მთავარი,სიახლეები

მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტომდე არ დასრულდება

20.06.2019 • 1503
მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტომდე არ დასრულდება

მაიაკოვსკის ქუჩა ბათუმში მარტიდან გადაკეტილია სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოების გამო. ქუჩის სრული რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ცნობით, ხელშეკრულებაში სამუშაოების დასრულების ვადა ორი თვით გადავადდა.

„14 ივნისს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, ძალიან ცუდი გრუნტი იყო, შესაბამისად სამუშაოების დასრულების ვადაც გაგრძელდა ორი თვით“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიძინა კონცელიძემ, ტექნიკურმა ზედამხედველმა.

მაიაკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ბათუმის მერიას ხელშეკრულება შპს „გზებთან“ 4 703 979 ლარზე აქვს გაფორმებული. ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით მაიაკოვსკის ქუჩის მთლიანი სიგრძე 2 321 მეტრია, საშუალო სიგანე კი 12-15 მეტრი. გათვალისწინებულია ვარცლისა და საგზაო სამოსის მოწყობა; ახალი ტროტუარების მოწყობა ორივე მხარეს; სანიაღვრე არხების მოწყობა; ავტოსადგურიდან ე.წ. „ბონის“ კულტურის სახლამდე 1 გრძ.მ სიგანის გზაგამყოფის მოწყობა; წრიულების მოწყობა-ერთი ბაზრის შესასვლელთან და მეორე მაიაკოვსკისა და ნიჟარაძის ქუჩების გადაკვეთაზე; გზაგამყოფ ზოლში კი გათვალისწინებულია გარე განათება.

ტრუტუარი ავტოსადგურის მოპირდაპირე მხარეს

მაიკოვსკის ქუჩა. ფოტო: „ბათუმელები“

მაიკოვსკის ქუჩაზე. ფოტო: „ბათუმელები“

მაიკოვსკის ქუჩა

ახალდაგებული ტროტუარი მე-16 სკოლასთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: