ამ დროისთვის აჭარის მუნიციპალიტეტებში აღარ თოვს. გამგებლების ინფორმაციით, გუშინ მოსულ თოვს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტებში შექმნილია სპეციალური შტაბები, რომლებიც უამინდობით გამოწვეულ პრობლემებზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. თოვა შეწყდა ბათუმშიც.