კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმში მე-19 საუკუნის ბელეტაჟი აღადგინეს [ ფოტო]

19.06.2019
ბათუმში მე-19 საუკუნის ბელეტაჟი აღადგინეს [ ფოტო]

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩის #38-ში, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა. ხელოსნები ბოლო დეტალებზე მუშაობენ. შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, სარდაფის, შიდა კონსტრუქციების მოწყობისა და გადახურვის ჩათვლით. შენარჩუნებული და აღდგენილია ძველი ხის იატაკი და ფანჯრები.

ზუბალაშვილის ქუჩის #38

ზუბალაშვილის ქუჩის #38

ზუბალაშვილის ქუჩის #38

ამ სახლის რესტავრირებისთვის ჯამში  615 209 ლარი დაიხარჯა. აქედან 487 576 ლარი უშუალოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაუხადეს, 10 726 ლარი რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველობისთვის გამოიყო, რეაბილიტაციის პროექტი კი რამდენიმე სხვა პროექტთან ერთად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 229 600 ლარად შეისყიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო.

ზუბალაშვილის ქუჩის #38

შპს „გეოგრაფიკის“  სპეციალისტების შეფასებით, რომლებმაც 2015 წელს მერიის დაკვეთით ბათუმში ძეგლები აღწერეს, XIX საუკუნის ბოლოს აგებული L-ის ფორმის ერთსართულიანი სახლი დაბალ ცოკოლზე დგას.

ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე

ზუბალაშვილის ქუჩის #38

შენობა ქუჩის ისტორიული განაშენიანების ნაწილს წარმოადგენს და გარკვეულწილად განსაზღვრავს მის არქიტექტურულ სახეს, მასშტაბს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის ისტორიული განაშენიანების თავდაპირველი სახის შენარჩუნებაში.

ზუბალაშვილის ქუჩის #38

სახლი ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობათა რიგში დგას და თავადაც ძეგლს წარმოადგენს. სახლის გადასარჩენად ჩარევის სარეკომენდაციო ფორმად „გეოგრაფიკმა“ რესტავრაცია-რეკონსტრუქცია მიუთითა.

ამ სახლს ორი მესაკუთრე ჰყავს, შედეგით ორივე კმაყოფილია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: