მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ დავიბრუნოთ ყნოსვა და გემო კოვიდის შემდეგ? – ჯანმოს რჩევები

07.02.2022
როგორ დავიბრუნოთ ყნოსვა და გემო კოვიდის შემდეგ? – ჯანმოს რჩევები

ყნოსვისა და გემოს დაკარგვა კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია, რაც შესაძლოა 10 დღეში ან რამდენიმე კვირაში აღდგეს. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდი აღენიშნებათ, ანუ გამოჯანმრთელების შემდეგ დარჩათ კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, მათ შორის, კვლავ დაქვეითებული აქვთ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი სპეციალურ სახელმძღვანელოში კონკრეტულ ვარჯიშებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

თუ ყნოსვა და გემო გაქვთ დაქვეითებული, რეაბილიტაციის პროცესის გასამარტივებლად და დასაჩქარებლად:

  • დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა, დღეში ორჯერ კბილების გახეხვით;
  • ჩაიტარეთ ყნოსვის ვარჯიშები, დაყნოსეთ ლიმონი, ვარდი, მიხაკი და ევკალიპტი 20 წამის განმავლობაში, დღეში ორჯერ;
  • სცადეთ ისეთი მწვანილის და სანელებლების დამატება საკვებში, როგორიცაა: წიწაკა, ლიმონის წვენი და ახალი მწვანილი, რათა გემო შეჰმატოთ მას, მაგრამ ფრთხილად იყავით, თუ კი კუჭის დაავადებები აღგენიშნებათ. 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/387994/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: