აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 25 იანვარს, „აჭარაში მოსული უხვი ნალექის დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მუნიციპალიტეტებში პაციენტებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდების პროცესში სამაშველო სამსახურის ბრიგადები ეხმარებოდნენ. 25-27 იანვარს მაშველებმა რეაგირება მოახდინეს 30 გამოძახებაზე, 18 შემთხვევაში კი _ პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია“. სამინისტრო მადლობას უხდის სამაშველო სამსახურს გაწეული დახმარებისათვის. დიდთოვლობის დროს სასწრაფო დახმარების სამსახური შეფერხებით მუშაობდა ბათუმშიც.
Tag Archives: ჯანდაცვა
ბათუმში საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გაიხსნა
საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა დღეს პირველი პაციენტი მიიღო. ჰოსპიტლის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პირველი თებერვლიდან კლინიკა სრული დატვირთვით ამოქმედდა. საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, სადაც გათვალისწინებულია მაღალი ხარისხის ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურება. ჰოსპიტალში მუშაობს მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. „ჰოსპიტალი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მსოფლიო …
H1N1-ის 16 შემთხვევა აჭარაში
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის 29 იანვრის მონაცემებით, ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს დღეს 363-მა პაციენტმა მიმართა. გრიპი და გრიპისმაგვარი სხვა მწვავე ვირუსული ინფექციებით სტაციონარში მოთავსებულია 90 პაციენტი. აქედან 18 პაციენტი სტაციონარში დღეს განთავსდა. რეანიმაციაში კი ხუთი პაციენტი იმყოფება. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სულ 57 ნიმუში, 16 შემთხვევაში დადასტურდა A H1, დადასტურებული შემთხვევებიდან 2 რჩება სტაციონარში (1 რენიამციაში), 1 გარდაიცვალა, 13 გამოჯანმრთელდა. დადასტურებული …
გრიპისმაგვარი დაავადებების სტატისტიკა აჭარაში
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, აჭარის სამედიცინო დაწესებულბებში გრიპის მაგვარი დაავადებების სიმპტომებით რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 7 პაციენტი. 63 პაციენტი მკურნალობის კურსს სტაციონარში გადის. სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, წლის მე–3 კვირის მდგომარეობით რეგიონში აღირიცხა გრიპისმაგვარი დაავადების 1548 ამბულატორიული და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის სტაციონარული 209 შემთხვევა. სამინისტროს ინფორმაციით, გაიცემა რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო და …
Continue reading “გრიპისმაგვარი დაავადებების სტატისტიკა აჭარაში”
სეზონური ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების გამო პოლიკლინიკები პაციენტებს 21 საათამდე მოემსახურებიან
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონური ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების გამო, ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პოლიკლინიკები პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან, საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები შეასრულებენ ბინაზე გამოძახებას. პოლიკლინიკები სრული დატვირთვით იმუშავებენ დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე , 18:00 -დან 21 საათამდე პაციენტებს მომსახურებას მორიგე ექიმები გაუწევენ. მორიგე ექიმები პაციენტებს დასვენების დღეებშიც მოემსახურებიან. მოსახლეობას შეუძლია …
ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის კურსების რაოდენობა გაიზარდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსების რაოდენობა ერთით გაზარდა. ნაცვლად 6 კურსისა, იგი წელს ფსიქოსომატური რეაბილიტაციის 7 კურსს დააფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული თითოეული კურსი – 10 დღეს მოიცავს. პროგრამის ბიუჯეტი კი 490,000 ლარს შეადგენს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომსახურება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით – 233,33 ლარის ოდენობით ანაზღაურდება. პროგრამა ვრცელდება 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთაც აღენიშნებათ ცერებრული დამბლა; ცენტრალური და პერიფერიული ნერვული …
Continue reading “ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის კურსების რაოდენობა გაიზარდა”
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამები
პირველი იანვრიდან ამოქმედდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამები. წელს სამინისტრო 7 პროგრამას, 23 ქვეპროგრამას განახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11 306 170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14 057 940 ლარს. ნაზარდი ჯამიდან 1 539 000 …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამები”
ბათუმის მერიამ რაიდ და დელფინოთერაპიის პროგრამაზე უარი თქვა
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტში, რაიდ და დელფინოთერაპიის პროგრამის მომზადებისთვის 2016 წლის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას ითხოვდა. მერიამ პროგრამის დაფინანსებაზე უარი თქვა. რაიდთერაპია ცხენით მკურნალობაა, მსოფლიოში გავრცელებული მოასაზრების თანახმად ცხენით ჯირითი ადამიანის ყველა კუნთის ტონუსში მოყვანას უწყობს ხელს. მიიჩნევენ, რომ ცხენი ერთდროულად მასაჟისტიც არის, ფსიქოლოგიც და ექიმიც. ცხენთან ურთიერთიერთობა ადამიანს აჯანსაღებს და უფრო კონტაქტურს ხდის. …
Continue reading “ბათუმის მერიამ რაიდ და დელფინოთერაპიის პროგრამაზე უარი თქვა”
კვების დეფიციტი საქართველოში
დღეს 19 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო „დივანში“ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ კვების დეფიციტის პრობლემაზე სემინარი გაიმართა. ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით, დღეს საქართველოში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი კვების დეფიციტს განიცდის. სპეციალისტების თქმით, კვების დეფიციტს მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსალეობა არ განიცდის. კვების დეფიციტს იწვევს არაჯანსაღი, დაუბალანსებელი კვება, რის შედეგადაც ორგანიზმში მიკროელემენტების დეფიციტი ჩნება. რას ნიშნავს ნუტრიციული …
უბნის ექიმის განცხადება 6 წლის ბავშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
15 დეკემბეს batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ, ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში 6 წლის ბავშის გარდაცვალების ამბავს, უბნის ექიმი მაია ბოლქვაძე გამოეხმაურა. მან „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ ბავშვს წითელას სავარაუდო დიაგნოზი დაუსვა და მშობლებს რეკომენდაცია მისცა, რომ ინფექციურ საავადყოფოში გადაეყვანათ. მაია ბოლქვაძე, უბნის ექიმი: „ბავშვს პარასკევს საღამოს ჰქონდა სიცხე, დავალევინეთ წამალი. იმის მერე აღარ ჰქონდა. მერე კვირა საღამოს, სოფლის ექთანმა დამირეკა მაღალი …
Continue reading “უბნის ექიმის განცხადება 6 წლის ბავშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით”
ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 15 დეკემბერს ქუნთრუშას დიაგნოზით 6 წლის ბავშვი დაიღუპა. ბავშვი შუახევის სოფელ მაწყვალთიდან სამედიცინო ცენტრში გადაყვანის შემდეგ ხუთ საათში გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნინო ნიჟარაძის თქმით, გარდაცვლილ ბავშვს ოჯახის ექიმის მიერ წითელას დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი, თუმცა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მძიმე სეფტიურ-ტოქსიური შოკით ქუნთრუშა დაუდგინეს. …
Continue reading “ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა”
საქველმოქმედო მაღაზია ბათუმში ონკოპალიატიური პაციენტებისთვის
ბათუმში ონკოპაციენტთა მზრუნველობისთვის საქველმოქმედო მაღაზია გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის გამოუსადეგარი, მაგრამ სხვისთვის სასარგებლო ნივთი უსასყიდლოდ ჩააბაროს, ნივთების გაყიდვიდან აღებული თანხა კი პაციენტების პალიატიურ მზრუნველობას მოხმარდება. მაღაზიაში ნივთის ჩასაბარებლად ოპერატორს უნდა დაუკავშირდეთ, რომელიც ნივთის ზომის გათვალისწინებით ან თავად მოგაკითხავთ, ან შეხვედრის ადგილზე შეგითანხმდებათ. საწყის ეტაპზე, საქველმოქმედო მაღაზიის დახლები ფეისბუქზე განთავსდება. პალიატიური მზრუნველობა აქტიური, …
Continue reading “საქველმოქმედო მაღაზია ბათუმში ონკოპალიატიური პაციენტებისთვის”
როცა არტერიული წნევის ნიშნულები ერთმანეთს უახლოვდება
რამდენად საშიშია, როცა ზედა – სისტოლური და ქვედა – დიასტოლური წნევის მაჩვენებლები ერთმანეთს უახლოვდება, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მას? ამ თემაზე „ბათუმელებს“ მედიცინის დოქტორი თინა აბესაძე ესაუბრა.