ადვოკატს ოჯახში ძალადობა ედება ბრალად

მოსამართლე ირაკლი შავაძე ოჯახში ძალადობის შემთხვევას განიხილავს, სადაც ბრალდებული პროფესიით ადვოკატია. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში სცემა ყოფილ მეუღლეს, ვისთანაც საერთო შვილები ჰყავს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული კისრისა და მკლავის არეში. სასამართლომ უკვე მოისმინა ორი პოლიციელის ჩვენება. ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე ქალია, რომელიც ადვოკატის მეზობელია და ოჯახურ კონფლიქტს შეესწრო. „ეს …

შსს: ბათუმში გოგო მე-5 სართულიდან გადმოხტა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, 20 წლის გოგო მეხუთე სართულიდან გადმოხტა. შემთხვევა გუშინ, 15 თებერვალს მოხდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გოგო ცოცხალი გადაიყვანეს „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, თუმცა ის აგონიურ მდგომარეობაში იყო და მალევე გარდაიცვალა. გადმოხტომის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოცდილ მოსამართლეებს გამოსაცდელი ვადით აღარ დანიშნავენ

საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ომარ ჯორბენაძის სარჩელი, რომელიც გამოცდილი მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნას აპროტესტებდა. აქამდე არსებული რეგულაციის მიხედვით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამდე რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე გამოსაცდელი 3-წლიანი ვადით ინიშნებოდა. ომარ ჯორბენაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და უფლებამოსილება 2019 წელს ეწურება. „ათწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მე უნდა მივიღო კონკურსში მონაწილეობა და დავინიშნო სამწლიანი გამოსაცდელი …

სასამართლო საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენს ასაიდუმლოებს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ასმათ გოდერძიშვილის საჩივარი განიხილა. ის სასამართლოს მიერ საქართველოს სახელით გამოტანილი განაჩენის მიღებას ითხოვს. სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს თუ არა მოქალაქის საჩივარს. ასმათ გოდერძიშვილი პატიმრობაში მყოფი გიორგი ოქროპირიძის დედაა. ამბობს, რომ მისი შვილი ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სცემეს და ამაში მონაწილეობდა მინდია მალაყმაძე, რომელიც ამჟამად შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელია. მინდია …

შსს: ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ძებნილი დავაკავეთ

ბათუმის აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ლ.კ. დააკავეს. ის ტაშკენტის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლ.კ. დამნაშავედ არის ცნობილი უზბეკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 97-2, 155-3 159-3, 242-2, 244 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ტერორიზმს, კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას, დივერსიული თავდასხმების განხორციელებას და საბრძოლო მასალის უკანონო ჩამორთმევას გულისხმობს. ამჟამად დაკავებულის მიმართ …

როგორ მიიღებს საგადასახადო ინფორმაციას თქვენი საბანკო ოპერაციების შესახებ

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 14 თებერვალს, დააკმაყოფილა მოქალაქე ლევან ალაფიშვილის სარჩელი და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული რეგულაცია „საქართველოს კონსტიტუციის“ 42-ე მუხლთან მიმართებით. დღემდე არსებული რეგულაციით, კომერციული ბანკი არ იყო ვალდებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ [მათ შორის, შემოსავლები, ფინანსური ტრანზაქციები] მიეწოდებინა ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსთვის სასამართლოს თანხმობის გარეშე. ანუ, თუკი საგადასახადო სამსახური პირის საბანკო მონაცემებით დაინტერესდებოდა, მას …

მოწმე: პოლიციელებმა მაიძულეს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიმეცა

მოწმის სახით დაბარებული გ.მ. სასამართლო დარბაზში აპირებდა შესვლას, როცა პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. გ.მ. „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ პოლიციელებმა იგი აიძულეს ჩვენება არ მიეცა. შემთხვევა გუშინ, 13 თებერვალს მოხდა. გ.მ. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩიძესთან უნდა გამოცხადებულიყო, რომელიც ქურდობის საქმეს განიხილავს. „სასამართლოს შენობასთან რამდენიმე პოლიციელი დაგვხვდა, დედაჩემი მახლდა და ბიძაჩემი. პოლიციელებმა მითხრეს, არ შეხვიდე დარბაზში, თორემ ნარკოტიკს ჩაგიდებთ, …

გამჟღავნდება თუ არა ექსპერტების ვინაობა გრანტების გაცემის დროს

„თუკი ექსპერტმა იცის ჩემი ვინაობის შესახებ, მეც უნდა ვიცოდე, ვინ წყვეტს დაფინანსდეს უნდა თუ არა ჩემი პროექტი“, – ამბობს გიორგი კრავეიშვილი. მის სარჩელს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. სადავოა მთავრობის დადგენილება „ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“. ეს სამართლებრივი აქტი გრანტის გამცემ ორგანიზაციას არ ავალდებულებს საჯარო გახადოს ჟიურის შემადგენლობა. გიორგი კრავეიშვილი მიიჩნევს, …

ქობულეთში ქალის გაუპატიურებაში ნათესავს ადანაშაულებენ

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, დეიდაშვილის შვილმა გააუპატიურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ნათესავმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. პოლიციაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როცა ოჯახის ახლობლებმა 26 წლის მამაკაცს ქალის ცოლად შერთვა კატეგორიულად მოსთხოვეს. “ბათუმელებს” სოფელში უთხრეს, რომ ქალმა არ იცის თვლა, საათის ცნობა და ასე შემდეგ: “რამდენიმე დღის წინ, სახლიდან მოულოდნელად გავიდა და უკან მეორე დღეს დაბრუნდა. …

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2017 წლის 9 თებერვალს საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც მან „IVECO“ – ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით …

11 წლის ბავშვის ჩვენება მამის წინააღმდეგ

11 წლის ბავშვმა ჩვენება მამის წინააღმდეგ მისცა. მამას შვილის ცემაში ედება ბრალი. ოჯახში ძალადობის შემთხვევას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. ამ შემთხვევის შესახებ გასული წლის ნოემბერში „ბათუმელებს“ ბრალდებულის მეუღლე მოუყვა. მაშინ ბავშვის დედა ამბობდა, რომ სკოლაში წაუსვლელობის გამო ბავშვი სასტიკად ნაცემი დახვდა. ბრალდებულს [მამას] დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ მოუსმენია, რა უთხრა მისმა შვილმა მოსამართლე გიორგი …

ბრალდება – დედის თვითმკვლელობამდე მიყვანა

„თავს ნაწილობრივ ვცნობ დამნაშავედ… მეტადონის პროგრამას გავდიოდი, წამლებს ვსვამდი, ძალიან ცუდად ვიყავი. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მე მხოლოდ საკუთარ თავს ვაზიანებდი, მეტი აღარ შემეძლო…“ – დაახლოებით ამ სიტყვებით უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის შეკითხვას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? ბრალდებულს  დედის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად. გასული წლის 21 დეკემბერს ბრალდებულ ი.ა.-ს დედა საკუთარი სახლის მეორე …

შეზღუდვა თამბაქოს გაყიდვაზე – კონსტიტუციურია თუ არა კანონი

„51-ე მეტრში რომ გადავიტანო ჩემი ჯიხური და იქ გავყიდო თამბაქო, რა შეიცვლება?” – კითხვა მოსარჩელე დარეჯან გიგნაძემ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს დაუსვა. პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს სარჩელს, რომლითაც გასაჩივრებულია სამართლებრივი ნორმა, რაც თამბაქოს ნაწარმის გაყიდვას სკოლებთან და ბაღებთან 50 მეტრის რადიუსში კრძალავს. სარჩელის ავტორი ხათუნა ფხალაძეა. მის ინტერესებს სასამართლოში დღეს მისი დედა, დარეჯან გიგნაძე იცავდა. …

2016 წელს პედოფილიისთვის 221 ადამიანი დაისაჯა

221 – ამდენი ადამიანი დაისაჯა გასულ წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, რომელიც დამნაშავეებმა 16 წელს მიუღწეველ პირებთან ჩაიდინეს. საერთო სასამართლოებში მკვეთრად იმატა ამ კუთხით საქმეების რაოდენობამ. მაგალითად, 2015 წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მხოლოდ 103 პირი გასამართლდა. ყველაზე მკვეთრი მატება დაფიქსირდა სისხლის სამართლის კოდექსის 111 -140 მუხლის დარღვევაზე, რაც გულისხმობს ოჯახის წევრთან სქესობრივ კავშირს, ან სექსუალური ხასიათის …

უმაღლესი საბჭოს წევრის საქმეზე სასამართლომ ყველა მოწმე დაკითხა

უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის და ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის საქმის განხილვა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უკვე დაასრულა. მათ ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე გუშინ, საღამოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს. გუშინ ამ გზაზე  ციხისძირიდან ხეების გადატანის …

გვენეტაძის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს პატიმრობის ვადა რვა წლით გაეზარდა

გადაწყვეტილება, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე აწერს ხელს, სასჯელის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებას ითვალისწინებს. რევაზ კარალიძეს, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, მანამდე, პირველი და მეორე ინსტანციისგან შეფარდებული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 11.5 წლამდე გაეზარდა. რევაზ კარალიძესთან ერთად ამავე საქმეში კიდევ ერთი მსჯავრდებულია, მისი ნათესავი – ავთანდილ ცეცხლაძე. მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 3 წლიდან 11 …

რას ედავება „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტლის ყოფილ დირექტორებს პროკურატურა

კომპანია „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტლის ყოფილ დირექტორებს, რომან ხიმშიაშვილსა და რუსუდან ქამადაძეს პროკურატურა მოტყუებით ქონებრივ დაზიანებას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შუახევში მცხოვრები 3800 ადამიანი „ევექსის“ კლინიკაში საკუთარი ინიციატივით დააზღვიეს. მათ ნაწილს დაზღვევაზე თანხმობაც არ ჰქონდა დამოწმებული. 2014 წლიდან დღემდე ამ ფორმით დაზღვევის ხარჯზე ჰოსპიტალმა 155 ათასი ლარი მიიღო. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. …

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ჯემალ დუმბაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს, 26 იანვარს გამოუტანა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ჯემალ დუმბაძე 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეზე არსებითი განხილვა არ შემდგარა. ბრალის აღიარების შემდეგ, პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ჯარიმის გარდა, ჯემალ დუმბაძეს ოთხწლიანი პირობითი სასჯელი დაუწესდა. 2 წლის განმავლობაში ის ვერ იმუშავებს საჯარო დაწესებულებებში, ასევე …

აქცია გენეტიკური ექსპერტიზის მოთხოვნით

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილები გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რაც მათი აზრით, ბრალდებულის, ვაჟა ხ.-ს უდანაშაულობას დაამტკიცებს. ვაჟა ხ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება ბრალი. ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, დღეს მიიღებს. თუკი მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს დაადასტურებს, ვაჟა ხ.-ს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების …

მკვლელობის მცდელობის საქმე

მოსამართლე ირაკლი შავაძე იაკობ ა.-ს საქმეს განიხილავს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გასული წლის 17 ივლისს სოფელ თხილნარის ერთ-ერთ კაფეში ცეკვის დროს გიზო დ. დაჭრა. 18 ივლისს პოლიციელებმა იაკობ ა. დააკავეს. დაცვის მხარე მოუყვა „ბათუმელებს“, რომ 19 ივლისს პოლიციაში თავისით გამოცხადდა სხვა ახალგაზრდა, დაზარალებულის ბიძაშვილის ქმარი, რომელმაც თქვა, რომ დანაშაული მან …

ბათუმში სუპერმარკეტის ბუღალტრის დაყაჩაღების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

მიმდინარე წლის 3 იანვარს ბათუმში „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერი დააყაჩაღეს. აღნიშნულ ფაქტზე, შსს-მ 1980 წელს დაბადებული გ.ა. და ამავე წელს დაბადებული  ს.ყ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 19 იანვარს დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ორი დღის წინ ამავე ფაქტზე და ანალოგიური ბრალდებით, პოლიციამ კიდევ ერთი პიროვნება დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მესამე პირის დაკავება დაგვიდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით: „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე …

ბათუმსა და ქობულეთში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე წლის 3 იანვარს, ხოლო ქობულეთში 15 იანვარს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები გახსნილია. 3 იანვარს, ბათუმში სუპერმარკეტ „იალჩინის“ თანამშრომლები დააყაჩაღეს. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ ორი პიროვნება წუხელ, ყაჩაღობის ბრალდებით, აჭარის რეგიონის გარეთ დააკავა. 15 იანვარს კი, ქობულეთის ცენტრში აფთიაქი დააყაჩაღეს. აღნიშნულ ფაქტზე, ასევე ჩვენი ინფორმაციით, ერთი პიროვნებაა დაკავებული. ბრალდებულთა დაკავების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად „ბათუმელები“ შს …

პატიმარი ქალი მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს

მსჯავრდებული ქალი ნატალია დ. მე-5 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში. პატიმარს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აწუხებს. სარჩელში წერია, რომ საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციის ჩასატარებლად მას  2014 წლის 24 აგვისტოდან 2015 წლის 9 ივნისამდე ალოდინეს. პატიმარი მინისტრის 2014 წლის 10 აპრილს გამოცემულ ბრძანებას ასაჩივრებს, რომელიც მსჯავრდებულების, ასევე ბრალდებულების სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვნას არეგულირებს. …

სასათბურე მეურნეობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ სასამართლოში უჩივის

კომპანია „V&T Agro“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ სასამართლოში უჩივის. უკრაინელი ბიზნესმენების მიერ დაარსებული ეს კომპანია ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში იმ სასათბურე მეურნეობას ფლობს, რომელიც გასული წლის იანვარში, დიდთოვლობის დროს ჩამოინგრა. კომპანია ზარალის 80%-ის ანაზღურებას ითხოვს, რასაც სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. „სათბურის თოვლისგან განადგურების შემდეგ, აპრილში ადგილზე ჩამოვიდნენ ექსპერტები და თქვეს, რომ რამდენიმე დღეში დაიდებოდა დასკვნა. „ალდაგი“ …

ყაჩაღობაში ბრალდებულ “სანტას“ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 26 წლის ჯემალ მ-ს, რომელსაც ყაჩაღობაში ედება ბრალი. აღმკვეთი ღონისძიება ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, 31 დეკემბრის საღამოს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ბრალდებულმა სუპერმარკეტ „იალჩინში“ მდებარე სავალუტო ჯიხურიდან სათამაშო იარაღის მუქარით 8820 ლარი გაიტაცა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე თებერვალში შედგება. პროკურატურა ჯემალ მ.-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც …

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ჯემალ დუმბაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჯემალ დუმბაძემ იგივე სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის სტატუსით დაიწყო მუშაობა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯემალ დუმბაძეს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება. დარღვევები  ამ სამედიცინო დაწესებულებაში გასულ წელს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო …

შსს: ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 1 კი პასუხისგებაში მიეცა

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 4 პირი: 1975 წელს დაბადებული ვ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ს., 1983 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ტ.თ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებული გ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებამ …

ადამიანის უფლებების დარღვევის გახმაურებული შემთხვევები აჭარაში 2016 წელს

ავღანეთში, ISAF -ის სამხედრო მისიის შესრულების დროს გონიოელი რამაზ ბერიძე ნაღმზე აფეთქდა. იმავე დღეს მეორეჯერ მოხვდა ნაღმზე, როცა ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ. რამაზმა ცალ ყურში მთლიანად დაკარგა სმენა, მეორეში – ნაწილობრივ. ავღანეთიდან დაბრუნებულ ოთხი ომის მონაწილეს და ათწლიანი სამხედრო გამოცდილების მქონე ვეტერანს თავდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ისე შეუწყვიტა ხელშეკრულება, რომ კომპენსაციაც არ გადაუხადა. რამაზ ბერიძის …

ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია პაატა დუმბაძე. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. პაატა დუმბაძე ბოლო 8 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებოდა. ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით, მთავარი მტკიცებულება საქმეში სამხარაულის სახელობის ბიოლოგიური ექსპერტიზა აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულის თითის ანაბეჭდები ამოღებულ ნარკოტიკული ნივთიერების …

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გატეხვის საქმე

სწრაფი ჩარიცხვის 6 აპარატის გატეხვას და დაახლოებით 16 ათასი ლარის მიტაცებას პროკურატურა მამუკა თურმანიძესა და გივი თავაძეს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბათუმში, სხვადასხვა ქუჩაზე, ამ პირებმა ძალაყინების საშუალებით აპარატები გატეხეს და თანხა მიიტაცეს. 22 აპრილს, ღამით, პოლიციელებმა მსჯავრდებულები შავშეთის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის გატეხილ აპარატთან ახლოს დააკავეს და ჩხრეკის შედეგად 275 ლარი ამოიღეს. საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა …

მეზობლის ჩვენება ოჯახში ძალადობაზე

„თუ ხშირად გესმოდათ წივილ-კივილის ხმა, მარტო ერთხელ რატომ ჩამოდით დასახმარებლად?“ – ეს კითხვა მოწმეს ბრალდებულმა, მინდია ქ.-მ სასამართლოს გისოსებიანი კუთხიდან დაუსვა. მოწმემ მეზობლის ოჯახში ძალადობის შესახებ მისცა ჩვენება სასამართლოს. მინდია ქ.-ს დედისა და ბებიის ცემა ედება ბრალად. „მომბეზრდა. ყველას მობეზრდა უკვე ამდენი წივილ-კივილის მოსმენა. მეზობლებმა ოჯახის გასახლებაც მოითხოვეს, მაგრამ მერე აღარ მოვაწერეთ ხელი…“ – ასე …

ყაჩაღობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში

დავით თ.-ს ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, მან 4 წლის წინ ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს მისი სახლის სადარბაზოში ჩანთა წაართვა.  გამოძიებამ ყაჩაღობის საქმე გახსნილად რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა და დავით თ.-ს წაუყენა ბრალი. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. სასამართლომ სუპერკამრკეტის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის ჩვენება მოისმინა, რომლის თქმით, დაზარალებული თამარ ე. ნამდვილად სუპერმარკეტში მუშაობდა და იმ დღეს …

მანქანის გატაცების საქმე ბათუმის სასამართლოში

ავტომანქანის ქურდობას გამოძიება ნუკრი ფ.-ს ედავება. საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. დღეს, 21 დეკემბერს მოსამართლემ იმ გამომძიებლის ჩვენება მოისმინა, ვინც ბრალდებული გაჩხრიკა და დააკავა. ავტომანქანის გატაცების შემთხვევა ბათუმში მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. გამოძიების ვერსიით, პოლიციამ მანქანის მძღოლი გატაცებიდან რამდენიმე წუთში, სვიშევკის ქუჩაზე დააკავა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისი მტკიცებით, ავტომანქანა მეგობარმა ათხოვა, ვის დედასაც …

მოქალაქემ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო

საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა ჯაბა აბულაძემ მოუგო. მისი სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა. ჯაბა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ჯარიმის, 250 ლარის შეფარდებას აპროტესტებდა. ადმინისტრაციული დავის მთავარი საგანი ვადები იყო – შემთხვევა 2015 წლის 9 სექტემბერს მოხდა, ჯაბა აბულაძე კი, 2016 წლის  აგვისტოში დააჯარიმეს. სასამართლო პროცესზე ადვოკატი, მალხაზ აბულაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლზე მიუთითებდა, …

შსს: ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულზე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ტ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა ა.ტ. მის დროებით საცხოვრებელ ბინაში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქეს 199 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ 2400 ლარად მიჰყიდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 10 აბი „ექსტაზი“ და 3 აბი „მდმა“ ამოიღო. ასევე, …

8,5 წლით გახანგრძლივებული პატიმრობა – სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

„გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 20 დეკემბერს დაიწყო. გიორგი ქართველიშვილი 1998 წლიდან პატიმარია. 2012 წელს გათავისუფლებამდე ორი კვირა ჰქონდა დარჩენილი, როცა სასჯელი რვანახევარი წლით გაუზარდეს – გიორგის ციხის ადმინისტრაციისთვის საქმიანობის ხელის შეშლა დაუდასტურა სასამართლომ. „ვასაჩივრებთ სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მეოთხე ნაწილს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული …

Exit mobile version