სიახლეები

კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი, დადასტურდა 946 ახალი შემთხვევა – 13 სექტემბერი

13.09.2021 • 1195
კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი, დადასტურდა 946 ახალი შემთხვევა – 13 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სულ 17 192 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 442, PCR ტესტით – 7 750. 

12 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.81% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 324 შემთხვევა, აჭარაში – 120, იმერეთში – 133, ქვემო ქართლში – 38, შიდა ქართლში – 36, გურიაში – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 99, კახეთში – 95, მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 16.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: