მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ უნდა მოიქცე, თუ ინფიცირებულთან გქონდა კონტაქტი

25.01.2022
როგორ უნდა მოიქცე, თუ ინფიცირებულთან გქონდა კონტაქტი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინსტრუქციის თანახმად, ვისაც გქონდათ კონტაქტი ინფიცირებულთან:

შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან; დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტიში 8 დღით და აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი მომდევნო 9 – 12 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ:

  •  არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი
  •  მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე
  •  მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე
  •  კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი

  NCDC-ის ცნობით, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციას/კარანტინს არ ექვმდებარებით, თუ:

  • გაკეთებული გაქვთ ბუსტერი
  • ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე
  • კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე

თუმცა აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში, მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას.

NCDC: საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით; უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს, რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინკლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: