მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ მოვიქცეთ გახანგრძლივებული ხველის და პოსტკოვიდური გართულებების დროს

04.02.2022
როგორ მოვიქცეთ გახანგრძლივებული ხველის და პოსტკოვიდური გართულებების დროს

ცნობილია, რომ COVID 19-მა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები და სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს 12 კვირაზე მეტი ხანს.

პოსტკოვიდური მდგომარეობა, ასევე ცნობილი, როგორც ხანგრძლივი პოსტკოვიდური სინდრომი, როგორც წესი, უმჯობესდება დროთა განმავლობაში. თუმცა ამ პროცესის გამარტივებისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა სპეციალური სახელმძღვანელო – „პოსტკოვიდური მდგომარეობის თვითმართვა“ გამოსცა.

პოზიციები ქოშინის/სუნთქვის გაძნელების შესამცირებლად

პოსტკოვიდური მდგომარეობის, იგივე გახანგრძლივებული კოვიდის დროს, არსებობს გარკვეული სამედიცინო გართულებები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას და რომლის დროსაც საჭიროა სასწრაფო სამედიცინო შემოწმება. ასეთი გართულებებია:

  • ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის გახშირება ან თავბრუსხვევა გარკვეულ პოზიციაში ან ვარჯიშის და სხვა აქტივობის დროს;
  • ქვეითდება ცნობიერება ან გიჭირთ საუბარი და წარმოთქმულის გააზრება;
  • გაქვთ სისუსტე სახის, მკლავის ან ფეხის არეში, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;

ასევე, საგანგაშო ნიშნებად მიიჩნევა პოსტკოვიდური რეაბილიტაციის პერიოდში ქოშინსა და სუნთქვის გაძნელება მოსვენებულ მდგომარეობაში ან მინიმალური აქტივობის ფონზე, რომელიც არ უმჯობესდება ჯანმოს მიერ შემოთავაზებული სუნთქვის კონტროლის ტექნიკის გამოყენების მიუხედავად.

ბროშურა გაწვდით ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ნიშნები, რომლებიც საჭიროებს ექიმის გადაუდებელ ჩარევას;
  • ქოშინის/სუნთქვის გაძნელების მართვა;
  • ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში;
  • ენერგიის დაზოგვა და დაღლილობის მართვა;
  • ხმასთან დაკავშირებული პრობლემების მართვა;
  • ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემების მართვა;
  • კვებასთან, ყნოსვასთან და გემოსთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ყურადღების, მეხსიერებისა და აზროვნების პრობლემების მართვა;
  • სტრესის, შფოთვის, დეპრესიის და ძილის პრობლემების მართვა;
  • ტკივილის მართვა.

სახელმძღვანელო ასევე მოიცავს სიმპტომების მონიტორინგის დღიურს და კონრეტულ რჩევებს.

რჩევები გახანგრძლივებული (პერსისტული) ხველის დროს:

  • სცადეთ ცხვირით სუნთქვა ნაცვლად პირისა.
  • მიიღეთ დაბალ შაქრიანი, მოხარშული ტკბილეული.
  • სცადეთ „ხველის შეჩერების ვარჯიში“. როგორც კი დახველების სურვილი გაგიჩნდებათ, დახურეთ პირი და აიფარეთ ხელი (შეაჩერეთ ხველა). ამავე დროს, გადაყლაპეთ ნერწყვი.
  • შეაჩერეთ სუნთქვა – გააკეთეთ პაუზა. პაუზის შემდეგ, როდესაც განაგრძობთ სუნთქვას, მშვიდად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ცხვირით.
  • თუ ხველა დაგეწყოთ ღამით, კუჭის რეფლუქსის გამო, შეეცადეთ დაწვეთ გვერდზე ან გამოიყენოთ ბალიშები, თავის ზემოთ წამოსაწევად.

სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა ქართულ ენაზე შესაძლებელია მ ბმულზე.

„თუ სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება ან არ უმჯობესდება, აუცილებელია ჯანდაცვის სპეციალისტთან კონსულტაცია“ – აცხადებს ჯანმო.
_______________
ფოტო: pixels

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: