აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე

წელს აჭარაში ტყვიის შემცველობას ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების გარდა 8-14 წლამდე მოზარდებშიც შეამოწმებენ. შესაბამის პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.  კვლევაზე 8-14 წლამდე ასაკის მოზარდებს პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან გადაამისამართრბენ.  წელს კვლევა საპროგნოზოდ 3800  ბავშვს ჩაუტარდება, რომელთაც  შედეგების მიხედვით განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზანაქიძის შეფასებით, გასულ წელს ამ პროგრამით „საკმაოდ …

BA.2 უნდა იყოს აღიარებული, როგორც ცალკე შემაშფოთებელი ვარიანტი – იაპონელი მეცნიერები

ომიკრონის ვარიანტი BA.2 არა მხოლოდ უფრო გადამდები ვარიანტია, არამედ მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს უფრო მძიმე ავადობა და, როგორც ჩანს, შეუძლია თავი აარიდოს იმ ძირითად იარაღს, რომელიც ამ დროისთვის მედიცინას Covid19-ის წინააღმდეგ აქვს – წერს ახალი კვლევის შესახებ CNN-ი. წინასწარი მონაცემებით აქამდე მიიჩნეოდა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტის მიმდინარეობა ნაკლებად მძიმეა. თუმცა ახალი ლაბორატორიული ექსპერიმენტები იაპონიიდან აჩვენებს, …

ტყვიით დაბინძურების წყაროს დადგენის მიზნით აჭარის მდინარეებიდან სინჯები აიღეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მდინარეების აუზებში ტყვიის შესაძლო წყაროებს იკვლევენ. წყლის სინჯები შემდგომი კვლევისათვის აღებულია მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სოფელში. კვლევის მიზანია დაადგინოს ორსულ ქალებსა და ბავშვებში ტყვიით დაბინძურების წყარო. შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი. კვლევა ისრაელის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ისრაელიდან საქართველოში ჩამოვიდა და იმყოფება  ცნობილი ჰიდროგეოლოგი, პროფესორი, ეილონ …

რა ღირს 1 აუცრელი პაციენტის მკურნალობა? – დეპუტატის კითხვა საქსტატის დირექტორს

დღეს, 16 თებერვალს, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს გოგიტა თოდრაძეს პარლამენტში მოსმენისას ჰკითხეს, აწარმოებს თუ არა აღნიშნული სამსახური სტატისტიკას, თუ რა უჯდება სახელმწიფოს ერთი არავაქცინირებული პაციენტის მკურნალობა ჰოსპიტალურ სექტორში. „პანდემიის პირობებში, როცა ვაქცინაცია ფაქტობრივად ჩავარდნილია და უმძიმესი სიტუაციაა, სადაც  პრემიერ-მინისტრი ანტივაქსერულ განცხადებებს აკეთებს და ბოლო განცხადება განსაკუთრებით გამაოგნებელი იყო, ასეთ პირობებში, ხომ არ აწარმოებთ სტატისტიკას, რა …

ხულოში ოჯახის ექიმები საწვავის სიმცირესა და ავტომანქანების გაუმართაობაზე საუბრობენ

ხულოს მუნიციპალიტეტში ოჯახის ექიმები ამბულატორიისთვის გამოყოფილი ავტომანქანების მუდმივ გაუმართაობასა და ყოველთვიური საწვავის სიმცირეზე საუბრობენ. ინგა აბულაძე სოფელ რიყეთის ამბულატორიის ექიმია. ეს ამბულატორია სამ სოფელს ემსახურება. ექიმის თქმით, სოფელში ახლა კორონავირუსის ტესტირებაზე ბევრი პაციენტი მიმართავს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ტესტირების ბინაზე გასაკეთებლად მისვლა მისთვის რთულია, რადგან უკვე ერთი თვეა ამბულატორიის ავტომანქანა გაფუჭებულია, ფეხით ერთ პაციენტთან …

რა რისკები ახლავს პარაცეტამოლის ხანგრძლივ გამოყენებას – ახალი კვლევა

პარაცეტამოლი ძირითადად სიცხის დამწევად გამოიყენება, თუმცა მას ზოგჯერ ტკივილის გასაყუჩებლადაც იყენებენ. ქართული სააფთიაქო ქსელები პარაცეტამოლის ჯენერიკ მედიკამენტებს სწორედ ამ ჩვენებით ყიდიან – „სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება; მიღების ჩვენება – სხვადასხვა ეტიოლოგიის ცხელების და საშუალოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, შაკიკი…)” – ვკითხულობთ პარაცეტამოლის შესახებ ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის ვებგვერდზე. ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის შედეგები …

აჭარაში სისხლში ტყვია გამოუვლინდა 6000 ორსული და მეძუძური ქალების 65 პროცენტს

2021 წელს აჭარაში გამოკვლეული 6000 ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალიდან 3908-ს სისხლში ტყვია გამოუვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა – 25 მიკროგრამი დეცილიტრი ტყვია გამოუვლინდა 62 (3%) ბენეფიციარს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, კვლევის შედეგად 3908 (65.1%) ბენეფიციარს გამოუვლინდა სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ, მათ შორის: …

რა არის დისკოზი და როგორია მისი სიმპტომები – ექიმის რჩევები

ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, იგივე დისკოზი, ოსტეოქონდროზის ყველაზე გართულებული ფორმაა და ამ დაავადების მე-4 სტადიას წარმოადგენს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნეირომედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნეიროქირურგი ნუგზარ გურგენიძე ამბობს, რომ ხერხემლის ამ პათოლოგიით მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, თუმცა მიმართვიანობა ძირითადად დაავადების ბოლო სტადიებზე, უკვე გართულებულ ფაზაში ხდება, რაც ართულებს მკურნალობის პროცესს. ბატონო ნუგზარ, რას ნიშნავს დისკოზი? ეს არის ოსტეოქონდროზის დროს, …

რეგულირების სააგენტომ სამი თურქული წარმოების სამკურნალო მალამოს გაყიდვა შეაჩერა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დროებით შეაჩერა ქვეყანაში თიოკოლხიკოზიდის შემცველი და მისი კომბინირებული ადგილობრივი გამოყენების ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაცია. საუბარია გარეგანი გამოყენების შემდეგ მალამოებზე – Tioflex-ზე, MUSCOMED CREAM-სა და Tiyokas Gel-ზე, რომელთა ძირითადი  დანიშნულებაც ფარმაკოლოგიურად კუნთოვანი რელაქსაციაა, ზომიერად ხსნის ან ამცირებს მტკივნეულ კუნთოვან სპაზმს, დაჭიმულობას. მედიკამენტების მწარმოებელი ქვეყანა თურქეთია, რომლის  მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტომ …

თუ ბავშვი პირით სუნთქავს – რა უნდა ვიცოდეთ ადენოიდებზე

ადენოიდები, ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილი, გლანდებთან ერთად ლიმფური სისტემის ნაწილია, რომელსაც ბარიერული ფუნქცია აკისრია, ანუ სუნთქვისა და ყლაპვის დროს ორგანიზმში შეჭრილი ბაქტერიებისა და ვირუსების ერთგვარ ხაფანგს წარმოადგენს. თუმცა ადენოიდები შესაძლოა თავად გახდნენ ინფექციის წყარო და იმდენად მოიმატონ ზომაში, რომ შეაფერხონ სუნთქვის პროცესი, რაც თავის მხრივ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა გართულებებს იწვევს. ბავშვის ორგანიზმი ზრდასთან ერთად მიკრობებთან …

როგორ მუშაობს 18 ან 16-საათიანი დიეტა – ექიმის რჩევები

ინტერვალური შიმშილი, იგივე „ფასთინგი“, რომელსაც ხშირად „18 ან 16 საათიან დიეტას“ უწოდებენ, არის დიეტის ტიპი, რომლის დროსაც ადამიანი დღის ბოლო კვებიდან მეორე დღის პირველ კვებამდე დიდ შუალედს ტოვებს. მაგალითად, 16 საათის განმავლობაში არაფერს ჭამთ, დარჩენილი 8 საათი კი კალორიების მისაღებად უნდა გამოიყენოთ. კვების ასეთი რეჟიმისას ორგანიზმი იწყებს რეზერვში არსებული ცხიმების წვას – ავტოფაგიის პროცესს, რაც …

როგორ დავიბრუნოთ ყნოსვა და გემო კოვიდის შემდეგ? – ჯანმოს რჩევები

ყნოსვისა და გემოს დაკარგვა კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია, რაც შესაძლოა 10 დღეში ან რამდენიმე კვირაში აღდგეს. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდი აღენიშნებათ, ანუ გამოჯანმრთელების შემდეგ დარჩათ კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, მათ შორის, კვლავ დაქვეითებული აქვთ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი სპეციალურ სახელმძღვანელოში კონკრეტულ ვარჯიშებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს. თუ ყნოსვა და …

კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 7 თებერვალი

ბოლო 24 სააათში დადასტურდა  კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა. stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 33 905 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 33,14 პროცენტი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 5 947, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 926 პირი. 

3 უფასო აპლიკაცია, რომელიც ჯანმრთელობის მონიტორინგში დაგეხმარებათ

Google-სა და Apple-ს აპლიკაციების ბაზებში დაახლოებით 100 000 სამედიცინო დანიშნულების აპლიკაციაა ხელმისაწვდომი და მათი რაოდენობა მზარდია. თუმცა, ყველა მათგანი ერთნაირად ეფექტური ნამდვილად არ არის. გთავაზობთ რამდენიმე მარტივი და ეფექტური აპლიკაციის მოკლე მიმოხილვას, რომლებიც ჯანმრთელობის უკეთ კონტროლში დაგეხმარებათ: • Migraine Buddy – შაკიკის ეპიზოდების მონიტორინგის აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ შაკიკის სწრაფად დიაგნოსტირებაში და თქვენი დიაგნოზის უკეთ გაგებაში, …

საქართველოში კოვიდით რეინფიცირების ყველაზე მოკლე ვადა 69 დღე იყო – კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოში კოვიდით მეორედ დაინფიცირების 10 997 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის პირველსა და მეორე დადასტურებებს შორის, ყველაზე მოკლე ვადა 69 დღე იყო. ამავე მონაცემებით, რეინფიცირებამდე საშუალო პერიოდი დაფიქსირებულია 291 დღე,  მაქსიმალური კი – 589. რეინფიცირებად განიხილება ადამიანის განმეორებითი ინფიცირება COVID-19-ით, გამოჯანმრთელებიდან განსაზღვრული დროის …

როგორ მოვიქცეთ გახანგრძლივებული ხველის და პოსტკოვიდური გართულებების დროს

ცნობილია, რომ COVID 19-მა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები და სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს 12 კვირაზე მეტი ხანს. პოსტკოვიდური მდგომარეობა, ასევე ცნობილი, როგორც ხანგრძლივი პოსტკოვიდური სინდრომი, როგორც წესი, უმჯობესდება დროთა განმავლობაში. თუმცა ამ პროცესის გამარტივებისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა სპეციალური სახელმძღვანელო – „პოსტკოვიდური მდგომარეობის თვითმართვა“ გამოსცა. პოსტკოვიდური მდგომარეობის, იგივე გახანგრძლივებული …

თუ კოვიდის შემდეგ სუნთქვა ისევ გიჭირთ – ჯანმოს რჩევები

კოვიდისგან გამოჯანმრთელების პერიოდში ქოშინი და სუნთქვის გაძნელება ერთ-ერთ სერიოზულ სიმპტომად მიიჩნევა. თუ სუნთქვასთან დაკავშირებული სიძნელე აღგენიშნებათ  მინიმალური აქტივობის ფონზე ან მოსვენებულ მდგომარეობაში, რომელიც არ უმჯობესდება სუნთქვითი ვარჯიშების შედეგად, უნდა დაუკავშირდით ექიმს. სუნთქვის გაძნელება, რომელიც პოსტკოვიდურ პერიოდში გვხვდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის მიერ გამოცემულ სპეციალურ სახელმძღვანელოშია განხილული. სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ კოვიდით დაინფიცირების შემდეგ, ხშირია ქოშინის …

„მანქანის გაჩერებას ვცდილობთ კედელთან შეჯახებით“ – ინტერვიუ ექიმთან პანდემიის მართვაზე

„შემოდგომისთვის ამოვისუნთქებთ“ – ეს მოლოდინი აქვს ექიმს და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ კალოიანს კოვიდსიტუაცაზე საქართველოში. ექიმი საშემოდგომოდ მედიკამენტს ელის და თავად ვირუსის ლოგიკას, როცა პიკის შემდეგ დაღმასვლა იწყება გარდაცვალების მაჩვენებლების ზრდის და ტრაგიკული შემთხვევების პარალელურად. „ეს შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, როგორ შეიძლება ვცდილობდეთ მანქანის გაჩერებას კედელთან შეჯახებით, თანაც ისე, რომ ღვედს არ ვიკეთებთ,“ – ამბობს …

ომიკრონის ვარიანტი BA.2 უფრო გადამდებია ვიდრე „ორიგინალი“ – დანიური კვლევა

დანიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტი, რომელიც სწრაფად გავრცელდა დანიაში, უფრო გადამდებია, ვიდრე ომიკრონის უფრო გავრცელებული BA.1 ვარიანტი და უფრო ადვილად შეუძლია აცრილი ადამიანების ინფიცირება. კვლევის შესახებ როიტერსი წერს. კვლევამ, რომელმაც გააანალიზა კორონავირუსული ინფექციები 8500-ზე მეტ დანიურ ოჯახში დეკემბრიდან იანვრამდე პერიოდში, აჩვენა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტით ინფიცირებული ადამიანები დაახლოებით 33 პროცენტით უფრო მეტად აინფიცირებდნენ …

კბილების კრაჭუნს ღამით – რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ ბრუქსიზმს

ბრუქსიზმი კბილების გაუცნობიერებელი და ძლიერი კრაჭუნია, რომელიც ძირითადად ღამით, ძილის დროს ვითარდება და მის მთავარ გამომწვევ მიზეზად სტრესი მიიჩნევა. თუ დილაობით საფეთქლისა და საღეჭი კუნთების დაჭიმულობას უჩივით, გაქვთ თავის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა კბილებზე, შესაძლოა, თქვენც ბრუქსიზმი გაწუხებთ. რა სიმპტომები ახასიათებს ამ მდგომარეობას, როგორ გვაზიანებს და როგორია მისი მკურნალობა? – ამ და სხვა კითხვებზე გნათოლოგ-ორთოპედი, …

რამდენ ხანში შეიძლება ხელახლა დაინფიცირდე ომიკრონით?

„რამდენ ხანში შეიძლება ისევ დავინფიცირდე ომიკრონით?“ – ამ შეკითხვას კორონავირუსის პანდემიისას შექმნილ არაერთ ფეისბუქჯგუფში ნახავთ. ომიკრონი კორონავირუსის ახალი შტამია, იგი დაახლოებით 3 თვის წინ გამოჩნდა და მალევე ჩაანაცვლა აქამდე დომინანტური – დელტა შტამი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ომიკრონის შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე წინა შტამების შემთხვევაში იყო. აქამდე არსებული მონაცემებით, კოვიდის ორიგინალი შტამით ინფიცირების შემდეგ, …

მივაღწევთ თუ არა ჯოგურ იმუნიტეტს? – რას ამბობენ სპეციალისტები

პანდემიის პირველივე დღეებიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ თუ მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი აიცრებოდა ან დაინფიცირდებოდა ვირუსით, შესაძლებელი იქნებოდა COVID-19-ის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება, თუმცა კორონავირუსის ძირითადი შტამი სწრაფად გარდაიქმნა ახალ ვარიანტებად, რის შედეგადაც ვირუსით ხელახლა ინფიცირდებიან ვაქცინირებული ან ის ადამიანები, რომელთაც კოვიდი უკვე ჰქონდათ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯოგურ იმუნიტეტთან დაკავშირებით იმედი ქრება. ზოგიერთმა …

რა სიმპტომების დროს უნდა დარჩეთ სახლში – NCDC-ის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს სიმპტომების ჩამონათვალს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში უნდა დარჩეთ სახლში ან გადახვიდეთ საიზოლაციო სივრცეში. კერძოდ, თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: ყელის, თავის ან წელის ტკივილი სურდო ზომიერი ცხელება ხველა ღამით ოფლიანობა საერთო სისუსტე NDCD-ის გაფრთხილებთ, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დარჩით სახლში ან გადადით საიზოლაციო სივრცეში. მაქსიმალურად შეზღუდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტი …

ფსორიაზის დაფინანსება და სხვა სიახლეები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2022 წელს აჭარაში რამდენიმე ახალი პროგრამა ამუშავდა, კერძოდ ამოქმედდა ფსორიაზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროგრამა და დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფაღავა განმარტავს, რომ პროგრამა წელს პილოტურ რეჟიმში იმუშავებს, იგი საწყის ეტაპზე 30 ბენეფიციარზეა გათვლილი და მოიცავს რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის და ფსორიაზული ართრიტის …

კოვიდის 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა  39 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარაში – 1 958, იმერეთში – 1 990, ქვემო ქართლში – 831, შიდა ქართლში – 877, გურიაში – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 680, კახეთში -704, …

როგორ უნდა მოიქცე, თუ ინფიცირებულთან გქონდა კონტაქტი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინსტრუქციის თანახმად, ვისაც გქონდათ კონტაქტი ინფიცირებულთან: შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან; დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტიში 8 დღით და აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი მომდევნო 9 – 12 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ:  არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი  მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე  მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე  კოვიდის გადატანიდან …

რა შემთხვევებში არ შეიძლება COVID ვაქცინით აცრა და რატომ? – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ცნობილია, რომ ხანდაზმულ ადამიანებსა და თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს Covid19-ის გართულების შედარებით მაღალი რისკი აქვთ. შესაბამისად, სწორედ ამ რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანების აცრა მიიჩნევა პრიორიტეტულად. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი მაინც ერიდება ოჯახის ასაკოვანი წევრების აცრას სწორედ იმ მიზეზით, რომ ვაქცინამ ალერგიული რეაქციის სახით გართულებები არ გამოიწვიოს. ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამ საკითხს დეტალურად განმარტავს …

31 გარდაცვლილი და კოვიდის 7947 ახალი შემთხვევა – 24 იანვარი

24 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის 7947 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 პაციენტი. 23 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 22.65%, 14 დღის მანძილზე – 13.08% ხოლო 7 დღის მანძილზე – 16.61%. stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარაში – 1 352, იმერეთში – 857, ქვემო ქართლში – …

აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 13-18 წლის გოგოებისთვის უფასო გახდა

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ამიერიდან, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13-18 წლის გოგოებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. აქამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა მხოლოდ 9-12 წლის გოგოებს შეეძლოთ, სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომია ღირებულების გადახდის შემთხვევაში, თუმცა მისი ფასი საკმაოდ მაღალი – დაახლოებით 400 ლარია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის …

რეგულირების სააგენტო – პრეპარატი მაგნევისტის რეალიზაცია და გამოყენება შეჩერდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იუწყება, რომ ფარმაცევტული პროდუქტი “მაგნევისტის” რეალიზაცია და გამოყენება დროებით შეჩერებულია. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) გამოაქვეყნა განცხადება გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული საშუალებების გამოყენების შეზღუდვასა და შეჩერების შესახებ. EMA-ს სამეცნიერო დასკვნაზე დაყრდნობით ეს მედიკამენტები იწვევენ თავის ტვინსა და სხვა ქსოვილებში გადოლინიუმის დეპოზიტების განვითარებას სხეულის სკანირების დროს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიისას. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გასცა …

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა სიკვდილიანობის წამყვან მიზეზებს შორისაა – კვლევა

წამლისადმი ბაქტერიების რეზისტენტობა მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოჩნდა. ამ დასკვნამდე მივიდნენ სამეცნიერო ჟურნალში Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები. ანტიმიკრობული რეზისტენტობა არის მიკროორგანიზმის უნარი, გადარჩეს და წინააღმდეგობა გაუწიოს ანტიმიკრობული პრეპარატების ზემოქმედებას, რაც აძნელებს ინფექციის მკურნალობას. არსებობს სხვადასხვა ტიპის ანტიმიკრობული საშუალება, რომლებიც მოქმედებენ სხვადასხვა ტიპის მიკროორგანიზმის წინააღმდეგ. მაგალითად, ანტიმიკრობული მედიკამენტები ან ანტიბიოტიკები მოქმედებენ ბაქტერიების წინააღმდეგ, ანტივირუსული საშუალებები …

როგორ მკურნალობენ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებს – „მაღალი ხარისხის წამლები არ შემოდის“

„ის ხშირად მიმეორებს: შენ რომ მოგკლავ, მაშინ მოვრჩებიო… არადა, კარგი ადამიანია. ზოგჯერ ასეა. მართლაც რომ დამარტყას? მერე დაიწყებენ გამოძიებას, არა? რა მნიშვნელობა აქვს, რა მუხლით დაიწყება გამოძიება, ან საერთოდ გამოიძიებენ თუ არა რამეს?“- კითხულობს ნანა გ. მის ქმარს დაახლოებით 15 წელია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს. ნანამ არ იცის, როგორ იმოქმედოს ისე, რომ მას და გარშემომყოფებს …

ვიდეოები უცხო ენაზე და მეტყველების შეფერხება ბავშვებში – ინტერვიუ ლოგოპედთან

მიიჩნევა, რომ ენის, მათ შორის უცხო ენის შესწავლისთვის ბავშვისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი წლინახევრიდან ცხრა წლამდე ასაკია, პატარები საკმაოდ მარტივად იმახსოვრებენ უცხოურ სიტყვებსა და ფრაზებს იმ ვიდეოებიდან და ინტერნეტ-შოუებიდან, რომელთაც ყოველდღიურად უყურებენ მობილურებსა თუ პლანშეტებში – ამბობს  სარეაბილიტაციო ცენტრი „ჯიქის“ ბავშვთა ლოგოპედი მაცაცო ლომთათიძე. იგი განმარტავს, რომ ასეთი პრაქტიკა საზიანო არ არის იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს …

როგორ ვიზრუნოთ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე – ექიმის რჩევები

დენტალური კარიესი ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელსაც თუ არ ვუმკურნალეთ, იწვევს ტკივილსა და ინფექციებს, რის შედეგადაც შესაძლოა კვებასთან და საუბართან დაკავშირებული პრობლემებიც განვითარდეს. ოჯახის ექიმი თამარ ლომთაძე ამბობს, რომ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა მაშინვე უნდა დავიწყოთ, როგორც კი პირველი კბილი ამოიჭრება. ქალბატონო თამარ, პირველი კბილების ამოჭრის დროს რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა? პირის ღრუს …

კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი, დადასტურდა 946 ახალი შემთხვევა – 13 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სულ 17 192 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 442, PCR ტესტით – 7 750.  12 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.81% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების …

აჭარაში ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ერთვებიან

კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ჩაერთვებიან, გამსვლელი ბრიგადები კი ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ივლიან. გამსვლელმა ბრიგადებმა ამჯერად მორიგი ვაქცინაცია ხულოს სოფლებში – რიყეთსა და დიოკნისში ჩაატარეს. იმუნიზაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც გაეცნო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე სულ 17-მდე სოფელში ჩატარდა 500-ზე მეტი აცრა. „ეს ტემპი არ არის საკმარისი და მიზნად გვაქვს თითოეული …

Exit mobile version