კორონავირუსის 295 შემთხვევა დადასტურდა აჭარაში, გარდაიცვალა 12 ადამიანი – 2 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მკურნალობს 7538 პაციენტი, კოვიდკლინიკებშია – 915, კოვიდსასტუმროებშია – 1015, ონლაინკლინიკებში –  5608.  

აჭარაში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 8 ადამიანი – პირველი სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 43 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს 936 პაციენტი, კოვიდსასტუმროებშია – 1027, ონლაინკლინიკაშია – 5623.  

საველე ჰოსპიტალი 500 საწოლზე გაიშლება თბილისში – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 საწოლზე გაიშლება. „საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღესდღეობით ინვენტარი და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, რომ ჟანგბადით მომარაგდეს, გამართულია. დამონტაჟებულია 2 ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით,” – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტლის მუშაობაში არ იგეგმება იმ სამხედრო ექიმების …

თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება – გაბუნია

„თუ ასე გაგრძელდება 7, 8, 10 დღე, მოგვიწევს დამატებით გადაწყვეტილების მიღება, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება,“ – აღნიშნა დღეს, 11 აგვისტოს, ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუნია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობენ, რომ კლინიკებში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ, საწოლები უკვე დეფიციტია, თუმცა რომელიმე პაციენტის მიღებაზე ჯერ უარი არ უთქვამთ. „ხერხდება ამის მართვა, ჯერჯერობით,“ – დასძინა …

ბათუმში „ფაიზერის“ მეორე პარტიაც ამოიწურა – სად შეგიძლია აიცრა აჭარაში?

ბათუმში დღეს, 3 აგვისტოს, „ფაიზერის“ მეორე პარტიაც ამოიწურა. აჭარაში „ფაიზერის“ ვაქცინის დაჯავშნა ამ ეტაპზე მხოლოდ შუახევში, ხულოსა და ქედაშია შესაძლებელი. შუახევში „ფაიზერზე“ ადგილები იწურება. booking.moh.gov.ge-ს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით „ფაიზერის“ სულ 2935 დოზაა დარჩენილი ამ დროისთვის [17:00 სთ]. ვაქცინაციის პროცესი გრძელდება „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით. ბოლო მონაცემებით აჭარის რეგიონში სულ 59180 ადამიანია აცრილი. დღეს, 3 …

ბათუმის ახალ რესპუბლიკურში სართული დაიტბორა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ კორპუსში ეგრეთ წოდებულ ნულ სართულზე წყალი დგას. ფოტოები ფეისბუქში „უპატრონო ბათუმმა“ გამოაქვეყნა. დღეს დილიდან ბათუმში გადაუღებლად წვიმს. ინფორმირებული წყარო, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურში მუშაობს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ახალი კორპუსის ნულ სართულზე წყალი დადგა. წყაროს თქმით, წყალი გრუნტიდან ამოდის და ამ შემთხვევაში, რადგან ძლიერი წვიმაა, უფრო მეტი წყალი …

კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში

აჭარაში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღეს 19 ივნისს. აჭარაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 11 პაციენტი, კლინიკა 19 პაციენტმა დატოვა. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 48 პაციენტი. აჭარის კოვიდკლინიკებში სულ მკურნალობს 180 პაციენტი. კოვიდ სასტუმროშია 177 ადამიანი. 19 ივნისის მონაცემებით, აჭარაში ვაქცინაცია ჩაიტარა  23 217 ადამიანმა.

რა ღირს PCR ტესტი ბათუმში და რა დრო სჭირდება პასუხს

PCR ტესტი უფასოდ გერგებათ, თუკი გაქვთ კორონავირუსის სიმპტომები და ოჯახის ექიმი დანიშნულებას მოგცემთ, მაგრამ თუ ფასიანი PCR ტესტის ჩატარება გსურთ, ეს ბათუმში რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. ფასებს შორის მცირედი სხვაობაა. მომსახურება ძირითადად მაშინ ძვირდება, თუკი ტესტის პასუხის მიღება ბინიდან გაუსვლელად გსურთ. მაგალითად, სამედიცინო ჰოსპიტალ „მედცენტრში“ PCR ტესტი 90 ლარი ღირს, ბინაზე გამოძახებით – 100 ლარი. …

ბათუმში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 45 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზეა 12 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 46. ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში მკურნალობს 245 ადამიანი.  

რის გამო დაუტოვა ჯემალ ჭელიძემ ეტლი რიჟვაძეს და რას ნიშნავს „პერსონალური ასისტენტი“

„უკვე სუნთქვაც კი მიჭირს,“ – ასე გამოხატავს თავის მდგომარეობას ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძე, რომელიც 26 მაისის შემდეგ ეტლის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას. ეტლი ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად დაუტოვა თორნიკე რიჟვაძეს, რადგან მას აჭარის მთავრობაში არავინ მოუსმინა. ჯემალ ჭელიძე ერთ-ერთია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის, ვინც პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვს. მისი ორი შვილი პატიმრობაშია და მოვლის პრობლემა …

აშშ-ში დაამტკიცეს ალცჰაიმერის სამკურნალო პირველი პრეპარატი

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [FDA] ალცჰაიმერისა და სიბერით გამოწვეული დემენციის სამკურნალოდ დაამტკიცა პრეპარატი „ადუკანუმაბი“, სავაჭრო სახელწოდებით -„ადუჰელმი“. პრეპარატი კომპანია „ბიოგენმა“ შექმნა და იგი გამოიყენება უშუალოდ ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევ მიზეზების და არა სიმპტომების სამკურნალოდ. „ადუკანუმაბი“ ადამიანის თავის ტვინში ანადგურებს ამილოიდს, რომელიც ტვინის უჯრედებს აზიანებს და იწვევს მეხსიერებისა და აზროვნების პრობლემებს. პრეპარატის ეფექტურობას 3482 პაციენტზე აკვირდებოდნენ. …

კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში – 2 მაისი

აჭარაში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 111 პაციენტი, კლინიკა დატოვა 28 პაციენტმა, კრიტიკულ მდგომარეობაშია 9 პაციენტი. 2 მაისის მდგომარეობით კლინიკაში მკურნალობს 235 პაციენტი.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 798 პირი დააჯარიმეს – შსს

ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 798 ადამიანი დააჯარიმეს, ხოლო პირბადის წესის განმეორებით დარღვევის ფაქტზე – 158. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, …

კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა აჭარაში – პირველი მაისი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 144 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აქვეყნებს. პირველი მაისის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 99 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაშია 11 პაციენტი. კოვიდკლინიკაში მკურნალობს – 387 პაციენტი.

ბუასილის მკურნალობა და სიმპტომები – ექიმის რჩევები

ჰემოროიდული დაავადება, იგივე ბუასილი, რომელიც სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში ვენების გაგანიერებას გულისხმობს, ძალიან ხშირი პათოლოგიაა როგორც კაცებში, ისე ქალებში. სხვადასხვა ოფიციალური წყაროს მიხედვით, 50 წლის ასაკში ადამიანების დაახლოებით ნახევარს აწუხებს ჰემოროიდული დაავადება. პრობლემის დელიკატურობიდან გამომდინარე პაციენტები დაავადების გართულებამდე არ მიმართავენ ექიმს, რის შედეგადაც დაავადება შესაძლოა პროგრესირდეს და დამძიმდეს. რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ ჰემოროიდული დაავადება, რა …

სკოლებში სამედიცინო კაბინეტების გახსნა სავალდებულო გახდა – ახალი კანონი

სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ს აღემატება, სამედიცინო კაბინეტები 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გაიხსნას, ხოლო იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია – 2022 წლის 15 სექტემბრამდე. სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ახალი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლებიც 2021 წლის 13 აპრილიდან ამოქმედდა. ამ კანონით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში, სამედიცინო სივრცის [კაბინეტი/პუნქტი] ფუნქციონირება, საქართველოს …

რეკლამა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის – ბილბორდებში NCDC 15 ათას ლარს გადაიხდის

მოსახლეობისთვის კორონავირუსის პრევენციისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ასევე „ვაქცინაციის ხელშწყობისთვის“ საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] გარე რეკლამაში 15 148 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. ამ მიზნით, თანხმობისთვის, ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა. აღნიშნული თანხით დამზადდება 14 ბილბორდი, თუმცა კონკრეტულად სად განათავსებენ მათ, ცენტრის განაცხადში არ არის დაკონკრეტებული. „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს …

„კოვიდის ვაქცინების ფასები კომერციული საიდუმლოა“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] არ ასაჯაროებენ, თუ რამდენი გადაიხადეს ქვეყნის ბიუჯეტიდან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებში. რამდენი ვაქცინა შეიძინა საქართველომ და რა ფასად? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ სამინისტროს და ეროვნულ ცენტრს ერთდროულად, წერილობით, 31 მარტს მიმართა. პასუხი მხოლოდ ცენტრისგან მივიღეთ, ისიც, მხოლოდ ვაქცინების რაოდენობაზე …

კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  272 601-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 765 პირი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარში – 21, იმერეთში – 22, ქვემო ქართლში – 15, შიდა …

მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას

„მოსახლეობა უფრო მზად არის ვაქცინაციისთვის, ვიდრე ექიმები,“ – მიიჩნევს ექიმი დეა ქაჯაია, ბათუმის „მედცენტრის“ მენეჯერი ექიმების „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესზე. ჩვენ რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელს ვკითხეთ: რატომ არ სურთ ექიმებს აცრა და რა როლს ასრულებენ ისინი ანტივაქსერულ კამპანიაში, როცა ვაქცინა უკვე არსებობს, ისინი კი, ამაზე უარს ამბობენ. ჩვენ იმ სამედიცინო დაწესებულებებში მოვიკითხეთ ეს ამბავი, სადაც კოვიდკლინიკები იყო …

ექთნის გარდაცვალება შესაძლოა არ გამოუწვევია ვაქცინას – ტიკარაძე

„ის ღრმა კვლევა, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს სამხარაულთან ერთად, ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა,“ – განაცხადა დღეს, 26 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ექთნის დაღუპვის საქმეზე. 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე 19 მარტს დაიღუპა მას შემდეგ, როცა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ …

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება – თამარ გაბუნია

„ფაიზერის“ ვაქცინით აცრა სამშაბათიდან იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა დღეს, 25 მარტს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. დღეს უკვე დაიწყო 65 წელს ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეების რეგისტრაცია, ვინც ვაქცინას გაიკეთებს. მინისტრის მოადგილის თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა საქართველოში 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი: ბოკერიას სახელობის საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ კლინიკა, …

განახლდება თუ არა მარტიდან გეგმიური ოპერაციები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით

განახლდება თუ არა პირველი მარტიდან გეგმიური ოპერაციების ჩატარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. „ამ საკითხზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეპიდსიტუაცია გვექნება ქვეყანაში. იქნება საკითხის განხილვა და კონკრეტული პასუხი თებერვლის ბოლოს გვექნება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. 22 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში …

კოვიდპაციენტებისთვის სამინისტრო მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-19 ინტენსიური მართვის პროცესში პაციენტების სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციისა და შემდგომი დამუშავების მიზნით, პაციენტების მონიტორინგის ცენტრალური სისტემ(ებ)ის შესყიდვას გეგმავს. სისტემამ უნდა მიიღოს განგრძობადი ინფორმაცია და მონაცემები ცალკეულ საწოლებთან დაკავშირებული მონიტორებიდან; უნდა გააჩნდეს მაქსიმუმ 66 მონიტორთან დაკავშირების უნარი, რაც ასევე უზრუნველყოფს პერსონალის მიერ ერთდროულად რეალურ დროში 32 პაციენტის მონაცემების ნახვას და …

ბათუმის რესპუბლიკურს ეყოლება 3 ამცრელი ბრიგადა – კოვიდზე აცრის ჩატარების წესი

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრების ჩასატარებლად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად მზად არის. კლინიკა ჯერჯერობით ერთადერთია აჭარაში, რომელიც ვაქცინაციას ამ ვაქცინით ჩაატარებს. „ფაიზერის“ ვაქცინა -70/-80​0C ტემპერატურის პირობებში ინახება. „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეყოლება სამი ამცრელი ბრიგადა. კლინიკაში უკვე მზად არის სპეციალური კაბინეტები, სამაცივრო სისტემები, უახლოეს დღეებში პერსონალს ჩაუტარდება ტრენინგი. „ფაიზერის“ ვაქცინას კი ჩვენი სამმართველო მიაწვდის. რაც შეეხება სხვა …

„ერთი კვირაა წამალი ვერ ვიშოვე, დედა დაიღუპება მის გარეშე“ – ვისი პასუხისმგებლობაა ციკლოდოლის დეფიციტი

„ამ წამლის გარეშე ცუდად გრძნობს თავს, კანკალი დაეწყება, გადაადგილებას ვერ შეძლებს, სხეული ჩაეკეტება. სამი დღის წინ უკვე ვეღარ ვიშოვეთ ვერც ერთ აფთიაქში, მარტო ბათუმში არა, რეგიონებში და თბილისშიც ვეძებეთ,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ქალი, ვისი 74 წლის დედაც პარკინსონითაა დაავადებული. ქალის თქმით, მისი დედა ამ მედიკამენტს დღეში სამჯერ იღებს. წამალს რეცეპტით ყიდულობენ, ამიტომ ვერც თურქეთიდან …

არის ადგილები რეანიმაციებში არაკოვიდპაციენტებისთვის? – რა ხდება ბათუმის კლინიკებში

პირადი საუბრისას თუ სოციალურ ქსელებში ხშირად მოისმენთ ისტორიებს, რომ გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე, არაკოვიდინფიცირებულ პაციენტს სჭირდებოდა კლინიკაში, რეანიმაციაში მოთავსება, მაგრამ მისთვის ადგილი არსად აღმოჩნდა. „ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის ახლობელს. ის გვიყვება, რომ ბათუმის სამ კლინიკაში ცდილობდნენ არაკოვიდინფიცირებული პაციენტის გადაყვანას, თუმცა ვერ შეძლეს, რადგან თავისუფალი ადგილი რეანიმაციაში არსად აღმოჩნდა. „ჯერ გვითხრეს, რომ კლინიკაში კოვიდტესტის გარეშე …

გამყრელიძე: შესაძლოა გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს

„თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო… შესაძლებელია, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს,“ – აღნიშნა დღეს, 8 დეკემბერს, ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანები შეეჩვიენ პირბადის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას, რაც ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ გრიპი ნაკლებად აქტიური იყოს. ამირან …

81 წლის ქალის ამბავი, რომელიც სასწრაფოს 9 დღე ელოდა და კოვიდი მაინც დაამარცხა

„დავამარცხე კოვიდი, ღმერთმა გაახაროს ყველა ექიმი, წამალი გინდა, საჭმელი გინდა, ყურადღება არ დამკლებია, თუ გადავრჩებოდი არ მეგონა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 81 წლის ნათელა ფაღავა. მან კორონავირუსი დაამარცხა და ახლა უკვე სახლშია. ნათელა ფაღავა კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. მას პნევმონია ჰქონდა. „ახლა რამე აღარ მაწუხებს, ისე სუნთქვა მიჭირდა ძალიან… ჩემს ერთად კიდევ 85 წლის ქალი იყო თბილისიდან, …

„მძიმე ზამთარი და გაზაფხული გველის“ – ინტერვიუ ექიმთან მომავალ შეზღუდვებზე

„ხელისუფლებას ეს სჭირდება შემზღუდავი ღონისძიებების „გასაპრავებლად“, – მიიჩნევს ექიმი ვახტანგ კალოიანი ხელისუფლებისგან ახალი გზავნილების გააქტიურებაზე – არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მთავრობა პაატა იმნაძის ან ამირან გამყრელიძის ნაცვლად უფრო იმ ექიმების გზავნილებს აწვდის საზოგადოებას, რომლებიც კრიტიკული განწყობით გამოირჩევიან. აქამდე მათი აზრით ხელისუფლება არ ინტერესდებოდა. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ამჯერად კრიტიკულად განწყობილი ექიმებისთვის ყურის დაგდება და საზოგადოებისთვის იმის …

კორონავირუსით აჭარაში 516 პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 5

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით აჭარაში 516 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 5. დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 249 შემთხვევა, აჭარაში – 516, იმერეთში – 477, ქვემო ქართლში – 178, შიდა ქართლში – 181, გურიაში – 82, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 212, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 121, სამცხე-ჯავახეთში – 60, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11. …

ქუთაისში 102 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა

102 წლის ქალმა ქუთაისში კორონავირუსი დაამარცხა, ის ქუთაისის ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა და მას ხვალ კლინიკიდან გაწერენ. 102 წლის ქალი ორი კვირის წინ მოათავსეს კლინიკაში. დღეს, 13 ნოემბერს, კორონავირუსით დაინფიცირების 3473 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 37.

სასწრაფოს თანამშრომლის კოვიდით დაღუპვის შემთხვევაში ოჯახს 10 000 ლარს მისცემენ – ბრძანება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრეზე) გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით. შესაბამისი ბრძანება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წლის 6 ნოემბერს გამოსცა. ბრძანება დღეს, 9 ნოემბერს, ამოქმედდა და ის 1-ლი ოქტომბრიდან …

უსიმპტომო კოვიდპაციენტები სასწრაფოთი გადაჰყავთ, როცა ეს სხვას სასიცოცხლოდ სჭირდება – მოქალაქე

„რატომ უნდა გადაჰყავდეს სასწრაფოს კოვიდდადებითი ადამიანი, რომელიც უსიმპტომოა და ამ დროს სასწრაფო იგვიანებს პაციენტთან, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება?“ – კითხულობს მოქალაქე ნატალია დევაძე. ნატალიამ თავისი ოჯახის შემთხვევაზე ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. ნატალიას მამას გუშინწინ, 28 ოქტომბერს დასჭირდა სასწრაფოს დახმარება. თუმცა 67 წლის კაცთან, რომელსაც დიაბეტი აქვს და კომაში ვარდებოდა, ნატალიას თქმით, სასწრაფოს ბრიგადა გამოძახებიდან დაახლოებით …

კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 12

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი, გარდაიცვალა – 12. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 285-მდე გაიზარდა, ხოლო კორონავირუსისგან ჯამში 19 810 პირი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ის მონაცემებით კარანტინშია 3 070, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 200, კოვიდსასტუმროში კი 2 324 პირი იმყოფება.   

კორონავირუსით აჭარაში 9 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა, ქვეყანაში – 20. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები ბათუმის და ქობულეთის კლინიკებში იყვნენ მოთავსებული. მათი ასაკი  63-დან 78 წლამდეა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 71 წლის კაცი, რომლის …

Exit mobile version