ქალის ცემისთვის მერის წარმომადგენელს სოფელ ლეღვაში ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

პროკურატურამ ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მერის წარმომადგენელს – მას ქალზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან. საუბარია 2023 წლის პირველ სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე – ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, ქობულეთის მერის რწმუნებულმა მაღაზიაში გამყიდველ ქალს სცემა. საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს, 5 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ნასვამი იყო. გამოძიება გრძელდება. პროკურატურამ სოფელ ლეღვაში მერის წარმომადგენელს სისხლის სამართლის კოდექსის …

ოქროს სამკაულები და კოლხური კერამიკული შედევრი – ახალი აღმოჩენები ფიჭვნარის სამაროვნებზე

ფიჭვნარის ბერძნულ და კოლხურ სამაროვნებზე ელინისტური ეპოქის არტეფაქტები აღმოაჩინეს. აღმოჩენებს შორისაა ოქროსა და ბრინჯაოს სამკაულები, მინისა და მინისებური პასტის მძივები და მძივსაკიდები. ასევე, თიხის ჭურჭელი და სააღაპო მოედნები [მიცვალებულის მოსახსენებელი პურისჭამა]. როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი, ამირან კახიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, წელს მე-60 გათხრა მიმდინარეობდა ფიჭვნარის სამაროვნებზე. „ჩვენს ერამდე ძვ.წ-აღ-ის მეხუთე საუკუნის ბერძნული ნეკროპოლის ტერიტორიაზე შევისწავლეთ ადრეული სამარხები, …

„მდინარე კინტრიშს გული გამოუღეს” – ვინ იღებს ქვიშა-ხრეშს ქობულეთში

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანთან, მდინარე კინტრიშის კალაპოტში, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ მდინარე მოედინებოდა, მძიმე ტექნიკა – ტრაქტორები და სატვირთო მანქანები მუშაობს. მდინარეში ქვიშა-ხრეშს სველი წესით კომპანია „მაინინგ გრუპი“ მოიპოვებს. „გული გამოუღეს მდინარეს“ – ასე შეაფასა ის, რაც მდინარე კინტრიშის კალაპოტში ხდება, ერთ-ერთმა ადგილობრივმა. „გვითხრეს, რომ ლიცენზია გაცემულია, მაგრამ ყველანაირ პირობას არღვევენ. მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და …

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 37 მილიონია გამოყოფილი – ტენდერი

ქობულეთში, 9 აპრილის N28-ში სპორტული კომპლექსი უნდა ააშენონ. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 37,4 მილიონი ლარით ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, სპორტული კომპლექსი სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის სასწავლო-საწვრთნელი სივრცე იქნება. საპროექტო ტერიტორია ორი ნაკვეთისგან შედგება და ჯამში 28 427 ჰექტარია. ტერიტორია ოთხი მხრიდან ქუჩით და ნაწილობრივ კერძო ნაკვეთებით არის შემოსაზღვრული; მასზე არსებობს მრავალწლიანი ხე-მცენარეები, როგორც …

შეიქმნას კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამა შინაური ცხოველებისთვის – პეტიცია ქობულეთის მერიას

ქობულეთის მერიას შინაური ცხოველებისთვის პროგრამის შექმნას სთხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საქართველოს სამოქალაქო საბჭოების ერთობლივი პეტიციით შინაური ცხოველების კასტრაციისა და სტერილიზაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის შექმნას და ცხოველთა თავშესაფრის აშენებას მოითხოვს. პეტიციას სულ 677 ხელმოწერა სჭირდება, ხელი ჯერ მხოლოდ  70 მოქალაქეს აქვს მოწერილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის არარსებობა სახელდება. …

19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის დეტალები, რომელშიც სასულიერო პირიც ფიგურირებს

„შენ შენს საქმეს მიხედე,“ – გვითხრა ქობულეთში, ცხემვანის მონასტრის სასულიერო პირმა გელა ბაჟუნაიშვილმა, მამა იობიმ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ქობულეთში 19 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინა. სასულიერო პირს გამოძიება მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე. ეს 2023 წლის 18 მაისს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის …

ქობულეთს უნდა გადავცეთ – მთავრობა ბათუმის მერიას ავტობუსებს სთხოვს

ბათუმის მერიას უკვე მზად აქვს განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც აჭარის მთავრობას 6 ავტობუსი უნდა გადასცეს, შემდგომში მათი ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემად. წერილი შესაბამისი მოთხოვნით ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან 2023 წლის 12 ივლისს მიიღო. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მერს წერს, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილია ბათუმისა და ქობულეთის მერების კორესპონდენციები 2023 წელს გამოშვებული …

ჩილიმის არომატები – აჭარის ფინანსთა სამინისტრო დიდ ინვესტიციაზე იუწყება

აჭარის მთავრობამ საზოგადოებას ქობულეთში დიდი ინვესტიციის განხორციელების შესახებ აცნობა. სოფელ მუხაესტატეში ჩილიმის საწარმოს გახსნის ცერემონიალზე გადაღებული ფოტოები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნეს. ამ ფოტოების მიხედვით, ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ქობულეთის მერი და სხვა პირები ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებებიდან. სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს აღჭურვისთვის კომპანიამ 5 მილიონი ევრო დახარჯა …

ქობულეთში სოციალური სახლების აშენებაა დაგეგმილი – 23 მილიონი 2 კორპუსისთვის

ქობულეთში, პოპოვის ქუჩა N12-ში მრავალბინიანი სოციალური სახლების მშენებლობაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. ორი მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად 23 484 000 ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სოციალური სახლები იმ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის აშენდება, რომლებიც დღეს მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გაყვანილი სტიქიის ზონიდან. „დღევანდელი მდგომარეობით 200-მდე ეკომიგრანტი ოჯახი გვყავს ქირით გაყვანილი“, – გვითხრეს ქობულეთის მერიაში. პროექტის მიხედვით: „თითო …

Wolt ქობულეთშია!

5 ივლისიდან Wolt-ის სერვისით სარგებლობა უკვე ქობულეთშიც იქნება შესაძლებელი. ქობულეთი საქართველოს რიგით მერვე ქალაქია, სადაც Wolt-მა ოპერირება დაიწყო თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორისა და თელავის შემდეგ. ქობულეთში მომხმარებელი შეძლებს შეუკვეთოს როგორც ქსელური და ადგილობრივი რესტორნებიდან, ისე სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან, ტექნიკის, წიგნების, ყვავილების და მრავალი სხვა მაღაზიიდან თუ სავაჭრო ობიექტიდან.  Wolt-ით ქობულეთში შესაძლებელი იქნება ისეთი რესტორნებიდან …

ქობულეთის მერიის მოთხოვნა „ზღუდავს კონკურენტულ გარემოს“ – დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის

ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიამ, რომლის წევრები მერი და მისი მოადგილეებიც არიან, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში ჯერ გამარჯვებული გამოავლინა, შემდეგ კი ტენდერი შეწყვიტა. ტენდერის შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილებაზე, ზღუდავდა კონკურენტულ გარემოს. შემდეგ ისიც აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული კომპანია კომისიამ ისე გამოავლინა, თავისივე დადგენილი მოთხოვნაც არ გაითვალისწინა. ტენდერი 6 298 000 ლარით …

ქობულეთის სანაპიროს დაცვა სჭირდება – კიდევ რას წერენ სპეციალისტები

ქობულეთის საკრებულო 14 ივნისის სხდომაზე 5 სამშენებლო პროექტის განაშენიანების გეგმისა და კონცეფციის წარდგენას გეგმავს. დოკუმენტი განაშენიანების არეალში გარკვეული კვლევების მომზადებას ითვალისწინებს, რაზეც დავალებას მერია გასცემს. წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, სპეციალისტები წერენ, რომ ქობულეთის სანაპიროს წარეცხვისგან დაცვა სჭირდება. „ანთროპოგენურმა ზემოქმედებამ და ფართო მასშტაბიანმა ტექნოგენურმა დატვირთვამ უარყოფითი გავლენა იქონია ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე მორფოდინამიკურ …

ქობულეთის ახალი პროექტები – რა ელის ქალაქს

ურბანული პოლიტიკის სამსახურები მუნიციპალიტეტებში სინამდვილეში ბევრს არაფერს განსაზღვრავენ და მათი მოვალეობა უმეტესწილად სამშენებლო პროექტების კანონთან შესაბამისობის დადგენით შემოიფარგლება. ურბანულ პოლიტიკას თითქმის არ/ვერ ცვლიან მერებიც, ამიტომაც მათი შეცვლა ქალაქში რეალურად არაფერს ცვლის. მხოლოდ იმის შედარება შეიძლება, ვინ რამდენი სამშენებლო ნებართვა გასცა ან რამდენი შენობა დაანგრევინა. სტრატეგია, ხედვა – ფაქტობრივად არ არსებობს. კანონის შესაბამისად ხომ მერიის რიგით …

932 ათასი ლარი ფრინველებზე სათვალთვალო კოშკის ასაშენებლად ქობულეთში

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე, ფრინველებზე დაკვირვების სათვალთვალო კოშკის მშენებლობა იგეგმება. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა 932 ათას 940 ლარით. სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას. „შემუშავებული სრული პროექტიდან სააგენტო გეგმავს მხოლოდ გადამფრენი …

ქობულეთში 20 წლის კაცი მოკლეს და ტყის პირას დამარხეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, 22 მაისს პოლიციაში შევიდა შეტყობინება 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. როგორც პოლიცია ამბობს, მიმდინარე წლის 16 მაისს გ.ა.  მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად …

სამსახურიდან დაითხოვეს მასწავლებელი ქობულეთში, რომელსაც ბავშვთან კონფლიქტი ჰქონდა

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც სკოლის დირექტორმა ნანი ცივაძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება გუშინ, 23 მაისს, შეუწყვიტეს. „თვითონაც შემოიტანა განცხადება გათავისუფლების შესახებ და დაკმაყოფილდა განცხადება. დისციპლინური კომისიაც მუშაობდა და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეკმაყოფილებინა თამუნა მჟავანაძის სურვილი და გაგვეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან“, – აცხადებს დირექტორი. მისი თქმით, სკოლაში მომხდარი კონფლიქტის გამო …

საჯარო რეესტრისთვის აჭარაში აღარ გამოიდარა – როდის დაიწყებენ მიწის უფასოდ აზომვას

ხულოში, სხალთის თემში და ქობულეთის სოფელ დაგვაში მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის პროცესი 2023 წლის თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა არჩატარების მიზეზად საჯარო რეესტრში „ცუდი კლიმატური პირობები“ დაასახელეს. ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ სხალთასა და დაგვაში რეგისტრაცია [მიწის აზომვითი სამუშაოები] მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩატარდებოდა, თუმცა 23 მაისის მდგომარეობით, ამ სოფლებში საველე სამუშაოები, ანუ მიწის ნაკვეთების აზომვა, …

ჩანაწერში ისმის მასწავლებლის გააფთრებული ყვირილი – რა მოხდა ქობულეთის მე-2 სკოლაში

„სკოლა წყვეტს სწავლის პროცესს პროტესტის მიზნით“, – ეს განცხადება დღეს, 23 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის ფეისბუქის გვერდზე დაწერეს. იმავე გვერდზე მასწავლებლები და მშობლები კომენტარებში წერდნენ, რომ არ უჭერდნენ მხარს სკოლიდან მასწავლებლის წასვლას. ვიღაც კი მოსწავლეს უცხადებდა სოლიდარობას. „ბათუმელები“ ვითარებაში გარკვევის მიზნით სკოლის დირექტორს, ნანი ცივაძეს დაუკავშირდა, თუმცა მას ამ დროისთვის მობილური …

224 062 ლარი გვჭირდება – ქობულეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილი მერს

ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გელა გოგიტიძე ქობულეთის მერს, ლევან ზოიძეს ადმინისტრაციული სამსახურის ხარჯის გაზრდას ბიუჯეტში შესყიდვების შედეგად წარმოშობილი ეკონომიების ხარჯზე სთხოვს. ადმინისტრაციის უფროსი მერს მთელ რიგ საჭიროებებსა და პრობლემებზე წერს, ამ პრობლემების მოსაგვარებლად კი ბიუჯეტში კორექტირებას და სამსახურისთვის 224 062 ლარის დამატებას ითხოვს. ადმინისტრაციის უფროსის წერილი საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილების პროექტის თანდართული დოკუმენტის სახით მიიღო. …

„შავი ზღვის სამოთხე“ ბობოყვათის სანაპიროზე 53-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს

ქობულეთში, კომპანია „შავი ზღვის სამოთხე 1“ აბაშიძის ქუჩაზე, ზღვის სანაპიროსთან, 53 და 23-30-სართულიანი აპარტოტელების აშენებას გეგმავს. დაახლოებით 20 ჰექტარი ტერიტორია, სადაც ახალი პროექტი უნდა განხორციელდეს, ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის მდებარეობს და ის მთავრობამ 26,6 მილიონ ლარად, პირობებით გაყიდა. ამავე ნაკვეთთან კომპანიას 45-წლიანი იჯარით 45 306 კვადრატული მეტრი პლაჟიც გადასცეს. ქობულეთის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] …

ქობულეთის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანად გადააკეთონ – 10,5 მილიონი პროექტისთვის

ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზა, შესაძლოა 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადააკეთონ. მანამდე საჭიროა შესაბამისი კვლევა და პროექტი, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად განსახლებისა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემასაც უნდა ითვალისწინებდეს. არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და პროექტი კერძო საკუთრებას აუცილებლად შეეხება. ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ახალი გზის სავალი ნაწილი უნდა მოეწყოს არსებული გზის გასწვრივ და მოძრაობის ნაკადების შეუფერხებლად. …

სახლში იატაკი რომ დაზიანებულია, ამაზე რა გიპასუხოთ – ზრუნვის სააგენტო სიღარიბეში მყოფ 5 ბავშვზე

ქობულეთში, სოფელ ნაკაიძეებში, სიღარიბეში და ასევე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მცხოვრები ბავშვების საკითხზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კომენტარი დღეს, 19 აპრილს გააკეთა „ბათუმელებთან“. 5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში – ვიდეო სააგენტოს განცხადებით, 5 ბავშვის, მათ შორის სამი მცირეწლოვნის მდგომარეობის შესახებ სააგენტო ინფორმირებულია, თუმცა კითხვაზე – არის თუ არა გარემო, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, მათი სიცოცხლისა და …

80 წლის ვეტექიმი ქობულეთიდან, რომელიც 1800 პირუტყვს მკურნალობს

„ქობულეთში 17 სოფელს ვემსახურები, დაახლოებით 1800 საქონელია, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა მივიდე თითოეულთან… მაგის გარდა, ძაღლია, კატაა, ღორი ცოტას ჰყავს ძალიან,“ – ამბობს 80 წლის ავთანდილ მიქელაძე. ის  ვეტერინარია და მის სამსახურზე გვიყვება. „აჭიდან და ქაქუთიდან მოყოლებული, ჩამოვყვები სოფლებს: ლეღვა, სკურე, ჩეხედანა…“ – თითებზე ითვლის 17 სოფელს 80 წლის კაცი, სადაც მას გადაადგილება ყოველდღიურად უწევს. …

ქობულეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 6 მილიონი დაიხარჯება

ქობულეთის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციოდ აჭარის ბიუჯეტიდან 6,2 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 6 მილიონ 298 ათასი ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 30 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება. პირობის მიხედვით, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან 360 დღეში უნდა დასრულდეს; თუმცა, 20 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით [საზაფხულო სეზონზე] მიმწოდებელს, …

სოფლებში ამბობენ, რომ მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში დაპირების მიუხედავად არ დაიწყო

აჭარის სოფლებში მიწის სისტემური, უფასო რეგისტრაცია 2023 წლის საჯარო რეესტრის შეცვლილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხულოში, სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებსა და ქობულეთში, სოფელ დაგვაში ამ წლის დასაწყისში, თებერვალში უნდა განხორციელებულიყო. სხალთის თემს ეკუთვნის სოფელი წაბლანა. როგორც წაბლანელები ამბობენ, მიწის უფასო რეგისტრაციით დაინტერესებულები არიან და შესაბამისად, ამ თემაზე კითხვებს ხშირად სვამენ ხულოს მერიაში, საკრებულოში თუ მერის წარმომადგენელთან სხალთაში, …

აჭარის მთავრობამ ქობულეთში მიწა მიყიდა კომპანიას, რომელიც აუქციონამდე 7 თვით ადრეა დაფუძნებული

ქობულეთში, ფიჭვნარის პლაჟთან მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც აჭარის ფინანსთა სამინისტრო მეოთხე წელია ყიდის, აუქციონზე 4 მილიონ 460 ათას ლარად გაიყიდა. 11 235 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი ამჯერად 4 მილიონ 360 ათასი ლარი, ხოლო ვაჭრობის ბიჯი 100 ათასი ლარი იყო. მიწის ნაკვეთი ერთი ბიჯით იყიდა შპს „ნესს სიტიმ“, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეებმა აუქციონის გამოცხადებამდე …

„ზამთარში სიცივისგან მერხთანაც ვერ ვსხდებოდით“ – აჭყვისთავის სკოლის მოსწავლე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა ხარვეზებით მუშაობს, რის გამოც მოსწავლეებმა, ფაქტობრივად, მთელი ზამთარი სიცივეში გაატარეს. ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სიცივის გამო თებერვალში ორი კვირა სკოლის გაცდენაც კი მოუწია, რადგან კლასი გაყინული იყო და გაციების შეეშინდა. „ხშირად მერხთანაც ვერ ვსხდებოდით სიცივისგან და ფეხზე ვმდგარვარ. თებერვალში ორი კვირა მე და ჩემი …

ქალი, რომელიც მიწას მოტობლოკით ამუშავებს – „სამზარეულოში ტრიალს ეს მირჩევნია“

ნატალია შანთაძე სოფელ ქვედა კვირიკეში ცხოვრობს. სოფელში ნატალიას ყველა იცნობს – ეს ის ქალია, რომელიც მოტობლოკით მეზობლებს მიწას უმუშავებს. 45 წლის ნატალია ოთხი შვილის დედაა. იგი ყოველ დილას 5 საათზე დგება და სამსახურში მიდის. ქობულეთში, დასუფთავებაში მუშაობს. მიწის დამუშავება ნატალიასთვის დამატებითი შემოსავალია – ოთხ შვილს ბევრი სჭირდება. „ჩემი მეუღლე სულ ემიგრაციაში იყო, მე სახლში ბავშვებს …

ქობულეთში ზღვაში გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ

ქობულეთში ზღვაში ადამიანს ეძებენ. ინფორმაცია ერთი პირის ზღვაში გაუჩინარების შესახებ „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 22 თებერვალს მოხდა. პრესცენტრის თქმით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარს აცხადებენ. TV25-ის ინფორმაციით კი, ზღვაში ორი გოგო ძაღლის გამოსაყვანად შევიდა. აქედან ერთმა გამოცურა ნაპირზე, მეორემ …

ქობულეთის ფიჭვნარში მიწას მთავრობა ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი პირობებით

ქობულეთში, ზღვის პირას მდებარე 11 235 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გასაყიდად აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მეათედ გამოაცხადა, ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით. მთავარი პირობა მყიდველის მიერ ხუთ წელში არანაკლებ 20 მილონი ლარის ინვესტიციის ჩადება და 100-ნომრიანი სასტუმროს ამოქმედებაა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი ამჯერად 4 მილიონ 360 ათასი ლარია. ვაჭრობის ბიჯი: 100 ათასი ლარი, …

3 ახალი ცათამბჯენი ქობულეთის სანაპიროზე – გდგ დამტკიცებულია

ქობულეთის სანაპიროზე, პლაჟის გასწვრივ კიდევ სამი ცათამბჯენის მშენებლობა დაგეგმეს. ქობულეთის საკრებულომ მერიის ინიცირებით პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] უკვე დაამტკიცა. მშენებლობას შპს „ქობულეთი რიზორთი“ გეგმავს. კომპანიას ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ ტერიტორია, 19 767 კვ. მეტრი აქვს საკუთრებაში დარეგისტრირებული. მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს 10 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. განაშენიანების დეტალური …

ბობოყვათის სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტი მერიას უკან დაუბრუნეს

ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან დაგეგმილი მშენებლობის კონცეფციისა და განაშენიანების გეგმაზე მუშაობა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა. ბობოყვათში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანია, შპს „ბობოყვათი“ გეგმავს. საპატრიარქოს რეზიდენციის მიმდებარედ მრავალფუნქციური დანიშნულების დასასვენებელი კომპლექსი „ბობოყვათის“ მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება სააგენტოში ქობულეთის მერიას ჰქონდა წარდგენილი. სააგენტოს უნდა გადაეწყვიტა, დაგეგმილი საქმიანობა საჭიროებდა …

ქობულეთში აღმაშენებლის და რუსთაველის ძეგლებს დგამენ – გამოყოფილია 150 ათასი ლარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქ ქობულეთში დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის ძეგლების მოწყობაზე ორეტაპიანი ტენდერი გამოაცხადა.  სატენდერო თანხა 150 ათასი ლარია. ტენდერში გამარჯვებულს ევალება ძეგლების ბრინჯაოში ჩამოსხმა და მათი პოსტამენტებზე განთავსება. ძეგლების ესკიზები ტენდერიდან: სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს, თუმცა პირობაში აღნიშნულია, რომ „მიწოდების ვადა დაზუსტდება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადების შესაბამისად“. ტენდერში წინადადებების …

ქობულეთში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

დღეს, 27 იანვარს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სამებაში საცხოვრებელი სახლის უკანა ნაწილი ჩამოინგრა. ქობულეთის მერიის ცნობით, შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ერთი ქალი, იგი ამ დროისთვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. „ადგილზე არსებულ მდგომარეობას ქობულეთის მერი, მოადგილეებთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. უწყების წარმომადგენლები მოქალაქეს მდგომარეობის შესწავლას და შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებას დაჰპირდნენ“ – იუწყება ქობულეთის მერია. შემთხვევის …

ქობულეთის სოფლები, სადაც გაზსადენი გაიყვანეს და გაზს არ რთავენ – „საარჩევნოდ იქნება, ალბათ“ 

„არჩევნებს უცდიან ალბათ, რომ გაზი ჩაგვირთონ,“ – ამ ვერსიას ქობულეთში ბევრისგან მოისმენთ იმ სოფლებში, სადაც გაზის მილები წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, 2020 წელს გაიყვანეს და ამ დრომდე მოსახლეობას გაზს არ აწვდიან. ქობულეთის 10 სოფელში გაზის მილების გაყვანის სამუშაოები 2021 წლის აპრილში დასრულდა, სამუშაოები დამკვეთმა ჩაიბარა და ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა სისტემაში გაზი არ გაუშვიათ. „გატესტა სოკარის …

ქობულეთში 5 მილიონად 25 ჰექტარი იყიდა კაცმა, რომელსაც აქამდე ბიზნესი არ ჰქონია

„მეხმარებიან“, – გვითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ქობულეთში 25 ჰექტარი მიწა 5 მილიონ 250 000 ლარად იყიდა და 150 მილიონის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. შპს „სმარტ სითი ქობულეთის“ დამფუძნებელს ამ დრომდე ბიზნესი არ ჰქონია და, შესაბამისად, არც სერიოზული შემოსავალი. მან კომპანია ქობულეთში კაიკაციშვილის ქუჩაზე, უკვე შეძენილ ნაკვეთზე დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად დააფუძნა. მაინც ვინ „ეხმარება“ აჭარის მთავრობის …

Exit mobile version