ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

„ვერ გადაიტანს“, „ნუ მოკლავ“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით იმედა აბაშიძის ახლობლები დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილები გირაოს საფუძველზე იმედა აბაშიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. იმედა აბაშიძეს გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. „ჩემი მეუღლის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ციხეში მას ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ვერაფრით დაადგინეს, რატომ არ უწევს სიცხე… ის ეტლით მოსარგებლეა და დამოუკიდებლად გადაადგილება …

სუს-ის უფროსის ბინის გაქურდვაში ბრალდებულს ფაიფურის თეფშების მოპარვისთვის 5 წელი მიუსაჯეს

„ასე ზეპირად ლაპარაკობენ ეგენი“, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა დავით ხიმშიაშვილმა და პროკურორს გახედა. მან პრეტენზია ხელთათმანების გამო გამოთქვა, რომელიც ქურდობის ადგილიდან ამოიღეს და რომლიდანაც გამომძიებლებს თითის ანაბეჭდები არ აუღიათ. საუბარია გასული წლის ზაფხულში ფაიფურის თეფშებისა და ჭურჭლის ქურდობაზე. საქმეზე განაჩენი მოსამართლემ  დღეს გამოიტანა. მოსამართლეს ამ საქმის განხილვა გასული კვირის დასაწყისში უნდა დაესრულებინა, თუმცა გირაოთი გათავისუფლებული …

ირაკლი ჭეიშვილის სასამართლო დავა მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ

„მე ვითხოვ იმავე მედია საშუალებით ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, ფინანსურ ნაწილს აღარ ვითხოვთ,“ – მიმართა მოსამართლეს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭეიშვილმა. მას სიტყვა მედეა ვასაძემ შეაწყვეტინა: „ჩვენ არ გავმდიდრებულვართ ხელისუფლებაში, ალბათ, ამიტომ აღარ ითხოვთ…“ სასამართლო დავა პოლიტიკოსებს შორის დღეს, 14 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადებას მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე 20 ნოემბრისთვის დაჰპირდა. …

„ვინ იჯდა საჭესთან?“ – შეკითხვა პოლიციელებს, რომელიც უპასუხო დარჩა იარაღის ტარების საქმეში

„მაშინ ვინ იჯდა საჭესთან?“ – ეს შეკითხვა ადვოკატს პოლიციელების ჩვენებების მოსმენის შემდეგ გაუჩნდა. პოლიციელებმა ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებულის დაკავება აღწერეს, თუმცა საბოლოოდ გაურკვეველი დარჩა: ვინ იჯდა პოლიციის მანქანის საჭესთან, რომლითაც ბრალდებული თამარის დასახლებიდან პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. თამარის დასახლებაში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ, 2018 წლის თებერვალში პოლიციელებმა გიორგი მ. დააკავეს. მას ხელჩანთიდან კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი ავტომატი ამოუღეს ტყვიებთან …

საათები, ბიჟუტერია, ქანდაკება – რა მოიპარეს სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინიდან

„ქანდაკება, ბიჟუტერია, საათები…“ – ამ ნივთების ქურდობას სამ პირს ედავება გამოძიება. საუბარია ბათუმში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის ბინის ქურდობაზე. ბრალდებულებს უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ. სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ნოემბერს „რუსთავი 2“-ში გასული სიუჟეტის შემდეგ გაავრცელა. ამ დროისთვის უკვე ერთი კვირის დაკავებული …

არასრულწლოვნებმა ბათუმში სამი მაღაზია გაქურდეს – წაღებულია ორი სათამაშო თოფი და ხურდა ფული

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, გუშინწინ ღამით სამი მაღაზია გაქურდეს, მეოთხეში – შესვლა ვერ შეძლეს. „ნივთებზე ხელი არ უხლიათ, მხოლოდ ხურდები წაიღეს და ორი ცალი სათამაშო თოფი, 5-5 ლარში ვყიდდი მაგენს. ეტყობა, სხვების შესაშინებლად წაიღეს,“ – გვითხრა ერთ-ერთი მაღაზიის მესაკუთრემ, მერი ირემაძემ. მაღაზიის მფლობელების თქმით, ქურდობის შესახებ მათთვის ცნობილი გუშინ, 10 ნოემბერს, დილით გახდა. „მივედით და ბოქლომები …

13 წლის გოგოსთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ კაცს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 11 ნოემბერს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული 55 წლისაა, მას 13 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენა ედება ბრალად. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილეს, რადგან დაზარალებული არასრულწლოვანია. ბრალდებულს ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს. წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე 4 დეკემბერს გაიმართება. ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება საგამოძიებო ორგანოს უკვე …

ბათუმში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის სახლი გაქურდეს

ბათუმში სუს-ის უფროსის ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, „ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით წარსულში ქურდობისათვის არაერთგზის ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული დ. ხ. და 1984 წელს დაბადებული ი. ა. ხოლო წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული ნ. უ. დააკავეს“. ინფორმაცია აჭარის სუს-ის უფროსის ბინის ქურდობის …

ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს

ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნარკორეალიზატორისგან „საკონტროლო შესყიდვის“ დროს ამოიღეს „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 აბი და „მდმა“-ს შემცველი 9 აბი 2 გრამამდე. დაკავებული ირანის მოქალაქეა და ის 26 წლისაა. „პოლიციამ დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 90 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო… დანიშნულია ექსპერტიზა,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა …

4 წლით პატიმრობა ტერორიზმის მოწოდების მუხლით ფეისბუქში 2 წლის წინ დაწერილი სტატუსის გამო

ოთხი წლით პატიმრობა ორხან აბბასოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ნოემბერს მიუსაჯა, ორი წლის წინ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო. აბბასოვის ფეისბუქ სტატუსი სასამართლომ ტერორიზმისკენ მოწოდებად შეაფასა. მსჯავრდებული ექვსი თვის წინ დააკავეს სამართალდამცველებმა და 5 ნოემბრამდე გირაოს საფუძველზე ჰყავდათ გათავისუფლებული. ორი წლის წინ, 2016 წლის აპრილში აბბასოვი აზეირბაიჯან-სომხეთის სამხედრო გადატრიალებას გამოეხმაურა. აბბასოვი ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ბოლნისში ცხოვრობს. …

ძალადობაში ბრალდებული ქმარი: 10 წელი ცოლთან სექსი არ მქონია

ოჯახში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა ბათუმში მცხოვრებ გურამ ჩ.-ს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განიხილა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა. დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა – რამდენიმე თვის წინ გურამ ჩ. ისევ ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა. „მას თმები ჰქონდა გაშლილი, ხელი ვკარი, …

მამაკაცმა ქალს ვალუტის ჯიხურთან ფული წაართვა და წაიქცა

ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ქალს ფული წაართვეს. თვითმხილველის თქმით, ქალს ვალუტის გადაცვლის ჯიხურიდან გამოჰქონდა ფული, როცა მას ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა. მამაკაცმა ქალს ფული ჩანთასთან ერთად გამოსტაცა და გაიქცა. თვითმხილველების თქმით, კაცი, რომელმაც ქალს ფული წაართვა, რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ, მეორე სკოლის წინ, ტროტუარზე წაიქცა – მან ბოძკინტს წამოჰკრა ფეხი. წაქცეულ კაცს გაქცევის …

8 პროცესი ერთ დღეში ოჯახში ძალადობაზე ბათუმის სასამართლოში

„დუმილის უფლებას ვიყენებ მე,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა მიხეილ კ.-მ. მას გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება. გამოძიების ვერსიით, მიხეილმა ქალს სცემა, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა და ვისთანაც 5 წლის შვილი ჰყავს. მიხეილი არაა ერთადერთი, ვისაც დღეს მოსამართლემ ჰკითხა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 6 ნოემბერს, ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე 8 სისხლის სამართლის საქმე განიხილა. …

დაპატიმრებული მოწმე, რომელმაც საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა

ბათუმში მცხოვრებ ბექა ჩიკვაიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მან საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე თქვა უარი. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო. ადვოკატების თქმით, მსგავსი მიდგომა უპრეცედენტოა. საკუთარი თავის, ასევე ახლობლების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ადვოკატთა ასოციაცია მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილის გადაწყვეტილებას “საშიშ ტენდენციად” …

“შენ გეუბნები, ქურდები ვართ” – ლავასოღლის ფარული ჩანაწერები სასამართლოში

“შენ გეუბნები, ქურდები ვართ, ძმა…” “ლავასოღლი ვარ, ჩამოეთრიე აქ, ამოგთხრი მიწიდან”, – ეს ფრაზები მინდია ლავასოღლის ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში ისმის. “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” მოსამართლე ლევან გელოვანმა აუდიოჩანაწერებს დღეს, 5 ნოემბერს, მოუსმინა. დღეს სასამართლომ ბრალდებულების: მინდია ლავასოღლის, ივანე გიგიაძის, შოთა კეკელიძის და ზაალ ახვლედიანის ჩანაწერები მოისმინა. პროცესს სამი მათგანი ესწრებოდა, თუმცა მოსმენის პროცესში ივანე გიგიაძემ …

ცოლის ცემაში ბრალდებული კაცი სიდედრმა მკაცრი სასჯელისგან იხსნა

„არანაირ კონფლიქტს არ ჰქონია ადგილი,” – მოკლედ უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებული გ. რ.-ს სიდედრმა. იგი ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის ერთადერთი მოწმეა. შემთხვევა 8 მაისს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, ქმარმა ცოლს სიდედრის კუთვნილ კაფეში, დედის თვალწინ სცემა. დაზარალებულმა ქალმა იმ ღამით 112-ზე დარეკა და შველა ითხოვა. გ. რ. აქამდეც არის გასამართლებული ოჯახში ძალადობისთვის. ის …

ბათუმში „ბერმელის“ გაძარცვა სცადეს

ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ბერმელის“ თანამშრომლის გაძარცვა სცადეს. შემთხვევა გუშინ, 31 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე მოხდა. „ორი ნიღბიანი ბიჭი მოვიდა ჩემს თანამშრომელთან, რომელიც ამ დროს ოფისს კეტავდა. ისინი ითხოვდნენ, კარი არ დაეკეტა და ფული მიეცა მათთვის. თანამშრომელმა კივილი დაიწყო და კისერში წაუჭირეს ხელი. ამ დროს მოცვივდა ხალხი და ფულის წაღება ვეღარ მოახერხეს. …

პატიმარმა სასამართლო დარბაზში ვენები გადაიჭრა – მას ოჯახში ძალადობას ედავებიან

ბათუმის სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ირაკლი კ.-მ ორივე ხელის მაჯა დაიზიანა. ირაკლიმ ეს მას შემდეგ გააკეთა, როცა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულს ოჯახში ძალადობას ედავება გამოძიება. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. გამოძიების ვერსიით, ირაკლი კ.-მ თავისი 5 წლის შვილის დედასა და მის მეგობარ ქალზე იძალადა. პოლიციაში დაზარალებული ქალების მეზობლებმა დარეკეს. საქმეში უკვე დევს ექსპერტიზის დასკვნა, …

ძარცვა 18 წლის შესრულებამდე ორი საათით ადრე

18 წლის ვახტანგ ი.-ს ძარცვა ედება ბრალად. პროკურატურის ვერსიით, მან რუსი ტურისტი ბათუმში საღამოს 10 საათზე გაძარცვა. ეს შემთხვევა 24 მაისს მოხდა. 25 მაისს ვახტანგ ი. 18 წლის შესრულდა. ვახტნაგ ი. გორის მცხოვრებია. “დანაშაულის ჩადენის დროს ის არასრულწლოვანი იყო. შესაბამისად, მას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად გაასამართლებენ”, – ამბობს გვანცა თურმანიძე, “იურიდიული დახმარების სამსახურის” იურისტი. ის …

სასტუმრო „ინტურისტმა“ 50-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა

სასტუმრო „ინტურისტ პალასმა“ სამსახურიდან დაახლოებით 50 თანამშრომელი გაუშვა. თამარ მრევლიშვილი, სასტუმროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი ამბობს, რომ „აბსურდული სიტუაცია“ პირველი ოქტომბრიდან შეიქმნა, როცა სასტუმრო მართვის უფლებით ახალმა კომპანიამ აიღო და ე.წ. რეორგანიზაცია გამოაცხადა. გათავისუფლების ბრძანებები ამ დრომდე ყოფილ თანამშრომლებს არ ჩაჰბარებიათ, მათთვის არც კომპენსაცია მიუციათ. რამდენიმე მათგანი დავას სასამართლოში აპირებს. „ინტურისტი“ კომპანია …

შემწეობის შეწყვეტის გამო მოქალაქემ სოციალურ სააგენტოს სასამართლოში უჩივლა

სოციალური შემწეობის შეწყვეტის გამო ბათუმში მცხოვრებმა ნანა მგელაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასამართლოში უჩივლა. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. დღევანდელ პროცესზე მოქალაქე არ გამოცხადდა – ნანა მგელაძემ მოსამართლეს წერილი გამოუგზავნა და აცნობა, რომ თავის ადვოკატს ვეღარ უკავშირდება. „ვერ ვუკავშირდები, არაა ბათუმში და მოვითხოვ საქმის გადადებას“, – ამოიკითხა მოსამართლემ წერილიდან და დასძინა, რომ ეს დასაბუთება არ არის. …

ბინის ქურდობაზე გირაოთი გათავისუფლებულმა სხვა ბინა გაქურდა

„არ მსურს დავესწრო სასამართლო პროცესს,“ – ეს წერილი ქურდობაში ბრალდებულმა მერაბ ს.-მ მოსამართლეს ციხიდან გამოუგზავნა. წერილის შინაარსი სხდომის დაწყებისთანავე თავად მოსამართლემ წაიკითხა. ბათუმში რამდენიმე ბინის გაქურდვაში ბრალდებულს არც ადვოკატი ჰყავს. გამოძიების ვერსიით, მერაბ ს. სხვადასხვა „მორგებულ გასაღებს“ ამზადებდა და ბინებს ქურდავდა. ქურდობის ბოლო შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, მერაბ ს.-მ ტურისტების მიერ რუსთაველის ქუჩაზე …

ადმინისტრაციული პატიმრობის გასაჩივრება უკვე შეიძლება – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

თუკი სასამართლო კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ პატიმრობას შეგიფარდებთ, თქვენ ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება გექნებათ. აქამდე ადმინისტრაციული სახდელების გასაჩივრების უფლებას კანონი მოქალაქეს არ აძლევდა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო დღეს, 19 ოქტომბერს. თუმცა იგი მომავალი წლის 31 მარტიდან ამოქმედდება. მოქალაქე დავით მალანიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოქალაქე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა „ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ …

მუშაობის შეზღუდვა 50 წლიდან – სასამართლოს მანდატურები პარლამენტის წინააღმდეგ

სასამართლოს ორი მანდატური საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ დავობს. ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია მანდატურის პოზიციიდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ მათ 50 წელი შეუსრულდათ. მამუკა ჭანტურია თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა, ჯიმშერ ცხადაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსარჩელეები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის იმ ჩანაწერს მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, რომლის მიხედვითაც მანდატური 50 წლის მიღწევისას ავტომატურად თავისუფლდება სამსახურიდან. ყოფილი მანდატურები …

ბავშვთა სახლის აღმზრდელი: დირექტორი ფარულად ჩავწერე, როცა მიყვირა სამსახურიდან წადიო

„დირექტორი მაიძულებდა განცხადება ჩემი ნებით დამეწერა და სამსახურიდან წამოვსულიყავი… ხათუნა ჯავახაძემ ყვირილი დაიწყო, სამსახურიდან წადიო. მერე სხვა აღმზრდელები შემოიყვანა, აუხსენით ამას ერთი, რა უნდა ქნასო,“ – ამას ჯილდა გოგმაჩაძე ყვება. დღემდე იგი კიევის ყოფილი მერის, მილიარდერი ბიზნესმენის „ჩერნოვეცკის ფონდის ქობულეთის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის“ აღმზრდელად ოფიციალურად მუშაობს. ბავშვთა სახლის დირექტორის წინააღმდეგ ჯილდა გოგმაჩაძემ სარჩელი ბათუმის …

მოსამართლეობა საპენსიო ასაკის შემდეგ – ყოფილი მოსამართლის დავა საკონსტიტუციოში

ყოფილი მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილი პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკი არ უნდა უზღუდავდეს ადამიანს მოსამართლეობას. ნათელა ჯაშიაშვილი ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა. მას ასაკის გამო მოუხდა თანამდებობის დატოვება. ყოფილი მოსამართლე სადავოდ მიიჩნევს კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც 10 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებს უწყდებათ უფლებამოსილება, როცა ისინი …

“შენ ქურდებს არ სცემდი პატივს… გოგოები გეზრდება…“ – კადრები ქურდული სამყაროს საქმეში

“შენ არც ქურდებს სცემდი პატივს, არც “ობშიაკი” იცოდი… 3 ათასს მოიტან იცოდე… გოგოები გეზრდება… ნუ ტირიხარ, თავს ნუ გვაცოდებ,”- ეს ფრაზები ერთ-ერთი ვიდეო ჩანაწერშია, რომელიც დღეს პროკურატურამ წარმოადგინა “ქურდული სამყაროს საქმეზე” . ამ კონკრეტული ჩანაწერის მიხედვით, სამმა პირმა ავტომანქანით ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანეს დაზარალებული კ.კ. კადრში მხოლოდ დაზარალებული კაცის სახე ჩანს, რომელიც ავტომანქანის საჭესთან …

მოსამართლის გადაწყვეტილებით ლავასოღლს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

ვიდრე მოსამართლე ლევან გელოვანი სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა, ბრალდებულმა შოთა კეკელიძემ პროკურორ რამაზ შავაძეს აგრესიულად მიმართა: „ჩვენ გავაკეთეთ რამე კანონსაწინააღმდეგო და თქვენ ყველაფერს კანონიერად აკეთებთ? 2004 წლიდან პროკურორი ხართ და კარგად გიცნობთ. გახსოვთ, რა პირობებში გამიფორმეთ ადრე საპროცესო?… ახლა საკანშიც მარტო მამყოფებენ…“ – თქვა ბრალდებულმა. პროკურორს შოთა კეკელიძისთვის არაფერი უპასუხია. საუბარია ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე, რომლის …

მინისტრის ბრძანება, გეი კაცებისთვის დონორობის აკრძალვაზე, საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს

ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მოქალაქეები გოჩა გაბოიძე და ლევან ბერიანიძე საკონსტიტუციო სასამართლოში დავობენ. დავის საგანი მინისტრის ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან [მსმ] სისხლის დონორობის უფლების შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს, უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. დღეს, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, განიხილავს თუ არა სარჩელს არსებითად. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები …

სასამართლო დავა მოსამართლის წინააღმდეგ

„ჩვენ ვითხოვთ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის მოწმის სახით დაკითხვას,“ – მიმართა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს კომპანია „ბი ეს ჯგუფის“ დირექტორმა, რეზო შავაძემ. შუამდგომლობა კოლეგა მოსამართლის დაკითხვის შესახებ ჯერ ინდირა მაშანეიშვილს არ განუხილავს, რადგან ერთ-ერთი მხარე დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა და საქმის განხილვის გადადება გახდა საჭირო. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე, ვის დაკითხვასაც ბიზნესმენი ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის …

სასამართლომ ქობულეთის მერიას მუსლიმური პანსიონისთვის წყლის ჩართვა დაავალდებულა

დღეს, 12 ოქტომბერს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა ქობულეთის მერიის წინააღმდეგ. სარჩელი ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის წყლის და კანალიზაციის სისტემაზე მიერთებას ეხებოდა. ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, რომელსაც სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო. ქობულეთის მოსახლეობამ მუსლიმ თემს პანსიონის გახსნის საშუალება 2014 წელს არ მისცა, მაშინ ადგილობრივებმა პანსიონის კარს ღორის თავიც მიაჭედეს. …

ერთ გრამამდე ნარკოტიკის ფლობისთვის გასამართლებული სასამართლოში პარლამენტს უჩივის

ერთ გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის უნდა იხდიდეს თუ არა ადამიანი სასჯელს ციხეში – საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია დღეს, 11 ოქტომბერს, ამ სარჩელზე მსჯელობს. განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ გაირკვევა, განიხილავს თუ არა სასამართლო არსებითად მოქალაქე ნიკოლოზ ექიზაშვილის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ. ნიკოლოზ ექიზაშვილი 2017 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა 0,000097 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის და 0,00002 …

მოსამართლე პოლიციელის მკვლელობის საქმეზე: აქ შემოსვლამდე ფანჯარაში გავიხედე

“გთხოვთ, უზრუნველყოთ პროცესზე ყველა მხარის დასწრება… მე, პირადად, მაყენებენ შეურაცხყოფას, ბრალდებულის ახლობლებს კი აქ შემოსვლის უფლება არ მისცეს. ისინი სასამართლოს მოპირდაპირედ, ერთ კუთხეში არიან შეყუჟული,” – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა პროცესის დაწყებისთანავე. პროცესზე შესვლის უფლება ბრალდებულ ბესიკ ტაკიძის ახლობლებს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა არ მისცეს. საუბარია ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, მურად [ბუტა] …

რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგა ოქტომბრამდე – ბათუმის სასამართლოს სტატისტიკა

მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლომ 18 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 828 საქმიდან. სტატისტიკურ მონაცემებს სასამართლო აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი 7 საქმეზე დადგა, ხოლო 7 შემთხვევაში საქმის განხილვა შეწყდა. წელს სასამართლოს გამომძიებლებისთვის 9 საქმე უკან დაუბრუნებია. 2018 წლის პირველ ცხრა თვეში განხილული საქმეებიდან ნახევარზე მეტი – 485 საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ანუ ამ …

დედის ისტორია – “ჩემმა შვილმა ყელში ორჯერ გამომისვა დანა”

„ღამის თორმეტი იქნებოდა, როცა მოვიდა. ვუთხარი, სახლში არ გიშვებ-მეთქი და ბოქლომი კიდევ ერთხელ შევამოწმე, ჩაკეტილი ხომ არის-მეთქი. ჯერ ჩუმად იდგა, მერე პირდაპირ ყვირილი დაიწყო, რამდენ ხანს უნდა ვიყო გარეთო… ვუთხარი, პოლიციელებმა ხომ გაგაფრთხილეს, დედას არ უნდა მიუახლოვდეო. მერე უცებ ეს ფანჯარა შემოამტვრია და შემოვიდა, ხელი მიმკრა, გაზქურას წამოვედე და წავიქეცი… მაგინებდა, მაგიდიდან წითელი დანა აიღო …

“ენერგო-პრო ჯორჯია” ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

8 345 ლარს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში სთხოვს. ეს ზიანის ანაზღაურების თანხაა. კომპანიის განმარტებით, ზიანი უნივერსიტეტის დაუდევრობამ გამოიწვია. დავის საგანია ფიროსმანის ქუჩაზე ელექტროკაბელების დაზიანება. ამ ქუჩაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მდებარეობს. ელექტროკაბელები მიწის ქვეშ მაშინ დაზიანდა, როცა უნივერსიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია „არტეფიქსი“ ფიროსმანის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას აწარმოებდა. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უნივერსიტეტს წერილობით …

Exit mobile version