ერგეს საჯარო სკოლაში ფინანსური პოლიცია შევიდა

 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა. შემოწმება სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა ჩაატარა, რის საფუძველზეც ფინანსური დარღვევა გამოიკვეთა.  განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლაში ფინანსური პოლიციაც შევიდა. 

ბათუმში მარიხუანის დათესვისა და მოყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ. დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე  დააკავეს.

შს სამინისტრომ გარყვნილი ქმედებისთვის ძებნილი დააკავა

 

შს სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმის აეროპორტში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას 1971 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე აჰმეთ სამი ონეი დააკავეს“.

შსს-მ იარაღის ჯგუფურად გადაზიდვის ბრალდებით ირანისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა

 

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ბრალდებით 6 პირი: ირანის ისლამური რესპუბლიკის 3 მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული ტოჰიდ ე, 1971 წელს დაბადებული ნაჰარინ მოჰჰამად ა, 1959 წელს დაბადებული სეიედ რაზავი მირ ქ. და საქართველოს 3 მოქალაქე – 1989 წელს დაბადებული ცოტნე პ, 1990 წელს დაბადებული ნიკა ბ. და 1957 წელს დაბადებული ალექსანდრე ა. დააკავეს. სამართალდფამცველებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტში საზღვარზე გადასვლისას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები თბილისში დააკავეს.

როგორ ნიშნავენ მოსამართლეებს



27 მაისს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 11 მსმენელი ჩაირიცხა, მათ შორის არიან: მოსამართლის ცოლი, შვილი, მოსამართლის თანაშემწე და მდივანი. ასევე არიან ადვოკატებიც. საბჭოს 20 მსმენელი უნდა აერჩია, მაგრამ 111 კანდიდატიდან მხოლოდ 11 შეარჩიეს. სხვებმა ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს. მსმენელებს ამ სკოლაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები იღებენ. მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსი 11 ივნისს გამოცხადდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების შერჩევის წესი უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს.

პროკურორები ციფრებში

 

გასულ კვირას მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის სასამართლო პროცესზე პროკურორი რამაზ შანიძე არ გამოცხადდა. მისმა შემცვლელმა პროკურორმა თქვა, რომ პროკურორი შანიძე სხვა რეგიონში გადაიყვანეს სამუშაოდ. რა მოტივით ხდება საკადრო გადაადგილება? – ამ კითხვას საქართველოს მთავარ პროკურატურაში არ უპასუხეს. ”ბათუმელები” გთავაზობთ პროკურატურის სამსახურებიდან გათავისუფლებული, წახალისებული და გაფრთხილებული თანამშრომლების სტატისტიკას. 

საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა

 

 

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალიკ ბ. დააკავეს.

შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე ბათუმში ორი პირია დაკავებული

 

შსს-ს ინფორმაციით, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ბათუმში საქართველოს 2 მოქალაქე: სასტუმრო „ანას“ და სასტუმრო „სთარის“ დროებითი მფლობელები დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულში ამხილეს და პასუხისგებაში მისცეს 5 პირი, მათ შორის ორი თურქეთის მოქალაქეა.

 

ბრალდებული პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

 

პატიმარი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ასამართლებენ, ამბობს, რომ დაკავებისას ის პოლიციელებმა სცემეს.  

შსს: იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ქობულეთში ერთი პირია დაკავებული

 

შსს-ს ინფორმაციით აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ზაურ მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში დააკავეს.

ტრეფიკინგი – ვიზა ლიბერალიზაციის ხელშემშლელი მიზეზი

 

ევროკომისიის ანგარიშით, რის გამოც საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს არ იმსახურებს, რვა მიზეზს შორის ერთ-ერთი ადამიანთა ტრეფიკინგია. „შეშფოთების საგანია ის, რომ ვერ ხერხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა“, – წერია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ. რას ნიშნავს ეს ანგარიში საქართველოსთვის და როგორ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას მთავრობა?

დააკავეს პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის გადაკვეთა) პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „TRANSFAIR“-ი დააკავეს.

შუახევში მომხდარი მკვლელობის საქმე

 

25 წლის დათო დავითაძის მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ს-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პირველი სასამართლო სხდომა მისი დაკავებიდან 58-ე დღეს, ანუ 30 ივლისს არის ჩანიშნული. პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ ეს პერიოდი გამოძიებას მტკიცებულებების მოსაპოვებლად სჭირდება. ბრალდებული ხელისუფლებამ 2012 წლის დეკემბერში გაათავისუფლა, როგორც პოლიტპატიმარი. 

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს


შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის მოქალაქეა დაკავებული.  ბრალდებული შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.  თურქეთის მოქალაქე 1990 წელს დაბადებული სავაშ ე. ბათუმში დააკავეს.

სასჯელი განაჩენის შეუსრულებლობისთვის

 

მოქალაქე ზ.ს-ს  განაჩენის საფუძველზე აკრძალული ჰქონდა მანქანის ტარება, ის კი პატრულმა მაშინ შეაჩერა, როცა ავტომანქანას მართავდა. იმის გამო, რომ მოქალაქემ ძალაში შესული განაჩენი არ შეასრულა, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. პროკურორი ბრალდებულისთვის  მკაცრი სასჯლის გამოყენებას ითხოვა, ადვოკატმა კი იმ არგუმენტით, რომ ბრალდებულის ქმედებას ზიანი არ გამოუწვევია, არის „შეჭირვებული ოჯახიდან, არ მუშაობს“ ნაკლებად მძიმე სასჯელის გამოყენება სთხოვა მოსამართლეს. 

სასჯელი განაჩენის შეუსრულებლობისთვის

 

მოქალაქე ზ.ს-ს  განაჩენის საფუძველზე აკრძალული ჰქონდა მანქანის ტარება, ის კი პატრულმა მაშინ შეაჩერა, როცა ავტომანქანას მართავდა. იმის გამო, რომ მოქალაქემ ძალაში შესული განაჩენი არ შეასრულა, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. პროკურორი ბრალდებულისთვის  მკაცრი სასჯლის გამოყენებას ითხოვა, ადვოკატმა კი იმ არგუმენტთ, რომ ბრალდბულის ქმედებას ზიანი არ გამოუწვევია, არის „შეჭირვებული ოჯახიდან, არ მუშაობს“ ნაკლება მძიმე სასჯელის გამოყენება სთხოვა მოსამართლეს. 

წამებაში ბრალდებულები და დაზარალებულები

 

ამ სასამართლო პროცესს პირველად ესწრებოდნენ დაზარალებულების ოჯახის წევრები. დაზარალებულები ამ შემთხვევაში პატიმრები არიან. მათი ჩვენების მიხედვით, ბათუმის ციხეში გიორგი ვეკუას დირექტორობის დროს პატიმრებს ხელკეტებითა და წიხლებით სცემდნენ. დარბაზში მოსამართლემ სამი გაფრთხილება გასცა – ერთხელ დაზარალებულის დედა გააფრთხილა, როცა ის შვილის მიერ წამების დეტალებს აღწერის დროს ხმამაღლა აქვითინდა, მეორე და მესამე გაფრთხილება დაზარალებულმა მიიღო. 

შსს განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტი გამოძიებულია

 

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ლაშა შ, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კახა კ. და 1993 წელს დაბადებული უჩა ს. ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

შს სამინისტრო იანვარ-მარტის დანაშაულებრივი სტატისტიკას აქვეყნებს

 

შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას თქმით, 2015 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით იკლო დანაშაულის მაჩვენებელმა, ხოლო „დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი არის 52%“. 

შსს: მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: 9 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის 97 ხელყუმბარა, სხვადასხვა კალიბრის 5173 საბრძოლო ვაზნა და სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 11 მჭიდი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს და ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული  საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ჰუსეინ ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს. 

პოლიციამ სარფში, ავტობუსის ფარულ სამალავში ადამიანები აღმოაჩინა

 

საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში სამი პირი: 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გიორგი ც, 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ნაირა ა. და 1987 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე ფერუზა კ. დააკავეს.

სასამართლომ შს სამინისტროს „ბათუმელებისთვის“ პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა დაავალა

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, ძალოვანი უწყება სასამართლოს მეორე ინსტანციაში მოითხოვს, გაზეთ „ბათუმელებს“ უარი ეთქვას გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე. 17 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია შს სამინისტროდან გამოითხოვა, ხოლო 13 თვე მას შემდეგ რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართა.

 

 

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნა აუცილებელია

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალის თავმჯდომარე აჭარაში, გიორგი ხიმშიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელი ბინის გამო დღეს გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.   

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ანგარიშსწორებით ემუქრებიან

 

საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს, როლანდ ბლადაძის ოჯახი ანგარიშსწორებით ემუქრება. მუქარის მიზეზი საცხოვრებელი ბინაა, რომელიც ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს. ბინა როლანდ ბლადაძეს წინა ხელისუფლებამ როგორც უკანონო ქონება ისე ჩამოართვა. ბინაში ბოლო რამდენიმე წელია, გიორგი პაპუაშვილის ოჯახი ცხოვრობს.

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულის განაჩენი

 

ოჯახში ძალადობა – ამ ბრალდებით მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასულ კვირას ორი სისხლის სამართლის საქმე განიხილა. ერთ შემთხვევაში ბრალდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, მეორე ბრალდებულს კი სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ცოლის ცემასა და შეურაცხყოფაში ბრალდებულის საქმის განხილვას მოსამართლემ დაახლოებით 40 წუთი მოანდომა. წარმოუდგენლად მოკლე დროში მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა უფლებები, ბრალდება გააცნო, მოისმინა პროკურორისა და ბრალდებულის შესავალი და შემაჯამებელი გამოსვლები. 

შსს: სარფში ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა საქმინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, აჭარაში, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში 1973 წელს დაბადებული თეა ვ. დააკავეს.

ჩაქვში ტრაილერი გადაბრუნდა

 

 ჩაქვი-ბათუმის გზის მონაკვეთზე, სახალვაშოში, გუშინ, 28 მარტს, საღამოს, ტრაილერი გადაბრუნდა. როგორც „ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში” ბათუმელებს განუცხადეს, მძღოლმა სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარი განაცხადა. მძღოლი საქართველოს მოქალაქეა.

შსს: დაკავებულია თაღლითური დაჯგუფების ოთხი წევრი

 „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში გერმანიის საელჩოში ვიზის მიღების მიზნით ყალბი ცნობები წარადგინეს, თითქოს ისინი არიან სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრები და აქვთ ყოველთვიური შემოსავალი შემოწირულობის სახით, რომელიც თვეში დაახლოებით 900 ლარიდან 1300 ლარამდე შეადგენს. სამართალდამცველებმა ყალბი ცნობები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ოქრო-ვერცხლის უკანონოდ შემოტანის მცდელობები საბაჟო გამშვებ პუნქტებზე

 

დიდი რაოდენობით ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების დეკლარირების გვერდის ავლით შემოტანა სცადა 25 მარტს, სგპ „სარფის“ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ნ.ტ.-მ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო პროცედურების დროს მგზავრის ხელჩანთასა და სხეულზე მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს: 205 ცალი ყელსაბამი (1024,01,2 გრ.), 25 ცალი სამაჯური (274,94გრ.), 77 ცალი ბეჭედი (529,15 გრ.), 21 ცალი ოთხეული (წყვილი საყურე, ბეჭედი, კულონი) (348,34 გრ.), 6 ცალი სამეული (წყვილი საყურე, ბეჭედი) (101,24 გრ.), 72 ცალი კულონი (398,37 გრ.), 66 წყვილი საყურე  (436,25 გრ.), 2 ცალი საყურე (6,46 გრ.).

შსს: ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია სოციალური აგენტი

 

შსს-ს ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” მარნეულის რაიონული განყოფილების სოციალური აგენტი ლევან ნავერიანი.

არასრულწლოვანი მსჯავრედებულები ჩადენილი დანაშაულის მიხედვით

 

გასულ წელს საქართველოში 381 არასრულწლოვანი მსჯავრდებული იყო. აქედან 16 გოგონა. თავისუფლება კი 104 არასრულწლოვანს აღეკვეთა. 2013 წელს მსჯავრდებული იყო 456 არასრულწლოვანი, რომელთაგან 117-ს აღეკვეთა თავისუფლება. 

ნარკოტიკების კონტროლი საქართველოში აშშ-ის ანგარიშის მიხედვით

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის მიმდინარე წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 19 მარტს გამოქვეყნდა, საქართველოში ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგია დადებითად არის შეფასებული. 

დაღუპული რკინიგზელის ახლობლები ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ

 

დღეს, 17 მარტს იუსტიციის სახლის წინ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რკინიგზელის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, პროკურატურის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ისინი პროკურატურისგან ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

სახარების რწმენის ეკლესიამ სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

 

ბათუმში დღეს, 11 მარტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. „სახარების რწმენის ეკლესია“ სახელმწიფოს რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზაციასა და საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების  არსებული მოდელის დისკრიმინაციულობაზე ედავება. 

სააპელაციო სასამართლომ ლაკაევს ბრალი დაუმძიმა

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვლა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და თემურ ბახუნტარაძეს, ფირუზ წულუკიძესა და იუსუფ ლაკაევს ბრალდება დაუმძიმა. დაცვის მხარემ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 

Exit mobile version