სამშენებლო ნარჩენები ხევებსა და მდინარეებში

საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებს სამოქმედო გეგმა არ აქვთ გაწერილი. კონტროლი მეტ-ნაკლებად მხოლოდ საყოფაცხორებო ნარჩენებზე ხორციელდება. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს, სოფლებში არავინ აკონტროლებს. ხშირ შემთხვევაში ამ ტიპის ნარჩენებს, როგორც ადგილობრივები, ასევე სამშენებლო კომპანიები ხევებში, მდინარეებსა თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიან. ქედის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში, სამშენებლო ნარჩენებს დაბაში, რუსთაველის ქუჩაზე, …

სოფელ ძენწმანში ლოჯისტიკური ცენტრი მოეწყობა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობს გეგმავს. ლოჯისტიკური ცენტრის მოსაწყობად სოფელ ძენწმანში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 800 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქედის გამგეობამ აჭარის მთავრობას საკუთრებაში 24 თებერვალს უსასყიდლოდ გადასცა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა.ა.(ი).პ აგროსერვისცენტრის ქედის სამსახურის უფროსის, სოსო შერვაშიძის ინფორმაციით, ქედის ლოჯისტიკური ცენტრი ხილის დახარისხება-შეფუთვისა და სამაცივრე მოწყობილობებით აღიჭურვება, რაც …

ვაჟა ბოლქვაძე ქედის წყალკანალს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ქედის საკრებულოს წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძე  შპს „ქედის წყალკანალის“ მიერ განხორციელებულ 15 000-ლარიანი სახელმწიფო შესყიდვის გაუქმებას მოითხოვს. მისი თქმით, ელექტრონული ტენდერი, რომლითაც შპს-ს მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი უნდა შეეძინა კორუფციის ნიშნებს შეიცავს. „წყალკანალის მიერ ავტომობილის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ტექნიკურ პარამეტრებში ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, რითაც სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე, …

ქედის გამგეობამ მრავალშვილიანი დედები დაასაჩუქრა

ქედის კულტურის ცენტრში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ქედაში მცხოვრებ 64 მრავალშვილიან დედასა და 9 ღვაწლმოსილ ქალს საჩუქრები გადასცეს. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალშვილიანი დედებისა და ღვაწლმოსილი ქალებისთვის საჩუქრად 73 შეკვრა ფაიფურის სახილე [შეკვრაში სამი ცალი], ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ზენდიდი 2015“ – მა შეიძინა. საჩუქრებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 103 ლარი და …

საფრთხეში მყოფი ოჯახებისთვის აგარაში შესაძლოა სოციალური სახლი აშენდეს

აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი, რომლებიც განსახლებას საჭიროებენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 25 000-ლარიან პროგრამით სარგებლობაზე უარს ამბობს, სანაცვლოდ კი, ამ თანხით ხელისუფლებას სოფელ აგარასთან მისასვლელ გზაზე სოციალური სახლის აშენებას სთხოვენ. „აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი …

საწარმო „ნენამ“ ქედაში მუშაობა შეაჩერა

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის  ხილის გადამამუშავებელმა საწარმო „ნენამ“  მუშაობა გახსნიდან მეორე წელს შეაჩერა. საწარმოს მუშაობის შეჩერების მიზეზად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე დადიანი „ბათუმელებთან“ დასაქმებული თანამშრომლების გათავისუფლებას ასახელებს. დირექტორის განმარტებით, ქედის საწარმოში დასაქმებული ყველა თანამშრომელი მათივე პირადი განცხადებების საფუძველზე გაათავისუფლეს. „საწარმო არ დახურულა, მხოლოდ დროებით აქტიური ფუნქციონირება შეაჩერა. რაც აუცილებელია საწარმოსთვის ყველა საქმე კეთდება. რაც შეეხება დროებით …

ქედის საკრებულოს ანგარიში დეპუტატების საქმიანობის გარეშე

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ცინცაძის მიერ ქედის საკრებულოსთვის წარდგენილ 2016 წლის ანგარიშში საკრებულოს წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები ვერ მოხვდა. კითხვებზე, დეპუტატებმა ინდივიდუალურად თუ ფრაქციის სახელით საკრებულოში განსახილველად 2016 წელს რამდენი საკითხი შეიტანეს? აქტიურობით ვინ გამოირჩეოდა და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც, საკრებულომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაჭრა? – საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ამ საკითხებს ბიუროს …

ქედის გამგებელი: მოსახლეობის პეტიცია შესრულდება

მოსახლეობის მიერ პეტიციით მოთხოვნილ საკითხებს ქედის გამგეობა 2017 წელს მოაგვარებს – განაცხადა ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ დღეს, 24 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. მოსახლეობა პეტიციით ქედაში პარკინგისა და საბავშვო ბაღებში ბავშვთა გასართობი კუთხეების მოწყობას, სოფლებში აბრების განთავსებასა და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სახიფათო მონაკვეთებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვდა. „შემოსულ პეტიციებზე აქტიურად ვიმუშავეთ, იყო საკითხები, რომელთა მოგვარება გამგეობას …

გამგეობები: სოფლის მხარდაჭერა იქნება, პროგრამა – არა

მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2017 წელს აღარ განხორციელდება. აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობებში განმარტავენ, რომ პროგრამის არარსებობა სოფლის მოსახლეობას არ დააზარალებს, რადგან შესაბამისი პროექტების განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტით, თავად გამგეობები გეგმავენ. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზაზა აბულაძის თქმით, „მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,5 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი, რაც გასულ წელს მთავრობის …

ხულოს, შუახევისა და ქედის თითო სკოლის ლაბორატორიებისთვის 60 ათასი ლარი დაიხარჯება

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების თითო საჯარო სკოლის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებით აღჭურვაზე აჭარის განათლების სამინისტრო 60 ათასამდე ლარს დახარჯავს. [red_box]ლაბორატორიები მოეწყობა:[/red_box] ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლაში; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში. საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურის, კერძოდ, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამა – …

ანსამბლი „ელესა“ მეორე ალბომზე მუშაობს

ქედის ფოლკლორული ანსამბლი „ელესა“ მეორე აუდიოალბომის გამოცემაზე მუშაობს. აუდიოალბომი, რომელშიც ელესას მიერ შესრულებული მხოლოდ ზემო აჭარული ფოკლორული სიმღერები ჩაიწერება, ფონდი „ქართული გალობის“ დაფინანსებით გამოსცემს. ანსამბლ „ელესას“  ხელმძღვანელის, ირაკლი სირაბიძის თქმით,  სიმღერების ნაწილი რომელიც „ელესას“ მეორე აუდიოალბომით გამოიცემა, ანსამბლის რეპერტუარში უკვე არსებობს და მსმენელის წინაშე არაერთხელ შესრულებულა რეგიონულ თუ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ფოლკლორულ ფესტივალებზე. ანსამბლი უძველეს …

დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში – რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა

უამინდობისა და უხვი ნალექის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის 13 საბავშვო ბაღიდან ხუთ  – უჩხოს, დიდაჭარის, დიოკნისის, საციხურისა და ყინჩაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალამდე, 17 თებერვლამდე, გადაიდო. სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულისა და ჭვანის საბავშვო ბაღებშიც. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ 15 ბაღიდან სასწავლო პროცესი ბავშვთა გამოუცხადებლობის გამო ხარაულის, დანდალოს, ახოს, წონიარისის, ზვარის, ოქტომბრისა …

აჭარის მაღალმთიანეთში ოცამდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამინდის გაუარესების გამო ხულოს მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის, მალხაზ ქათამაძის ინფორმაციით, ხულოში,  მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის ახალი საფარი 50, დაბაში კი 25 სმ-ს  აღწევს. მისივე ინფორმაციით, სოფლებში –  გელაურაი, პანტნარი, გობაძეები, დიდაჭარა, დიოკნისი, რიყეთი, დანისპარაული, ბეღლეთი, კორტოხი – ელექტროენერგია დღეს, 16 თებერვალს, დილით, ავარიულად გამოირთო და ამ დროისთვის …

ზურაბ პატარაძემ ქედაში ორ ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადასცა

10 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისში მცხოვრებ ნუგზარ ციციანიძისა და ჯალაბაშვილებში მცხოვრებ ქაზიმ ცინცაძის ეკომიგრანტ ოჯახებს დაბა ქედაში, „სოციალურ სახლში“ ბინები გადასცა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, მალე 23 ეკომიგრანტი ოჯახი ბინას ხელვაჩაურში მიიღებს. „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 100-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ბინა. ამავდროულად …

სასწავლო პროცესი აჭარის მაღალმთიანეთში მხოლოდ კერძო სკოლაში გადაიდო

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის კერძო სკოლის გარდა სასწავლო პროცესი აჭარის მთიანეთში ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. კერძო სკოლაში სწავლა სამშაბათს, 31 იანვარს, შეწყდა და ორშაბათს, 6 თებერვალს, განახლდება. შუახევის რესურსცენტრის უფროსის, ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, შუახევის ყველა საჯარო სკოლა მომარაგებულია შეშითა და საწვავით. რაც შეეხება მოსწავლეთა გამოცხადებას, რესურსცენტრის უფროსი ამბობს, რომ მოსწავლეთა 50%-იანი გამოცხადება მხოლოდ …

მახუნცეთში საზაფხულო თეატრი აშენდება

ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა მახუნცეთში, 156 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრი აშენდება. თეატრის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 231 290 ლარი გამოყო და ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა. ქედის გამგებლის მოადგილის, გურამ ბერიძის თქმით, დაბა მახუნცეთში საზაფხულო თეატრის მოწყობის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მახუნცეთში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ადგილობრივი ფოლკლორის გაცნობის მიზნით სანახაობის მოწყობა არაერთხელ …

რატომ არ წმენდენ თოვლისგან სასოფლო გზებს

შიდა სასოფლო თუ საბნო გზების მოვლა-პატრონობა, მათ შორის თოვლის საფარისგან გაწმენდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა. აჭარის მთიანეთში  სოფლის გზების გაწმენდას თოვლის საფარისგან მუნიციპალიტეტებში არსებული დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურები ახორციელებენ. არასაკმარისი ტექნიკის გამო აქ სასოფლო თუ საუბნო გზებს დეპარტამენტი დროულად ვერ წმენდს. აჭარის ყველაზე მაღალმთიან – ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლი უხვად მოდის, დეპარტამენტს მხოლოდ ათი ერთეული …

თოვლი აჭარაში – უშუქობა და გადაადგილების პრობლემები სოფლებში

აჭარის მაღალმთიანეთში თოვის გამო გარკვეული პრობლემებია რიგ სოფლებში. გამგეობების ინფორმაციით ქედის, შუახევისა და ხულოს ზოგიერთ სოფლამდე მისასვლელი გზა თოვლისგან ვერ იწმინდება, ზოგ სოფელში კი მხოლოდ ორხიდიან ავტომობილებს შეუძლიათ ასვლა. გზებს ძირითადად დაბებამდე წმენდენ. პერიოდულად შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. გამგეობებში აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესები არსად განვითარებულა. ხულოს გამგებლის თქმით, სტაბილური ვითარებაა სოფელ ქვემო თხილვანაშიც. ქედის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან …

რა ვითარებაა აჭარის მაღალმთიანეთში

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, დაბებში თოვლის ახალი საფარი ხუთ, მაღალმთიან სოფლებში კი 15-20 სანტიმეტრს აღწევს. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, ისეთ მაღალ სოფლებში, როგორიცაა უჩხითი და ზუნდაგა, უხვი ნალექის გამო გზები გუშინ გაიწმინდა: „ამ დროისთვის გადაადგილებაში პრობლემა არც ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზეა და არც შიდა სასოფლო გზებზე, ქედის მუნიციპალიტეტში“. …

მახუნცეთის ჩანჩქერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველ ეტაპზე,  288 125 ლარს დახარჯავს, აქედან 224 355 ლარი დაბა მახუნცეთის კეთილმოწყობას მოხმარდება. აჭარის ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და იქვე არსებულ თამარის ხიდს ჰყავს. ტურისტების სიმრავლიდან გამომდინარე ქედის გამგეობა დაბა მახუნცეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 224 355 ლარს დახარჯავს, ამ თანხით …

ქედის საბავშვო ბაღები მუშაობას, დაგვიანებით, 25 იანვარს განაახლებენ

ქედის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი ხვალ, 25 იანვარს განახლდება. ბაღებში მუშაობის დაგვიანებით დაწყების მიზეზი ის არშემდგარი ტენდერი გახდა, რომლითაც ქედის ბაღების გაერთიანებას მუნიციპალიტეტში მოქმედი ბაღებისთვის პურ-ფუნთუშეული და სხვა საკვები პროდუქტები უნდა შეესყიდა. იქედან გამომდინარე, რომ ბაღების გაერთიანების მიერ, საკვების შესაძენად გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა, შესყიდვების სააგენტომ გაერთიანებას უფლება დართო ბაღებისთვის, მაკარონი, პურ-ფუნთუშეული, შაქარი, მთლიანობაში …

ქედის გამგეობამ პირველადი ჯანდაცვისთვის 140 100 ლარი გამოყო

პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას ქედაში, წელს პირველად ჯანდაცვის სამინისტროს ნაცვლად ადგილობრივი გამგეობა, სოციალური პროგრამის – „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება“ ფარგლებში განახორციელებს. პროგრამის დასაფინანსებლად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 100 ლარი გამოყო. მედდების შრომის ანაზღაურებასთან ერთად ამ თანხით ქედის გამგეობა მედპუნქტებს საჭირო სამედიცინო ინვენტარსა და მედიკამენტებს შეუძენს – მთლიანობაში 24 დასახელების მედიკამენტსა და ორი სახის სპეციალურ სამედიცინო …

ქედაში მაგისტრალიდან სატვირთო ავტომობილი გადავარდა

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა მახუნცეთთან, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალიდან სატვირთო ავტომობილი გადავარდა. მანქანა ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩავარდა. ავტოავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც „ბათუმელებს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტომობილი გზიდან მიმდინარე წლის 14 იანვარს გადავარდა და ფაქტზე აღძრულია საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

პრემიების პოლიტიკა მაღალმთიანეთში

წელს პრემია აჭარის სამივე მთიან მუნიციპალიტეტებში გაიცა, სახელფასო დანამატი კი – მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში.  როგორ გადანაწილდა საპრემიო ფონდი აჭარის მთაში და ვინ რა ოდენობის პრემია-დანამატი აიღო 2016 წელს? ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული თანამშრომლებიდან სახელფასო დანამატი წელს ყველაზე ბევრჯერ [რვაჯერ, თვეში 250 ლარის ოდენობით] გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის მძღოლმა მერაბ ცეცხლაძემ მიიღო. მერაბ ცეცხლაძემ დანამატი აპრილში, მაისში, ივნისში, …

როგორ ემზადება მაღალმთიანი აჭარა ახალი წლისათვის

საახალწლო განწყობის შესაქმნელად აჭარის მთიანეთში წელს 51 332 ლარი დაიხარჯება. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან საახალწლოდ ყველაზე მეტ  თანხას – 32 974 ლარს ხულოს მუნიციპალიტეტი დახარჯავს მიუხედავად იმისა, რომ ქედის გამგეობამ მუნიციპალიტეტისთვის ნაძვის ხე აქსესუარებთან ერთად გასულ წელს შეისყიდა და ადგილობივი ბიუჯეტიდან ამისთვის დაახლოებით 7 000 ლარი დახარჯა, ნაძვის ხეს ქედის გამგეობა წელს ისევ ყიდულობს. ნაძვის …

ქედაში ღამით -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამით -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. დიდთოვლობის დროს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. ამ წუთებში თოვლის საფარისაგან საავტომობილო გზა იწმინდება ზედა მახუნცეთში. რაც შეეხება საუბნო გზებს, ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 6-მდე ლოკაციაა დარჩენილი და უახლოეს პერიოდში, პირობებიდან გამომდინარე დაიწყება გზების გაწმენდა. მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტში გზები ყველა მიმართულებითაა გაწმენდილი, მოძრაობა შესაძლებელია როგორც მაღალი …

დიდთოვლობა და გააქტიურებული მეწყერი – ვითარება აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე დღეა დროგამოშვებით თოვს. გუშინ რეგიონის ზღვისპირა ზოლშიც გათოვდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება, ხოლო ელექტროენერგია ყველა აბონენტს მიეწოდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განმარტებით, დილის საათებში თოვდა, მაგრამ ამ დროისთვის შეჩერებულია,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით კი მიმდინარეობს ჭვანის ხეობის რამდენიმე სოფელში ელექტროგადამცემი ხაზების …

ქედაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში გუშინ მოსული თოვლის შემდეგ გამოიდარა, თუმცა სასწავლო პროცესი კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო შეწყდა მერისის საბავშვო ბაღში, ხოლო გათბობის სისტემის დაზიანების გამო დანდალოს #1 საჯარო სკოლაში. მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ცნობით, დღეს ქედაში ქედაში -4 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გადაადგილება ორხიდიანი ავტომობილებით თითქმის ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი.  ქედის საგზაო წარმომადგენლობამ დილიდან უკვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები მახუნცეთისა …

კონკურსი ინგლისურ ენაში მოსწავლეებისთვის

ქედის გამგეობის განათლების სამსახური ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისურ ენაში კონკურსს ატარებს, საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებისა და უცხოელი მოხალისე მასწავლებლების თხოვნის საფუძველზე. ინგლისური ენის კითხვის კონკურსი დაბა ქედის საჯარო სკოლაში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მონაწილეობას ქედის სხვადასხვა სკოლის 120-მდე მოსწავლე მიიღებს, კონკურსის მეორე ეტაპზე მხოლოდ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები გადავლენ. „ინგლისური ენის გამოცდაში …

როგორ გაანაწილებს ფულს მაღალმთიანი აჭარა

მაღალმთიან აჭარაში 2017 წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტი – 9 მილიონ 016 500 ლარი აქვს ხულოს მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება ქედას, გეგმით აქ 8 მილიონ 049 400 ლარია გათვალისწინებული, ხოლო შუახევში – 8 მილიონ 177 ლარი. აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტები მომავალ წელს ყველაზე მეტ თანხას ინფრასტრუქტურის გამართვაზე, ხოლო ყველაზე ნაკლებ თანხას ჯანდაცვაზე დახარჯავენ. ქედა ქედის მუნიციპალიტეტი 2017 წელს …

აჭარის მაღალმთიანეთში 1 200-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოში თოვლის საფარი 80 სმ-ს აღწევს. ელექტროენერგია რა მიეწოდება რამდენიმე სოფელს. „გუშინ გაითიშა დიდაჭარა, ირემაძეებში შუქი, ასევე ოქრუაშვილებში თუმცა, დღეს მიდის აღდგენითი სამუშაოები“-აცხადებს გამგებელი. მისი თქმით დაახლოებით 200-მდე აბონენტია გათიშული შუახევის გამგებლის ტარიელ  ებრალიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში 1000-მდე აბონენტია გათიშული. „დილიდანვე გასულია ბრიგადები და მუშაობენ აღდგენაზე“-აცხადებს გამგებელი. ბესიკ ბაუჩაძის თქმით, …

ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მუსლიმი მოსახლეობა სამუფთოს დახმარებით არემონტებს. აქ არსებულ მეჩეთს ძეგლის სტატუსი სამინისტრომ 2006 წელს მიანიჭა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არც სამუფთო ფლობს, არც ადგილობრივი გამგეობა და არც ის მოსახლეობა, რომელიც ჩამონგრევის პირას მყოფი სალოცავის გადარჩენას ცდილობს. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში ხის ორსართულიანი შენობა დგას. შენობა სიძველითა და არქიტექტურული სტილით …

მოხალისეები მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად

როგორ გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაცია შინ მოვლის პროგრამის ქედაში განხორციელებას არასამთავრობო ორგანიზაცია „დახმარების ეროვნული ფონდი“ ქედის მუნიციპალიტეტში შინ მოვლის პროგრამის განხორციელებას იწყებს. რა კრიტერიუმებით შეარჩევს არასამთავრობო ბენეფიციარებს და რა მომსახურებას შესთავაზებს მათ? – „ბათუმელები“ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ავალიანს ესაუბრა. ნინო, ვინ იქნებიან პროგრამის ბენეფიციარები ქედაში და რა კრიტერიუმით შეარჩევთ მათ? „შინ მოვლის“ პროგრამაზე 2011 წლიდან …

ქედის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში ჩაერთო

“ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!”- ამ სახელწოდების აქციას ქედის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ადგილობრივი თვითმარველობის და “ქალთა ოთახის” ორგანიზებით ქედის სააქტო დარბაზში დღეს შეხვედრა გაიმართა. აქცია მსოფლიოს მასშტაბით 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ტარდება. ქედის გამგებლის დავით დუმბაძის განმარტებით, ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და 16 დღის განმავლობაში, ქედის სოფლებში  თემატური შეხვედრები ჩატარდება მოსახლეობასთან – “16 დღის …

ქედის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს ბიუჯეტის 93% აითვისა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ დღეს ქედის საკრებულოს, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ გაწეული სამი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. გამგეობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქედის ფაქტიურმა შესრულებამ 7 მილიონ 127 887 ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტის გეგმის 92, 8 %-ია. ქედის ადგილობრივმა თვითმართველობამ ცხრა თვის განმავლობაში გათანაბრებითი ტრანსფერით ანუ ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 016 900, ხოლო …

Exit mobile version