შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ნოდარ ხ. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთის რაიონის სოფელ ჭახათში დააკავეს.