საქართველოს სახალხო დამცელის ანგარიში 633 გვერდიანია.
ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საკნებში პატიმრების მდგომარეობას. უჩა ნანუაშვილი, წერს რომ პატიმრების განცხადებები, ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან პატიმრების მიმართ უსაფუძვლო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებს. ანგარიშში წერია, რომ ადგილი აქვს საკნებში ძალის გამოყენებას, როდესაც ძალის გამოყენების აუცილებლობა არ იყო განპირობებული თავისუფლებაშეზღუდული პირის ქმედებით, რაც ლახავს ადამიანურ ღირსებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაა.
საანგარიშო პერიოდში პატიმრები ხშირად მიუთითებდნენ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებენ მაშინაც კი, როდესაც პატიმრები არ ეწინააღმდეგებოდნენ ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. უფრო მეტიც, პატიმრების განმარტებით, მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება წინ უსწრებდა ადმინისტრაციის სიტყვიერ მითითებას კონკრეტული მოქმედების შესრულებაზე. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრების ტენდენცია, განსაკუთრებით, პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის დროს იკვეთება- წერს სახალხო დამცველი.