მთავარი,სიახლეები

გარემოვაჭრეების დაბრუნება წერეთლის ქუჩაზე

14.06.2019 • 1373
გარემოვაჭრეების დაბრუნება წერეთლის ქუჩაზე

დღეს, 14 ივნისს, გარემოვაჭრეები ისევ დაბრუნდნენ  წერეთლის ქუჩაზე, სადაც ისინი წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. გარემოვაჭრეები, ძირითადად, მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარედ არიან განლაგებულნი.

გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე. ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი გარემოვაჭრე ეუბნება, ადგილზეა პოლიციაც, თუმცა ისინი ჯერჯერობით გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დაცლას არ აიძულებენ.

მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა წერეთლის, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე რამდენიმე თვის წინ აიკრძალა. მერიის გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. მერიამ წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართობი ბათუმის ავტოსადგურში გამოუყო, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ იქ მყიდველი არ შედის და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

გარემოვაჭრეებმა ახალ მისამართზე გადასვლის შემდეგაც გამართეს აქციები და მერს ადგილმონაცვლეობა სთხოვეს, თუმცა მათი თქმით, მერია ამ საკითხით არ დაინტერესდა.

დღეს გარემოვაჭრეები ისევ იმ ქუჩაზე დაბრუნდნენ, საიდანაც რამდენიმე თვის წინ ისინი მერიამ იძულებით გაიყვანა.

ამავე თემაზე:

მოვაჭრეები: მოვიდეს ბათუმის მერი და საკუთარი თვალით ნახოს, რაც აქ ხდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: