2018 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1124 სისხლის სამართლის საქმე დაასრულა, მათგან 631 შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლომ არსებითად 481 საქმე განიხილა, 12 საქმეზე – საქმის წარმოება შეწყდა. სასამართლოში შესული კიდევ 10 საქმე წინასწარ გამოძიებაში დაბრუნდა. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. გასულ წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 29 საქმეზე მიიღო სრულად გამამართლებელი განაჩენი, 12 საქმეზე კი …
Tag Archives: სამართალი
რა დაწერა მოქალაქემ დაგროვებითი პენსიის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელში
„სახელმწიფო ადამიანების ნაცვლად წყვეტს, რა არის მათთვის უკეთესი. სახელმწიფო გვიწყვეტს, რომ ჩვენთვის უკეთესია დანაზოგის შექმნა და ამასთანავე, იძულებით გვრთავს დანაზოგის შექმნის მისივე შემუშავებულ კონკრეტულ წესრიგში. აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების დაცული სფეროს შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობის შემთხევაში,“ – მიიჩნევს ედუარდ მარიკაშვილი. იგი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგროვებითი პენსიის ახალ წესს ასაჩივრებს. ედუარდ მარიკაშვილი არასამთავრობო …
ბათუმში ადვოკატები მოსამართლეების დამატებას ითხოვენ
ბათუმელი ადვოკატები მოსამართლეების დამატებას ითხოვენ. კოლექტიური განცხადების განხილვა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაიწყო. როგორც საბჭოს პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გაგზავნილ განცხადებას ბათუმში მომუშავე 31 ადვოკატი აწერს ხელს. „ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მოსამართლე მოვა. მთავარია, ვინმე დაინიშნოს. ფაქტია, რომ მოსამართლეები ვადებს არღვევენ, რადგან ბევრი საქმე აწერიათ, ჩვენ …
Continue reading “ბათუმში ადვოკატები მოსამართლეების დამატებას ითხოვენ”
რატომ ელის ყოფილი მოსამართლე იუსტიციის საბჭოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას ამჯერად?
ირაკლი შავაძე ისევ მოსამართლეობას აპირებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელის. მან მოსამართლეობის კონკურსში უკვე მიიღო მონაწილეობა, თუმცა კენჭისყრისთვის საბჭოს წევრებს ჯერ არ მოუცლიათ. „ჩემი საკითხი პრობლემატურია, ამიტომაც არაფერს გამოვრიცხავ…“ – ეჭვობს ირაკლი შავაძე, რომელსაც მოსამართლეობის უფლებამოსილება 4 იანვრიდან შეუწყდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს ირაკლი შავაძე გასული წლის თებერვალში დაუპირისპირდა, როცა მას იუსტიციის …
„ჩემს შვილს ქმარი ეუბნებოდა, რომ უყვარს და ვერ გაშორდება, მუშტი ურტყა“ [ქალზე ძალადობა]
„ჩემს შვილს ქმარმა მუშტი თავში 25-ჯერ ჩაარტყა, მას თავის ტვინის შერყევა აქვს, სისხლჩაქცევები,“ – გვიყვება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის დედა, რომლის ვინაობასაც არ ვამხელთ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამ დრომდე პროკურატურას ნაცემი ქალისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია. ქალის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. ბრალდებულ კაცს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. ნაცემი ქალის დედის მონათხრობის მიხედვით, …
სასამართლოში აღარ მოვიდნენ ყოფილი პატიმრები, რომლებიც ციხის უფროსებს წამებაში ადანაშაულებენ
“მოწმეები არ მოვიდნენ. ჩვენ მათ დავუკავშირდებით და შემდეგ სხდომაზე უზრუნველვყოფთ მათ გამოცხადებას,” – ამ სიტყვებით მიმართა პროკურორმა რამაზ შავაძემ მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე. მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომა გადაიდო. „პატიმრების წამების საქმის“ განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წელს დაიწყო. ამის მიუხედავად, 119 მოწმიდან ამ დრომდე სასამართლოს დაახლოებით 40 მოწმის ჩვენება აქვს მოსმენილი. სასამართლო პროცესები ამ საქმეზე …
NGO-ები პარლამენტს: დაბალი რეპუტაციის მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროთ
„ნათლად დადასტურდა სასამართლო სისტემაში ვიწრო ინტერესთა ჯგუფის უკონტროლო ძალაუფლების არსებობა,“ – ასე აფასებს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები დაასახელეს. სამოქალაქო სექტორი პარლამენტს ამ პროცესის შეჩერებას სთხოვს. სამოქალაქო სექტორი აქცენტს „არაფორმალურ გარიგებებზე“ აკეთებს, „კლანურ მმართველობაზე“ და იმაზე, რომ შერჩეული კანდიდატების „რეპუტაცია კრიტიკას ვერ უძლებს“. „ეს აჩვენებს, რომ მათ სურთ …
განაჩენი „ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარზე
„ლეოგრანდის” საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განაჩენი გამოცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იავუზს, რომელიც ამ სასტუმროში ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გიორგი მიქელაძეს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გიორგი მიქელაძე „ლეოგრანდში” საწყობის უფროსი იყო. ის მოსამართლემ გაამართლა სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. სასამართლომ პროკურატურის მიერ …
რა გაირკვა “ლეოგრანდის” ხანძარზე – ბოლო სასამართლო პროცესი
“რით დასტურდება, რომ გიორგი მიქელაძე იყო პასუხისმგებელი სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოებაზე?” – ჰკითხეს ადვოკატებმა პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს. “ჩატარდა სამართლებრივი ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი პირი… ათობით მოწმემ მიუთითა, ვის რა მოვალეობა გააჩნდა იქ,” – თქვა პროკურორმა. “ლეოგრანდის საქმეზე” დღეს, 20 დეკემბერს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა. განაჩენს ის ხვალ გამოაცხადებს. ზეგ ამ …
Continue reading “რა გაირკვა “ლეოგრანდის” ხანძარზე – ბოლო სასამართლო პროცესი”
რატომ არ დაუბრუნეს მოქალაქეს ცოლის ბიძაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებელი გირაოს თანხა
მოქალაქე ჯემალ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამავე სასამართლოში უჩივის და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. საუბარია გირაოს თანხაზე, რომელიც ჯემალ სირაბიძემ დაკავებული ახლობლის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გადაიხადა. მოქალაქის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. „სულიკო ჩემი ახლობელია და ჩხუბისთვის დააკავეს,“ – გვიყვება ჯემალ სირაბიძე. – „ის ჩემი ცოლის ბიძაშვილია და ახლობლებმა მთხოვეს, თუ გაქვს საშუალება, იქნებ შეუტანო თანხა …
რომელი სასამართლო იყენებს გირაოს ყველაზე ხშირად
აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ყველაზე ხშირად ქუთაისის საქალაქო სასამართლო იყენებს თბილისის, ბათუმის, თელავისა და გორის სასამართლოებთან შედარებით. სასამართლოების მონიტორინგის შედეგებზე დღეს, 19 დეკემბერს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისში ისაუბრეს. საია-ს ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში ქუთაისის სასამართლომ საქმეების 85 %-ში გამოიყენა გირაო, წინასწარი პატიმრობა კი – მხოლოდ 12 %-ში. გირაოს რაოდენობების …
Continue reading “რომელი სასამართლო იყენებს გირაოს ყველაზე ხშირად”
კაცის სახელი ტრანსგენდერი ქალის საფლავის ქვაზე
ლიკას საფლავის ქვაზე მამაკაცის სახელი დააწერეს – ავთო, ფოტოც ბიჭისაა. საფლავის ქვა ლიკას ოჯახის წევრებმა შეუკვეთეს. მათ არც სიცოცხლის შემდეგ მიიღეს ლიკა, როგორც ტრანსგენდერი ქალი. ლიკა 19 ივლისს გარდაიცვალა. ის 26 წლის იყო. სიცოცხლის ბოლო დღეებში ლიკას მხოლოდ ბაბუა უვლიდა. მას სხვადასხვა მძიმე დაავადება ჰქონდა და ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სამძიმრის მიღებაზე უარი …
Continue reading “კაცის სახელი ტრანსგენდერი ქალის საფლავის ქვაზე”
„პატიმრების წამების საქმის“ განხილვა ისევ გადაიდო
“პატიმრების წამების საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. ამჯერად სასამართლოში პროკურორი რამაზ შავაძე არ გამოცხადდა. მან სასამართლოს გუშინ აცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხვა პროცესი ჰქონდა ჩანიშნული. გამოძიება ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში სულ 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ციხეში. მიუხედავად იმისა, …
Continue reading “„პატიმრების წამების საქმის“ განხილვა ისევ გადაიდო”
დაზარალებული: პოლიციელებმა ფარული კამერით შემიშვეს კლუბში, სადაც ფულს მძალავდნენ
„ყველამ იცის, როგორ სძალავენ ფულს ღამის კლუბში… მე დისკოთეკებზე არ დავდივარ. ერთხელ ვიყავი ადრე და მაშინაც მასე გააკეთეს. ახლა ფარული კამერით შევედი…“ – ასე დაიწყო ამბის მოყოლა დღევანდელ პროცესზე მურატ ჩილიოღლუმ. მან დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა. მურატ ჩილიოღლუ თურქეთის მოქალაქეა და ბოლო სამი წელია საქართველოში ცხოვრობს. მან პოლიციელების ოპერატიული დავალება შეასრულა და …
Continue reading “დაზარალებული: პოლიციელებმა ფარული კამერით შემიშვეს კლუბში, სადაც ფულს მძალავდნენ”
მიდგომა იქნება მკაცრი – მოსამართლის გაფრთხილება ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებულს
ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული გიორგი ჩ. 2 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 17 დეკემბერს მიიღო. საუბარია ბათუმში, ჭავჭავაძის და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მარტში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ტრანსგენდერი ქალი სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყეს. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით გამოძიებამ 1990 წელს დაბადებული გიორგი ჩ. 15 დეკემბერს დააკავა. გამოძიება სისხლის …
ტრანზიტულ დერეფანში მოკლული ქალები
24 ნოემბერს სამორინე „პრინცესაში“ უზბეკი ქალი მოკლეს, მეორე უზბეკი ქალი კი – დანით დაჭრეს. დაკავებულმა თურქეთის მოქალაქემ მოსამართლეს უთხრა, რომ ეს ეჭვიანობის გამო გააკეთა – არ მინდოდა ჩემი პარტნიორი ქალი სექსინდუსტრიაში დარჩენილიყოო. უზბეკი და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ქალები ხშირად ხდებიან ბათუმში ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბოლო სტრატეგია, რაც ხელისუფლებამ სექსინდუსტრიის ქართულ კორიდორში …
სასამართლოებში მანდატურები 50 წელს ზევითაც იმუშავებენ, საკონსტიტუციოში – ვერა
თანასწორობის პრინციპის დარღვევა დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოებში მომუშავე მანდატურებისთვის ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებაში. დღემდე სასამართლოს მანდატური ვერ იქნებოდა პირი, ვისაც 50 წელი შეუსრულდა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 14 დეკემბერს გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სარჩელით სასამართლოს ორმა ყოფილმა მანდატურმა მიმართა – ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია მანდატურის პოზიციიდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ მათ 50 წელი …
Continue reading “სასამართლოებში მანდატურები 50 წელს ზევითაც იმუშავებენ, საკონსტიტუციოში – ვერა”
„მომეტებული საფრთხე კერძო კომპანიებისთვის“ – პარლამენტს დაცვის პოლიციის კანონის შეცვლა დაავალეს
დაცვის პოლიციის წინააღმდეგ რამდენიმე კერძო დაცვის კომპანიის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს მეორე კოლეგიამ 30 ივნისამდე მისცა პარლამენტს ვადა იმისთვის, რომ ამ კუთხით არსებული კანონმდებლობა შეიცვალოს. პარლამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ კომპანიები – „გიგანტი სექიურითი“ და „უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ დაობდნენ. დავის საგანი რამდენიმე კანონის მიერ დადგენილი სამართლებრივი ნორმა იყო, რაც სახელმწიფო …
თქვენ შეგიძლიათ უჩივლოთ პროკურორს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება
თუკი პროკურორი თქვენს დაზარალებულად ცნობაზე უარს იტყვის, შეგიძლიათ მას სასამართლოში უჩივლოთ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს, 14 დეკემბერს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოში პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ აქამდე მხოლოდ მაშინ საჩივრდებოდა, თუკი იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეეხებოდა. მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის საქმეებზე ადამიანებს პროკურორის გადაწყვეტილებას ვერ ასაჩივრებდნენ. თუკი …
Continue reading “თქვენ შეგიძლიათ უჩივლოთ პროკურორს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება”
სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვა – რა უთხრეს ბრალდებულებმა მოსამართლეს
„დავით, რატომ არ გყავს შენ ადვოკატი?“ – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულ დავით ხ.-ს. „არ ვარ სოციალურად დაუცველი… ისე კი მსურს, მარა სადაა,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა. პროკურორი შოთა ქემაშვილი: „არ უნდა დაენიშნოს ადვოკატი სახაზინო წესით. კანონი განსაზღვრავს სავალდებულო წესით დაცვის შემთხვევებს…“ მოსამართლე: „ვერ დაგეთანხმებით… შეჯიბრებითობისთვის აუცილებელია ადვოკატის პროცესში ჩართვა“. დავით ხ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც პროკურატურა …
უცხოელებს მიწების რეგისტრაცია პრეზიდენტის ფიცის დადებამდე შეეძლებათ
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 7 დეკემბერს, მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და სადავო ნორმა ძალადაკარგულად სცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე. კონსტიტუციის …
Continue reading “უცხოელებს მიწების რეგისტრაცია პრეზიდენტის ფიცის დადებამდე შეეძლებათ”
სახალხო დამცველის წარმომადგენელი: ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს ეტყობოდა დაზიანებები
ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე დღეს, 6 დეკემბერს, სასამართლოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი ჩარკვიანმა მისცა ჩვენება. მან ბრალდებული ბესიკ ტაკიძე დაკავების დღეს ორჯერ ნახა ჯერ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში, შემდეგ – წინასწარი დაკავების იზოლატორში. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, ბრალდებულმა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს უთხრა, რომ ის პოლიციელებმა აწამეს. „მას ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები“, – …
„სექსი არ არის დანაშაული, ქალბატონო ევა“ – კამათი პორნოგრაფიის განსაზღვრაზე საკონსტიტუციოში
პორნოგრაფიის განსაზღვრების პრობლემაზე დღეს დილიდან მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. დავის საგანი მარტივია: კანონში მხოლოდ ის უნდა ეწეროს, რომ პორნოგრაფია დასჯადია, თუ უფრო დეტალურად უნდა განიმარტოს, რა არის პორნოგრაფია და რა სახის პორნოგრაფიის გავრცელებაა დასჯადი. „კომპასი არ გვაქვს, კომპასიო, ამას ამბობს მოსარჩელე, მაგალითად, კაბა რამხელაზე უნდა იყოს აწეულიო… ზღვის პირას არის, მაგალითად, ქალი, მსუბუქად ჩაცმული, …
პოლიციის შენობაში მდებარე ჰოსტელის ძარცვაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დიეგო ბ.-ს და ბადრედინ მ.-ს. საუბარია 4 დეკემბერს დილით ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, მდებარე ჰოსტელის ძარცვაზე. ეს ჰოსტელიც იმ შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 განყოფილებაა განთავსებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ჰოსტელში პოლიციელების სახელით შევიდნენ და თქვეს, რომ ნარკოტიკს ეძებდნენ, შემდეგ კი, რუს ტურისტს ძვირადღირებული მობილური ტელეფონი წაართვეს. “ყურადღება მინდა მიაქციოთ აღკვეთი ღონისძიების …
პოლიციის სახელით ბათუმში ჰოსტელს ძარცვავდნენ – ერთ-ერთი მძარცველი სტუმრებმა დააკავეს
პოლიციის სახელით ორი პირი ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში შეიჭრა. ეს ჰოსტელი იმავე შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 განყოფილებაა განთავსებული. გამოძიების ვერსიით, ორი პირი პოლიციელის სახელით შეიჭრა ჰოსტელში და სტუმრებისთვის ნივთების წართმევა სცადა. ჰოსტელში შესულმა პირებმა ტურისტებს თავდაპირველად უთხრეს, რომ ისინი პოლიციიდან იყვნენ და ნარკოტიკს ეძებდნენ. ჰოსტელის სტუმრებმა ერთ-ერთი პირი მას შემდეგ დააკავეს, როცა ის ტურისტისთვის …
მსხვერპლი ქალებისთვის შესაძლოა კრიზისული მართვის ცენტრი მოეწყოს
„აუცილებელია მოეწყოს კრიზისული მართვის ცენტრი,“ – აღნიშნა ბექა მაჭუტაძემ, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. შეხვედრა დღეს, 4 დეკემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ამ დროისთვის ბათუმის თავშესაფარში, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლიც შესაძლოა მოათავსონ, ძალადობის მსხვერპლი 4 ქალი და 7 ბავშვია. თავშესაფარში მოსახვედრად რამდენიმე …
Continue reading “მსხვერპლი ქალებისთვის შესაძლოა კრიზისული მართვის ცენტრი მოეწყოს”
საკრებულომ აპარატის ყოფილ უფროსს 34 500 ლარი უნდა გადაუხადოს
34 500 ლარი ბათუმის საკრებულომ უნდა გადაუხადოს აპარატის ყოფილ უფროსს – ლიანა დიასამიძეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღეს, 27 ნოემბერს მიიღო. ლიანა დიასამიძე ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსად 2004 წლიდან მუშაობდა. 2014 წლიდან იგი საქმისწარმოების განყოფილების უფროსის პოზიციაზე გადაიყვანეს და ტესტირების გავლა მოსთხოვეს. ტესტირებაში ლიანა დიასამიძემ კარგი შედეგი აჩვენა, თუმცა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. ლიანა დიასამიძემ …
Continue reading “საკრებულომ აპარატის ყოფილ უფროსს 34 500 ლარი უნდა გადაუხადოს”
10-წლიანი პატიმრობა ორი კაცის მკვლელობის საქმეზე – ბათუმის სასამართლო
რუსლან ბედიევსა და ნიკა ბახტაძეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საუბარია გასული წლის ზაფხულში ორი ბიჭის მკვლელობაზე. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში 19 წლის გიორგი ხაჭაპურიძე და 25 წლის ზვიად სალთხუციშვილი მოკლეს. ცხედრები მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ იპოვეს. ამ საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურატურის მოთხოვნით სასამართლო სხდომები დაიხურა, რადგან საქმე პირად …
Continue reading “10-წლიანი პატიმრობა ორი კაცის მკვლელობის საქმეზე – ბათუმის სასამართლო”
ცოლის ცემაში ბრალდებული: მე უკვე სხვა ოჯახი მყავს
ოჯახში ძალადობის ამ შემთხვევის განხილვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ისე მოუხდა, რომ ვერც ბრალდებულისგან მოისმინა რამე მომხდარის შესახებ და ვერც ნაცემი ქალისგან, რომელმაც სექტემბერში 112-ზე დარეკა და შველა ითხოვა. სასამართლოს არავის ჩვენება არ მოუსმენია, რადგან ბრალდებულმა მარად დ.-მ ბრალი სრულად აღიარა და ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა გიორგი რამიშვილმა მოსამართლეს მიუტანა, უდავოდ მიიჩნია. 112-ის ოპერატორს და შემდეგ …
Continue reading “ცოლის ცემაში ბრალდებული: მე უკვე სხვა ოჯახი მყავს”
14 წლის გოგოს დაყაჩაღებაში ბრალდებული მოსამართლეს: ერთი თვეა მეც იგივე კითხვა მაქვს
“ერთი თვეა ჩემს თავთანაც იგივე კითხვა მაქვს, რომ რა მოხდა,” – ასე უპასუხა ყაჩაღობაში ბრალდებულმა იმედა მ. მოსამართლეს ტრადიციულ შეკითხვაზე: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? იმედა მ.-ს გამოძიება 14 წლის გოგოს დაყაჩაღებას ედავება. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ბაგრატიონის ქუჩაზე, ღამის 11 საათზე, გოგოს კისერთან დანა მიადო და მობილური ტელეფონი სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა. რამდენიმე დღის შემდეგ …
ქალის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე – ბრალდებულმა სხდომის დახურვა ითხოვა
ის ხელის აფარებით შემოვიდა სასამართლო დარბაზში და ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილას უხმოდ დაჯდა. “ჩვენ ვითხოვთ სასამართლო პროცესის დახურვას,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბიძინა ბერიძემ. ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულს არ სურს მისი სამსახურებრივი მონაცემების გასაჯაროება. “სხდომის დახურვას თავისი საფუძველი აქვს, რაც არ არსებობს,” – მოუჭრა ადვოკატს პროკურორმა რამაზ შავაძემ. რეპლიკის შემდეგ ადვოკატმა დაამატა, რომ ბრალდებულს პირადი ცხოვრების …
Continue reading “ქალის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე – ბრალდებულმა სხდომის დახურვა ითხოვა”
შსს-მ დააკავა მძღოლი, რომელმაც ავარიის შემდეგ კვალის დასაფარად ავტომანქანა ნაწილებად დაშალა
სამართალდამცველებმა დღეს, 20 ნოემბერს, იმ ავტომობილის მძღოლი დააკავეს, რომელიც სამი დღე იძებნებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 18 ნოემბერს ჭარნალი-ახალსოფლის საავტომობილო გზაზე მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი – საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ავარიის შემდეგ ავტომანქანა ნაწილებად დაშალა და მიიმალა. 1989 წელს დაბადებული გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. …
ჭეიშვილი მეგობარს ნარკოტიკის შემოტანაში დაეხმარა – ამ ცნობის უარყოფა ვასაძეს სასამართლომ დაავალა
მედეა ვასაძემ მედიასაშუალებებით უნდა უარყოს ინფორმაცია, რომელიც მან ირაკლი ჭეიშვილის შესახებ 2015 წელს გაავრცელა. უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა, მედეა ვასაძემ, მოქმედ დეპუტატს, ირაკლი ჭეიშვილს, მორალური ზიანისთვის, ასევე, 1 ლარი უნდა გადაუხადოს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან ირაკლი ჭეიშვილის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი მურმან დუმბაძის ნაწილში. მოსამართლეს არ …
ნაწამებ პატიმრებს შესაძლოა ხელახლა მოუსმინოს მოსამართლემ – საქმის განხილვის მეხუთე წელი
„ბათუმის ციხის უფროსების საქმის“ განხილვა შესაძლოა თავიდან დაიწყოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსამართლე დავით მამისეიშვილი სხვა სასამართლოში გადავა სამუშაოდ, ხოლო სამუშაო ადგილის შეცვლამდე სათადარიგო მოსამართლე არ დაინიშნება. ამ ეტაპზე „ციხის უფროსების საქმის“ განხილვა ისევ შეჩერებულია და არც სათადარიგო მოსამართლეა დანიშნული. დავით მამისეიშვილი კი, სამუშაო ადგილის შეცვლას აპირებს. ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების – გიორგი ვეკუას …
„დრიმლენდ ოაზისი“ ბათუმის ბულვარის განვითარების ახალ კონცეფციას ამზადებს
რადგან მხარეებმა მორიგების სურვილი გამოთქვეს, მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ბათუმის ბულვარისა და „დრიმლენდ ოაზისის“ სასამართლო დავის განხილვა 2019 წლის 11 იანვრამდე გადადო. ამ ვადაში ბათუმის ბულვარი შპს „დრიმლენდ ოაზისს“ უნდა მოურიგდეს. კომპანია ბათუმის ბულვარს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვას სთხოვს. საუბარია ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე, რამაც 2016 წელს საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად ძველ ბულვარში …
Continue reading “„დრიმლენდ ოაზისი“ ბათუმის ბულვარის განვითარების ახალ კონცეფციას ამზადებს”
ორი მოსამართლე ბათუმის სასამართლოს დატოვებას აპირებს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე სხვა სასამართლოში გადასვლას აპირებს. საუბარია დავით მამისეიშვილზე, რომელიც 2013 წლიდან ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა, ასევე, თამარ ბეჟანიშვილზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს 2011 წლიდან განიხილავს. დავით მამისეიშვილი და თამარ ბეჟანიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობენ, მათ იუსტიციის საბჭო 24 ოქტომბერს გაესაუბრა. კონკურსის შედეგები …
Continue reading “ორი მოსამართლე ბათუმის სასამართლოს დატოვებას აპირებს”