სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის საქმეს განიხილავს. მოდავე მხარეები ამ დრომდე ერთ ოჯახში ცხოვრობენ: მანანა დ.-მ და ომარ წ.-მ დაახლოებით 10 წლის წინ გააფორმეს სამისდღეშიო ხელშეკრულება, რაც იმას გულისხმობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ომარი მანანას რჩენის ვალდებულებას იღებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მანანას საცხოვრებელ ბინას ომარი მიიღებდა წერეთლის ქუჩაზე. მანანა დ. ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს. „თვითმხილველი …

სახლის სარდაფში დამარხული გვამის ამბავი

სოფელ ჭარნალში ალექსანდრე ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლის სარდაფში დამარხული ცხედარი გამოძიებამ გაზაფხულზე იპოვა. იმ დილით პოლიციაში ქალმა დარეკა. მან პოლიციელებს უთხრა, რომ სარდაფში გვამი მისმა მეუღლემ ორი დღის წინ დამარხა და მას არც არავინ მოძებნიდა, თუკი პოლიცია არ დაინტერესდებოდა. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასულ კვირას დაასრულა. „ისინი ერთმანეთისთვის ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ,“ – გვითხრა ალექსანდრე ფუტკარაძის ადვოკატმა, …

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

მომავალი წლის ივნისში, ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიმართება. კონგრესს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკუკიოც მიიღებს. კონგრესის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციაში შეხვედრის დროს ესაუბრა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასევე სიტყვით გამოვიდა ვენეციის კომისიის 109-ე პლენარულ სხდომაზე. ზაზა თავაძემ ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო …

სასამართლო განხილვა ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც პოლიციელი დაჭრეს

22 წლის არჩილ ტ.-ს საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. მას განზრახ მკვლელობის გარდა, სამი პირის სხეულის მძიმე და მსუბუქ დაზიანებებში ედება ბრალი. ამ სამიდან ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია – მირიან ნოღაიდელი. შემთხვევა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაზიანებები თვალსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე თავად ბრალდებულსაც ჰქონდა, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაინტერესებულა. ექსპერტიზის …

ქობულეთში შვილი სავარაუდოდ დედამ ნაჯახით მოკლა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მკვლელობა დაფიქსირდა. დაახლოებით 50 წლის მამაკაცი რ. ბეჟანიძე სავარაუდოდ დედამ ნაჯახით მოკლა. მომხდარის შესახებ „ბათუმელებს“ გარდაცვლილის მეზობლები მოუყვნენ. „ეს შვილი დიდი ხანია ჩაწოლილი იყო, ცოლი არ ჰყავდა, შაქარი დაემართა და დედამისი უვლიდა. ბოლო დროს ძალიან ბევრი ნერვიულობა გადაიტანა ოჯახმა და მოხუცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სასწრაფო როცა მოვიდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო,“- გვიყვება …

პოლიციელების ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა

რეზო ტაკიძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ ცნო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში. გასული წლის 2 ნოემბერს 20 წლის რეზო ტაკიძე ამბობდა, რომ ის პოლიციამ სარფის საბაჟოზე დააკავა, ხოლო ქობულეთის პოლიციის შენობაში მისგან ყაჩაღობის აღიარებას ითხოვდნენ და სცემეს. საქმეში ფიგურირებს ირაკლი შაქარიშვილი, ქობულეთის პოლიციის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი. ის დღემდე ამ თანამდებობას ინარჩუნებს. „შაქარიშვილი იჯდა იქ და …

გამამართლებელი განაჩენი ქურდობის საქმეზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ალექსანდრე ფანცულაია. მას ქურდობაში ედებოდა ბრალი და მიმდინარე წლის სექტემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. გამოძიება ბრალდებულს არაერთგზის ქურდობას და სხვის საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევას ედავებოდა. გამოძიების ვერსიით, ალექსანდრე ივლისში ახლო ნათესავის ბინაში შევიდა და ლეპტოპი მიისაკუთრა. “გამოძიების ეტაპზე მთავარმა მოწმემ გამომძიებელს უთხრა, რომ …

მკვლელობა 6 მაისის პარკთან – რა გადაწყვიტა სასამართლომ

13 წლით თავისუფლების აღკვეთა არჩილ ფეტიძეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა შეუფარდა. მას ბათუმში, 6 მაისის პარკთან, გაჩერებულ მანქანაში შვიდი ტყვიით ირაკლი აბუსერიძის მკვლელობა დაუდასტურდა. მოსამართლის განაჩენი ბრალდებულს არ მოუსმენია. სასამართლოს დიდ დარბაზში მხოლოდ გარდაცვლილის ახლობლები იყვნენ და განაჩენის მოსმენისთანავე უკმაყოფილება გამოთქვეს – მათი აზრით, არჩილ ფეტიძე გაცილებით მკაცრ სასჯელს იმსახურებდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა იგივე არჩილ ფეტიძე …

იურისტი: ყოფილ ცოლზე მოძალადეს, დასაბუთებული ეჭვით, შსს-ში მფარველობენ

პირი, რომელსაც სასამართლომ სამჯერ თავისუფლება აღუკვეთა, პატიმრობაში არ იმყოფება. ბრალდებულს ბათუმის სასამართლომ მეუღლეზე ძალადობისთვის შეუფარდა პატიმრობა. იმავე პირმა გუშინ, 3 დეკემბერს, ბათუმში ყოფილი მეუღლის მანქანას ცეცხლი წაუკიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფომ სასამართლოს განაჩენი არ აღასრულა, რადგან, დასაბუთებული ეჭვით, განსასჯელს შს სამინისტროში მფარველობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სამგზის პატიმრობამისჯილი  თ.ო. ბრალდებულია …

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ჯემალ დუმბაძეს, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, რომელსაც დიდი ოდენობით სხვისი ქონების გაფლანგვა ედება ბრალად. ჯემალ დუმბაძე 28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს. გამოძიება ჯემალ დუმბაძეს კონკრეტულად ორი ტენდერის გამო ედავება. ერთ შემთხვევაში, ინფექციურმა საავადმყოფომ 84 705 ლარი გადაიხადა, როცა ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი იმავე …

დედის ჩვენება შვილის წინააღმდეგ

„ვუთხარი, რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძელო, წადი სახლიდან-მეთქი… გინება დამიწყო. მერე ყელში მწვდა, დახრჩობას მიპირებდა,” – ეს ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ეპიზოდია, რასაც ირინა მ. მოსამართლე ირაკლი შავაძეს მოუყვა. ბათუმის საქალაქო სასამართლო განაგრძობს მინდია ქ.-ს საქმის განხილვას. მას ოჯახში მრავალგზის ძალადობის გარდა, საბრძოლო მასალის შენახვას და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, მინდიამ რამდენჯერმე იძალადა საკუთარ …

როცა პატიმრებს გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებენ

პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს. ის სასამართლო პროცესებს ვეღარ ესწრება, სადაც მისი საქმე განიხილება. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ლეონიდე მ. წერს, რომ ციხიდან ვერ გამოვა, თუკი არ გაშიშვლდება და ბადრაგირების თანამშრომლების თვალწინ ბუქნებს არ გააკეთებს… „ბუქნების გაკეთება დაუშვებელია“, – გვითხრეს სახალხო დამცველის აპარატში. „ეს არის ღირსების შემლახავი მოპყრობა“, – ამბობს გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის საკონსტიტუციო …

რას შეცვლის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

პირველი მოსამართლე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა, გოჩა ფუტკარაძეა. 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება 2013 წლიდან ამოქმედდა და მას შემდეგ მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით – სამი წლით ინიშნებიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს, მოსამართლე უვადოდ [საპენსიო ასაკამდე] გამწესდება თუ არა. „არის თუ არა უვადოდ მოსამართლის დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის გარანტი? მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება …

სასაფლაოს მოწყობის საქმე და ქრთამის აღებაში ბრალდებული სოფლის რწმუნებული

ხელვაჩაურის სოფელი ზანაქიძეების ყოფილი რწმუნებული მალხაზ დიასამიძე ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმის მასალების მიხედვით, მან ბიზნესმენს ხელვაჩაურში სასაფლაოს მოწყობის ნებართვის მიღების სანაცვლოდ 1000 ლარი გამოართვა. პროკურატურამ ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება სასამართლოს უკვე წარმოუდგინა. რწმუნებული სასამართლოში ხელვაჩაურის საკრებულოს დადგენილებით მოვიდა, რომლის მიხედვითაც ქრთამის სავარაუდო აღების პერიოდისთვის სასაფლაოს მოწყობას ნებართვა არ სჭირდებოდა. ქრთამის აღების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე …

გარდაცვლილის საქმე, რომელშიც ქობულეთის გამგებელი ფიგურირებს

„ხელმეორედ მომიკლეს შვილი… ვერსად ვნახე სამართალი,“ –  ეს თემურ მგალობლიშვილმა გვითხრა. ის გიორგი მგალობლიშვილის მამაა, რომელიც გასული წლის 9 სექტემბერს ქობულეთში ელექტროსადენებთან კონტაქტის შედეგად გარდაიცვალა. 24 წლის გიორგი ქობულეთის გამგეობაში მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. მას დავალების შესრულება ქობულეთის გამგებელმა სთხოვა. გიორგი რუსთაველის ქუჩაზე სატვირთო მანქანიდან დატვირთული ბორდიურების ამწით ჩამოტვირთვის დროს დაიღუპა. სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების …

ბათუმის სასამართლოში მოსამართლე უვადოდ პირველად დანიშნეს

ქვეყნის მასშტაბით 12 მოსამართლე, რომელიც აქამდე გამოსაცდელი ვადით – 3 წლით იყო დანიშნული, სასამართლოებში უვადოდ გაამწესა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. კენჭისყრა საბჭომ ახლახანს დაასრულა. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლეები უვადოდ [იგულისხმება საპენსიო ასაკამდე] პირველად გაამწესეს. 12 მოსამართლიდან 2 ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა. ლევან მიქაბერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იმუშავებს, გოჩა ფუტკარაძე კი ისევ …

ექიმის ჩვენება სასამართლოში: როცა მივედი პოლიციაში, მისი [დაკავებულის] მდგომარეობა იყო მძიმე

დღეს, 27 ოქტომბერს, ქობულეთში დაკავებული ბესიკ მახარაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბესიკ მახარაძე გაზგასამართი სადგურის დაყაჩაღების გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ ბრალი სხვა მუხლით წაუყენეს. „მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ბესიკ მახარაძე არ იყო ყაჩაღობაში მონაწილე პირი, მას ბრალი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში წარუდგინეს; ასევე ცივი იარაღის ტარება და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თუმცა სამხარაულის …

მოპარული კომპიუტერი, რომელიც დაზარალებულმა სახლში იპოვა

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გიორგი კაკაბაძე და ხვიჩა კიწმარიშვილი დამნაშავედ სცნო კერძო საკუთრების ხელყოფაში. ამ პირებს გამოძიება სხვადასხვა ნივთთან ერთად, კომპიუტერის ძარცვას ედავებოდა, რომელიც საბოლოოდ დაზარალებულმა გოგონებმა სახლში აღმოაჩინეს. სასამართლო პროცესების პარალელურად დაკავებულების ახლობლებმა პროკურატურასთან არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები შეიჭრნენ სხვის კერძო ბინაში და კომპიუტერი წაიღეს. სასამართლოს წინა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა …

პედაგოგის მიერ ქალის ცემა სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შუქრი ბრუნჯაძის საქმეზე. მას ქალის ცემა და სხვისი ნივთის დაზიანება დაუდასტურდა. შუქრი ბრუნჯაძე ხულოში, სოფელ ძმაგულას სკოლის პედაგოგია. ის ამ არჩევნებზე ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ბლოკიდან კენჭს ხელვაჩაურის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა. საქმის მასალის მიხედვით, შუქრი ბრუნჯაძემ მეზობლებთან დაპირისპირების დროს, საბურავის მოსახსნელი ქანჩით მიაყენა ფიზიკური ტკივილი მეზობლად მცხოვრებ ქალს, ამავდროულად დააზინა სხვისი …

მატარებლის დაჯახებით დაღუპული რკინიგზელის ოჯახი სიცოცხლის დაზღვევის თანხას ვერ იღებს

როსტომ მამულაძეს სამი წლის წინ ბათუმში მატარებელმა გადაუარა. მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, თუმცა როსტომის ოჯახს დაზღვევით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია. სადაზღვევო კომპანიიდან გარდაცვლილის მემკვიდრეებს უთხრეს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როსტომ მამულაძის გარდაცვალება ნამდვილად უბედური შემთხვევა იყო თუ არა. გამოძიება დღემდე გრძელდება. „18 წელი რკინიგზაში მუშაობდა ჩემი ქმარი, მეისრე იყო,“ – გვიყვება დარიკო გაბროშიძე, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის …

დისტრიბუტორს დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედება ბრალი

დისტრიბუტორ ოთარ თ.-ს თანხის მითვისება ედება ბრალად. მას შესაძლოა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდონ, რადგან დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ოთარ თ.-მ 10 ათასს ლარზე მეტი თანხის მითვისება მოახერხა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. “ვაღიარებ, მე გავაკეთე ეს,” – უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე ირაკლი შავაძეს, როცა მან საქმის განხილვის დაწყებამდე …

განახლდა საქმის განხილვა, სადაც პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელახლა დაიწყო იაგო ც.-ს საქმის განხილვა. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა და ტარება ედება ბრალად. გასული წლის ბოლოს ექსპერტიზის დასკვნა დაიდო, რითაც გაირკვა, რომ იარაღზე დარჩენილი თითის ანაბეჭდები იაგოს ნაცვლად, გივი ა.-ს ეკუთვნოდა. გივი ა. პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე.წ. კონფიდენტია. საქმის განხილვა გასული წლის დეკემბერში შეწყდა. დეკემბრამდე იარაღის უკანონო ტარების საქმეს მოსამართლე …

ძარცვის საქმის განხილვა გადაიდო – ბრალდებულები მეოთხე თვეა პატიმრობაში რჩებიან

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 21 ივლისს პორტატული კომპიუტერის ქურდობისთვის დაკავებული გიორგი კაკაბაძისა და ხვიჩა კიწმარიშვილის საქმის განხილვა გადადო. ამის მიზეზი პროკურის შეიცვლა გახდა, რადგან ახალმა პროკურომა  საქმის შესწავლის მიზნით დამატებით ერთი კვირის ვადა ითხოვა. თუმცა, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა – პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, ოთხშაბათამდე დააკმაყოფილა. ბრალდებულები იქამდე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. პატიმრობაში მყოფი გიორგი კაკაბაძის დედა ასმათ  ცენტერაძე, …

პროკურორს სასამართლო დარბაზში თავს დაესხნენ

პროკურორ გიორგი რამიშვილს ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედა სასამართლო დარბაზში დაესხა თავს. ქალმა აგრესია პროკურორის მისამართით მას შემდეგ გამოხატა, როცა მოსამართლე ირაკლი შავაძის გადაწყვეტილება მოისმინა. ხულიგნობაში ბრალდებულ ოთხ პირს დღეს, 19 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასმართლომ თითო წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულთაგან ერთს ორი წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რადგან მას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდა. გიორგი გ. …

„სამართლიანი არჩევნები“ დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმის #79-ე ოლქის #1; #31 და #54 საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას და ხელახალ გადათვლას ითხოვდა. ბათუმის #79 საოლქო კომისიამ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ სასამართლოს მიმართა. „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის მადონა ბერიძის განმარტებით #1 უბანზე, გარდა ოქმში დაფიქსირებული დისბალანსისა, იყო პროცედურული დარღვევები წილისყრასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, ასევე ხმის …

6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში

14 მაისს, დღისით, ბათუმში, 6 მაისის პარკთან ირაკლი აბუსერიძე მოკლეს. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ ჯიპში მას მკვლელმა სამი ტყვია ესროლა და მიიმალა. გარდაცვლილის ქვრივმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ ისიც თვითმხილველია – ის ამ დროს მცირეწლოვან შვილებს პარკში ასეირნებდა. ორი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არჩილ ფ. დააკავეს. ბრალდებული, …

რატომ ამბობენ მამები უარს ალიმენტის გადახდაზე

ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალიმენტის დაკისრების 254 შემთხვევა განიხილა. 119 სარჩელი დაკმაყოფილდა, 52 – მორიგებით დასრულდა, ალიმენტის მიღებაზე უარი ეთქვა და არ დაკმაყოფილდა – 66-ჯერ. ადვოკატებს ალიმენტზე საუბრის დროს, პირველ რიგში, მამების არგუმენტი ახსენდებათ – მათ არ სჯერათ, რომ ალიმენტს დედები შვილებს მოახმარენ. „ამ პროცესში ხშირად ბავშვი სრულიად იგნორირებულია ორივე მშობლისგან,“ – …

მობილური ტელეფონის ძარცვის საქმე ბათუმის სასამართლოში

მოსამართლე დავით მამისეიშვილი 24 წლის გიორგი ა.-ს საქმეს განიხილავს. მას გამოძიება მობილური ტელეფონის ძალადობრივად მისაკუთრებას ედავება. იმის გამო, რომ ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ უკვე იმყოფება, მას სავარაუდოდ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ახალი დანაშაულისთვის. “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” – მოსამართლის შეკითხვას სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა დადებითი პასუხი გასცა. იგი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. მოსამართლემ …

ხულოში, თონეში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაიღუპა

დღეს, 3 ოქტომბერს, ნაშუადღევს დაბა ხულოში თონეში აფეთქების შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 242-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს საწარმოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. „თონე დამწვარი არ არის, რაღაც აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი“-გვეუბნებიან შსს-ს პრესცენტრში. ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ  თონეში მომხდარის შესახებ დეტალებს არ ფლობს: „შემთხვევა …

მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო

დღეს, 29 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც „მარიხუანას მოხმარება არაერთგზის“  სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ სადავო ნორმა არსებითი განხილვის გარეშე შეაფასა ანტიკონსტიტუციურად, რადგან მიიჩნია, რომ ბექა წიქარიშვილის საქმეზე უკვე გამოტანილია იდენტური გადაწყვეტილება. 2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ქიქარიშვილის საქმეზე ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის …

რა მიუთითა პროკურატურას მოსამართლემ – ადვოკატს მტკიცებულების განადგურება არ დაუდასტურდა

ადვოკატი ირაკლი ზაქარიაძე მტკიცებულების განადგურების ნაწილში მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ სცნო. ადვოკატს გამოძიება ნარკოშემოწმების დროს ბიოლოგიური მასალის, შარდის განადგურებას ედავებოდა. ირაკლი ზაქარიაძემ ივნისში აჩვენა “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ მას ნარკოტესტირების ჩაბარების პერიოდში, ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული. ადვოკატის ცემის ფაქტზე გამოძიება დღემდე არ დაწყებულა. გამოძიების დაწყების ნაცვლად, პროკურატურამ საქმე სასამართლოში შეიტანა. …

პოლიციელი, რომელმაც მანქანით ქალი გაიტანა, ისევ საპატრულოში მუშაობს

ბათუმში, გურამიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლის ქვის ღობე ახლაც მონგრეულია. აქ ყველას ახსოვს 26 აგვისტოს საღამო, როცა პოლიციელმა მანქანით 52 წლის ტურისტი ქალი გაიტანა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციის თანამშრომელი ისევ პოლიციაში მუშაობს. „გარეთ გახედვა ვერ მოვასწარი, ისე უცებ ჩამოიქროლა მანქანამ… როცა გამოვედი, მამიდაჩემი მონგრეულ ღობესთან იწვა… აღარ სუნთქავდა. შავი მერსედესით იყო ვიღაც. არც …

როგორ რეაგირებს სახელმწიფო იარაღის უკანონო ტარებაზე

„მირჩევნია აღმოვჩნდე ციხეში, ვიდრე – სასაფლაოზე,“ – ასე ახსნა „ბათუმელებთან“ ჯელალ ქიქავამ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. აჭარაში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა გასულ კვირას საჯაროდ თქვა, რომ შეიარაღებული დადის. ჯელალ ქიქავა არ არის ის პირი, ვისაც კანონმდებლობის მიხედვით იარაღის ტარების უფლება აქვს. „რა რეაქცია აქვს სახელმწიფოს, როცა მოქალაქე ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებს?“ – ამ კითხვაზე შსს-დან გვიპასუხეს: „დაიწყო …

მეგობარ ქალზე ფიზიკური ძალადობის საქმე ბათუმის სასამართლოში

58 წლის გ.გ.-ს გამოძიება „გერლფრენდის“ ცემას ედავება. ოჯახში ძალადობის შემთხვევას მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. „კი, ბატონო, თავს დამნაშავედ ვგრძნობ,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა. ის საქმეში წარმოდგენილ არც ერთ მტიცებულებას სადავოდ არ მიიჩნევს. დაზარალებული ქალის ჩვენების გარდა საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც ქალს სხეულზე, სხვადასხვა ადგილას დაზიანებები აქვს მიღებული. „საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის,“ …

არმაზ ახვლედიანის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის სარჩელი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა 9 სექტემბერს მისი ერთ-ერთი სააგიტაციო ბანერი ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში ჩამოხსნეს. არმაზ ახვლედიანი ბათუმის საკრებულოს მიერ 6 ივლისს მიღებული განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვდა. ამ განკარგულების მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სააგიტაციო მასალის …

უგზო-უკვლოდ დაკარგულები საქართველოში – როგორ გააჩუმეს სამართალდამცველებმა დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახი

2010 წლიდან დღემდე საქართველოში 1264 ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. სტატისტიკა „ბათუმელებს“ შს სამინისტრომ მიაწოდა. დაკარგულებს შორის ერთ-ერთი დარეჯან დიასამიძეა. 17 წლის გოგო ზუსტად სამი წლის წინ გაუჩინარდა. ის ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ცხოვრობდა. დაკარგულის მამა ამბობს, რომ ერთ დღეს ის მეუღლესთან ერთად გამომძიებლებმა კახეთში წაიყვანეს… „გაუჩინარებიდან რამდენიმე თვე იყო გასული, ახალი წელი დგებოდა, მაშინდელმა პროკურორმა სიმონ …

Exit mobile version