სავალუტო ჯიხურის ძარცვაში ბრალდებულმა საფრანგეთში მოახერხა წასვლა

სავალუტო ჯიხურის ძარცვაში ბრალდებული 26 წლის ზ.ლ. დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. ის საფრანგეთშია. მან საზღვრის გადაკვეთა მას შემდეგ მოახერხა, როცა სასამართლომ გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. „ეს არის ცნობა საფრანგეთის ერთ-ერთი კლინიკიდან, ის იქ მკურნალობს,“ – თქვა ადვოკატმა მზია დიასამიძემ და მოსამართლეს დოკუმენტი მიაწოდა. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებული სხდომის გამართვას მისი დასწრების …

ქუჩაში გრაფიტის დახატვა მოსამართლემ სამართალდარღვევად მიიჩნია

„თვითონ ქმედება ქმნის შემადგენლობას ამ სამართალდარღვევისა, რაზეც ოქმია შედგენილი…“ – აღნიშნა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. დღეს, 17 აპრილს, ამ მოსამართლემ მოქალაქე ლაშა თებიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია კოლონადებთან უნებართვოდ შესრულებული გრაფიტის გამო. ამავე დროს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გრაფიტის დახატვა ქუჩაში „მცირე მნიშვნელობის მქონედ“ შეაფასა და მოქალაქე დაკისრებული ჯარიმის – 500 ლარის გადახდისგან გაათავისუფლა. გრაფიტი „არა ქიმიურ ტერმინალს“ 5 …

ადვოკატი: ლავასოღლისთვის თურქულ ციხეში ყოფნა გაუსაძლისია, ის ექსტრადაციის მოთხოვნით შიმშილობს

„ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით საქართველოს თურქეთისთვის არ მიუმართავს, დოკუმენტაცია გაგზავნილი არ არის,“ – აცხადებს „კანონიერ ქურდობაში“ მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის ადვოკატი ლექსო კობაიძე. მისივე თქმით, ლავასოღლი ამ დროისთვის ისევ შიმშილობს თურქეთის სადეპორტო დაწესებულებაში. „ორი საათის წინ ვესაუბრე ტელეფონით. მითხრა, რომ ისევ შიმშილობს. მისი მოთხოვნა უცვლელია. ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ექსტრადაცია მოითხოვოს, ან თავი დაანებონ, იქ ყოფნა …

71 წლის დედის ცემაში ბრალდებული: მძიმე მუხლი არ დამირღვევია

“თუ გამიშვებთ, კაი იქნება, მძიმე მუხლი არ დამირღვევია,” – მიმართა მოსამართლეს დედის ცემაში ბრალდებულმა შოთა ს.-მ. “გააჩნია, რა კუთხით შეხედავთ,” – შეაჩერა მოსამართლემ ბრალდებული. 71 წლის დედის ცემისთვის შოთა ს. 10 მარტს დააკავეს. ის მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღესაც წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულს ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს. დღეს, 16 აპრილს, გამართულ წინასასამართლო სხდომას არც შოთა …

ბათუმში, სილამაზის სალონში საკუთარ კლიენტს სცემეს – შსს-მ ძალადობაზე დღეს ოთხი პირი დააკავა

მეგობარი ქალების ცემისთვის ბათუმში ორი კაცი ერთად დააკავეს. დღეს, 13 აპრილს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა კიდევ ორი პირი დააკავა ძალადობისთვის – ერთმა საკუთარ მამას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მეორემ – სილამაზის სალონში საკუთარ კლიენტს სცემა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სილამაზის სალონი თავად ბრალდებულს ს.ჯ.-ს ეკუთვნოდა. ის აზეირბაიჯანის მოქალაქეა. გამოძიებისვე ცნობით, დღეს დაკავებულმა გ.გ.-მ მამის ცემის შემდეგ მისი …

მინდია ლავასოღლის 10 წელი მიუსაჯეს – ხმაური ბათუმის სასამართლოში

„კანონიერ ქურდობაშუ” ბრალდებულ მინდია ლავასოღლის მოსამართლე ლევან გელოვანმა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზი მშვიდად შეხვდა – დარბაზში ლავასოღლის ახლობელი არავინ იყო. ლავასოღლი თურქეთში გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა ის ამ დრომდე საქართველოში ექსტრადირებული არ არის. სხვა ბრალდებულებზე განაჩენის გამოცხადების დროს კი, დამსწრეთა ჯგუფმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ზაალ ახვლედიანსა და შოთა …

ხულოს მუფთმა ბათუმის სასამართლოსთან შეკრებილ მუსლიმებს მიმართა

ხულოს მუფთმა, ასლან აბაშიძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ შეკრებილ მუსლიმ თემს მიმართა. ის მიიჩნევს, რომ მეჩეთის აგებასთან დაკავშირებულ პროცესს აჭიანურებს როგორც მერია, ისე სასამართლო. მუსლიმი თემი სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ შეყოვნდა ბათუმის სასამართლოსთან. დღეს, 10 აპრილს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მეჩეთის მშენებლობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. “ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვითხოვთ მშენებლობის ნებართვას, პროცესს …

მუსლიმები სასამართლოში: ხვალ დილიდან ვიწყებთ მეჩეთის აშენებას, ბატონო მოსამართლევ

“ვიცი, სიტყვის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ: ხვალ დილიდან მეჩეთის მშენებლობას ვიწყებთ, ბატონო მოსამართლევ,” – ამ სიტყვებით მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს ერთ-ერთმა მუსლიმმა მიმართა და თან სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე” არსებითი განხილვა დაიწყო. დავის საგანი ბათუმის მერიის მიერ გამოცემული დოკუმენტების კანონიერების და დისკრიმინაციულობის დადგენაა, რითაც …

“ერთხელ მაინც დაგველაპარაკეთ?” – მუსლიმების კითხვა მერიას [რეპორტაჟი სასამართლოდან]

ბათუმის მერიის იურისტმა ვახტანგ გედენიძემ სასამართლოს იგივე უთხრა, რაც გუშინ, 9 აპრილს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თქვა – „დიალოგის რესურსი არ ამოწურულაო“. საქმე ეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის უფლებას, რაზეც მუსლიმ თემს ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა უარი უთხრა. მოქმედმა მერმა ლაშა კომახიძემ გასული წლის თებერვალში განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუსლიმებთან დიალოგს გამართავდა, მაგრამ ეს დიალოგი დღემდე …

მერი მუსლიმებს არ შეხვედრია, მაგრამ ამბობს, რომ დიალოგი არ ამოწურულა – რას ფიქრობენ მუსლიმები

„ჩვენთვის ბუნდოვანია ბათუმის მერის გაცხადება. მუსლიმი თემი სასამართლო პროცესის დაჩქარებას და გააქტიურებას ითხოვს. თემის პოზიცია სკეპტიკურია ბათუმის მერის მორიგ დაპირებაზე,“ – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია „ტოლერანტობის ინსტიტუტთან“ ერთად მუსლიმი თემის ინტერესს იცავს სასამართლოში. სასამართლოში ხვალ განახლდება დავა ახალი მეჩეთის მშენებლობაზე. „ყველა მხარე ვიბრძვით იმისათვის, რომ საბოლოოდ მიღებული იყოს …

“ქურდული სამყაროს წევრობაში” ერთ-ერთ ბრალდებულს სასჯელის მოხდა გადაუვადეს

დარბაზი ტაშით შეხვდა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებას – მან ბრალდებული იმედა აბაშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. იმედა აბაშიძეს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდა გამოძიება. ის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა, ვიდრე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური არ გახდება. მან წელიწადში ერთხელ სასამართლოს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა უნდა წარუდგინოს. “გთხოვთ, ციხეს მიხედოთ, ბათუმის ციხეს და რუსთავის… იქ ისევ საშინელება ხდება, …

5 წლით პატიმრობა – განაჩენი ქურდული სამყაროს წევრობისთვის

5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: გიორგი შავლიძეს, რამაზ კომახიძეს და ბადრი ქობულაძეს. მათ ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდა პროკურატურა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. “სატელეფონო ჩანაწერებით არ დადგენილა თქვენი კავშირი ქურდულ სამყარსთან, ეს არ იყო მტკიცებულება,”- მიმართა მსჯავრდებულებს მოსამართლემ. მან განმარტა, რომ დადასტურდა როგორც ქურდული სამყაროს წევრობა, ასევე გამოძალვა. “რატომ გამოვიყენე სასჯელის ყველაზე …

8 წლით პატიმრობა ვალუტის ჯიხურის დაყაჩაღებისთვის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გ.-მ.-ს. ის „პისტოლეტის მსგავსი საგნით“ ჯიხურიდან 10 693 ლარის ოდენობის სხვადასხვა ვალუტის წაღებას ცდილობდა, როცა დააკავეს. საუბარია 2018 წლის 4 მაისს მომხდარ შემთხვევაზე – „ხოფის ბაზრობის“ შესასვლელთან სავალუტო ჯიხური „თაიმის“ დაყაჩაღება სცადეს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდებული ჯიხურთან, „ცხელ კვალზე“ დააკავეს. თვითმხილველების თქმით კი, ბრალდებული …

ბათუმის მეჩეთზე სასამართლო პროცესი 10 აპრილს განახლდება

ბათუმის ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა 10 აპრილს, 10 საათზე განახლდება. ბოლო სხდომა ამ საქმეზე 2018 წლის 20 თებერვალს გაიმართა. მას შემდეგ სასამართლო განხილვა გაურკვეველი ვადით იყო შეჩერებული. 2018 წლის 20 თებერვალს სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, მერი ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა …

ქურდულ სამყაროს წევრობაში ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

მოსამართლე ლევან გელოვანის აცილების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე ბრალდებულ ზაალ ახვლედიანის ახლობლები შეიკრიბნენ. მას გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. “მოსამართლემ 8 თვე დაუთმო პროკურატურას, ჩვენი მტკიცებულებების გამოსაკვლევად კი, მხოლოდ რამდენიმე დღე განსაზღვრა,” – ამბობს ადვოკატი პაატა ნაკაიძე. მოსამართლე ლევან გელოვანმა ზაალ ახვლედიანს და ამ საქმის ფიგურანტ კიდევ 10 ბრალდებულს განაჩენი მაქსიმუმ …

პოლიციელისთვის ქვის ჩარტყმაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი ა. მოსამართლემ მისი დაკავების წესი დარღვეულად მიიჩნია. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ირაკლი შაქარიშვილია, ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი. საუბარია 27 მარტს მომხდარ შემთხვევაზე – ქობულეთში პოლიციელებს თავს დაესხნენ. იმავე დღეს პოლიციელებმა ამ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული ირაკლი ც. დააკავეს და მას წინასწარი პატიმრობა უკვე …

პრობლემა არის მხოლოდ ბავშვების დაცვა პორნოგრაფიისგან – გვახარიას ჩვენება სასამართლოში

“თავიდან “გრძნობათა იმპერიის” ჩვენებაც აკრძალეს, თუმცა ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ ფილმში ნაჩვენებ სექსუალურ აქტებს ჰქონდა სახელოვნებო დანიშნულება. ფილმს მიანიჭეს 16+ კატეგორია და ის დარჩა კინოდარბაზებში… ამ ბოლოს უხერხულობა ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეექმნა, როცა გასპარ ნოეს “სიყვარული” პორნოგრაფიად მიიჩნიეს და მისი ჩვენება აკრძალეს. არადა, ეს ფილმი ცოტა ხნით ადრე კანის ფესტივალზე აჩვენეს,” – მიმართა …

რა არის პორნოგრაფია – გოგი გვახარია სასამართლოს ექსპერტის სახით ჩვენებას აძლევს 

„დღევანდელი ჩემი გამოსვლა ჩემს სალექციო კურსს ემთხვევა – ცენზურის ისტორია კინოში… თავისუფალ ქვეყნებში არ არის აკრძალული პორნოგრაფია. 1986-87 წლებშიც კომისია შექმნეს, ელდარ შენგელაია დანიშნეს ხელმძღვანელად. მეც ვიყავი იმ კომისიაში. კომისიას უნდა დაედგინა, კონკრეტული ადამიანებისთვის ჩამორთმეული ვიდეო კასეტები იყო თუ არა პორნოგრაფია. ისინი უნდა დაეპატიმრებინათ ამის გამო. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ეს არ იყო პორნოგრაფია და …

პირველი საქმე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ – 21 პირიდან 16-მა მსაჯულობა არ ისურვა

“მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე” ნაფიც მსაჯულებს პროკურორები და ადვოკატები დღევანდელ პროცესზე არჩევენ. პროცესი დღის სამ საათზე დაიწო და ამ დრომდე გრძელდება. არჩევანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 150 კანდიდატიდან კეთდება, თუმცა სასამართლო პროცესზე მხოლოდ 21 მოვიდა. აქედან 16-მა მსაჯულობაზე უარი თქვა და მათი მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. “თქვენ ხართ, ფაქტობრივად, მოსამართლე. მადლობა, რომ მოხვედით სასამართლოში,” – მიმართა …

თამაზ მეჭიაური მერის თანამდებობიდან გადაყენების უფლებას ასაჩივრებს

დღეს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირი წესით არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენება საკრებულოს უმრავლესობას, ასევე, ამომრჩევლის 20 %-ს შეუძლია. კანონის ამ ჩანაწერს თიანეთის არჩეული მერი – თამაზ მეჭიაური საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. მისი მოტივაცია მარტივია – თამაზ მეჭიაური მმართველ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს და მისთვის უნდობლობის გამოცხადება ნებისმიერ დროს შეუძლია საკრებულოს. თამაზ მეჭიაურის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 22 მარტს, …

როგორ ჩატარდება ჩხრეკა ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ

რა პრაქტიკა არსებობს ამ დრომდე, როცა ადამიანს პოლიციელები ჩხრეკენ და რა შეიცვლება ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ – „ბათუმელები“ ამ თემაზე რამდენიმე დამოუკიდებელ იურისტს ესაუბრა. სტრასბურგის სასამართლომ 14 მარტს არჩილ ლობჟანიძის საქმეზე ევროკონვენციით გათვალისწინებული – სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. ამ შემთხვევაში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარდა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩხრეკის კანონიერება ვერ დადასტურდა. …

ადვოკატი ექსპერტს: როდის შეხვდით ლავასოღლის და სად?

„მინდია ლავასოღლის მე-7 დაწესებულებაში შევხვდი, 2014 წელი იქნებოდა,“ – მიმართა ადვოკატს ექსპერტმა, ეთერ კუნელაშვილმა. შსს-ს ექსპერტს შეკითხვა ლავასოღლისთან შეხვედრის შესახებ ადვოკატმა სოლომონ კოჩალიძემ დაუსვა. ექსპერტმა ეთერ კუნელაშვილმა ხმების ექსპერტიზა ჩაატარა „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ და დღეს, 19 მარტს, მოწმის სახით დაიკითხა დისტანციური წესით. ამ საქმეზე ექსპერტი ბოლო მოწმე იყო. რამდენიმე დღეში სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს. …

უნდა სჭირდებოდეს თუ არა პარტიის შექმნას 1000 ადამიანის ხელმოწერა

პოლიტიკური პარტიის შექმნას შესაძლოა 1000 ადამიანის ხელმოწერა აღარ დასჭირდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქე გიორგი ლაბაძის სარჩელს დააკმაყოფილებს. სარჩელს სასამართლოს პლენუმი დღეს, 19 მარტს არსებითად განიხილავს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით გაუმართლებლად იზღუდება პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციური უფლება. „პარტიის წევრთა სავალდებულო რაოდენობად არანაკლებ 1000 წევრის განსაზღვრა არათანაზომიერია, რადგან პოლიტიკურმა პარტიამ აქტიური პოლიტიკური …

ჩხრეკა ქუჩაში ნარკოტიკის ამოსაღებად – ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

„ჩხრეკის ბრძანებაში არ იყო ახსნილი, რამ განაპირობა გადაუდებელი აუცილებლობა,“ – ეს ერთ-ერთი არგუმენტია, რის გამოც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ არჩილ კობიაშვილის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა. არჩილ კობიაშვილი საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 2005 წელს გაასამართლეს. ის ქუჩაში გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გაჩხრიკეს. არჩილ კობიაშვილი მიიჩნევდა, რომ მას არ მიეცა პირადი ჩხრეკის გასაჩივრების „ადეკვატური შესაძლებლობა“, ხოლო სასამართლოებმა „უკანონოდ მოპოვებული …

უვადო პატიმრობის განაჩენი სააპელაციომ 20-წლიანით შეცვალა – ტრეფიკინგის საქმე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ტრეფიკინგში მსჯავრდებულ ქალს ნ.რ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 15 მარტს, გამოაცხადა. საუბარია აჭარაში, ბეშუმის ტყეში, 2013 წელს მოკლული უზბეკი გოგოს საქმეზე, რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წელს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და ბრალდებულ ქალს, ასევე, უზბეკეთის მოქალაქეს, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განსასჯელს „ინტერპოლის“ წითელი ცირკულარით ეძებდნენ. რამდენიმე თვის …

მაღაზიის მესაკუთრე, რომელიც სამჯერ გაქურდეს: რკინის ჟალუზები უნდა გავაკეთო, საშველი აღარაა

„რკინის ჟალუზები უნდა დავაყენო ალბათ, სხვა საშველი არაა,“ – ეს გამოსავალი იპოვა მზია რეხვიაშვილმა, რომელსაც ბათუმში, წერეთლის 44-ში ნამცხვრის მაღაზია უკვე 10 წელია აქვს გახსნილი. გასული წლის ნოემბრიდან დღემდე მაღაზია სამჯერ გაქურდეს. სამივეჯერ გაქურდვა ერთნაირად მოხდა – მინის კარი ქვით ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში არასრულწლოვნები შევიდნენ. ბოლოს ნამცხვრის მაღაზია 13 მარტის ღამეს გაქურდეს. „ნამცხვრებისთვის არც ერთ …

20 წელი პოლიციელის მკვლელობისთვის – მოკლულის ახლობლებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს

“პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბესიკ ტაკიძეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება “სჭირდებოდა დაფიქრება” და ამიტომ ვერ გამოაცხადა გადაწყვეტილება გუშინ. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება “სჭირდებოდა დაფიქრება” და ამიტომ ვერ გამოაცხადა გადაწყვეტილება გუშინ. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ საქმეზე …

პოლიციელის მკვლელობის საქმეზე განაჩენი მოსამართლემ ისევ არ გამოაცხადა

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა “პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” განაჩენი არც დღეს გამოაცხადა. მან ბრალდებულის ბოლო სიტყვას მოუსმინა და სათათბირო ოთახში გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. ხმაური სასამართლო დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე სკამი ბრალდებულის მეზობლებმა დაიკავეს. “როგორ გაბედეთ აქ მოსვლა,” – წამოიძახეს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, ბრალდებულის ახლობლებს ხმა არ ამოუღიათ. რამდენიმე …

როდის არ/ვერ შეცვლის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ჩვენებას – მოსამართლის ხედვა

„მსხვერპლის დაკითხვა სასამართლოში ხდება დაახლოებით 2 თვის შემდეგ, რაც ძალიან დაგვიანებულია,“ – მიიჩნევს მოსამართლე დავით მამისეიშვილი. მისი აზრით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შემთხვევიდან 48 ან 72 საათში მაგისტრ მოსამართლესთან უნდა დაიკითხოს, რადგან ამ პერიოდში მასზე სავარაუდო მოძალადე ან ოჯახის წევრები ზეწოლას ვერ განახორციელებენ. დღევანდელი მოცემულობით, ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად პოლიციელებთან ადასტურებენ ძალადობის ფაქტს, შემდეგ კი სასამართლოში …

საპენსიო სააგენტოს დირექტორი მოსამართლეებს: ფულის დაგროვების კულტურა არ გვაქვს

“ბელგია, კანადა, ავსტრია, ჩილე, უნგრეთი… ამ ქვეყნებში საპენსიო შენატანი სავალდებულოა, როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის,” – უთხრა მოსამართლეებს ლევან სურგულაძემ, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა. მან დღეს, 7 მარტს, მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე საპენსიო შენატანის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს. მოსარჩელეები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების შეჩერებასაც ითხოვენ. ერთ-ერთი ნორმა კი, საპენსიო შენატანის სავალდებულოობას ეხება. …

დაგროვებითი პენსიის გაუქმებაზე დავა საკონსტიტუციოში – პირველი სხდომა

„დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება არღვევს დასაქმებულის ნების ავტონომიას და დამსაქმებელს აიძულებს საპასუხო სარგებლის მიღების გარეშე საპენსიო ფონდში ფინანსური შენატანის გაკეთებას,“ – მიიჩნევენ მოსარჩელეები და დაგროვებითი პენსიის ახალ რეგულაციებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. დღეს, 7 მარტს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, განიხილება თუ არა სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ არსებითად. დავის საგანი კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ რამდენიმე მუხლია.  დაგროვებით …

ვინ დაწვა პუშკინის ქუჩაზე სახლი და სავაჭრო ობიექტები – სასამართლო განხილვა

„კარგი გადაწყვეტილებაა, რომ აღარ შიმშილობთ,“ – ამ სიტყვებით მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს მიმართა. 22 წლის ბრალდებულს გამოძიება პუშკინის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტებში ხანძრის გაჩენას ედავება. ის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად 21 დღე შიმშილობდა. საუბარია გასული წლის 30 აგვისტოს პუშკინის ქუჩა 24-ში გაჩენილ ხანძარზე, რის შემდეგაც საცხოვრებელი სახლი და 6 სავაჭრო ობიექტი სრულად დაიწვა. ხანძრისგან …

“რესპუბლიკურში” ორი პირის დაჭრაზე არავინ დაუკავებიათ

“მოჭიდავე ვარ და თავს ვიცავდი. თითო დარტყმა გავუკეთე ერთსაც და მეორესაც… ჩვენ ქურდული სამყაროს წევრებისგან ვიცავდით თავს… ბატონო პროკურორო, სირცხვილია, რასაც აკეთებთ,” – მიმართა პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს ბრალდებულმა რეზო წ.-მ, ვიდრე მოსამართლე სათათბირო ოთახში ფიქრობდა, გაეშვა თუ პატიმრობაში დაეტოვებინა დაკავებულები. საქმე ეხება 2 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტს, სადაც ჩხუბის მონაწილე 5 პირი დააკავეს.  დღესვე გაირკვა, …

“პოლიციელმა 6 საათით იარაღი თვითონ დაიტოვა” – დაჭრის საქმე “რესპუბლიკურში”

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ ბრალდებულ გიორგი ტ.-ს ჩალურჯებულ თვალს მიაქცია ყურადღება. “ხომ არ უკავშირდება ეს სამართალდამცველებთან ურთიერთობას?” – იკითხა მოსამართლემ, რაზეც ბრალდებულმა მოკლედ უპასუხა: “არა” ბრალდებული გიორგი ტ. 24 წლისაა და მახინჯაურში ცხოვრობს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას და ტარებას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგის 7 წლამდე პატიმრობა ელის. საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში …

ბრალდებულის ბოლო სიტყვა პოლიციელ ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე

“პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” დღეს, პირველ მარტს დასკვნითი სხდომა გაიმართა. პროცესზე დასწრება ბევრმა მსურველმა ვერ მოახერხა დარბაზში ადგილების შევსების გამო. ბრალდებულის ახლობლები და მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებიც დღევანდელ პროცესზე განაჩენის გამოცხადებას ელოდნენ, თუმცა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა იგი 9 მარტისთვის გადადო. სასამართლოსთან დღეს მობილიზებული იყო პოლიციაც. დასკვნით სხდომაზე პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ის მტკიცებულებები მიმოიხილა, რაც მხარეებმა სასამართლოში …

მიწა მწვანე კონცხზე, რომელშიც მერია მოქალაქეს არაფერს უხდის

„2004 წლიდან მდევნიდა სახელმწიფო და არ მინდა, ახლაც იგივე დღეში აღმოვჩნდე,“ – ამბობს ასლან ხალვაში. იგი მწვანე კონცხზე ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. მერია ამ მიწების ათვისებასაც გეგმავს ჩაქვში ახალი ზოოპარკის მოსაწყობად, თუმცა მოქალაქესთან შეთანხმება მიღწეული არ არის. „ეს მიწა 2011 წელს იძულებით დამათმობინეს,“ – ირწმუნება ასლან ხალვაში. იგი აბაშიძის ხელისუფლების დროს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელად მუშაობდა …

Exit mobile version