სიახლეები

დეპუტატი მე-3 საპყრობილეში არსებულ მძიმე სიტუაციაზე

25.11.2014 • 1485
დეპუტატი მე-3 საპყრობილეში არსებულ მძიმე სიტუაციაზე

 

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

ყველაზე  დიდი გაღიზიანება მოჰყვა იმას, რომ სასჯელაღარსულებისა და პრობაციის   მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილმა განაცხადა საჯაროდ, რომ  თითქოს ციხეებში არსებული უკმაყოფილებას იწვევდეს ის, რომ არის სურვილი და მცდელობა იმისა, რომ აღდგეს ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი. ეს იწვევს ყველაზე დიდ გაღიზიანებას პატიმრებში, რადგან ისინი ამბობენ, რომ აპროტესტებენ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ციხეში და კატეგორიულად გამორიცხავენ ქურდული სამყაროს მენტალიტეტთან კავშირს. მეც შემექმნა შთბეჭდილება, რომ ეს ასეა. მძიმე კონტიგენტია თვმოყრილი ბათუმის მესამე დაწესებულებაში როტაციის პრინციპით. მე ახლა  ვცდილობ გავერკვიო, რატომ გახდა ეს როტაცია აუცილებელი. ერთი პატიმარი 72 დღეა განცალკევებულია, საკანში რომ შევედი მითხრა, რომ მონატრებულია ადამიანებთან ურთიერთობას.  ლაპარაკს არ გადავეჩვიო მეშინიაო. ვფიქრობ, დღეს მოცემული მდგომარეობა ჩარევას საჭიროებს. მაქვს შიში იმისა, რომ ციხეში არ დამკვიდრდეს ის რეჟიმი, რომელიც იყო ძველი ხელისუფლების დროს.

 

თქვენ ფიქრობთ, რომ ამის საფრთხე არსებობს?

მე მგონია, რომ არსებობს ამის საფრთხე. მე ვნახე ადამიანები, რომლებსაც თვითდაზიანება აქვთ მიყენებული. ძალიან მძიმე სანახავი არიან ისინი. მათ მძიმედ გამოხატული დაზიანებები აღენიშნებათ.  3-4 ისეთი ადამიანისგან მაქვს ინფორმაცია, რომლებიც მეუბნებიან, რომ მიბმული იყვნენ ბორკილებით, ხელ-ფეხშეკრული… კარცერში შეყვანამდე გაიარეს ფიზიკური პრესინგი… მე მათი მჯერა.

 

ასახელებენ თუ არა კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, ვინც მათ არაადამიანურ ექცევა?

კი ასახელებენ.  ერთი ცვლის ერთ ადამიანს, ასევე  კონტროლიორებს, რომლებიც მომსახურებას ეწევიან. ამბობენ, რომ ისინი პროვოცირებას გვიწყობენო. ასევე დეპარტამენტიდან მივლინების რეჟიმში მყოფ გარკვეულ  ჯგუფთან აქვთ პრეტენზიები, რომ ისინი ექცევიან არაადამიანურად…  გუშინდელი დღის მონაცემებით 16 ადამიანი შიმშლობს, ექვსი ადამიანი ამბობდა, რომ იწყებდნენ შიმშილობას. ამბობენ იმასაც, რომ სოციალური მუშაკი, რომელიც აფიქსირებს ამ პროცესის დაწყებას, მათთან კონტაქტი უჭირთ. რამდენჯერაც არ უნდა  მოვიწვიოთ გვეუბნებიან, რომ დაკავებულიაო. ანუ ამბობენ, რომ უჭირთ შიმშილობის პროცესის დაწყების დაფიქსირება. ერთი პატიმრის ჯანმრთელობა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, უჭირდა საუბრისას სუნთქვა, მგონი ეს პატიმარი დავარწმუნე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეწყვიტა შიმშილობა. შემპირდა, რომ შეწყვიტდა შიმშილს… დღეს მექნება შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი ციხის ადმინისტრაციასთან.

 

ქალბატონო მედეა, რამდენი პატიმარი მოინახულეთ?

შევხვდი დაახლოები 70 პატიმარს. საკანი, სადაც მე ვიყავი იყო სტანდარტული, სპეციალური საკნები, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. კარცერის რეჟიმს. მოვინახულე საკნები, სადაც განთავსებული არიან პატიმრები, რომლებიც მიდრეკილები არიან თვითდაზიანებისა და სუიციდისკენ, ანუ საკნები, სადაც ხორციელდება სისტემატიური კონტროლი. პატიმრები ამბობენ, რომ არ აქვთ კანონით გათვალისიწნებული პირობები, მაგალითად, არ აქვთ წყალი. თუმცა გუშინ წყალი მთელი დღე იყო. როგორც ადმინისტრაცია ამბობს, საპყრობილეში არის წყლის პრობლემა, მაგრამ  მათი მტკიცებით გრაფიკით ყველას მიეწოდება.

 

რაც შეეხება კვებას და სამედიცინო მომსახურებას?

კვებაზე პრეტენზიას არ აცხადებენ, მე დავათვალიერე სადილი და ამ მიმართებით ვითარება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ჩივიან სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების მიწოდების რეჟიმის გამო. პატიმრები გამოჰყავთ საკნიდან და აძლევენ მედიკამენტებს სამედიცონო ოთახში. პატიმრების თქმით, როცა დაცული არაა გაყვანის წესი, ირღვევა წამლის მიღების გრაფიკი. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: