძირითადად, 2017 -2018 წლებში გაცემული ნებართვების გადასახადის სახით აისახა, ნაწილი კი ადრე გაცემული ნებართვების განახლების შედეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის კონკრეტულ უბნებში დადგენილ პარამეტრებზე მაღალი შენობები ისევ აშენდება. …

ობიექტებს აკრძალული ცელოფნის პარკების გაყიდვისთვის ბათუმში 8 აპრილიდან დააჯარიმებენ

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო მარკეტებისა და სხვა სავაჭრო ობიექტების შემოწმება-დაჯარიმებას ორშაბათიდან, 8 აპრილიდან დაიწყებს. საქართველოს კანონმდებლობით, მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება. მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალაქის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი გაფრთხილებულია, რომ 2019 წლის პირველი აპრილიდან ცელოფნის პარკების რეალიზაციისთვის დაჯარიმდებიან. ობიექტი, რომელიც უკვე გაფრთხილებულია და …

9 აპრილის მემორიალი ბათუმში – 30 წელი ტრაგედიიდან

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე არსებულ გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალის მოწყობა თითქმის დასრულდა. მემორიალის დადგმა ბათუმის მერიას თავდაპირველად ძველ ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, სააგენტომ ნებართვის გაცემაზე უარი იმ დროს თქვა, როცა მონუმენტი ბრინჯაოში ჩამოსხმული იყო და მერიის საწყობში …

რა თქვა ლაშა კომახიძემ რივიერას ზონიდან ამოღებაზე – კმდს სხდომის ოქმის ჩანაწერი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს [კმდს] საბჭოს გაფართოებული სხდომა 2019 წლის 15 თებერვალს თბილისში გაიმართა. სხდომაზე „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტზე“ იმსჯელა. ამ დოკუმენტში, ბათუმის „რივიერას“ ტერიტორია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონიდან ამოღებულია, თუმცა ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა. სხდომის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, „რივიერას“ ტერიტორიის …

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, 110 ჰორტენზია დარგეს

„ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლებმა დღეს, 5 აპრილს, თამარ მეფის გზატკეცილზე, ფერდობზე, 110 ძირი  ჰორტენზია დარგეს. 2019 წლის ბოლომდე ბათუმში 4000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების“ სამსახურის ცნობით, წელს აქცენტი მარადმწვანე ხე-მცენარეებზე გაკეთდება. მცენარეების შესაძენად ტენდერები ეტაპობრივად გამოცხადდება.

ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცებამდე ზონებში სამშენებლო სტანდარტების დადგენაზე მსჯელობენ

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონების ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ საზღვრებში მშენებლობის სტანდარტების დადგენაზე ალაპარაკდნენ. ზონების საზღვრებში მშენებლობის სტანდარტების დადგენის შემდეგ, ნებართვის გამცემი ვალდებული იქნება ამ წესებით იხელმძღვანელოს. ამ დოკუმენტმა გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს წევრების სუბიექტური გემოვნებისგან დაზღვევა უნდა უზრუნველყოს. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტის მოსაზრებით, დოკუმენტშივე მკვეთრად უნდა იყოს განსაზღვრული, კონკრეტულ ისტორიულ გარემოსთან …

ზონალურმა საბჭომ იმსჯელა სახლის პროექტზე, რომლის ორი სართულიც უკვე აშენებულია

კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოში დღეს იმსჯელეს სამშენებლო პროექტზე, რომელსაც უკვე აშენებენ. ზონალურმა საბჭომ კი ამის შესახებ არაფერი იცის, ან იცის და დუმს. კანონით, როდესაც მშენებლობა დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, პროექტს ჯერ ითანხმებს სააგენტოს ზონალური საბჭო, შემდეგ კი პროექტს განიხილავს მერია და გასცემს ნებართვას. ზონალური საბჭოს წევრია ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან …

ბათუმში მარკეტებს აკრძალული ცელოფნის პარკებისთვის მომავალი კვირიდან დააჯარიმებენ

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალაქის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი გაფრთხილებულია იმის შესახებ, რომ პირველი აპრილიდან ცელოფნის პარკების რეალიზაციისთვის დაჯარიმდებიან. ობიექტი, რომელიც უკვე გაფრთხილებულია და ცელოფნის პარკი რეალიზაციაში მაინც ექნება, 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით. ორივე შემთხვევაში აკრძალულ პარკებს ჩამოართმევენ. „როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ზოგიერთი ობიექტის მეპატრონე ამბობს, რომ ისინი არ …

ორი 5-სართულიანი კორპუსი აშენდა, ორი კიდევ აშენდება – „იაფი სახლი“ ბათუმში

ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ, ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულდა. კორპუსები, სადაც ყველა ბინა გარემონტებულია, ქალაქის მერია 15 აპრილამდე ჩაიბარებს. ორივე კორპუსში, ჯამში, ერთ-ორ-და სამოთახიანი 40 ბინაა. სახლები კომპანია „მტმ“-მ ააშენა, რომელთანაც ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე იყო გაფორმებული. იმავე მისამართზე კიდევ ორ ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს ამჯერად ტენდერში გამარჯვებული შპს …

დღეიდან ცელოფნის პარკების გაყიდვა აკრძალულია – ჯარიმა 500-1000 ლარია

დღეიდან, პირველი აპრილიდან, საქართველოში ყველა სახის ცელოფნის პარკის გაყიდვა აკრძალულია. აკრძალულია, ასეთი პარკების როგორც გაყიდვა, ასევე, ადგილზე წარმოებაც და იმპორტიც. რეალიზაციაში დასაშვებია მხოლოდ ცელოფნის [პოლიეთილენის] ისეთი პარკები, რომლებიც არის ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი, ისიც, აუცილებლად შესაბამისი წარწერით. საქართველოს კანონმდებლობით: მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 500 ლარით დაჯარიმდება …

1,6 მილიონი ლარის ზარალი ბიუჯეტს – ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ სასამართლოში უჩივის

„იაფი სახლის“ მშენებლობის საწყის ეტაპზე ბათუმის ბიუჯეტს, ოფიციალური მონაცემებით, 1 644 341 ლარის ზიანი მიადგა. ქალაქის მერია ამ თანხის ანაზღაურებას სასამართლოში „ბაზისბანკისგან“ ითხოვს. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“  2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 430 342 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა. შესაბამის ტენდერში წარდგენილი საბანკო გარანტია ფორმალურად ავიზირებული იყო სს „ბაზისბანკის“ მიერ. …

ბათუმში რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია დადგა

ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარი რკინის კონსტრუქციით მთლიანად აითვისა. ბათუმის მერიამ ძველ ბათუმში, მათ შორის ამ ქუჩაზეც, ერთი თვის წინ რეიდი ჩაატარა და კაფე-ბარების მეპატრონეებს სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ასევე, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდებიც აალაგებინა. ერთი თვის წინ, როცა მერიამ ქუთაისის ქუჩაზე არსებულ დაწესებულებების წინ გამოტანილი სკამები აალაგებინა, კაფე-ბარების მფლობელი მეწარმეები აცხადებდნენ, რომ ბათუმის მერია ყველა …

„ორბი“ კ2-ის გაზრდას 13,47-მდე ითხოვს – ბათუმის აეროპორტი ამ მასშტაბის მშენებლობას არ ეთანხმება

„ორბი ჯგუფი მილენიუმი“ აჭარის მთავრობამ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლა. კომპანიას 2 152 950 ლარის ჯარიმა ვადების დარღვევის გამო დააკისრეს, თუმცა ამჯერად ეს ვადებიც გადაუვადეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ ახალ ბულვართან აუქციონზე ნაყიდ ნაკვეთზე გეგმარება შეცვალა. აქედან გამომდინარე „ორბი“ ბათუმის მერიისგან კ2-ის გაზრდას 3-ის ნაცვლად 13,47-მდე და ახალი პროექტის შეთანხმებას ითხოვს. მთავრობა და …

„დაიცავი ძველი ბათუმის“ მიმართვა პრემიერს: კორუფციის ჭაობი ანადგურებს ყველა ღირებულებას

საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ბათუმის“ წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღია წერილით მიმართავენ და მოითხოვენ, ბათუმის მერმა დაუყონებლივ გააგზავნოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების  დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს: „ბატონებო, თქვენ ჩვენზე უკეთ იცით, რომ ბათუმი რამდენიმე წელია სამშენებლო კოლაფსის ერთგვარი ცენტრია. იმას, რაც …

ბათუმი რივიერა – ისტორია, დეტალები და „სილქ როუდ ჯგუფის“ გეგმები

„სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში „ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს იქნება თანამედროვე, მაღალი დონის არქიტექტურის ნიმუში, რომელიც გამორჩეულ ადგილზე მდებარეობს. კომპლექსი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და ადგილობრივ მცხოვრებლებს დასაქმების საშუალებას მისცემს. პირველი ფაზის მშენებლობა 2019 წელს იგეგმება და დაახლოებით სამ წელიწადს გაგრძელდება. მისი სრული ღირებულება დაახლოებით 73.5 …

ბეტონი დეკორატიული ფილების ნაცვლად – ბათუმის მერიის განმარტება

ბათუმში, კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ, ტროტუარზე ამოცვენილი დეკორატიული ფილების ნაცვლად ბეტონია დაგებული. ტროტუარის ეს ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი კონსტრუქციის ქვეშაა. რატომ დაზიანდა ფილების საფარი და ვინ არის მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი? – ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით „მოსაცდელების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია შპს „ალმა“. დაზიანებული ფილების ნაცვლად ბეტონი კომპანიამ დროებით დააგო“. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ „უახლოეს მომავალში ბეტონის საფარი დეკორატიული ფილებით ჩანაცვლდება“. …

14-სართულიანი კორპუსი 4 ბელეტაჟის ნაცვლად ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, გორგასლისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე, შპს „ნეოპოლი“ 14-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ახალი მშენებლობა ამ ადგილზე ოთხი ერთსართულიანი ბელეტაჟის, ერთი სამსართულიანი სახლისა და ერთი ორსართულიანი სახლის დანგრევას ითვალისწინებს. მათ შორისაა ისტორიული, კრამიტით გადახურული სახლებიც. მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაშია დაგეგმილი, რაც  იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილზე მშენებლობის უფლება კომპანიას მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს თანხმობით …

„ალიანს სიტი“ „მაგნოლიას” აღების საკითხის განხილვას მთავრობასთან გეგმავს

კომპანია „ალიანს სიტიში“, რომელიც გეგმავს „ლუჟკოვის სახლის“ ტერიტორიაზე ახალი კომპლექსის მშენებლობას, აცხადებენ, რომ  მთავრობისთვის „მაგნოლიას“ ნაცვლად ახალი პროექტის შეთავაზების საკითხს განიხილავენ. ამ იდეის დეტალების გახმაურებას „ალიანს სიტი“ სამომავლოდ გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ახალი პროექტი, რომელიც „მაგნოლიას“ ჩაანაცვლებს, შერწყმული უნდა იყოს ახალ პროექტსან [„ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად რის აშენებასაც გეგმავენ] და გარემოსთან. კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმის …

გამწვანების ფართობის შემცირება და კ2-ის გაზრდა – კომპანიის გეგმები „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას

კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმის მერიისგან იმ ადგილისთვის, სადაც „ლუჟკოვის სახლი“ დგას, ზონის სტატუსის შეცვლას და განაშენიანების კოეფიციენტების გაზრდას ითხოვს. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიას საშუალება ექნება ზღვასთან ახლოს ერთი 50 და ორი 44-სართულიანი შენობა ააშენოს. ერთადერთი, რის გაზრდასაც კომპანია არ ითხოვს, გამწვანების კოეფიციენტია. მეტიც, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, არსებული გამწვანების ფართობი კიდევ უფრო მცირდება. კომპანია მერიისგან ითხოვს საპროექტო …

ჩვენ არ მივცემთ სხვა მოიჯარეებს მუშაობის საშუალებას – გონიო-კვარიათის მცხოვრებლები მთავრობას

გონიო-კვარიათის მცხოვრებლებმა, რომლებსაც პლაჟზე კაფე-ბარები და სხვადასხვა ობიექტი აქვთ განთავსებული, აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებენ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ძველმა მოიჯარეებმა ობიექტები უნდა მოშალონ. მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი მერიასთან ყოველწლიურად ანახლებდნენ საიჯარო ხელშეკრულებებს, თუმცა გასულ წელს მერიამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე თითქმის ყველა მოიჯარეს უარი უთხრა. კვარიათის მცხოვრები კობა …

3 ცათამბჯენი „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად – მერია „ალიანს სიტის“ პროექტს საჯაროდ განიხილავს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 მარტს, 15:00 საათზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში [მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #25] გაიმართება კომპანია „ალიანს სიტის“ სამშენებლო პროექტის საჯარო განხილვა. ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად, კომპანია „ალიანს სიტი“ სამი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მირიან მეტრეველმა …

ბათუმის მერიამ სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტზე კონკურსი გამოაცხადა

ბათუმის მერიამ სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის მომზადებაზე  კონკურსი გამოაცხადა, შესყიდვის ღირებულება  მილიონ 101 694 ლარია. ტექნიკური დავალების მიხედვით, რომელიც მერიამ ასევე სპეციალისტების ჩართულობით მოამზადა, კონკურსში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამწლიანი დოკუმენტურად დასაბუთებული საერთაშორისო ან ადგილობრივი გამოცდილება პოლიტიკის, განვითარების, დარგობრივი სტრატეგიებისა და კვლევების მომზადების სფეროში. საკონკურსო დოკუმენტაციით იგივე მოთხოვნებია ქვეკონტრაქტორის მიმართაც, ასეთის არსებობის  შემთხვევაში. ეს დოკუმენტი …

„ეკონომია“ ბათუმის გარეგანათებაში და მერიის შეუსრულებელი გეგმა – აუდიტის ანგარიში

ბათუმის მერიის გარეგანათების ქსელის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის 2017 წლის პროგრამით დაგეგმილი 5 384 300 ლარის ნაცვლად 4 938 081 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საბიუჯეტო გეგმის 446 219 ლარით შეუსრულებლობა მერიის მიერ „შესყიდვების განხორციელების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ, გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების არასრულად შესრულებამ და გარეგანათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით გამოყოფილი …

ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 120 000 ლარით დააფინანსებს – ახალი პროექტი

როგორ უნდა მიაწოდო ბათუმის მერიას საკუთარი იდეა ან პროექტი ისე, რომ ის აუცილებლად განიხილონ? როგორ უნდა გაუწიო ლობირება საკუთარ პროექტს მერიაში მისი წარდგენის შემდეგ, რას გულისხმობს ღია მმართველობა და მონაწილეობითი ბიუჯეტი? – ამ თემაზე ბათუმის მერიაში ახალი პროგრამებისა და მათში ჩართულობის მისაღწევად სპეციალურად შექმნილი ონლაინპლატფორმის –  idea.batumi.ge პრეზენტაცია გამართეს. ვებგვერდების შექმნაში მერიას USAID-ი დაეხმარა. შეხვედრას მერიაში საუბნო …

გააუქმებს თუ არა ბათუმის მერია k2-ის გაზრდის შესაძლებლობას – ლაშა კომახიძის განმარტება

თბილისის საკრებულომ ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მშენებლებს აღარ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მოსამატებლად. ცვლილების მიხედვით, k2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსივობას [შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს]. ამ აკრძალვით მესაკუთრეებს აღარ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე. k2 კოეფიციენტის ინტენსიურად ზრდის შემდეგ …

ქართული ასოები ანბანის კოშკთან ქვაფენილზეც განთავსდება – 2-მილიონიანი პროექტი

ბათუმის მერია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 999 987 ლარია. ტერიტორიის რეაბილიტაცია ქვაფენილზე ქართული ანბანის ასოების განთავსებასაც გულისხმობს. პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება სამუშაოები, მერიის დაკვეთით, კერძო კომპანიის მიერაა მომზადებული. ანბანის კოშკის მიმდებარედ ერთ ადგილზე ბეჭდური ფილებით …

ინფორმაციას, რომელშიც მერიამ 100 000 ლარი დახარჯა, 4 წელია ორი სამთავრობო უწყება აზუსტებს

ინფორმაციას, რომლის მოძიებაში ბათუმის მერიამ 100 000 ლარი გადაიხადა, ოთხი წელია ორი სამთავრობო უწყება აზუსტებს. ამ ორიდან ერთის ხელმძღვანელმა, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მეორე – კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო საქმის გაჭიანურებაში [ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონების დამტკიცების საკითხი] 13 მარტს, ერთხელ უკვე დაადანაშაულა. მეორე შემთხვევაში საკითხი ეხება ბათუმის მერიის მიერ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ 24 ობიექტს – …

5 დღეში გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე ბუნგალო აღარ უნდა იყოს

ხუთ დღეში გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე ბუნგალოები აღარ უნდა იყოს. ვიდრე ბათუმის მერია ახალი ბუნგალოების და კაფე-ბარების მოსაწყობად აუქციონს გამოაცხადებს, ძველმა მესაკუთრეებმა ბუნგალოები უნდა დაშალონ. დღეს, 13 მარტს, ბათუმის მერიის თანამშრომლებმა გონიოსა და კვარიათში ბუნგალოების მესაკუთრეების გაფრთხილება დაიწყეს. მერიის გაფრთხილების წერილში აღნიშნულია ისიც, რომ თუკი ხუთ დღეში მესაკუთრე ბუნგალოს არ დაშლის, მერია პასუხისმგებლობას იხსნის სადემონტაჟო …

შეკითხვა ბათუმის მერს – სად გავიაროთ?

„აქ როგორ შეიძლება გაიარო?“ – ეს შეკითხვა მოქალაქეს ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან აქვს. მან იმ ტროტუარების რამდენიმე ფოტო გამოგვიგზავნა, სადაც ფეხით გადაადგილება პარკირების წესების დარღვევის გამო შეუძლებელია. შესაბამისი სამსახურების უმოქმედობის გამო, მოქალაქეები იძულებული ხდებიან ტროტუარიდან ქუჩაში გადავიდნენ და იქ იარონ ფეხით, მათ შორის არიან ქალებიც, რომლებიც საბავშვო ეტლით ატარებენ შვილებს. ბათუმის ქუჩებში, 10-15 მეტრიან მონაკვეთში, …

მუზეუმი ღია ცის ქვეშ გმირთა ხეივანში – ბათუმის მერია კონცეფციაზე მუშაობს

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერია გმირთა ხეივნის განვითარების ახალი კონცეფციის შემუშავებაზე დაიწყებს მუშაობას. მისივე თქმით, კონცეფციის შემუშავების შემდეგ ამავე ტერიტორიაზე მოაწყობენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არაოფიციალურია და მერია დეტალებზე ჯერ კიდევ მუშაობს. „გვინდა, გმირთა ხეივანი გავხადოთ არა მხოლოდ ცალკეული მემორიალების განთავსების ადგილად, არამედ პარკად, რომელიც ამავე დროს იქნება საქართველოს …

Exit mobile version