მთავარი,სიახლეები

„სამართლიანი არჩევნები“ დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს

18.10.2016
„სამართლიანი არჩევნები“ დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმის #79-ე ოლქის #1; #31 და #54 საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას და ხელახალ გადათვლას ითხოვდა. ბათუმის #79 საოლქო კომისიამ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ სასამართლოს მიმართა.

„სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის მადონა ბერიძის განმარტებით #1 უბანზე, გარდა ოქმში დაფიქსირებული დისბალანსისა, იყო პროცედურული დარღვევები წილისყრასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, ასევე ხმის დათვლის პროცესში.

#31-ე უბნის ოქმს არ ჰქონდა არცერთი კომისიის წევრის ხელმოწერა.

# 54 უბანის ოქმში დაფიქსირდა დისბალანსი – მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა რვით აღემატებოდა არჩევნებში მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ #1 უბანთან დაკავშირებით სარჩელთან ერთად სასამართლოს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებიც წარუდგინა, თუმცა ისინი სასამართლომ არ გაიზიარა.

„სასამართლომ არ გაიზიარა ფაქტობრივი გარემოებები პირველ უბანთან დაკავშირებით, რაც გამყარებული იყო ხმის დათვლის დროს პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, პირველ და 54 -ე უბანზე სამართლიანი არჩევნების სარჩელები არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა 31-ე უბანთან დაკავშირებით საჩივარი, როცა შემაჯამებელ ოქმს არ ქონდა არცერთი კომისიის წევრის ხელმოწერა და ბათუმის საოლქო კომისია დაავალდებულა დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისროს ამ უბნის კომისიას, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.“ – განმარტა მადონა ბერიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: