პატიმრის (ბექა ო) ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაციას ბექას დედა აწვდის. ადვოკატმა ბექა მეშვიდე დაწესებულებაში მოინახულა. ამბობს, რომ პარასკევს, როცა ბექა მეშვიდე დაწესებულებაში ნახა “სისხლული ბინტებით იყო შეხვეული”, ხოლო გუშინ ორშაბათს ეს სახვევები გამოცვლილი ჰქონდა. ოჯახისა და ადვოკატის მტკიცებით ბექას სტაციონალური მკურნალობა ესაჭიროება, რადგან მას ბევრი სისხლი აქვს დაკარგული. „აღენიშნება ძლიერი სისუსტე, ესაჭიროება გადასხმა და სწორი კვება. მართალია, მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ვხდები, რომ ბექას სახლისა და ციხის პირობებში მკურნალობა შეუძლებელია, მას სასწრაფოდ სტაციონალური მკურნალობა სჭირდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბექას ადვოკატი მარინა კაკაურიძე. მისი აზრით, ჭრილობებმა, რომელიც ბექას აქვს, შესაძლოა გართულეები გამოიწვიოს.