მოქალაქე: წუხელ, სავარაუდოდ, სამი ოჯახი გაგვქურდეს

როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახიდან აცნობეს, წუხელ, 23 მარტს, ბათუმში, გოდერძი ჩოხელის ჩიხში, სავარაუდოდ სამი ოჯახი გაქურდეს. სახლის გაქურდვის ფაქტი ასევე დაფიქსირდა ჭავჭავაძის ქუჩაზე. „ჩვენი სახლიდან წაღებულია კომპიუტერები და სხვა აპარატურა. თანხაც. ხალხი გარეთაა და ამბობენ, რომ მეზობლებთანაც იგივე მდგომარეობაა. მგონი სამ სახლში მაინც არის ქურდი შესული. პოლიცია გამოვიძახეთ. ალბათ გაარკვევენ ზუსტად რამდენი სახლია გაქურდული“, – …

გაუქმდება თუ არა პატიმრობა კანაფის მოყვანისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 22 მარტს, დაასრულა არსებითი განხილვა მორიგ სარჩელზე, რომელიც მარიხუანას ეხება. სასამართლო მსჯელობის საგანი ამჯერად კანაფის უკანონოდ დათესვისთვის, მოყვანისა და კულტივაციისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა. მოსარჩელეები არიან: ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა …

ადამიანი, ვის გამოც 11 მარტის ბათუმის აქცია დაიწყო, სასამართლომ გაამართლა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ. ეს პირები 11 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დააჯარიმეს და შემდეგ დააკავეს პატრულის თანამშრომლებმა. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები ბათუმში. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიიჩნია, რომ რამაზ ხიმშიაშვილს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ხოლო ჯიმი ვარშანიძე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ჯარიმა – 100 ლარი დააკისრა. ჯიმის …

11 მარტის აქციაზე დაკავებულმა პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა

გიგა ჩხაიძეა ერთ-ერთი მათ შორის, ვინც 12 მარტის დილით პოლიციელებმა დააკავეს. ის დღეს, 22 მარტს სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩანაწერით მოვიდა და პოლიციელი ბესიკ ვაშაკიძე ტყუილში გამოიჭირა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გიგა ჩხაიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება მაშინვე შეწყვიტა, როცა ვიდეო საკუთარი თვალით ნახა. პოლიციელმა ბესიკ ვაშაკიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ გიგა ფეხით გადაადგილდებოდა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე 12 მარტის დილას, ილანძღებოდა …

აჭარის მთავრობის კიდევ ერთი წაგებული პროცესი უკანონოდ გათავისუფლებული ქალის წინააღმდეგ

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოს დაცვის სამმართველომ კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც 2014 წელს უკანონოდ გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც სამმართველო სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი განაცდურის ნაწილის უკან დაბრუნებას ითხოვდა. საუბარია 2014 წელს მომხდარ ინციდენტზე, როცა გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ფეხმძიმე …

ორი პოლიციელის ურთიერთსაპირისპირო ჩვენება – 11 მარტს პლაზასთან დაკავებულების საქმე

ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. ეს პირები საპატრულო პოლიციამ 11 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დააჯარიმა, ხოლო შემდეგ დააკავა. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქცია ბათუმში. თავდაპირველად, 11 მარტს, საღამოს 5 საათზე, პატრულმა რამაზ ხიმშიაშვილი დააჯარიმა 50 ლარით, რადგან მას პლაზასთან მდებარე ლომბარდთან, აკრძალულ ადგილზე ჰქონდა მანქანა დატოვებული. პატრულ-ინსპექტორმა, გია ხალვაშმა …

სამი ახალი დაჯარიმებული 11 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 11 მარტის ბათუმის აქციის სამ მონაწილეს ადმინისტრაციული წესით ჯარიმა შეუფარდა. მანუჩარ მამულაძემ, ზაზა ბოლქვაძემ და გიორგი წოწორიამ სამართალდარღვევის ჩადენა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს. სამივეს მიმართ პოლიციელებმა ერთი და იგივე თქვეს, რომ დაკავებულები ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. სამივე მათგანი პოლიციელებმა 12 მარტს, დილით დააკავეს, მოგვიანებით კი, სასამართლო სხდომამდე, ხელწერილით გაათავისუფლეს. “დაკავების დროს …

სავარაუდო კანონიერი ქურდი skype-ის ჩანაწერით გამოავლინეს

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. რუსლან ჩ. წინასწარ პატიმრობაშია გასული წლის აგვისტოდან. მეორე ბრალდებული – კაკო ტ. იძებნება. ბრალის წაყენებამდე მასთან საუბარი სკაიპით ერთ-ერთმა დაზარალებულმა სასამართლოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე ჩაწერა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ ბათუმში მცხოვრები ჯემალ ა.-ს და დავით ა.-სგან. მათი ჩვენებები უკვე მოისმინა მოსამართლე დავით …

სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმის აქციაზე დაკავებულ სამ პირზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციაზე დაკავებული სამი პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. სამივე შემთხვევა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. სამივეს წინააღმდეგ ერთი და იგივე ტექსტი პოლიციელმა თენგიზ ქობულაძემ წაიკითხა: „აქციის დაშლის დროს ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს…“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა: გურამ კიწმარიშვილმა, კონსტანტინე კვასკვაძემ და მამუკა მორთულაძემ უარყვეს აქციაზე ყოფნა. მოწმეებად ოჯახის წევრები გამოვიდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი …

11 მარტის საქმეზე მოქალაქეები სასამართლო დარბაზიდან სპეცრაზმის დახმარებით გაიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა  11 მარტის აქციის მონაწილეების – 9 პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდება. მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. დღეს არსებული მონაცემებით, 11 მარტის საქმეზე ამ დროისთვის 95 ადამიანს ელის გასამართლება სხვადასხვა მუხლით. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაკავების სერია აღარ გაგრძელდება. დაკავებულების ახლობლები ახლაც სასამართლოს შენობის წინ დგანან. …

9 ახალი ბრალდებული „ბათუმის აქციის საქმეზე” – რეპორტაჟი სასამართლოს დარბაზიდან

დღეს, 19 მარტს, ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლო “ბათუმის აქციის საქმეზე” 9 ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. მათ მასობრივ არეულობაში, ასევე პოლიციელებისთვის და საჯარო უწყებებისადმი თავდასხმა ედებათ ბრალად. “გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მინიმალური სასჯელი იქნება 4 წელი, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის, მერაბ მურმანიძის შემთხვევაში – 7 წელი. მას კონკრეტულ პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად,”- მიმართა ბრალდებულებს მოსამართლე …

ბათუმში, მასობრივ არეულობაში ბრალდებულ 17 წლის არასრულწლოვანს სკოლაში არასდროს უვლია

11 მარტის ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელების მიმართ თავდასხმის საქმეში კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა დახურულ სხდომაზე, ახლახანს დასრულდა. სხდომას ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი უძღვებოდა. ერთ-ერთი არასრუწლოვანი ბრალდებული 16 წელს მიუღწეველია. ის სასამართლომ 3 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვანი 17 წლისაა. ის გუშინ დააკავეს სამართადამცველებმა. …

ბათუმის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდება – სასამართლომ განხილვა დაიწყო

მოსამართლე დავით მამისეიშვილი ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელებისადმი თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 5 პირის საქმეს განიხილავს. დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდებათ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, თუ გირაოთი გაათავისუფლებენ. ბრალდებულებს კახა მახარაძეს, გენადი მალაყმაძეს, მინდია ბერიძეს, გიორგი ბერიძეს და ლაშა დეკანაძეს მოსამართლემ განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდებათ, …

მძღოლი გამოძახებით და პატრულის მიერ 700 ლარით დაჯარიმებული მომხმარებელი

ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩარიტა ჟღენტის სარჩელს განიხილავს. ჩარიტა სასამართლოში საპატრულო პოლიციას უჩივის. მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ დააჯარიმეს. რამდენიმე თვის წინ ჩარიტა დაბადების დღეზე ყოფილა და ერთ-ერთი ტაქსისთვის დაურეკავს, სადაც ე.წ. „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურება აქვთ. ჩარიტა ნასვამი იყო და მძღოლი გამოიძახა, საკუთარი მანქანით შინ უსაფრთხოდ რომ დაბრუნებულიყო. „რესტორან „რივიერაში“ ვიყავი გასული წლის 28 ნოემბრის საღამოს, რამდენიმე …

ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 16 მარტს, 6 პირი დააკავა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში, ციალა ქათამიძე ამბობს, რომ მან წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულები უკვე მოინახულა. მათ შორის  არის ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. აქამდე სამართალდამცავ …

მოქალაქე პატრულს სასამართლოში უჩივის

მოქალაქე, ვინც პატრულს სასამართლოში უჩივლა, დავით ოქროპილაშვილია. ის ამერიკის მოქალაქეა. ბათუმის კარიბჭესთან, გასული წლის ზაფხულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვდვის გამო იგი პატრულმა 250 ლარით დააჯარიმა. საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს. “ჩვენ წარმოვადგინეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს იმას, რომ ავარია დავით ოქროპილაშვილის მიზეზით არ მომხდარა”, – უთხრა მოსამართლეს ტოგო ჭელიძემ. ის სასამართლოში დავით ოქროპილაშვილის ინტერესებს იცავს. …

11 მარტის აქციის მონაწილის საქმე მტკიცებულებების გარეშე

ბათუმში, 11 მარტის აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ნარიმან ლომინაძის საქმის განხილვა ახლახან დაასრულა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ დაუდგინა. ნარიმან ლომინაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. გუშინ მან მოსამართლეს მოუყვა, რომ ეკომიგრანტია და 12 მარტს დილით შუახევში, სოფელ ჭვანაში მიდიოდა, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობენ. მისი თქმით, პოლიციელებმა მანქანიდან გადმოიყანეს …

ბებია შვილიშვილს სახლის საკუთარ წილს სასამართლოში ედავება

ქობულეთში ერთ-ერთ ქუჩაზე მცხოვრები ხანდაზმული ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. მოხუცს, როგორც თავად ამბობს, შვილიშვილი უყვირის და უცენზურო სიტყვებით მიმართავს, ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ავრცელებს. საქმე ის არის, რომ 79 წლის ქალსა და მის შვილიშვილს შორის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც სახლის ერთპიროვნული მესაკუთრე შვილიშვილი გახდა. როგორც ასოციაციის იურისტი მარინე ჟღენტი ამბობს, მოხუცს შვილიშვილისთვის …

აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული სამი პირის – გიორგი ბადრიშვილის, გურამ ჩიკვაიძისა და ირაკლი ჯიბლაძის საქმეს განიხილავს. 12 მარტს, დილით, პირველად სწორედ მათი საქმეები წარმოადგინა პროკურატურამ სასამართლოში. საქმის განხილვა მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით დღეისთვის, 14 მარტისთვის გადაიდო. განხილვა დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო, რადგან სამივე დაკავებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას უარყოფს. პოლიციელებმა …

აქციის მონაწილე: სოფლიდან ორგანიზებულად, სკოლის მარშრუტკით წამოვედით

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ბათუმში აქციაზე დაკავებულების საქმეების განხილვას განაგრძობს. ზაზა ქოქოლაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა. „ღამით დამირეკეს, ქალაქში ამბავიაო, ჩემი ნათესავებიც აქციაზე იყვნენ. ღამის ორ საათზე წამოვედით ერთად, 10 კაცი ვიყავით, სოფლის სკოლის მარშრუტკით ჩამოვედით, დილის 5 იქნებოდა“, – უთხრა მოსამართლეს ბათუმის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაზა ქოქოლაძემ. მან სასამართლოს დაუდასტურა ისიც, რომ პოლიციელები …

აქციის შემდეგ 65 პირი დააკავეს – სახალხო დამცველის მონაცემები

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ბათუმში საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული მოქალაქეების მონახულებას განაგრძობენ. მათი მონაცემებით, დაკავებული იყო 65 ადამიანი და არა 40, რაზეც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია. „სამი პირი დაკავების დროს ძალადობის გამოყენების შესახებ საუბრობს. მათ შესახებ ჩანაწერებს პოლიციის განყოფილებაში შეყვანის, ან გაწერის დროს არ გავცნობივართ. მონიტორინგი ამ კუთხით გრძელდება,“- გვითხრა ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს …

ბიზნესმენების სარჩელი პარლამენტის და ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ

“ნახეთ, აბა, ბოთლებზე,თქვენს მაგიდაზე რაც დევს, აღმოაჩენთ თუ არა მარკირების ნიშანს,”- მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მოსარჩელე კომპანიების ინტერესების დამცველმა. სასამართლო განიხილავს არის თუ არა არააქციზური პროდუქტისთვის მარკირების გადასახადის დაწესება კონსტიტუციური. კომპანიები: “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი”, “წყალი მარგებელი” და “კასტელ ჯორჯია” საგადასახადო კოდექსის, ასევე ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიხედვით დადგენილ “სავალდებულო მარკირებას” აპროტესტებენ. …

ჯარიმა და გაფრთხილება ბათუმის აქციის კიდევ ორ მონაწილეს

ბათუმის აქციაზე 12 მარტს დაკავებული 3 პირის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია. მას დახურულ სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გაფრთხილება მისცა. ამავე მოსამართლემ დღეს ავთანდილ როინიძისა და ზურაბ ნოღაიდელის საქმე განიხილა. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეულებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობენ და ორივე მათგანი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაში მუშაობს. მოსამართლის კითხვას: რას …

ბათუმის აქციის კიდევ შვიდ მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 12 მარტს, 16 პირის საქმე შევიდა, ვისაც ადმინისტრაციული წესით ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. საუბარია საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულებზე. სასამართლომ 7 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა 5-5 დღით შეუფარდა. დაკავებულებიდან 6 შემთხვევას მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი 20 მარტს განიხილავს. დღეს მოსამართლემ ისინი სასამართლო დარბაზში, წინასწარი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამავე მოსამართლემ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან საერთოდ …

ბათუმის აქციაზე დაკავებულების გასამართლება

საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულებიდან 16-ის საქმე დღეს, 12 მარტს განიხილება ბათუმის საქალაქი სასამართლოში. ამ დროისთვის ოთხ ადამიანის: თემურ ლობჟანიას, არჩილ აბაშიძეს, ზაზა თედორაძესა და ლაშა დეკანაძის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. მათ 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა სალიხ შაინიძემ და გოჩა ფუტკარაძემ მიიღეს. დაკავებულებიდან ორი არასრულწლივანი იყო. ისინი მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. …

მეზღვაურთა დასაქმება – თაღლითობის საქმე ბრალდებულის გარეშე

თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, პროკურატურა ავთანდილ ა.-ს ედავება. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი ბრალდებულის გარეშე განიხილავს. ბრალდებული მესამე წელია იძებნება. საქმის მასალების მიხედვით, ავთანდილ ა.-ს მეზღვაურთა დასაქმების ოფისი ბათუმში ჰქონდა გახსნილი. სასამართლომ უკვე მოისმინა 10-მდე დაზარალებულის ჩვენება. მათი თქმით, ბრალდებული თითოეულ მათგანს 1200-დან 1500 დოლარამდე ახდევინებდა კონკრეტულ გემზე დასაქმების პირობით. საქმეშია ასევე ხელშეკრულებები, რომელსაც ბრალდებული მეზღვაურებს …

ახალი სასამართლო დავა ვაჟა-ფშაველას 13-ზე – „ძეგლიც აშენდება და კორპუსიც“

გამოძიებას 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე არაფერი დაუდგენია ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საქმეზე. ამასობაში „სლავა 2015“-მა სასამართლო დავა თავად დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ. უკანონოდ დანგრეული ისტორიული სახლის ადგილზე, ვაჟა-ფშაველას 13-ში, კომპანია „სლავა 2015“ კორპუსის აშენებას ისევ გეგმავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კომპანია „სლავა 2015“ იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც 2015 წელს კომპანიას უარი უთხრა მშენებლობაზე აჭარის …

გონიოელთა სასამართლო დავა მიწებზე

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ოთხი გონიოელის სარჩელს განიხილავს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ. მოსარჩელეები სექტემბერში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც გონიოელების ნაწილს საკუთრების აღიარებაზე უარი უთხრეს. საუბარია გონიოში 2008 წელს 271 ოჯახისთვის მიწების მასობრივად ჯერ გადაცემასა და რამდენიმე თვეში ჩამორთმევაზე. ბათუმის საკრებულოს მიწის კომისიამ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ბათილად მიიჩნია გასული წლის …

შეიცვლება თუ არა ქონების დაყადაღების წესები

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ სასამართლოს შეუძლია ბრალდებულის, ან მასთან დაკავშირებული პირების ქონება დააყადაღოს, მათ შორის, საბანკო ანგარიშები. არის თუ არა ეს წესი კონსტიტუციური? – საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. სარჩელის ავტორი შპს „იუ-სი-ჯი გრინ ფაუერია“, რომლის უძრავი ქობებაც ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით დააყადაღეს და მისი სარგებლობის უფლება მესაკუთრეს შეუზღუდეს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ნორმა ბრალდებულთან დაკავშირებული …

ყოფილი საჯარო მოხელეები ხელვაჩაურში მიწის გადაცემის საქმეში გაამართლეს

გამამართლებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი 6 წევრის, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ გამოიტანა. ისინი საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მუშაობდნენ და დაახლოებით 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კომპანია „სთარს“ 2008 წელს გადასცეს. მიწის გადაცემიდან 6 წლის შემდეგ, 2014 წელს, პროკურატურამ ყოფილ საჯარო მოხელეებს ბრალი წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, ხელვაჩაურის საკუთრების უფლების …

ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერის ჯგუფურად ცემის საქმე

ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას პროკურატურა სამ პირს ედავება. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამივეს 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. მთავარი მოწმე ბათუმში მდებარე ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერია, რომელსაც ჩვენება გამოძიებისთვის არ მიუცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და საუბარი უჭირს. მენეჯერი აზერბაიჯანის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებს თავდაპირველად შელაპარაკება ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორთან …

მოწმე: პოლიციელებმა ძალით მომაწერინეს ხელი ჩვენებაზე

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღეს იმ მოწმის ჩვენება მოისმინა, რომელიც 13 თებერვალს უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში. 13 თებერვალს მოწმე გ.მ.-მ თქვა, რომ მას პოლიციელებმა სასამართლო დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს და იძულებით წაიყვანეს ნარკოლოგიური ტესტის ჩასაბარებლად. 14 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს,  რომ უწყების გენერალურმა ინსპექციამ ამ საქმეზე მოკვლევა დაიწო. მოწმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდობის საქმეზე …

სასჯელი ბებიასა და დედის ცემისთვის

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაასრულა მინდია ქ.-ს საქმის განხილვა. მას საკუთარი დედასა და ბებიაზე ფიზიკურ ძალადობაში, ასევე საბრძოლო მასალების უკანონო შენახვაში ედებოდა ბრალი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იარაღის ტარების ნაწილში მინდია ქ. უდანაშაულოდ ცნო. არაერთხელ ოჯახში ძალადობისთვის კი, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბრალდებული მე-9 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. შესაბამისად, მას მხოლოდ სამი თვე მოუწევს ციხეში ყოფნა. …

ყაჩაღობაში ბრალდებული „სანტას“ გასამართლება

„თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან“, – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა ჯ.მ.-მ კითხვაზე: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. ბრალდებულს ედავებიან იმას, რომ ის სანტას ფორმაში გამოეწყო და ახალი წლის ღამეს, ფიროსმანის ქუჩაზე, მარკეტ „იალჩინში“ სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა. „შემოსულია საქმე 394 ფურცელზე“, – თქვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. მან დღეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა. საქმეზე 26 მოწმე დაიკითხება. მთავარი …

მერია სასამართლოში „დარ ბილდინგის“ დაჯარიმებას ამ თვეში მეორედ ითხოვს

ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ დაიწყო სასამართლო სხდომა საქმეზე, სადაც მერია კომპანია „დარ ბილდინგის“ დაჯარიმებას ითხოვს. კომპანია ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა. მერიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომპანიის წინააღმდეგ ერთ-ერთი გარე რეკლამის გამო შეადგინა, რომელიც „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. ბათუმის მერია კომპანია „დარ ბილდინგის“ დაჯარიმებას ითხოვს ჯამში 10 ათასი ლარით უნებართვო დემონტაჟის გამოც. საუბარია ბარათაშვილის 24-ში უნებართვოდ დანგრეულ …

ძალადობისთვის გასამართლებულმა ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, ხელახლა სცემა

ცოლზე ძალადობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ი. შ.-ს ედება ბრალად. ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება – დაახლოებით სამი თვის წინ მან ცოლზე ფიზიკური ძალადობა აღიარა და საპროცესი შეთანხმება გაუფორმდა. პროკურატურასთან გარიგებას ბრალდებულმა შესაძლოა ხელახლა მიაღწიოს. ამის გამო მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინამოსამზადებელი სხდომა მარტის ბოლომდე გადადო. „ცოტა რომ დავაჩქაროთ, არ შეიძლება?“ – მიმართა პროკურორ გიორგი რამიშვილს ბრალდებულმა. …

Exit mobile version