ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბაზრობა, ავტოსადგური და პარკინგი გოდერძიზე – სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

08.05.2023 • 1479
ბაზრობა, ავტოსადგური და პარკინგი გოდერძიზე – სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

კურორტ გოდერძიზე თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი ტენდერი იმავე ოდენობის თანხით – 4 597 900 ლარით და იმავე პირობებით გამოაცხადა.

სამინისტროს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ იმის დასადგენად, თუ რა მიზეზით არ შედგა ელექტრონული ტენდერი, პოტენციური მიმწოდებლები ტელეფონით გამოკითხეს.

„ტელეფონის საშუალებით განხორციელებული გამოკითხვისას, პრეტენდენტების არც ერთ მონაწილეს არ ჰქონია პრეტენზია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობასთან, რაც ადასტურებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების რეალურობას პრეტენდენტების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ტელეფონის საშუალებით განხორციელებული გამოკითხვაც ბაზრის კვლევის ერთ-ერთი საშუალებაა. შესაბამისად, შესაძლებელია ელექტრონული ტენდერი გამოცხადდეს იმავე პირობებით“ – აღნიშნულია კომისიის ოქმში.

ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2923 წლის 31 მაისს დაიწყება და 5 ივნისს დასრულდება.

პირობის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

სატენდერო პირობებზე უფრო ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

წყალი მაგისტრალზე მოედინება – ხულო-ადიგენის გზა სანიაღვრე არხების გარეშე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: