22 წლის ახალგაზრდას მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი

22 წლის გიორგი ს.-ს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის მაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბრალდებულმა ჯერ სცემა, ხოლო შემდეგ დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა ასევე 22 წლის ახალგაზრდას. დაზარალებულად ცნობილი ნიკა ბ. საავადმყოფოში მოხვდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ჯანმრთელია. ბრალდებული და დაზარალებული კლასელები იყვნენ. ორივე მათგანი ბათუმში, …

სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების საქმე ბათუმის სასამართლოში

სამსახურებრივ სიყალბესა და ქრთამის აღებაში ბრალი სოლომონ კონცელიძეს ედება. ის აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი უფროსია. სამოხელეო დანაშაულის საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. “არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება. დაცვის მხარე მოითხოვს პირობით მსჯავრს, ეს არ გამოვა,” – უპასუხა პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოსამართლეს, როცა ის მოლაპარაკების შედეგით დაინტერესდა. ადვოკატმა გურამ ნაკაშიძემ მოსამართლეს კიდევ ერთხელ სთხოვა …

საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან

დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის პროკურატურასთან წინასწარ პატიმრობაში მყოფი მინდია ოჯახიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მინდია ოჯახიშვილი 6 სექტემბერს ღამით დააკავა პოლიციამ, მაგრამ დროებითი მოთავსების იზოლატორმა ღამით მის მიღებაზე უარი თქვა –  დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. საავადმყოფოდან იზოლატორში მოთავსებულმა ოჯახიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში, ციალა ქათამიძეს უთხრა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს და იძულებით …

5 რელიგიური ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელი

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. სარჩელის მოთხოვნა კანონში „სახელმწიფო ქონების შესახებ“ იმ ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება საკუთრებაში ვერ გადაეცემა ვერც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა. „სახელმწიფოს არ სურს, ხელიდან გაუშვას რელიგიური ორგანიზაციების მართვის ბერკეტები, – მიიჩნევს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე. ის ერთ-ერთია, ვინც საკონსტიტუციო …

იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებულის საქმე

იარაღის უკანონო შენახვა-ტარების საქმეზე დაკავებული მინდია ოჯახიშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ის გუშინ, 6 სექტემბერს, ღამით, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებულს უკვე შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში. იზოლატორიდან გამოსული სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამოძიების დროულად დაწყებას ითხოვს იმის გასარკვევად, გადაამატეს თუ არა სამსახურებრივ უფლებამოსილებას პოლიციელებმა. “მოქალაქე აცხადებს, რომ მას დაკავების დროს …

„თოვლში, ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ…“

ბათუმის სასამართლო ოჯახში ძალადობის საქმეს განიხილავს „იმ დღეს როცა მივედით სახლში, შუქი დაგვხვდა გათიშული. დედამ მამას დაუძახა, ჩაგვირთე სინათლე, რა დავაშავეთო… ამის გამო დაიწყო ჩხუბი. მამამ თმაში წაავლო ხელი დედაჩემს და თოვლში გააგდო… მე ორი წლის ბავშვი მეჭირა ხელში. მეც მიმკრა ხელი მამაჩემმა. მერე ეზოში გაგრძელდა ჩხუბი… ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ მამა, მამიდა, …

“კაბელების საქმის” და უგულავას სარჩელის განხილვა არ შედგა

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, პირველ სექტემბერს დანიშნული არსებითი განხილვა ე.წ. “კაბელების საქმეზე” და გიორგი უგულავას სარჩელზე, არ შედგა. განხილვა დღის სამი საათისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ მხარეებს სასამართლოს ადმინისტრაციამ აცნობა, რომ განხილვა არ შედგებოდა. სასამართლოს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია. დღევანდელ სხდომაზე მხარეებს დასკვნითი სიტყვები უნდა ეთქვათ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს, ე.წ. “კაბელების საქმეს”, საკონსტიტუციო სასამართლო …

დისკრიმინაციის ფაქტი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში

ხელვაჩაურის სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი ა(ა)იპ “ხულოს ბაღების გაერთიანებაში” დაადასტურა. გაერთიანების წინააღმდეგ სარჩელი მაია გელაძეს ჰქონდა შეტანილი. მისი თქმით, უარი ერთ-ერთ ბაღში დასაქმებაზე კონკურსის დროს „კარგი სოციალური მდგომარეობის” გამო უთხრეს. სასამართლო მორიგებით დასრულდა – ხულოს ბაღების გაერთიანებამ აღიარა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას ქონებრივი ნიშნით. მაია გელაძის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა. „დადებით …

ყოფილი იურისტი და ფინანსური დირექტორი ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ

რამდენიმე თვის წინ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ განაცდური 70 ათასი ლარი ჩაურიცხა ექიმ დავით მურვანიძეს – საავადმყოფოდან ექიმის უკანონო გათავისუფლება სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა. ამავე საავადმყოფომ ჯარიმის 206 231 ლარის ნახევარი უკვე გადაიხადა იმ დარღვევებისთვის, რაც ინფექციურში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ შემოწმების შედეგად დააფიქსირა. დღემდე სახელმწიფო შპს “ბათუმის ინფექციური, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალურ ცენტრში” მართვის რგოლიდან …

ფარულად გადაღებული სექსის კადრები გოგოს თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი გახდა

სექსუალური ხასიათის მასალის ხელყოფის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ მამაკაცს უკვე დაუსვა კითხვა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? ბრალდებული გურამ მ. პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. მას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების ხელყოფის გარდა პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან. გამოძიების ვერსიის მიხედვით, ბრალდებულმა ჩუმად გადაიღო სალომე დ.-ს ინტიმური …

მეორე მოწმე, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში დაკითხა

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დახურულ სხდომაზე მეორე მოწმე დაიკითხა. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც კონკრეტულ პირებს გამოძალვას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას ედავებიან. პირველი მოწმე თაღლითობის საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიმდინარე წლის აპრილში დაკითხა. ახალი წესის მიხედვით, რომელიც 20 თებერვლიდან მოქმედებს, მოწმის თანხმობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოს აღარ აქვს უფლება დაკითხოს მოწმე. …

“დღეს თუ ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ”

“მე და ჩემი მარწმუნებლები ერთი ხატის წინ ვლოცულობთ. ჩვენ, მთლიანად მრევლს, გვაქვს ერთიანი მოსაზრება, რომ თუ ვინმეს მედრესეს აგება უნდა, ააშენოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გიულენის ფულით და ეს უნდა მოხდეს ქართული ტრადიციების გათვალისწინებით… თუ დღეს ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ იქ,” – ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა როსტომ გუნთაიშვილმა მოსამართლე …

ბათუმის სასამართლომ დღეს 7 აფთიაქი დააჯარიმა

დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ, მხოლოდ ფარმაცევტული საქმიანობის დარღვევების შემთხვევები განიხილა. სასამართლომ 7 აფთიაქის ხელმძღვანელობა სამართალდამრღვევად მიიჩნია და შვიდივე 500-500 ლარით დააჯარიმა. „მართალია, მედიკამენტებს ურეცეპტოდ გავცემდი, მაგრამ ეს იყო გამოწვეული მოქალაქეების დაჟინებული თხოვნით. ლამის ხელის დარტყმაზე მისულა საქმე, ოღონდ ერთი ტაბლეტი მომეციო. მირჩევნია ჯარიმა გადავიხადო ომობანას თამაშს,” – მიმართა მოსამართლეს ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის …

ნარკოტიკების შეფუთვაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურის წინააღმდეგ

27 წლის კობა კვირიკაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. კვირიკაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, თუმცა ნარკოტიკის შეფუთვაზე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, მას პოლიციელებმა ამოუღეს, ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. „რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, თქვენც ისევე, როგორც ბევრ სხვას, ალბათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მოგისჯიდით. ასეთ შემთხვევებში პოლიციელების ჩვენება და …

ბრალდებულის საქმე, რომელიც ბადრაგირების დროს პოლიციას გაექცა

მოსამართლე დავით მამისეიშვილი ლერი შ.-ს საქმეს განიხილავს. მას ცემისა და მკვლელობის მცდელობის გარდა, სამართალდამცველებისგან გაქცევას ედავებიან. ბრალდებული მიმდინარე წლის 20 ივნისს ბადრაგირების დროს, მელიქიშვილის ქუჩაზე მანქანიდან გადმოხტა და მიიმალა.  “პოლიციის მეორე განყოფილების პოლიციელებმა სასტიკად მცემეს, ამიტომ გავიქეცი,“ – უთხრა დღეს მოსამართლეს ბრალდებულმა. მან ასე თქვა, რომ გაქცევას და ცემას აღიარებს, მკვლელობის მცდელობას – არა. გამოძიების …

რა გადაწყვიტა სასამართლომ “გოგოს მოტაცების საქმეზე”

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ოთხ ახალგაზრდას „გოგოს მოტაცების საქმეზე“. განაჩენი გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. საქმე ეხება ქობულეთში გასული წლის ნოემბერში მომხდარ შემთხვევას, რომლის შემდეგადაც დაზარალებულმა სასამართლოს მოუყვა, თუ როგორ გაიტაცა ის ოზურგეთში იარაღის მუქარით ბიჭმა, ვისაც მასთან დაოჯახება სურდა. საქმის მასალების მიხედვით, გატაცებულმა თავის დასთან მოახერხა სატელეფონო შეტყობინების გაგზავნა და ამ გზით დაუკავშირდა პოლიციას. სამართალდამცველებმა იმავე …

როცა მართლმსაჯულება წლობით იგვიანებს – დაუსრულებელი საქმეების ქრონიკა

16 აგვისტოს ზუსტად 8 წელი სრულდება სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობიდან. აგვისტოს ომის მონაწილე ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს ოფიციალურად ნარკოტიკების შენახვა-რეალიზებისთვის. ოფიციალური ვერსიით, როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის დროს მოხდა. 8 წლის წინ დაწყებული გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. შეიცვალა ის, რომ საქმე აჭარის პროკურატურიდან თბილისში გადააგზავნეს. საქმის ზედამხედველი პროკურორი, გიორგი გრატიაშვილი კი მოსამართლე გახდა. სასამართლოში არაერთია …

სასამართლომ საიას სარჩელი უსკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. საჩივრის მიზეზი საიას განცხადება იყო, რომელიც უსკომ განუხილველი დატოვა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ უსკო არის იმ კომპეტენციის ორგანო, რომელმაც სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციის შემთხვევები უნდა განიხილოს. სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციად საიამ 31 ივლისის შემთხვევა მიიჩნია, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე ყოფილმა …

ასლან აბაშიძეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

“ასლან აბაშიძის საქმის” განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას და კიდევ ხუთ მაღალჩინოსანს სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლის დარღვევაში ჰქონდათ ბრალი წაყენებული. ასლან აბაშიძეს ბრალად ედებოდა ნოდარ იმნაძის მკვლელობაც. ამ ნაწილში მოსამართლემ პროკურატურის კვალიფიკაცია შეცვალა და ასლან აბაშიძეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების …

როგორ აარიდა თავი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას „საქართველოს ფოსტამ“

„საქართველოს ფოსტას“ სასამართლოში საქმე ბათუმიდან ათმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო. ათივე მათგანმა ხელახლა უჩივლა ფოსტას. ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ, „საქართველოს ფოსტამ“ ბათუმის ნაცვლად აჭარის და გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღადგინა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „საქართველოს ფოსტამ“ ამ გზით აარიდა თავი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და დასაქმებულები არაადამიანურ პირობებში ჩააყენა. ფოსტის 100-პროცენტიანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოსტის უკანონო გადაწყვეტილებებს, …

ბელორუსიის მოქალაქეს ბათუმში ბებიასა და ბაბუას საფლავი აღარ დახვდა

ეროვნებით ბელორუსი ოლღა და ვლადიმერ იუცკევიჩები ბათუმელები იყვნენ. ოლღა 1987 წელს გარდაცვლილა, ვლადიმერი – 1995-ში. ისინი ფერიის სასაფლაოზე დაუმარხავთ შვილებს და შვილიშვილებს, რომლებიც საქართველოში  აღარ ცხოვრობენ. 2014 წელს ბებიასა და ბაბუას საფლავების მოსანახულებლად შვილიშვილი ოლია ჩერნიშოვა ჩამოსულა. მას წინაპრების საფლავზე სხვისი საფლავის ქვა დახვდა, რომელზედაც  უცნობი ქალის სახელი და გვარი ამოიკითხა. „ეს არ არის პირველი …

ძარცვის საქმის განხილვა სასამართლოში საპროტესტო აქციების შემდეგ

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა დღეს, 2 აგვისტოს, დაზარალებული ზინაიდა ანტონიანის ჩვენება მოისმინა. საუბარია ჯგუფური ძარცვის საქმეზე, რაშიც ბრალი ედება გიორგი კაკაბაძეს და ხვიჩა კიწმარიშვილს. სასამართლო განხილვის დაწყებამდე, ბრალდებულების ნათესავებმა პროკურატურასთან საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართეს უკანონო წინასწარი პატიმრობის შეწყვეტის მოთხოვნით. პროტესტის საგანი საქმის ახალ გარემოებაა – მოპარული ნოუთბუქი დაზარალებულმა ქალებმა საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. ზინაიდა ანტონიანის ჩვენების მიხედვით, …

რა ხდება ქალთა საპატიმროებში

ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“, იმის დასადგენად, თუ რამდენად არის გათვალისწინებული ქალთა გენდერსპეციფიკური ფაქტორები და საჭიროებები სისხლის სამართლის სისტემაში, კვლევა ჩაატარა, რომელიც სისტემის ყველა ეტაპს მოიცავს –  დაკავების მომენტს, სასამართლო განხილვას და შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებას, როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო კუთხით. კვლევის ავტორის, ტატო ქელბაქიანის თქმით, ფოკუსჯგუფებთან, ყოფილ პატიმრებთან, პროკურორებთან, მოსამართლეებთან და სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან …

პატიმრის ადვოკატი საქართველოს პროკურორს მიმართავს

დღეს, 1 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადვოკატმა ირაკლი ზაქარიაძემ გამართა ბრიფინგი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ლევან არახამიას საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლევან არახამია 2015 წლის 22 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის ნომერ მესამე დაწესებულებაში ისე, რომ მისი დაკავების ოქმი არ შემდგარა …

პოლიციის შენობაში მოქალაქის სავარაუდო ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გამოძიება დაიწყო

ირაკლი ქაჯაიას საქმეზე, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება დაიწყო. გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს, პირველ აგვისტოს, დაკითხავს ირაკლი ქაჯაიას, რომელმაც ” ბათუმელებს” იზოლატორში მოთავსებამდე უთხრა, რომ 26 ივლისს პოლიციის მე-6 განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღესვე “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ საქმის მასალები გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურაში გადააგზავნა. 26 ივლისიდან დღემდე პროკურატურამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია …

შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული გელა ქ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 130 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, გელა ქ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება …

„მე უკვე მჯერა საკუთარი თავის“ – ოჯახში 13-წლიანი ძალადობის მსხვერპლის ისტორია 

ხულოდან წალკაში მაშინ გადავსახლდით, როცა ზვავმა დაგვინგრია სახლ-კარი. მაშინ მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი. მამაჩემი სოფელში სკოლის დირექტორად დანიშნეს. მე კარგად ვსწავლობდი, სულ წიგნთან მინდოდა ყოფნა. დედაჩემი მიშლიდა, არაა ეგ ქალის საქმე, გათხოვდები, საქმე არ გეცოდინება და მე შემაგინებენო, ასე მეუბნებოდა. გვიან გავაცნობიერე, რომ ძალადობით დაიწყო ჩემი ცხოვრება. 14 წლის ვიყავი, „ელჩები“ როცა მოგვადგნენ. ასე ეძახდნენ …

მარიხუანა და არათანმიმდევრული სახელმწიფო მიდგომა

არჩილ ა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 გრამი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დამნაშავედ ცნო, მაგრამ მას სასჯელი ვერ შეუფარდა. არჩილ ა. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ დასჯის ნაცვლად, გაათავისუფლეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ,  გასული წლის 24 ოქტომბრიდან მარიხუანას შეძენა-შენახვაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პირისთვის დაუშვებელია. პარლამენტმა დღემდე ამ კუთხით კანონმდებლობის შეცვლა ვერ მოახერხა. „გაურკვეველი პოლიტიკაა …

თუკი პოლიცია ღამით ფოტოს გადაღებას გაიძულებთ

ღამით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რომ ქუჩაში მყოფ ადამიანებს, ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებს, ფოტოებს უღებენ, ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქე ესაუბრა. ისინი პატრულის თანამშრომლებმა საღამოს ან ღამის საათებში ბათუმის ქუჩებში გააჩერეს. არც ერთი მათგანისთვის პოლიციას არ აუხსნია, რისთვის უღებდნენ ფოტოსურათს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საპატრულო პოლიცია კანონდარღვევით მოქმედებს. ბექა ნ. ამბობს, რომ ის თანმხლებ ორ ახალგაზრდასთან ერთად …

ძალადობის მსხვერპლი: ქმარი პროსტიტუციას მაიძულებდა

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი ბექა ე.-ს საქმეს განიხილავს. მისთვის წაყენებული ბრალდებებებიდან ერთ-ერთი ოჯახში ძალადობაა არასრუწლოვანი პირების თანდასწრებით. ბექას საკუთარი ცოლი უჩივის. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა თქვა, რომ მას ქმარი პროსტიტუციას აიძულებდა საკუთარ სახლში და თვითონ კარის ღრიჭოდან უთვალთვალებდა. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავთ. გამოძიების ვერსიით, ძალადობის ფაქტს ბრალდებულის ორი გერი, ანუ დაზარალებულის მცირეწლოვანი შვილები უყურებდნენ. მოსამართლემ …

მოწმის ჩვენებიდან: პოლიციელმა ფოტოსურათი ამოცნობამდე გვაჩვენა

მოწმის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომ მას პოლიციელმა ფოტოსურათი ბრალდებულის ამოცნობამდე აჩვენა, საქმეში მთავარ მტკიცებულებას აბათილებს და პოლიციელის პასუხისმგებლობას აყენებს. საუბარია 4 მარტს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სკვერში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, სადაც კახაბერ ტ. სავარაუდოდ დანით დაჭრეს. ბრალდებული გიორგი ა. ბრალს უარყოფს, მას პროკურატურა სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით ედავება. „…4 მარტი იყო, ღამის 12 საათი, ეკლესიის …

ვიდეოსათვალთვალო კამერები პოლიციელების წინააღმდეგ

აჭარის მთავარი პროკურორი ლევან პაქსაშვილი გამოძიების დაწყებას ბრალდებულების – გიორგი პაპიძისა და კარლო სურგულაძის ოჯახის წევრებს დაჰპირდა. შეხვედრა საპროტესტო აქციის შემდეგ შედგა. აქციის მონაწილეები იმ კადრების ამოღებას მოითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, პოლიციელებმა ბრალდებულების დაკავებისთანავე რამდენიმე ობიექტიდან ამოიღეს. გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ბრალდებული სხვა საქმეზე, სადაც გადამწყვეტი აფთიაქის ვიდეოკამერის ჩანაწერი აღმოჩნდა – ჩანაწერმა გამორიცხა ის, რაც …

საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან

დღეს, 21 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავარ პროკურატურასთან, პატიმრობაში მყოფ გიორგი კაკაბაძისა და ხვიჩა კინწურაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პატიმრების ახლობლები აცხადებენ, რომ  გიორგი კაკაბაძე და ხვიჩა კინწურაშვილი 3 თვეა  უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. „გიორგი და ხვიჩა არიან უკანონო პატიმრები, ისინი ქუთაისის ციხეში უკანონოდ იმყოფებიან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 2 ქალის ცრუ ჩვენების საფუძველზე,“ – …

საჯარო მოხელე, რომელმაც სამსახურიდან წასვლა გადაიფიქრა

ყოფილი საჯარო მოხელე თემურ ბეჟანიძე სასამართლოში სამსახურში აღგენას მოითხოვს. ის ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში მუშაობდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. „უფლება მქონდა, მიღებული გადაწყვეტილება შემეცვალა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თემურ ბეჟანიძე. მან მიმდინარე წლის მარტის ბოლოს სააგენტოს უფროსს უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლა სურდა და შვებულება მოითხოვა: „განცხადება დავწერე და მივუთითე, რომ …

შიმშილობის 34-ე დღეს გიორგი პაპიძე სასამართლომ გაათავისუფლა

„მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა არ შეიძლება იყოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი, მე ვაკმაყოფილებ ადვოკატის შუამდგომლობას. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გიორგი პაპიძე პატიმრობიდან“, – მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის ამ გადაწყვეტილებას ბრალდებულის ახლობლებმა ტაში დაუკრეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდი დარბაზი დღეს სავსე იყო. ვიდრე მოსამართლე წინასწარ პატიმრობას 10 ათასლარიანი გირაოთი შეუცვლიდა გიორგი პაპიძეს, ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ თხოვნით მიმართა სასამართლოს: …

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ი.ა.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საუბარია მიმდინარე წლის 17 ივლისს თხილნარის ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაზე, რომლის მდგომარეობაც ამ დრომდე მძიმეა. ბრალდებული, ვისაც დღეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა. დღეს, 19 ივლისს პოლიციაში სხვა ახალგაზრდა გამოცხადდა, ვინც თქვა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა და თავად უნდა …

Exit mobile version