Batumelebi | შოთა ანანიძის 80 წლის იუბილე ქედის კულტურის ცენტრში შოთა ანანიძის 80 წლის იუბილე ქედის კულტურის ცენტრში – Batumelebi
RU | GE  

შოთა ანანიძის 80 წლის იუბილე ქედის კულტურის ცენტრში

 

დღეს, 2 ოქტომბერს ქედის კულტურის ცენტრში პოეტისა და საზოგადო მოღვაწის შოთა ანანიძის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საიუბილეო საღამოზე მწერლებმა და სკოლის მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს, კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა კი თავიანთი ხელოვნება უჩვენეს მაყურებელს და ფოლკლორული ნომრები შეასრულეს.

 

 

 

დღეს გამართულ საღამოს ქედაში აჭარის მწერალთა კავშირის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე