ქობულეთში 5 მილიონად 25 ჰექტარი იყიდა კაცმა, რომელსაც აქამდე ბიზნესი არ ჰქონია

„მეხმარებიან“, – გვითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ქობულეთში 25 ჰექტარი მიწა 5 მილიონ 250 000 ლარად იყიდა და 150 მილიონის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. შპს „სმარტ სითი ქობულეთის“ დამფუძნებელს ამ დრომდე ბიზნესი არ ჰქონია და, შესაბამისად, არც სერიოზული შემოსავალი. მან კომპანია ქობულეთში კაიკაციშვილის ქუჩაზე, უკვე შეძენილ ნაკვეთზე დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად დააფუძნა. მაინც ვინ „ეხმარება“ აჭარის მთავრობის …

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საახალწლო ნაძვის ხის დაშლა პრობლემაა

ქობულეთის მერია აცხადებს, რომ საახალწლო ნაძვის ხისა და დეკორაციების დემონტაჟი „პრობლემად რჩება“, ვინაიდან შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ტენდერით ვერ ახერხებს. ამიტომ დეკორაციების დაშლას გადაუდებელი აუცილებლობით, გამარტივებული წესით გეგმავს. თანხმობისთვის ქობულეთის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. მერიის განაცხადის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სააგენტოსგან თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, ქობულეთში საახალწლო ნაძვის ხეს თებერვლის ბოლომდე ვერ დაშლიან. „ქუჩის/გარე განათების 2023 …

ბათუმი 65 ახალი ავტობუსიდან 5-ს სავარაუდოდ ქობულეთს აჩუქებს

ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა, მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, დარჩენილი 5 ავტობუსის ბედი, თუმცა, ბათუმის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს. 5 ახალი ავტობუსის ფასი კი, ჯამში, 2 მილიონ 683 ათასი ლარია. „ბათუმისთვის არის 60. დანარჩენი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის“, – მხოლოდ ეს გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში. „ბათუმელები“ შეეცადა …

კვირიკეში, სადაც წყალი არ აქვთ, ქობულეთისთვის წყლის კიდევ 1 რეზერვუარს ააშენებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქ ქობულეთის წყალმომარაგების ქსელის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. ერთ-ერთი პირობით, ქალაქის წყალმომარაგებისთვის სოფელ კვირიკეში უნდა მოეწყოს დამატებით 5000 ტონიანი რეზერვუარი. კვირიკეში, სადაც წლებია მოსახლეობას უწყლობა აწუხებს, ერთი ასეთი რეზერვუარი უკვე არის, საიდანაც ქალაქი ქობულეთი წყლით მარაგდება. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ერთი რეზერვუარი ამ დროისთვის ქალაქის წყალმომარაგებისთვის საკმარისია, „თუმცა, ქალაქი იზრდება და დამატებით …

რომელ საათამდე გაითიშა გაზი ქობულეთში, ცალკეულ მისამართებზე

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბრის 11:00 საათიდან ქობულეთში, ჭავჭავაძის ქუჩა N2-დან 38-მდე და აღმაშენებლის N88-დან 112ა-მდე, აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. გაზის მიწოდება აღნიშნულ მისამართებზე მიწოდება 16 საათიდან ეტაპობრივად განახლდება. „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

რა უნდა გაკეთდეს დამეწყრილი სკოლის შენობის შესანარჩუნებლად სოფელ სამებაში

ქობულეთის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე აჭარის განათლების სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ სანიაღვრე და წყალამრიდი მილების მოწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის სამინისტრო 39 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს, რისთვისაც თანხმობას ელოდება შესყიდვების სააგენტოდან, რომელსაც 24 ოქტომბერს მიმართა. სკოლის ტერიტორიაზე ერთი თვის წინ განვითარებული მეწყრის გამო სასწავლო პროცესი სხვა სკოლის შენობაში მიმდინარეობს. პროცესები ისე ვითარდება, …

ქობულეთი ბათუმის ძველ ნაძვის ხეს აღარ დადგამს – ახალს 147 ათას ლარად იყიდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნაძვის ხისა და ნაძვის ხის დეკორაციების შესყიდვაზე ტენდერი 147 ათასი ლარით გამოაცხადა. თუ ეს ტენდერი შედგა, ქობულეთში აღარ დადგამენ იმ ნაძვის ხეს, რომელიც 2017 წელს ბათუმისგან ითხოვეს და მას შემდეგ ყოველ ახალ წელს დგამდნენ ქობულეთში. „ნაძვის ხეს, რომელიც ბათუმმა გადმოგვცა, მესამე წელს წიწვების ცვენა დაეწყო… ამჯერად კი, მის რეაბილიტაციას ვამჯობინეთ ახალი შევიძინოთ“, …

„ყველაფერი დამოკიდებულია ცენტრიდან მოწოდებულ ნარატივზე“ – ქობულეთის საკრებულოს წევრი

„როცა ცხრაწლიან რეჟიმზე იღებ პასუხისმგებლობას და თავად 21 წლის ხარ“ – ასეთი წარწერით გამოაქვეყნა ერთ-ერთი ფოტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლაშა კომახიძემ. ის ქობულეთის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს. სწორედ ამიტომ ახსენებენ მას ხშირად კოლეგები წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს. რა შესაძლებლობები მისცა საკრებულოში არჩევამ და ამ დრომდე თავად რა …

ქობულეთის პლაჟთან მიწას აჭარის მთავრობა უპირობოდ ყიდის – საწყისი ფასი 3,5 მილიონია

ქობულეთში, ფიროსმანის ქუჩის შესახვევი N9-ში მდებარე 13 860 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ელექტრონულ აუქციონზე ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 3,5 მილიონი ლარია; ბიჯი – 70 ათასი ლარი; საგარანტიო თანხა კი – 700 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2022 წლის 26 ოქტომბერს დასრულდება. საბოლოო საპრივატიზებო თანხა მყიდველმა …

მთავრობამ ბობოყვათის სანაპიროზე 19 ჰექტარი გაყიდა, პლაჟი კი 45 წლით გაასხვისა

ბობოყვათის სანაპიროზე შპს „შავი ზღვის სამოთხემ“ 19-მდე ჰექტრი ფართობი დაირეგისტრირა. კომპანიამ, ნაყიდი მიწის ნაკვეთის გასწვრივ, 45-წლიანი იჯარით მიიღო ასევე პლაჟი, სულ 45 306 კვ.მეტრი. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი 26 მილიონ 695 736 ლარად გაიყიდა, 40 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. პლაჟით სარგებლობის წლიური საფასური კი 215 031 ლარია. ამ ტერიტორიას და მის გაგრძელებაზე …

ქობულეთში სათვალთვალო კამერებს სოფლებშიც დაამონტაჟებენ – გამოყოფილია 1 მილიონი ლარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო თანხა 1 მილიონ 57 ათასი ლარია. ქობულეთი ამჯერად 159 სათვალთვალო კამერას შეისყიდის და ქალაქთან ერთად სოფლებშიც დაამონტაჟებს. კონკრეტული სოფლების ჩამონათვალი სატენდერო დოკუმენტაციას არ ახლავს. სატენდერო დავალებაში აღნიშნულია, რომ „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის სოფლებში ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მიწოდება-მონტაჟი და ვიდეო ნაკადის [სტრიმის] …

ქობულეთში ბულვარი გააგრძელეს და ხელახლა გახსნეს

დღეს, 24 ივლისს, ქობულეთში ახალი ბულვარი გახსნეს. ქობულეთში ახალი ბულვარი გახსნეს 2021 წლის ივლისშიც, თუმცა ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ბულვარი ამჯერად ახალ მიმართულებაზე მოეწყო და ძველი ბულვარი დაახლოებით ერთი კილომეტრით გაგრძელდა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ბულვარი  [მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე] მოეწყო პროგრამის ფარგლებში – „განახლებული რეგიონები“ და ბიუჯეტიდან 8 …

„წყალი არ არის უსაფრთხო“ – ქობულეთის ერთი სოფლის მოსახლეობას მერია ინფორმაციას უმალავს

„გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე სასმელი წყალი არ არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნაში, რომელიც ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში აღებული სასმელი წყლის ლაბორატორიულ დასკვნას ეხება. დასკვნის მიხედვით, სასმელ წყალში აღმოჩნდა E.coli [იგივე ნაწლავის ჩხირი] და Streptopcocus faecalis. დასკვნა 14 ივლისს მომზადდა, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობისთვის შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სოფელში დაგვიდასტურეს, …

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა ქობულეთში – „ბნელოდა, დათვი ეგონა და ესროლა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქობულეთში 1976 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით,1986 წელს დაბადებული გ.კ.სასიკვდილოდ დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში – ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს,“ …

ჩაქვში რაგბის მოედნის მოსაწყობად 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, 15 058 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სადაც ბუნებრივსაფარიანი სტადიონი იყო, ხელოვნურსაფარიან რაგბის მოედანს მოაწყობენ. სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 4 559 943 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 27 ივლისს და ხუთ დღეში, პირველ აგვისტოს დასრულდება. პირობის მიხედვით, რაგბის მოედანი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან …

108 წლის ქალები აჭარიდან – ნაქიფე და ფატყუმე

აჭარაში ყველაზე მხცოვანი ადამიანები ნაქიფე დავითაძე და ფატყუმე დიასამიძე არიან, ორივე მათგანი 108 წლისაა. ნაქიფე შუახევში, სოფელ ღორექეთში ცხოვრობს, ფატყუმე კი – ქობულეთში. ნაქიფე 1914 წლის 4 ივლისს დაიბადა. მას 5 შვილი, 19 შვილიშვილი, 43 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. „დედაჩემი 120 წლის იყო, როცა გარდაიცვალა“- გვიყვება ნაქიფე, როცა მას თავისი წარსული ცხოვრების გახსენება …

ვერ დალევ, პურს ვერ მოზელ, თეფშებს რომ ვრეცხავ, ისიც მეზიზღება – უწყლო ოჩხამური

დაბა ოჩხამურის მცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა აქვს. წყალი, რომელიც დაბას მიეწოდება, სასმელად არ ვარგა. მოსახლეობას დაბაში მდებარე ერთადერთი წყაროდან უწევს სასმელი წყლის ზიდვა. 70 წლის მზევინარ ბათმიძე დაბა ოჩხამურში ცხოვრობს. მისი სახლიდან წყარომდე, საიდანაც სასმელი წყალი მოაქვს, ორი კილომეტრია. ამბობს რომ ფეხი სტკივა. ამიტომ ხან ვის სთხოვს დახმარებას და ხან ვის. წყალი, რომელიც მის ონკანში …

ხინოწმინდაში ძეგლზე ეკლესიას ააშენებენ, აჭარის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი დაიხარჯება

ხინოს ნაეკლესიარს, რომლის კონსერვაციაშიც სამი წლის წინ ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციას დააშენებენ. ნანგრევებზე, ფაქტობრივად, ახალი ეკლესიის დაშენებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ამჯერად 750 ათასი ლარი დაიხარჯება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოწმინდაში შემორჩენილი ეს ნაეკლესიარი არქეოლოგიური ძეგლია. ერთია ძეგლის კონსერვაცია და მეორე ის, რომ სპეციალისტები გადაჭრით დღემდე ვერ ადგენენ, თუ როგორი იყო თავის დროზე ეს ეკლესია …

კვაშტიდან ევროპაში – თეთრყვავილას ბოლქვების საექსპორტო გზა

ქედაში, სოფელ კვაშტაში მოპოვებული თეთრყვავილას ბოლქვები ჰოლანდიაში გააქვთ ექსპორტზე. როცა ჰოლანდიაში ვიღაც დეკორატიული მიზნით ყიდულობს თეთრყვავილას, ალბათ სულაც არ ფიქრობს იმ გზაზე, რომელიც ამ ყვავილმა დახლზე მოსახვედრად გაიარა. თეთრყვავილას გზა კვაშტიდან ევროპამდე გრძელი იყო, ამასთან რთული და უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის. ნანული სირაბიძე სოფელ კვაშტაში ცხოვრობს. მზის ამოსვლისას იღვიძებს და საოჯახო საქმეების კეთებას იწყებს. …

12 მილიონი ლარი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისთვის ბათუმსა და ქობულეთში

ბათუმსა და ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯამში მაქსიმუმ 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საბოლოო სახელშეკრულებო თანხა კი ტენდერების დასრულების შემდეგ დაზუსტდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მომსახურების შესყიდვაზე ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული: პირველი ტენდერი ბათუმში 2 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის დაპროექტებას და მშენებლობას ითვალისწინებს და სატენდერო თანხა 8 მილიონი ლარია; მეორე ტენდერით კი, …

ბათუმის მერია ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, მიწას 5,4 მილიონ ლარად ყიდის

ბათუმის მერია ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, მიწის ნაკვეთს და მასზე მდებარე ნაგებობებს 5,4 მილიონ ლარად ყიდის. ელექტრონული აუქციონი, სადაც ბიჯი 200 ათასი ლარია, უკვე გამოცხადებულია და ის 25 მაისს დასრულდება. ქონება, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მერია აუქციონზე ყიდის, ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა №40-ში მდებარეობს. გასაყიდი მიწის ნაკვეთის ფართობი 12 506 კვ.მ, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების [მათ …

საწყისი ფასი 3,6 მილიონი – აჭარის მთავრობა ქობულეთში კლინიკა „ბომონდის“ შენობას ყიდის

ქობულეთში, ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას, რომელშიც ამჟამად კლინიკა „ბომონდი“ ფუნქციონირებს, აჭარის მთავრობა პირობიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 3,6 მილიონი ლარია. პირობა ახალი შენობის აშენებას და მასში [ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 წლის ვადაში] კლინიკის განთავსებას ითვალისწინებს, თუმცა მომავალი მესაკუთრე ვალდებული იქნება საავადმყოფოს პროფილი მხოლოდ 10 წლით შეუნარჩუნოს. მომავალი მესაკუთრე ასევე ვალდებული იქნება …

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავტობუსი დაინიშნა

ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავტობუსი დაინიშნა. მუნიციპალური ავტობუსი ქობულეთის ავტოსადგურიდან გამოვა და ბათუმის ავტოსადგურში გაჩერდება. ავტობუსი დღეში სამ რეისს შეასრულებს. „მოთხოვნა იყო მოსახლეობიდან, ასევე, სტუდენტები ითხოვდნენ ავტობუსის დანიშვნას და ამიტომ გამოვნახეთ სახსრები და შევაკეთეთ ავტობუსი. ყვითელი ავტობუსი ივლის. დამატებითი რეისი სადგურიდან-სადგურამდე იმოძრავებს. მგზავრობის ღირებულება ქობულეთიდან ბათუმამდე 80 თეთრია. ავტობუსი ქობულეთიდან გამოვა დილის 09:00 საათზე, შემდეგ …

ნაკვეთი პლაჟთან და სათბურები ქობულეთში – აჭარის მთავრობა ქონებას ფასდაკლებით ყიდის

ქობულეთში, ფიჭვნარის სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთი და ალამბარში – სასათბურე მეურნეობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად აუქციონზე ხელახლა გაიტანა. ქონება ამჯერად, როგორც აუქციონშია აღნიშნული, 20-პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება. პირობები ორივე შემთხვევაში იგივეა და განსხვავება მხოლოდ ვადებშია. რაც შეეხება გასაყიდ ფასს: ფიჭვნარის მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი არ შეცვლილა და წინა, არშემდგარი აუქციონის მსგავსად 4 360 …

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მგზავრობა ისევ გაძვირდა

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ისევ გაძვირდა და 3 ლარი გახდა. საქალაქთაშორისო მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვას შპს „ხუტა“ ფლობს. კომპანიის დირექტორი რეზო ხინიკაძე „ბათუმელებთან“ საუბარში მგზავრობის გაძვირებას საწვავზე მომატებული ფასით ხსნის. „მსოფლიო ბაზარზე ნავთობ პროდუქტების ფასი გაიზარდა. თვე-ნახევარში 2,40 ლარიდან 4,40 ლარზე ავიდა. პარალელურად გაძვირდა საბურავი, რომელიც თუ ღირდა 150 ლარი, გახდა 250 ლარი. ზეთის შეცვლა …

ქობულეთში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

ქობულეთში, ნინოშვილის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის და შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს.  

ხანძარი ჯიხანჯურში – 1 ოჯახი უბინაოდ დარჩა

ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც მერის წარმომადგენელმა, როინ გოგიტიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ერთი ბინა მთლიანად დაიწვა. როინ გოგიტიძის თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარ ბინაში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა. „ბათუმელები“ ჯიხანჯურის ერთ-ერთი მცხოვრებს მამული სურმანიძესაც ესაუბრა. მისი თქმით, დამწვარი ბინა აგვისტოს ომის ვეტერანს, ავთანდილ ჯაყელს ეკუთვნოდა. ხანძრის დროს სახლში ორი …

ქობულეთში „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქციის მონაწილეებს სცემეს – არიან დაშავებულებიც 

ქობულეთში, „ალტ-ინფოს“ ოფისთან, აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა, მათ შორის არიან აქციის მონაწილეები და „ალტ-ინფოს“ წევრები. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მოქალაქეები ოფისის გახსნის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციას მართავდნენ: „ამ აქციას არ ესწრებოდნენ პოლიტიკოსები. მეც, როგორც მოქალაქე ვესწრებოდი ამ აქციას, უკან მივყვებოდი მათ და არ ვაქტიურობდი“. …

ახალი პატარა ქალაქი ქობულეთში – პროექტი და სავარაუდო მყიდველი

აჭარის მთავრობა ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე, #1/4-ის მიმდებარედ, 249 909 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. ამ ნაკვეთის გაგრძელებაზე არსებულ 100 ჰექტრის განაშენიანებისთვის კი მთავრობა განვითარების კონცეფციის მომზადებას გეგმავს – პროექტს „Smart City Kobuleti“ უწოდეს. „Smart City Kobuleti“ – საცხოვრებელი კორპუსების, სარეკრეაციო და სპორტული ზონების, სავაჭრო ობიექტების, სახელმწიფო და სოციალური მომსახურებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ცენტრის, კლინიკურ-დიაგნოსტიკური, …

ოჩხამურში სახლი დაიწვა და ფულიც, რომელსაც ოჯახი აგროვებდა

ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, დღეს, 10 მარტს, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში 8 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვია. „სახლი სულ დაიწვა, გარეთ ვართ, ვერაფრის გამოტანა ვერ მოვასწარით, ფულიც დამეწვა დაახლოებით 8 ათასი ლარი,“ – ამბობს კაკო შავაძე, ვისი სახლიც დაიწვა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ოჯახი ფულს საცხოვრებელი ბინის შესაძენად აგროვებდა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ოჯახს დღეს …

110 ათასი ლარი 57 მეტრი გზის შესაკეთებლად ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 57 მეტრი სიგრძის გზის კეთილმოწყობაზე ტენდერი 110 ათასი ლარით გამოაცხადა. ეს თანხა აჭარის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. სარეაბილიტაციო გზა კი ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან იწყება და თამარ მეფის სანაპიროზე გადის. „პროექტით გათვალისწინებული გზა [57 მეტრი] ძლიერ დაზიანებულია, რაც სანიაღვრე [ცხაურიანი] ჭების არქონამ გამოიწვია, რაც საფრთხეს უქმნის გზის უსაფრთხო ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია პროექტში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას …

საჩინოს სკოლის სახურავის აღდგენაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

80 876 ლარი დაიხარჯება ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის სახურავის აღდგენაში. აჭარის განათლების სამინისტრო სამუშაოებს ტენდერის გარეშე შეისყიდის. „2022 წლის 15 იანვარს ძლიერმა ქარმა დააზიანა სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობის სახურავი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სახურავის ნაწილი მთლიანად გადახდილია ხის კონსტრუქციასთან ერთად, შენობა დაუცველია ნალექისგან, ასევე არსებობს დაზიანებული სახურავის სკოლის ტერიტორიაზე ჩამოყრის საფრთხე.“ – აღნიშნულია …

რატომ არ აწვდიან გაზს მოსახლეობას ქობულეთის სოფლებში, სადაც მილები შარშან გაიყვანეს

ქობულეთის სოფლებში – ალამბარსა და მუხაესტატეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზის მილების გაყვანა 2021 წლის აპრილში დასრულდა, თუმცა მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ სოფლებში გაზსადენი ქსელის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ჯამში 3 083 678 ლარი დაიხარჯა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გაზიფიცირების არდაწყების მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, რასაც „ბათუმელებთან“ უარყოფს პროექტის განმახორციელებელი „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. „ჩატარდა შესაბამისი …

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა აშენდება – დაიხარჯება 3,7 მილიონი ლარი

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლის შენობის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 798 555 ლარია გამოყოფილი. აჭარის განათლების სამინისტრომ მშენებლობაზე ტენდერი, აღნიშნული თანხით, ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი კი, რომელიც 6 იანვარს დასრულდა, არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ხუცუბანში არსებული სკოლის ძველი შენობა [და სხვა ნაგებობები] დაიშლება და პროექტის მიხედვით, ახალი, სამსართულიანი შენობა აშენდება. ახალ სკოლაში …

„ავადმყოფი 2 კილომეტრი ხელით ვატარეთ“ – ხალა წყლის, გაზის, შუქისა და გზის გარეშე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიდან, რომელიც ზღვის დონიდან მხოლოდ 160 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ავადმყოფი სოფლის ცენტრამდე მოსახლეობამ ხელით გადაიყვანა. სოფლის შიდა გზები ამ დრომდე გაწმენდილი არ არის, ამიტომაც სასწრაფო დახმარების ჯგუფის მანქანამ მხოლოდ სოფლის ცენტრამდე მისვლა შეძლო. სოფლის ცენტრამდე მოსახლეობამ ავადმყოფი 2 კილომეტრი ხელით ატარა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შიდა სასოფლო გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია, რადგან გზა …

„სოფლის გზები გაუწმენდავია, ბავშვები 2 დღეა სკოლაში ვერ მიდიან“ – ქობულეთი

„ქობულეთის სოფლებში შიდა გზები გაუწმენდავია, რის გამოც ბავშვები სკოლაში ორი დღეა წასვლას ვერ ახერხებენ“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ სოფელ ხალადან. „ბათუმელები“ ქობულეთის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენ სოფელშია ამ დროისთვის შიდა გზები გაწმენდილი და რამდენში – არა. ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ დღეს, 18 იანვარს, ტექნიკამ მუშაობა ყინვის გამო ვერ შეძლო. „როგორც საგზაო დეპარტამენტში გვითხრეს, დღეს ყინვის …

Exit mobile version