მთიანი აჭარა

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრს გიორგი კეკელიძემ საჩუქრად წიგნები გადასცა

18.10.2015 • • 1840
ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრს გიორგი კეკელიძემ საჩუქრად წიგნები გადასცა

 

„სამკითხველო დარბაზის გახსნა მინდოდა, შევეხმიანე გიორგი კეკელიძეს და ბიბლიოთეკის გახსნის იდეა გავაცანი, იდეა მოიწონა და საჩუქრად წიგნები გადმოგვცა, პირველ ეტაპზე ბიბლიოთეკა 200-მდე წიგნადი ფონდით შეივსო, ვფიქრობთ სამომავლოდ ბიბლიოთეკა გაფართოვდება, ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და არსებული ლიტერატურით ისარგებლოს, არის, როგორც პატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლიტერატურა, ასევე მოზრდილებისთვის და დიდებისთვის: პოეზია, პროზა, სათავგადასავლო, გვაქვს რუსულენოვანი საკითხავი ლიტერატურა, არსებული წიგნადი ფონდის შემადგენლობა არის როგრც ძველი გამოცემების, ასევე თანამედროვე და ახალიც, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ გამგეობასთან, ასევე რესურსცენტრთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელის იდეაა სამკითხველო დარბაზში ამერიკული კუთხე მოეწყოს“- აცხადებს დავით ანანიძე. 

სამკითხველო დარბაზი წიგნებთან ერთად კომპიუტერებითა და ინტერნეტით აღიჭურვა. 

„ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ქედაში არასამთავრობო ორგანიზაცია DVV International -ის პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტმა 2015 წლის გაზაფხულზე გახსნა, მსურველებს ცენტრში კომპიუტერის გამართვის, საოფისე პროგრამებს, ხელსაქმისა და სუვენირების დამზადებას ასწავლიან.

 

წიგნების გადაცემის პროცესი

 

ფოტოს ავტორი: მადონა ფალავანდიშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: