სასამართლო გადაწყვეტილება ბათუმის პირველი სკოლის ყოფილი დირექტორის საქმეზე

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ არ დააკმაყოფილა მედეა გვენეტაძის სარჩელი საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ. ის ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორია. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ განმარტა, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ოთხი კატეგორიის სამართალდარღვევა გამოყო, თუმცა მისთვის ყველაზე უხეში დარღვევა სკოლაში “ფასიანი მომზადების და ხელზე ფულის აღების ფაქტები იყო”. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასა, რომ მოსარჩელე სამინისტროს მიერ დაფიქსირებულ …

გახდება თუ არა საჯარო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები – საკონსტიტუციო

აცილების მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე ევა გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა არ დატოვა. დახურულ კარს მიღმა გამართულ თათბირზე, რომელიც საათ-ნახევარს გაგრძელდა, მოსამართლეებმა აცილების საფუძველი ვერ დაინახეს. სასამართლო დღეს, 28 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ “დემოკრატიული ინიციატივის” სარჩელს განიხილავს. დავის საგანი იუსტიციის საბჭოში სხდომების დახურვაა, როცა მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევენ. იუსტიციის საბჭომ სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება 2009 წელს მიიღო, …

EMC: დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა მძიმეა, ის სასჯელის გადავადებას ითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისთვის შეფარდებული სასჯელის გადავადებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 27 თებერვალს, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ გაავრცელა. ეს ორგანიზაცია დეკანოზის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პენიტენციურ დეპარტამენტს, დაიცვას დეკანოზის ჯანმრთელობის უფლება. EMC-ის ადვოკატებმა დეკანოზი სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ, 26 თებერვალს, მოინახულეს. მათი შეფასებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „მას სრულად პარალიზებული აქვს მარჯვენა …

უნდა იძიებდეს თუ არა შსს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს – დავა საკონსტიტუციოში

“შსს, ან პროკურატურა არ უნდა იძიებდეს, მაგალითად, პოლიციელის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს,” – მიიჩნევს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე. ის პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. გიორგი ცერცვაძემ სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნაც წარმოადგინა, რომელიც მას ადმინისტრაციული დაკავების დროს ჩაუტარეს. დასკვნის მიხედვით, გიორგი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში ჯანმრთელი შევიდა, იქედან გამოსულს კი, კონკრეტული დაზიანებები ჰქონდა სხეულზე. “მას სახეზე ჰქონდა დაზიანება, ჩალურჯებული იყო …

“კარგ გზაზე მოსიარულე გოგო არ იყო” – ბრალდებული მოკლული ქალის საქმეზე

“ოქტომბერი იყო, როცა ის ბათუმში გავიცანი. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით…”- ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენების მიცემა ლევენთ უ.მ. მას კაზინოში ქალის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ის მოსამართლეს დეტალურად მოუყვა მკვლელობის ამბავს. საუბარია 2018 წლის 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს. დაჭრილი ქალი ჰოლიდა ბრალდებულის სექსუალური პარტნიორი იყო, მოკლული ქალი …

უკანონო ფარული ჩანაწერის ყურება დასჯადი არ შეიძლება იყოს – იურისტის განმარტება

„სისხლის სამართლის ის ნორმა, რომლითაც ამ ხალხს დევნიან, მინიმუმ ჩემთვის, გულისხმობს შემდეგ რამეს: ჩანაწერი უნდა იყოს უკანონო. ესე იგი, იმთავითვე არსებობს პრეზუმფცია, რომ შეიძლება არსებობდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კანონიერი ჩანაწერი…“ – წერს „ფეისბუქში“ იურისტი გიორგი ჩიტიძე. მას ვთხოვეთ განმარტება, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს დანაშაულად ფარული კადრების ნახვა, შენახვა, ან გავრცელება. „ვფიქრობ, რომ თუ ამგვარი ინფორმაცია …

„ორი კვირით შემირიგდი და მერე გამშორდი“ – ქმარი ცოლს მოკვლით ემუქრება

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალს ქმარი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. გუშინ, 25 თებერვალს, ჩაქვის პოლიციის განყოფილებამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ქმრის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. „ცოლ-ქმარი განქორწინებული არ არის, თუმცა ერთად აღარ ცხოვრობენ. ქმარი სასჯელს იხდიდა და  ციხიდან ახლახან გამოვიდა, რის შემდეგაც  მეუღლეს ემუქრება მოკვლით, თუ არ შეურიგდებოდა. ძირითადად sms-ებს უგზავნიდა, სადაც წერდა, რომ ორი კვირით …

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქართულ სასამართლოში არსებულ კლანზე

რას აჩვენებს ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების კლება? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც ნონა წოწორიას დავუსვით. იგი 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო. ამ პერიოდში რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ევროსასამართლომ. სტრასბურგის სასამართლოს მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ქართველი მოსამართლეები, რომლებმაც სადავო გადაწყვეტილებები მიიღეს, უვადოდ გაამწესეს და ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაც …

კაცმა $18 ათასისთვის დეიდაშვილი გაიტაცა – ნაფიცი მსაჯულების პირველი საქმე ბათუმში

“არა”- სამივე ბრალდებულმა ერთნაირად უპასუხა მოსამართლეს კითხვაზე: “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” საუბარია “მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე”. შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა. “ხომ არ არის აქ ის პირი, ვინც გაიტაცეს ან მისი ახლობელი?”- ჩვენს ამ შეკითხვას პროცესის დაწყებამდე დარბაზში გაღიზიანება მოჰყვა. “როგორ გაბედავდა აქ მოსვლას,”- გვითხრეს ბრალდებულების ახლობლებმა. ვიდრე მოსამართლე დარბაზში შემოვიდოდა, ახლობლებმა ასევე გვითხრეს, …

ცხაურების ქურდობისთვის ქობულეთში სამი პირი დააკავეს

ცხაურების ქურდობისთვის ქობულეთში სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ისინი სანიაღვრე არხის ცხაურებით დატვირთული მიკროავტობუსით ბობოყვათის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ცხაურები ქობულეთის სოფელ აჭყვაში მოიპარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებულებმა გამოკითხვისას მიმდინარე წლის 12 თებერვალს სოფელ ჩაისუბნიდან სანიაღვრე არხის ცხაურების მოპარვის ფაქტიც აღიარეს. „ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, …

ყაჩაღობა დისშვილთან ერთად – 84 წლის მოხუცის დაყაჩაღების საქმე

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ლაშა ჩ-ს და რევაზ ო.ს 84 წლის მოხუცი ქალის დაყაჩაღების საქმეზე. საუბარია ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 13 თებერვალს მომხდარ შემთხვევაზე – ორი ახალგაზრდა მარტოდ მცხოვრები 84 წლის მოხუცის სახლში მოტყუებით  შევიდა, როგორც “სოკარ გაზის” თანამშრომელი. მოხუცს წებოვანი ლენტით პირი აუკრეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. მოხუცის სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღეს. თავდაპირველად გამოძიება …

„ეგ ვერ არჩევს ციფრებს“ – „სანდასუფთავების“ დირექტორს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

„ჩემს სამსახურში აღმოჩენილ დარღვევებზე წერილი მივწერე მთავრობას. ამის საპასუხოდ უფროსმა ჩემი დევნა დაიწყო და სამსახურიდან გამიშვა,“ – ირწმუნება ნოდარ ბედინაძე. იგი 24 იანვრამდე ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფის კოორდინატორად მუშაობდა. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 იანვარს, ნოდარ ბედინაძემ წერილით მიმართა ბათუმის მერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს. წერილში იგი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ხელისუფლებას …

ბათუმში ორი მოსამართლე უვადოდ გაამწესეს

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი დღეს, 14 თებერვალს, უვადო მოსამართლეებად გამწესდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ 6 მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე მიიღო გადაწყვეტილება. სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობენ. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე ისინი უვადოდ გაამწესეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყებამდე, ინდირა მაშანეიშვილი აბაშის, ვანის და სენაკის სასამართლოებში მუშაობდა. …

ქალი, რომელიც გაძარცვეს: ყავა მივართვი და მანდარინი ვაჭამე, მერე „გამსკოჩეს“

„ისე კულტურულად შემოვიდნენ ეს ბიჭები, რას ვიფიქრებდი რამეს…“ – გვიყვება ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ხუტა ბელქანია, აფხაზეთიდან დევნილი 84 წლის ქალი. ხუტა ბელქანია ჩოლოყაშვილის 84-ში, სოციალურ სახლში 2009 წლიდან მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, თუმცა სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ აღარ უმუშავია. გუშინ, 13 თებერვალს, ხუტა ბელქანია გაძარცვეს. გუშინვე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სპეცოპერაციის …

12 წლით პატიმრობა ტრეფიკინგისთვის – ბათუმის სასამართლოს განაჩენი

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გულრუხ სოლიევას. მას გამოძიება ტრეფიკინგის ჩადენას ედავებოდა. მსჯავრდებული უზბეკეთის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, გულრუხ სოლიევამ უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში გოგო. მსხვერპლმა იცოდა, რომ ის რესტორანში მიმტანად იმუშავებდა. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ბათუმში, ნაქირავებ სახლში, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი და ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში. …

ბათუმში სახლი გაძარცვეს, ქალი წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს

ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ძარცვა მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ქალი სკამზე წებოვანი ლენტით მიკრული დახვდა, თუმცა ის ექიმებს კლინიკაში არ გაჰყვა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში, ასევე, გვითხრეს, რომ ქალს პირზეც ჰქონდა აკრული წებოვანი ლენტი, რომელიც მეზობლებმა ექიმების მისვლამდე მოხსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის (ძარცვა) შესაბამისად. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

მოწმეები „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ ჩვენებებს ცვლიან

„ყველა სიტყვას არ ვეთანხმები, კაი ბიჭი ვარ და ასე შემდეგ არ მითქვამს…“ – უთხრა პროკურორს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა მანუჩარ ბერიძემ. ის ერთ-ერთია, ვინც ამ საქმეში ჩვენება შეცვალა. დღეს, 12 თებერვალს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 5 მოწმის ჩვენება მოისმინა. პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე მოწმე მანუჩარ ბერიძეს თავიდან ბოლომდე წაუკითხა ის ჩვენება, რომელიც მან სასამართლო პროცესების დაწყებამდე რამდენიმე თვით …

ბათუმში მძევლად ხელში ჩაგდების საქმე შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

„მძევლად ხელში ჩაგდების საქმე“ შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის შესახებ ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის ინტერესებს იცავს. ბათუმში ნაფიც მსაჯულთა სხდომა პირველად გაიმართება, თუკი მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება არ შედგება წინასასამართლო სხდომამდე. ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, განიხილავენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები საქმეს. საუბარია გასული წლის ბოლოს მომხდარ შემთხვევაზე – ქობულეთის მცხოვრებს ვალი ჰქონდა გადასახადელი …

რომელ წელს მიმართეს ყველაზე მეტჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს

საკონსტიტუციო სასამართლოში, 2013 წლიდან დღემდე, ყველაზე მეტი, 423 სარჩელი, 2017 წელს შევიდა. ამის შესახებ კონსტიტუციური კანონიერების შესახებ მომზადებულ ინფორმაციაში წერია, რომელიც დღეს, 11 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს გაუგზავნა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმოხილვასთან ერთად, სტატისტიკური მონაცემებიცაა. ამ მონაცემების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში 2018 წელს 95 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება …

დავით მამისეიშვილი: ჩვენ, მოსამართლეებს, დაცვა გვჭირდება

„ჩვენ, მოსამართლეებს, გვჭირდება დაცვა… თქვენ რომ უკან დაიხიოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული მართლმსაჯულება ჩამოიშლება,“ – მიმართა  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავით მამისეიშვილმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ. დღეს, 11 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში მართავს. სხდომაზე განიხილავენ 9 დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2025 წლამდე გადავადებას ითვალისწინებს. ამ შეხვედრაზე დავით მამისეიშვილმა იუსტიციის …

“თამბაქო გადაჰქონდა” – ნარკოტიკის გაყიდვაზე სპეცოპერაციით დაკავებული ქალის და კაცის საქმე 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იმ ქალს და კაცს, რომლებიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 თებერვალს, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სპეცოპერაციით დააკავეს. ვიდრე მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბრალდებულმა მუსტაფა ქ-მ მოსამართლეს უთხრა: “არსად გაქცევას აპირებს… ვაღიარებ და ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს”. ის თურქეთის მოქალაქეა. მოსამართლისთვის არაფერი უთქვამს მეორე ბრალდებულს – იამზე მ-ს. მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ …

კონფიდენტის როლი ნარკოდანაშაულში – სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

სამართლებრივ ნორმას, რომელიც ჩხრეკის ჩატარების მიზანს და საფუძველს ადგენს, მოქალაქე გიორგი ქებურია ასაჩივრებს. იგი 2017 წელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის გაასამართლეს. მოქალაქის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 7 თებერვალს, განიხილავს განმწესრიგებელ სხდომაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირის ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ოპერატიული ინფორმაციის წყარო შესაძლოა ე.წ. კონფიდენტი იყოს, …

ადევნების საქმე ბათუმის სასამართლოში

ბათუმში მცხოვრებ ბესო ფ.-ს გამოძიება ძალადობას და ადევნებას ედავება. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ქალი ამბობს, რომ ყოფილმა სექსუალურმა პარტნიორმა მას ქუჩაში სცემა, მანამდე კი, ადევნების მსხვერპლი გახდა. დაზარალებული ქალი უკრაინის მოქალაქეა. დღეს, 5 თებერვალს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანმა დასაშვებად მიიჩნია დაცვის მხარის მტკიცებულება. საუბარია ტელეფონით გადაღებულ ვიდეოჩანაწერებზე, რაც ბრალდებულმა კაცმა სასამართლოში წარმოადგინა. „ეს არღვევს პერსონალურ …

უცხოელი ტურისტი: თბილისში მოტოციკლი დამიმტვრიეს და მცემეს, პოლიცია კი არ მოქმედებს

„პოლიცია უკვე ერთი კვირა იძიებს საქმეს, მაგრამ შედეგი არ ჩანს. მე კი მოტოციკლის აღდგენის ფული არ მაქვს, რომ გზა გავაგრძელო…“ – ამას თბილისში მყოფი ტურისტი ვალენტინო დევასკო გვიყვება. იგი პერუდანაა, მუსიკოსია, მოტოციკლით სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ მეგობართან ერთად ჩამოვიდა. „საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე, გესტჰაუსში ვცხოვრობ და მოტოციკლი იმ ღამით გარეთ, საერთო …

ბათუმის პორტი გაფიცვის უკანონოდ მიჩნევას ითხოვს

ბათუმის საზღვაო პორტი თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავობს. პორტი გაფიცვების უკანონოდ მიჩნევას ითხოვს. საპროტესტო აქცია ბათუმის საზღვაო პორტში 2018 წლის აპრილში იმართებოდა. მაშინ მოშიმშილეები ითხოვდნენ „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის გადადგომას, სამსახურიდან გათავისუფლებული 25 თანამშრომლის დაბრუნებას და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას. “ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც მცურავი საშუალებების კაპიტნების მიმართ, ვინც იმ დღეებში, ფაქტობრივად, პიკეტირება მოახდინა. …

დაკავებული გარემოვაჭრე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ქსენია ქელეში მოსამართლე სალიხ შაინიძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს ის გარემოვაჭრეა, რომელიც დღეს, 28 იანვარს, პოლიციელებმა ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვის დროს დააკავეს. „ვითხოვ ადვოკატის მომსახურებას,“ – მიმართა მოსამართლეს დაკავებულმა. ადვოკატის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა. ამ მოტივით გადაიდო დღეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა პირველ თებერვლამდე. ქსენია ქელეშს ადმინისტრაციული წესით წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებიან. „შევეპასუხე, …

რა ნახა გამომძიებელმა ლავასოღლის სახლის ჩხრეკის დროს

“ლავასოღლის საცხოვრებელი სახლი სასამართლოს განჩინების საფუძველზე გავჩხრიკეთ,”- დაიწყო ამბის მოყოლა გამომძიებელმა, უჩა კახიძემ. მან დღეს, 28 იანვარს, სასამართლოს “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა, მათ შორის, ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მინდია ლავასოღლის სახლის ჩხრეკაზე. ლავასოღლის სახლი სამართალდამცველებმა 17 ივლისს გაჩხრიკეს. “იქ იყო რამდენიმე პასპორტი ლავასოღლის სხვადასხვა ფოტოთი და სხვადასხვა სახელებით, ასევე მეხსიერების ბარათები, …

ლეოგრანდში ხანძრისას დაღუპულის ოჯახმა „სამშობიარო სახლს“ სასამართლო დავა მოუგო

დათო ქამადაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც 2017 წლის 24 ნოემბრის საღამოს სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა. დათო ქამადაძე ბათუმის სამშობიარო სახლში ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა და 4 თვის ხელფასი ჰქონდა ასაღები. გარდაცვლილის მეუღლემ სასამართლოს მიმართა და შპს „ბათუმის სამშობიარო სახლისთვის“ ხელფასის დაკისრება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, თუმცა აღსრულება სავარაუდოდ პრობლემური …

რას ედავება პროკურატურა ბათუმის მერის წარმომადგენელს

“აღნიშნული ტერიტორია იყო უკაცრიელი, თუმცა კომერციულად ძვირფასი – მიწა ტურისტულ ზონაში მდებარეობს,” – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა დავით ჭარბაძემ. ამ სიტყვებით პროკურორმა მწვანე კონცხზე ერთ-ერთი მიწა აღწერა, რომელიც დაახლოებით 95 ათას ლარადაა შეფასებული და იგი ბათუმის მერიის წარმომადგენლის, გოგიტა დარჩიას შესაბამისი დოკუმენტის გაცემის შემდეგ, კერძო პირის საკუთრება გახდა. “იქ უნდა ყოფილიყო სახლი და ბოსელი ნახაზის მიხედვით. …

5 დღე მძევლად – გატაცებული ბინაში გამოკეტეს, ხელ-ფეხი და პირი ლენტით აუკრეს

5 დღე მძევლად ქობულეთში მცხოვრები ადამიანი იმყოფებოდა. 5 დღის შემდეგ ბათუმში, ნაქირავებ ბინაში გამოკეტილი კაცი პოლიციელებმა იპოვეს. შემთხვევა 2018 წლის დეკემბერში მოხდა. ქობულეთის მცხოვრებს ვალი ჰქონდა გადასახადელი ასევე ქობულეთში მცხოვრებისთვის – დაახლოებით 10 ათასი ამერიკული დოლარი. პროკურატურის ვერსიით, დაზარალებული, თანხის მიღების მოტივით, სამმა ბრალდებულმა ჯერ შუახევში წაიყვანა იძულებით ნათესავის ოჯახში, შემდეგ – ქობულეთში. საბოლოოდ, დაზარალებული …

მკვლელობა ქობულეთში არჩევნების დღეს – ვერსია შურისძიება 

„არ მსურს დავესწრო სასამართლო პროცესს,“ – წაიკითხა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის ციხიდან გამოგზავნილი წერილი. „ბრალდებულს აქვს უფლება არ დაესწროს სასამართლო სხდომას, მაგრამ პროცესზე მოსვლა ვერც ადვოკატმა მოახერხა,“ – აღნიშნა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფნის გამო ვერ დაესწრო. სასამართლომ დღეს მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელა. განზრახ მკვლელობას პროკურატურა 37 წლის …

უცხოელი ექსპერტი „ფარულ მოსმენებზე“: უშიშროება არ უნდა ისმენდეს პირდაპირ, ვის ვესაუბრე ბათუმში

“ის შეკითხვები, რაც შეიძლება ჰქონდეს უშიშროებას, არ უნდა ჰქონდეს, როგორც წესი, სისხლის სამართლის წესით დაწყებულ გამოძიებას,” – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ევროპელმა ექსპერტმა, დეივ ორელმა. იგი ექსპერტის სახით მოსარჩელეებმა მოიწვიეს სასამართლო სხდომაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 22 იანვარს, არსებითი განხილვა დაიწყო „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ” 326 მოქალაქის სარჩელზე. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეასრულა პარლამენტმა …

რატომ გაათავისუფლეს პირველი სკოლის დირექტორი – სასამართლო განხილვა

“ახლაც არიან პირველ სკოლასთან გარემოვაჭრეები… თქვენ არ შეგინიშნავთ?” – ჩაეძია განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, მადონა ტაბატაძეს იურისტი ანა ბერძენიშვილი. “არ ვიცი. მე როგორც ვიცი, არ არის გარევაჭრობა,” – უპასუხა შეკითხვას სამინისტროს წარმომადგენელმა. “მერე აღარ შესულხართ ინსპექტირებაზე ამ სკოლაში?” – დაინტერესდა მოსამართლე. “არა. ჩვენ მხოლოდ საჩივრების შემთხვევაში შევდივართ,” – დასძინა მადონა ტაბატაძემ. “ბათუმის პირველი სკოლის დირექტორის საქმეზე” …

ბათუმში სამი მარკეტის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

ყაჩაღობის ფაქტზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 22 წლის ე.კ. დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში სამი სუპერმარკეტი დააყაჩაღა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს ე.კ.-მ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა. სამართალდამცველებმა ე.კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. ამოღებულია დანა …

რუსთაველზე ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტანსაცმლის მაღაზია „ბრენდ ჰაუსი“ გაქურდეს. შემთხვევა გუშინწინ, 17 იანვარს მოხდა. „მაღაზიის კარი ჩვეულებრივად დაგვხდა გაღებული, როგორ გახსნეს – არ ვიცი, დაზიანებული არაფერია, მხოლოდ მაგიდის უჯრა იყო ძალით გახსნილი. როცა მაღაზია გახსნეს, ღამის თერთმეტს ოცი წუთი აკლდა, სიგნალიზაცია ჩაირთო, თუმცა დაცვის პოლიციის მოსვლამდე ტანსაცმელი და კასაში დატოვებული ფული უკვე წაღებული იყო,“ – გვიყვება …

EMC: მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბათუმის სასამართლო განხილვის ვადას არღვევს

„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა კვლავ ჭიანურდება, რაც სასამართლო გზით მუსლიმი თემის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას არსებითად ართულებს,“ – აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის EMC მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ უარი თქვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის …

Exit mobile version