სიახლეები

25 წლის პატიმარი ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს

25.11.2014
25 წლის პატიმარი  ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს
მესამე დაწესებულების დირექტორი და ექიმები. ფოტო ბათუმელების არქივიდან

ადვოკატი ამბობს, რომ ბექას შესახებ ინფორმაციის მიწოდება სასჯელაღსრულების მინისტრისა და მისი მოადგილისთვის პირადად სცადა. სამინისტრო მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა (13:45 საათი), თუმცა მინისტრთან და მის მოადგილესთან შეხვედრა ვერ მოახერხა: „შევხვდი მინისტრის თანაშემწეს, რომელმაც ძალიან კარგად მიმიღო, ჯერ მას მივაწოდე ინფორმაცია და მითხრეს, რომ მინისტრთან შეხვედრისთვის დამირეკავენ“.

ადვოკატი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო მან სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც მიმართა. დაწყებულია მოკვლევა.

თვითდაზიანების შედეგად 25 წლის პატიმარს 80 ნაკერი აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. წინასწარი ცნობით, თვითდაზიანება სამართებლით მიიყენა ბათუმის მესამე დაწესებულებაში ყოფნის დროს. საკანში, რომელშიც ის მარტო იმყოფებოდა, 24 საათის განმავლობაში ციხის ადინისტრაცია სათვალთვალო კამერით აკონტროლებს. ოჯახსა და ადვოკატს აინტერესებთ, როგორ მოახერხა პატიმარმა  საკანში სამართლებლის შეტანა და ჭრილობების  მიყენება.

პატიმრის დედა ამბობს, რომ ბექას საკანში სისხლი სდიოდა. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის შესახებ პატიმარმა საკანის კედლებზე მისივე სისხლით დაწერა. ბექა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ასახელებს, ვინც მას ბათუმის მესამე დაწესებულებაში აწამებდა და არაადამიანურად ეპყრობოდა.

 

ნათია ლანდია, სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის  თავმჯდომარე „ბათუმელებთან“საუბრისას ამბობს, რომ პაციენტის თანხობა არის საჭირო რომ მასზე გასცეს   ინფორმაცია [ჯანმრთელობის შესახებ]:“ მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მიეწოდება ის მკურნალობა რაც სჭირდება, მიეწოდება ის, რაც დასჭირდება”.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: